დიდი ომიანობა ეგრისში
1. რომელი სახელმწიფო წარმოადგენდა ბიზანტიის მთავარ კონკურენტს აღმოსავლეთში?
ვინ იყო ამ სახელმწიფოს მბრძანებელი იუსტინიანეს მმართველობის პერიოდში?
2. რომელ წელს დაიდო ე.წ. “საუკუნო ზავი” ირანსა
და ბიზანტიას შორის და როგორ გაინაწილეს სამხრეთ კავკასიის ტერიტორია?(532 წელს. ირანმა აღიარა ეგრისზე ბიზანტიის
გავლენა, ბიზანტიამ კი კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილი ცნო ირანის ნაწილად. ბიზანტია აღიარებდა
ირანის მიერ ქართლში მეფობის გაუქმებას.)
3. როგორ ცდილობს იუსტინიანე პოზიციების განიმტკიცებას ეგრისში და როგორ
დამძიმდა ბიზანტიელთა ბატონობა დასავლეთ საქართველოში?
4. როდის და ვის მიერ დაირღვა „საუკუნო ზავი“? სად განახლდა ბრძოლები თავდაპირველად?
5. როდის და ვის შორის მიმდინარეობდა ე.წ. “დიდი ომიანობა ეგრისში”? რა
როლი მიუძღვის მეფე გუბაზ II-ეს ომის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანაში?
6. რატომ იყო ირანისთვის ეგრისის ტერიტორია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი?
7. რა წარმატებას მიაღწია ეგრისში ირანმა თავდაპირველ ეტაპზე და რითი აიხსნება
ეს უპირატესობა?
8. რატომ აქცია ზურგი გუბაზ II-ემ სპარსეთს და გადავიდა ბიზანტიის მხარეზე?
9. როდის და ვის მიერ იქნა მოკლული ეგრისის მეფე გუბაზ II? რა გახდა მკვლელობის
მიზეზი და რას აბრალებდნენ მკვლელები მეფეს?
10. რა საკითხს განიხილავდა 554 წელს ეგრისში მოწვეული სახალხო კრება? რა პოზიცია ჰქონდათ
კრებაზე გამოსულ აიეტსა და ფარტაზის?
გუბაზის ვერგულად მოკვლამ
დიდი პროტესტი გამოიწვია. ეგრისელებმა მოიწვიეს სახალხო
კრება, სადაც უნდა გადაეწყვიტათ, კვლავ
ბიზანტიელთა მოკავშირედ დარჩენილიყვნენ თუ ირანელთა მხარეზე გადასულიყვნენ. ირანელთა
და ბიზანტიელთა მომხრეებმა საკუთარი არგუმენტები
წარმოადგინეს. ირანელთა მომხრეების
მოსაზრებები ცნობილმა ორატორმა აიეტმა გამოთქვა, ხოლო აიეტის საწინააღმდეგო მოსაზრება
წარმოადგინა ეგრისელმა წარჩინებულმა ფარტაძიმ. მან ბიზანტიელთა მხარეს დარჩენას დაუჭირა
მხარი, ოღონდ გარკვეული პირობებით.
საბოლოოდ ბიზანტიის მომხრე ჯგუფმა გაიმარჯვა
და ეგრისელებმა გადაწყვიტეს, გარკვეული პირობებით კვლავ ქრისტინული ბიზანტიის მოკავშირედ
დარჩენილიყვნენ. პირობები ასეთი იყო:
იუსტინიანეს მკაცრად უნდა დაესაჯა მკვლელები
და ეგრისში მეფედ გუბაზის მემკვიდრე წათე II დაემტკიცებინა. ბიზანტიის იმპერატორმა
ეს პირობები მიიღო - მან გუბაზის მკვლელებიდან
ზოგი სიკვდილით დასაჯა, ზოგსაც პატივი
აჰყარა და გადაასახლა, ეგრისში კი მეფედ წათე II დაამტკიცა.
11. ვისი გამარჯვებით დასრულდა “დიდი ომიანობა
ეგრისში”? რას ითვალისწინებდა 562 წელს ირანსა და ბიზანტიას შორის დადებული ზავის პირობები?დასავლეთ
საქართველოს რომელი ტერიტორია შეინარჩუნა მცირე ხნით ირანმა 562 წელს დადებული ზავის
პირობით?
1. როდის დამკვიდრდა ტერმინი ბიზანტია?
ბიზანტია მთელი არსებობის
განმავლობაში რომის იმპერიად იწოდებოდა, ხოლო მისი მოსახლეობა - რომაელებად. რაც შეეხება
ტერმინ ბიზანტიას, ის იმპერიის დაცემის შემდეგ - 16 -ე საუკუნეში წარმოიქმნა. აღორძინების
დროის ჰუმანისტმა ისტორიკოსებმა ტერმინი ბიზანტია დაამკვიდრეს აღმოსავლეთ რომის სახელწოდებად.
ტერმინი წარმოიქმნა კონსტანტინოპოლის ძველი სახელწოდებიდან - ბიზანტიონიდან.
2. ვინ იყვნენ დიოფიზიტები და მონოფიზიტები და რა განსხვავებაა მათ შორის? სად და როდის
დაგმეს მონოფიზიტობა? (პასუხი მოიძიე გვ. 99)
3.როგორ იყენებდა ირანი ბიზანტიაში არსებულ რელიგიურ დაპირისპირებას თავის სასარგებლოდ?
ირანი
მხარს უჭერდა იმ ქრისტიანულ მიმდინარეობებს, რომელიც იდევნებოდა ბიზანტიაში. იმპერატორისგან
დევნილი მონოფიზიტები თავშესაფარს ირანში ნახულობდნენ. ასევე ირანის მმართველი წრეები დამორჩილებულ ქრისტიანულ ხალხებში (ქართველებში,
სომხებში, ალბანელებში, სირიაში და სხვ.) სასტიკად ებრძოდნენ დიოფიზიტურ ქრისტიანობას,
თუმცა არ დევნიდნენ მონოფიზიტობას. ამით ირანს სურდა მის იმპერიაში შემავალი ქრისტიანული
მოსახლეობა დაპირისპირებაში ყოფილიყო ბიზანტიის სახელმწიფოსთან, სადაც დევნიდნენ მონოფიზიტებს.
4. რატომ ითველბა ბიზანტია რომის სამართალმემკვიდრედ
და გაგრძელდა თუ არა ბიზანტიაში რომაული მმართველობის ტრადიციები?
რომის
იმპერიის ორად გაყოფის შედეგად ორი განსხვავებული და დამოუკიდებელი სახელმწიფო წარმოიქმნა.
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ არსებობას განაგრძობს აღმოსავლეთ რომის იმპერია - იგივე ბიზანტია. ის იქცა ქრისტიანობის ცენტრად
და მის დამცველად. ბიზანტია, როგორც რომის სამართალმემკვიდრე, მისი პოლიტიკისა და ტრადიციების
გამგრძელებელი გახდა. თითქმის უცვლელი დარჩა რომის იმპერიის მმართველობის სისტემა და
რომაული კანონები. მოგვიანებით, VI საუკუნეში იუსტინიანე I დიდის დროს განხორციელდა
საკანონმდებლო რეფორმა, რის შედეგადაც ბიზანტიური კანონები უფრო მეტად მოერგო ქრისტიანულ
იდეოლოგიას.
ბიზანტიური მმართველობის ცენტრალური
ფიგურა იყო იმპერატორი. იგი წარმოადგენდა უმაღლეს მხედართმთავარსა და მოსამართლეს.
გარდა ამისა, ის ითვლებოდა ეკლესიის მფარველად და ქრისტიანობის მცველად. ეს ფაქტორი
მას უფლებას აძლევდა ჩარეულიყო საეკლესიო საქმეებში. მაგ. მოეწვია საეკლესიო კრებები დაენიშნა ან გადაეყენებინა
უმაღლესი საერო და სასულიერო პირები, ჩარეულიყო საეკლესიო დოგამური საკითხების გადაწყვეტაში
და სხვა.
რომაულ სამყაროს არ ახასიათებდა მონარქიის მკაცრად მემკვიდრეობითი და შეუზღუდავი მოდელი.
ვერც ბიზანტიელი იმპერატორები ჩაითვლებოდნენ შეუზღუდავ მონარქებად. ბიზანტიის იმპერიაში ნებისმიერს შეეძლო გამხდარიყო
იმპერატორი, მთავარია თავი გამოეჩინა სიმამაცითა და პოლიტიკური გამჭრიახობით. მაგ. ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე I დიდი გლეხური
წარმომავლობისა იყო. ბიზანტიაში მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ გაეპროტესტებინათ სახელმწიფო
მმართველობა და გამოეთქვათ თავიანთი აზრი.
პროტესტის გამოხატვის თავისუფლებამ მოქალაქეებს საშუალება მისცა შეექმნათ პოლიტიკური
კავშირები - პარტიები. პარტიის წევრები მოქონება-არ მოწონებას შეძახილებით გამოხატავდნენ.
ასეთი პრაქტიკა მხოლოდ აღმოსავლეთ რომის იმპერიაში არსებობდა.
ბიზანტიის
იმპერატორებს ხშირ შემთხვევაში იპოდრომზე ირჩევდნენ, სადაც შეკრებილნი იყვნენ სენატორები,
ჯარიკაცები და კონსტანტინოპოლის მოსახლეობა. მართალია იმპერატორის ღვთაებრივ წარმომავლობაში
ეჭვი არავის ეპარებოდა, თუმცა იმპერატორი კანონზე მაღლა არ იდგა. თუ ხალხი მიიჩნევდა,
რომ იმპერატორი თავის მოვალეობას ვერ ასრულებს, შეეძლოთ იპოდრომზე წაეყენებინათ მისთვის
ბრალდებები, მოთხოვნები, და უფრო მეტიც - გადაეყენებინათ
კიდეც.
5.
რომელ წლებში იყო იმპერატორი იუსტინიანე I დიდი?
6.
როდის მოხდა, რა შედეგით დასრულდა „ნიკას“ აჯანყება და რატომ ეწოდა ეს სახელი?
ჯერ კიდევ
კონსტანტინე დიდის დროს დამკვიდრდა წესი, რომ კონსტანტინოპოლის მოსახლეობას უფლება
მიენიჭა გაეპროტესტებინა ხელისუფლების პოლიტიკა. პროტესტის გამოხატვის თავისუფლებამ
მოქალაქეებს საშუალება მისცა შეექმნათ პოლიტიკური პარტიები. ასე შეიქმნა მწვანეების,
ლურჯების, თეთრების და წითლების პარტიები. ამათგან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინეს
მწვანეებმა და ლურჯებმა. მწვანეები (პრასინები) ძირითადად ვაჭრები იყვნენ; ლურჯები
(ვენეტები) კი - მსხვილი მიწათმფლობელები. (არისტოკრატია). ისინი რელიგიურადადაც განსხვავდებოდნენ
- მწვანეები მონოფიზიტები იყვნენ; ლურჯები კი
- დიოფიზიტები. ლურჯები და მწვანეები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და მტრობდნენ.
პოლიტიკური თავშეყრის ადგილი იყო იპოდრომი,
სადაც ყოველ კვირა დღეს ეტლებით რბოლა
იმართებოდა. ლურჯები გულშემატკივრობდნენ ლურჯი ფერის ეტლებს, რომელსაც ასევე ლურჯ ფერში
ჩაცმული მეეტლე მართავდა. მწვანეები კი - მწვანედ გამოწყობილ მეეტლეს. რბოლის შემდეგ
პოლიტიკური პარტიები სიტყვით მიმართავდნენ იმპერატორს. ამ დღეს შეიძლებოდა იმპერატორის
კრიტიკა.
532 წელს ორივე პარტია იუსტინიანეს წინააღმდეგ გაერთიანდა
და საერთო მოთხოვნა წაუყენა – თანამდებობიდან გადაეყენებინა კორუფციული საქმიანობით
დაკავებული პირები, რომლებიც საზოგადოებაში მოწონებით არ სარგებლობდნენ. ხუთი დღის
განმავლობაში აჯანყებულებს ალყაში ჰქონდათ მოქცეული იმპერატორის სასახლე. აჯანყებულებმა
ახლი იმპერატორი გამოაცხადეს. ქალაქში ხანძარიც
გაჩნდა. მან იმსხვერპლა ტაძარი აია სოფია, რომელიც შემდგომში თავად იუსტინიანე დიდმა
აღადგინა. მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ იმპერატორმა გაქცევაც კი დააპირა, მაგრამ
მისმა მეუღლემ, თეოდორამ შეაჩერა, აიძულა, გამბედაობა მოეკრიბა და აჯანყება სისხლში
ჩაეხშო. ასე დასრულდა ნიკას აჯანყება, რომელმაც
იმპერატორის ძალაუფლებისა და ავტორიტეტის ზრდა გამოიწვია.
7.
რა საკანონმდებლო რეფორმა გაატარა იუსტინიანემ? რამდენი და რა ნაწილებისგან შედგებოდა იუსტინიანეს
კოდექსი? (პასუხი მოიძიე გვ. 103)
8.
რა აღმშენებლობითი საქმიანობა გასწია იუსტინიანემ? (პასუხი მოიძიე გვ. 105-106)
9.
რატომ დახურა იუსტინიანემ ათენის ფილოსოფიური სკოლა 529 წელს? ვინ შეიფარა ამ სკოლის
დევნილი მასწავლებლები?
10.
რა ტერიტორიები დაიპყრო ბიზანტიამ დასავლეთით? რომელი ორი სამეფო განადგურდა ამ დაპყრობების
შედეგად? (პასუხი მოიძიე გვ. 101)
11.
იუსტინიანეს დასავლეთში ლაშქრობის მიზანი იყო რომის იმპერიის ერთიანობის აღდგენა. რამდენად
მიაღწია მიზანს? კიდევ რა ტერიტორიების დაპყრობა იყო საჭირო, რომ ერთიანი იმპერია აღედგინა?(პასუხისთვის იხ. რუკა გვ. 101)
12. ვინ იყო ველიზარიუსი და რა როლი ითამაშა იუსტინიანეს სამხედრო წარმატებებში? (პასუხი მოიძიე გვ. 101)
13. ბიზანტიამ დიდი ხნით ვერ შეინარჩუნა დასავლეთით დაპყრობილი მიწები. ამის მიზეზი იყო კულტურული განსხვავება იმპერიის ორ ნაწილს- დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ყველაზე მეტად რაში გამოიხატებოდა ეს გაუცხოება ორ სივრცეს შორის? (პასუხი მოიძიე გვ. 102-103)
14.რატომ ფიქრობს ფრანგი ისტორიკოსი ჟაკ ლე გოფი, რომ იუსტინიანეს მიერ დაპყრობილი ტერიტორიები იყო მოჩვენებითი წარმატება?(პასუხი მოიძიე გვ. 102)
15. როგორ შეფასებას აძლევს ბრიტანელი ისტორიკოსი ედუარდ გიბონი ერთი მხრივ იუსტინიანეს ომებს და მეორე მხრივ იუსტინიანეს კოდექსს?
16. დაასახელეთ იუსტინიანეს თანამედროვე ისტორიკოსი, რომელიც აღწერს მის ცხოვრებას? შეადარე წყარო 8 და წყარო 9. რითი შეიძლება ავხსნათ ისტორიკოსისგან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია?
როგორ შეიქმნა ფრანკთა სამეფო
1. სად ცხოვრობდნენ ფრანკები და რომის რომელ პროვინციაში
იწყებენ დასახლებას III-IV საუკუნეებში?
მდ. რაინის მიდამოებში. III-IV საუკუნეებში ისინი იწყებენ რომის პროვინცია
გალიაში შეჭრას და იქ დამკვიდრებას.
2. ფრანკების რომელი ორი ჯგუფი ჩამოყალიბდა და რა განსხვავება
იყო მათ შორის?
სალიელი ფრანკები ცხოვრობდნენ გალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვისპირეთში,
ხოლო რიპუარი ფრანკები - მდ. რაინის სამხრეთით.
3. როგორ შეუწყო ხელი კატალაუნის ბრძოლამ ფრანკების
დამკვიდრებას გალიაში და საერთოდ რომაულ პოლიტიკაში?
ფრანკებმა 451 წელს კატალაუნის ბრძოლაში რომაელთა მხარეზე იბრძოლეს. ამის სანაცვლოდ
რომმა აღიარა და მათი ცხოვრების უფლება პროვინცია გალიაში - ფედერატობის საფუძველზე,
ანუ ფრანკები სანაცვლოდ იმსახურებდნენ რომის არმიაში და დაიცავდნენ მის საზღვრებს.
4. ვინ იყო ხილდერიკ I და რომელ დინასტიას მიაკუთვნებენ
მას?
ხილდერიკ I ფრანკთა ტომებს მართავდა V საუკუნის 50-80-იან წლებში. მას ზოგჯერ ფრანკთა
პირველ მეფედაც ასახელებენ, თუმცა ისტორიკოსთა ნაწილი ფრანკთა პირველ მეფედ ხილდერიკ
I-ის შვილს ხლოდვიგს ასახელებს, რომელმაც დაასრულა ფრანკთა სამეფოს შექმნა თანამედროვე
საფრანგეთის ტერიტორიებზე.
5. ვისი მმართველობის დროს გაიზარდა და გაძლიერდა ფრანკთა
სამეფო?
ხლოდვიგის. მეფობდა 481-511 წლებში.
6. გრ. ტურელის მონათხრობის მიხედვით (წყარო 6, გვ.
77) ხლოდვიგის ხელისუფლება რომელი ტიპისაა -
მეფისა თუ ბელადისა? პასუხი დაასაბუთე.
საწყის პერიოდში მისი ხელისუფლება უფრო ბელადისას წააგავს. მაგ. იგი ჯარს თხოვს, რომ
ნადავლიდან მას დაუთმონ წმინდა ბარძიმი, თუმცა ერთერთი ჯარისკაცი არ აძლევს მას ამის
უფლებას. თუმცა შემდგომში ხლოდვიგის ხელისუფლება ძლიერდება და მეფისას უტოლდება. ამას
მეტყველებს მისი შურისძიება იმ ჯარისკაცზე, რომელმაც არ დაუთმო ხლოდვიგს წმინდა ბარძიმი.
7. რა გარემოებებმა განაპირობა ხლოდვიგის ქრისტიანობაზე
მოქცევა და რა სარგებელს მიიღებდა ამით?
ხლოდვიგს ცოლად ჰყავდა ბურგუნდიის მეფის ასული კლოტილდა, რომელიც ქრისტიანი იყო და
ხელს უწყობდა მის ქრისტეს რჯულზე მოქცევას. ამავე დროს ევროპაში დიდ ავტორიტეტს წარმოადგენდა
რომის პაპი, მისი მხარდაჭერა ხლოდვიგს ძალიან სჭირდებოდა, პაპის მხარდაჭერასთან ერთად
მეფე ევროპის ქრისტიანთა გულსაც მოიგებდა. მის სამეფოში მცხოვრები ფრანკები წარმართები იყვნენ,
ადგილობრივი გალო-რომანული მოსახლეობა კი ქრისტიანი, რაც სამეფოში დაპირისპირებას აღვივებდა.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით კი ხლოდვიგი მის სამეფოში მშვიდობას
უზრუნველყოფდა და აქ მცხოვრებ ხალხს გააერთიანებდა ერთი რელიგიის ქვეშ. გარდა ამისა
ხლოდვიგი მიიღებდა აღმოსავლეთ რომის იმპერატორის მხარდაჭერასაც, რომლის ავტორიტეტსა
და უზენაესობას აღიარებდნენ ევროპაში დაარსებული სხვა ბარბაროსული სახელმწიფოების მმართველებიც
და თავად ხლოდვიგიც.
8. გრიგოლ ტურელის მიხედვით (წყარო 7; გვ. 79) რა სასწაულმა
შეუწყო ხელი მის გაქრისტიანებას? გაიხსენეთ ასევე სხვა შემთხვევები, როცა ქრისტიანობასთან
დაკავშირებულ საკითხზე მეფის/მმართველის/ გადაწყვეტილებაზე სასწაული რომ ახდენს გავლენას.
თქვენი აზრით რატომ იყო საჭირო ასეთი სასწაულების ხალხში გავრცელება?
ხლოდვიგს ქრისტეს რჯულზე მოქცევას თხოვდა მისი მეუღლე კლოტილდა და ასევე რეიმსის ეპისკოპოსი
რემიგიუსი. ხლოდვიგს ადარდებდა თავისი ხალხის განწყობა, ეჭვობდა, რომ წარმართი ფრანკები
გაქრისტიანებას მხარს არ დაუჭერდნენ. როცა ის თავის ხალხს ამ თემაზე ესაუბრებოდა -
მის უკან გამოისახა ანგელოზი, ხალხმაც ირწმუნა და მხარი დაუჭირა მეფეს.
გაქრისტიანების
პროცესში თითქმის ყველა მმართველზე იქმნება მსგავსი ლეგენდები. ამის მაგალითია ქართლის
მეფე მირიანი, რომის იმპერატორი - კონსტანტინე, სომხეთის მეფე თრდატი და სხვები. ისტორიკოსთა
ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ასეთი სასწაულების შესახებ ინფორმაციის გავრცელება თავად
მეფეებისა და მათი მხარდადამჭერების ინტერესებში შედიოდა, რადგან ამით თავიანთი გადაწყველილების
დამაჯერებლობას ზრდიდნენ და ხალხის მხარდაჭერასაც მეტად უზრუნველყოფდნენ.
9. „ეთაყვანე რასაც წვავდი,
დაწვი - რასაც ეთაყვანებოდი“ . ახსენი ამ სიტყვების არსი. ვინ უთხრა ეს სიტყვები ფრანკთა
მეფეს და როდის? რატომ ითვლება საფრანგეთის სიმბოლოდ დღესაც შროშანი?
ფრანკი წარმართები მანამდე წმინდა ეკლესიებს უდიერად ეპყრობოდნენ, ბრძოლების დროს გაუძრცვავთ
და გადაუწვიათ კიდეც. ამჟამად ფრანკებს წარმართული საგნების დაწვა მოუწევდათ.
ხლოდვიგი მონათლა რეიმსის ეპისკოპოსმა რემიგიუსმა, ნათლობის დროს ხალხმა კიდევ ერთი
სასწაული იხილა. ეპისკოპოსს მტრედის სახით ანგელოზი გამოეცხადა და წმინდა ჭურჭლით ნათლობისთვის მირონი მიუტანა. რემიგიუსმა ნათლობის
შემდეგ მეფეს ოქროს შროშანი გადასცა, როგორც განწმენდის სიმბოლო. ამიტომაც მიიჩნევა საფრანგეთის სიმბოლოდ ოქროს შროშანანი.
10. გაიხსენე ქრისტიანობის რომელი
მიმდინარეობა ვრცელდებოდა ძირითადად გერმანულ ტომებში და რითი განსხვავდებოდა ხლოდვიგის
რწმენა დანარჩენი გერმანელი მეფე-ბელადების ქრისტიანული რწმენისგან?
გერმანულ ტომებში გავრცელებას იწყებს არიანული ქრისტიანობა. ვესტგოთების, ოსტგოთების,
ვანდალების, ბურგუნდების და ლომბარდების სამეფოებში სახელმწიფო რელიგიად არიანელობა
იქცა. ხლოდვიგმა კი ქრისტიანობის ის ძირითადი ხაზი აირჩია, რომელსაც მხარი დაუჭირა
ნიკეას საეკლესიო კრებამ და რომელსაც რომის პაპი და აღმოსავლეთ რომის იმპერატორი აღიარებდა.
ამით მათი მხარდაჭერა მოიპოვა ფრანკთა მეფემ.
11. სამხრეთ გალიის მიწებისათვის,
რომელი გერმანული სამეფო იყო ხლოდვიგის მთავარი მოწინააღმდეგე? ამ დაპირისპირებაში რატომ უჭერდა მხარს ხლოდვიგს რომის
პაპი?
ვესტგოთების სამეფო. ომის მიზეზი იყო სამხრეთ გალიის მიწები. ამ ბრძოლაში პაპის სიმპათია
და მხარდაჭერა ხლოდვიგის მხარეზე იყო, რადგან ვესთგოთების მეფე არიანული ქრისტიანობის
მიმდევარი იყო. ვესტგოთებთან ომი ხლოდვიგის გამარჯვებით დასრულდა. ფრანკთა სამეფოს
ხელში გადავიდა სამხრეთ გალია. ვესტგოთებმა ესპანეთის ტერიტორია შეინარჩუნეს.
12. მმართველობის როგორი ფორმა
მყარდება ფრანკთა სამეფოში? რაში გამოიხატებოდა მეფის ძლიერი ხელისუფლება?
შეუზღუდავი მონარქია. მეფის ხელისუფლება მემკვიდრეობით გადაიცემოდა, მეფე ერთპიროვნულ
მმართველს წარმოადგენდა, ადგენდა კანონებს, მეფის ხელისუფლება ეყრდნობოდა სალიკური
სამართლის ნორმებს. მეფის ბრძანების შეუსრულებლობა მძიმე სასჯელს იწვევდა.
13. ვინ და როდის შექმნა სალიკური
სამართალი? რა იყო ვერგელდი?
„სალიკური სამართალი“. ეს არის ფრანკთა
სამეფოს კანონთა კრებული, რომელიც შეიქმნა V-
VI საუკუნეთა მიჯნაზე, მეფე ხლოდვიგის
ბრძანებით. ტერმინი მოდის სალიელ ფრანკთა ტომის
სახელიდან. სალიკური სამართლით ხლიდვიგმა აკრძალა სისხლის აღების ტრადიცია და შემოიღო
ვერგილდი, ანუ ფულადი ჯარიმი, რომელიც
დამნაშავეს დაზარალებული ოჯახისთვის უნდა გადაეხადა.
14. რა არის ფეოდალიზმი? რა
გეოგრაფიულმა და კლიმატურმა პირობებმა შეუწყო ხელი ფრანკთა სამეფოში ფეოდალიზმის განვითარებას?
შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა ახალი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემა - ფეოდალიზმი- რომელიც მიწის საკუთრებაზე იყო დაფუძნებული.
ტერმინი მოდის სიტყვა ფეოდიდან. ფეოდი იყო მიწა, რომელიც გადაეცემოდათ პოლიტიკური და
სამხედრო სამსახურის პირობით არისტოკრატიასა და სამხედროებს. ეს მიწა შესაძლოა დასახლებული
ყოფილიყო გლეხებით, რომლებიც მიწას ამუშავებდნენ და მიწის მფლობელს გადასახადებს უხდიდნენ.
ის ვინც ფეოდს გასცემდა
სინიორი იყო, ფეოდის მიმღებები კი - ვასალები. ვასლებს ევალებოდათ სენიორის ერთგულება
და მისთვის სამხედრო-პოლიტიკური სამსახურის გაწევა.
ფეოდალიზმის დროს წარმოიქმნა საქმიანობის მიხედვით შეიძლება დავაჯგუფოთ სხვადასხვა
სოციალური ფენები: ა) ვინც მართავს და იბრძვის; ბ)ვინც ლოცულობს; გ)ვინც შრომობს
ასე წარმოიქმნა სამი წოდება. მესამე წოდებას წარმოადგენდნენ გლეხები, ვაჭრები და ხელოსნები,
რომლებიც შრომობდნენ და გადასახადებს იხდიდნენ.
საფრანგეთში კარგი პირობები იყო მიწათმოქმედების განვითარებისთვის. ამან ხელი შეუწყო
ფეოდალიზმის სწრაფად გავრცელებას.
15. ფეოდალიზმისთვის დამახასიათებელი
რა ნიშნები ჩნდება ფრანკთა სამეფოში? ფეოდალური ურთიერთობების პირობებში ვის ხელში
ხვდებოდა მიწები? (იხ. წინა შეკითხვის პასუხი)
16. არსებობდა თუ არა ფრანკთა
სამეფოში გენდერული უთანასწორობა? პასუხი დაასაბუთე სალიკური სამართალზე დაყრდნობით(წყარო
10. გვ. 84)
სალიკური სამართლით გოგონას მოკვლა 300 სოლიდით დაჯარიმებას იწვევდა; ბიჭის
- 600 სოლიდით.
მიწა და მთელი მემკვიდრეობა მხოლოდ ძმებს ეკუთვნოდათ.
17. რატომ ეწოდათ VII საუკუნიდან
მეროვინგ მეფეებს „ზარმაცი მეფეები“?
მაიორდომები მეფის სახლთუხუცესებს წარმოადგენდნენ. ისინი სახელმწიფოს მართვაში ეხმარებოდნენ
ფრანკთა მონარქებს. დროთა განმავლობაში მათი ძალაუფლება კიდევ უფრო გაძლიერდა. თავდაპირველად
მაიორდომებს ფრანკთა მეფეები ნიშნავდნენ. VII საუკუნიდან კი ეს თანამდებობა მემკვიდრეობით
გადადიოდა. ამგვარად ხლოდვიგის შთამომავალი მეროვინგი მეფეები სიმბოლურ მონარქებად
იქცნენ. სახელმწიფოს მართვა-გამგეობა მთლიანად მაიორდომების ხელში აღმოჩნდა.
18. რომელ წერილობით წყაროებს
უნდა მივმართოთ ფრანკთა ისტორიით დაინტერესების შემთხვევაში?
ფრანკთა სამეფოს შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის VI საუკუნის ფრანკი მემატიანე (ისტორიკოსი)
გრიგოლ ტურელი. მისი ძირითადი ნაშრომია
„ფრანკთა ისტორია“, რომელიც შექმნა ლათინურ
ენაზე 10 წიგნად. ფრანკთა შესახებ ცნობებს გვაწვდის ასევე დოკუმენტური წყარო „სალიკური სამართალი“.
19. თქვენ სახელმძღვანელოში
ფრანკთა პირველ მეფედ ხილდერიკ I არის დასახელებული. ისტორიკოსთა დიდი ნაწილი მიიჩნევს,
რომ ფრანკთა სამეფოს დამაარსებელი და პირველი მეფე ხლოდვიგია. რა არგუმენტები ექნებათ
მათ ამ მოსაზრების დასამტკიცებლად?
1. რომელ საუკუნეში წარმოიქმნა დას. რომის ტერიტორიაზე ბარბაროსული სახელმწიფოები და რატომ ეწოდათ ეს სახელი?
ბარბაროსული სახელმწიფოები წარმოიქმნა V საუკუნეში - ასე უწოდებდნენ დასავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე წარმოქმნილ
არარომაულ, ძირითადად გერმანულ სამეფოებს. ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ რომაელები ბერძნების
მსგავსად, ყველა არარომაელსა და არაბერძენს ბარბაროსების სახელით მოიხსენიებდნენ, რაც
ნიშნავდა მათთვის გაუგებარ ენაზე მეტყველ ხალხს.
2.
რაში გამოიხატებოდა და რატომ აღმოჩნდნენ გერმანელი დამპყრობლები რომაული ცივილიზაციის
გავლენის ქვეშ?
დამპყრობელი გერმანელები კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების დონით
ბევრად უფრო დაბალ საფეხურზე იდგნენ. ტომობრივ სტადიაზე მყოფნი რომაული მემკვიდრეობის
გავლენით სახელმწიფოებრივ სტადიამდე ამაღლდნენ. მათ აითვისეს რომაული კულტურა და სამართალი.
გერმანულმა ბარბაროსულმა სახელმწიფოებმა თავიანთი სამართალი რომაული სამართლის მიხედვით
შექმნეს. ასევე რომაელთა გავლენით მათში გავრცელებას იწყებს ქრისტიანობაც. გერმანული
სახელმწიფოების უმეტეს ნაწილში (ვესტგოთების, ოსტგოთების, ვანდალების სამეფოებში) თავდაპირველად
ვრცელდება არიანელობა
- ქრისტიანული რელიგიის ის მიმდინარეობა, რომელიც დაგმობილ იქნა ნიკეას მსოფლიო საეკლესიო
კრებაზე. ეს გარემოება ხელს უშლიდათ მათ რომის პაპთან, ასევე აღმოსავლეთ რომის იმპერიასთან
ურთიერთობის დალაგებაში. გერმანულ სახელმწიფოებში ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა
ლათინური ენაც. არისტოკრატია, სახელმწიფო მოხელეები, კულტურული და რელიგიური წრეები
ძირითადად ლათინურ ენას იყენებდნენ. ლათინური ენა გამოიყენებოდა ასევე ევროპის ქვეყნებს
შორის ურთიერთობაშიც.
3.
როგორი ურთიერთობა წარმოიქმნა გერმანულ ბარბაროსულ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ რომის
იმპერატორს შორის?
ვერცერთმა ბარბაროსმა მმართველმა ვერ გაბედა თავი იმპერატორად გამოეცხადებინა. ყველა
მათგანისათვის აღმ. რომის იმპერია პოლიტიკური ძალაუფლების წყაროს წარმოადგენდა, ანუ
ისინი ცდილობდნენ მეფობის აღიარება და სახელმწიფო რეგალიები კონსტანტინოპოლში მყოფი
იმპერატორისგან მიეღოთ. ყველა ბარბაროსი მონარქი ბიზანტიის იმპერატორს რეალურად ან
ფორმალურად ექვემდებარებოდა. ამის მაგალითად გაიხსენეთ ოდოაკრი, რომელიც კონსტანტინოპოლში
აგზავნის იმპერატორის გვირგვინს და მისგან მეფობის აღიარებას და ტიტულებს ითხოვს. თეოდორიხი,
რომელიც ოდოაკრს დაამარცხებს და იტალიაში ოსტგოთების სამეფოს შექმნის, ასევე აღიარებს
ბიზანტიის იმპერატორის უზენაესობას და თავს მის მსახურად და შვილად აცხადებს.
4.
სახელმძღვანელოში მოცემული რუკის მიხედვით (გვ. 67) ჩამოთვალეთ სად რომელი ბარბაროსული
სახელმწიფო წარმოიქმნა.
5.
გაიხსენე, როდის დაიპყრეს რომაელებმა პირველად ბრიტანეთის ტერიტორიები და ვინ იყო რომაელი
მხედართმთავარი ვინც იქ პირველად ილაშქრა ?
6.
როდის მოუწიათ რომაელებს ბრიტანეთის ხელმეორედ დაპყრობა? ვინ ცხოვრობდნენ ბრიტანეთში?
რომელი მოდგმის ხალხს მიეკუთვნებოდნენ ისინი?
კეისრის გარდაცვალების შემდეგ რომში დაწყებული სამოქალაქო ომით ისარგებლეს ბრიტანეთში
მცხოვრებმა კელტურმა ტომებმა - ბრიტებმა და კვლავ დამოუკიდებლობა მოიპოვეს. მოგვიანებით,
იმპერატორ კლავდიუსის იმპერატორობის დროს, 43 წელს რომაელები თავიდან დაიპყრობენ ბრიტანეთს,
რასაც თან მოჰყვა რომაული კულტურის გავრცელება. ადგილობრივი კელტური მოსახლეობის ნაწილი
რომაული კულტურის გავლენის ქვეშ მოექცა, უმრავლესობამ კი საკუთარი წეს-ჩვეულებები შეინარჩუნა.
7.
საბოლოოდ როდის და რატომ დატოვეს რომაელებმა ბრიტანეთი?
8.
ვინ იყვნენ სკოტები და პიქტები?
თანამედროვე შოტლანდიაში მცხოვრები კელტური მოდგმის ტომები. ისინი ბრიტების ჩრდილოეთით
ცხოვრობდნენ და გადაურჩნენ რომაულ დაპყობებს და რომანიზაციას. ბრიტანეთიდან რომის ჯარის
გაყვანის შემდეგ სკოტები და პიქტები ხშირად ესხმოდნენ თავს ბრიტებს. მოგვიანებით მათ
შექმნეს სახელმწიფო სახელწოდებით -შოტლანდია.
(პიქტები ლათინურიდან ქართულად ითარგმნება „მოხატულები“ ან „შეღებილები“)
9.
რა გარემოებამ შეუწყო ხელი ბრიტანეთში გერმანული ტომების მიგრაციას და რომელი გერმანული
ტომები ახდენენ ამ მიგრაციას?
10.
ვის შორის მიმდინარეობდა ხანგრძლივი ომები ბრიტანეთში V-VII საუკუნეებში და რა შედეგით დასრულდა
ეს ომები?
11. ინგლისური ლეგენდების მიხედვით ვინ იყო ართური და ვის ებრძოდა იგი?
12.
რომელი სახელმწიფოები შექმნეს ბრიტანეთში გერმანულმა ტომებმა VIII საუკუნეში? ამათგან რომელი იყო
ანგლების, რომელი საქსების და რომელი იუტების? რომელი რელიგიაა ამ სახლემწიფოებში გაბატონებული?
13.
რომელ საუკუნეში იწყებენ ბრიტანეთში გადასული გერმანული ტომები გაქრისტიანებას? რომელი
პაპი აგზავნის იქ მისიონერებს?
რომის
პაპმა, გრიგოლი I 597 წელს ქრისტიანობის ქადაგების მიზნით ბრიტანეთში მიავლინა წმინდა ავგუსტინე. პაპმა წმ. ავგუსტინე გააფრთხილა
არ აჩქარებულიყო და წინდახედულად ემოქმედა. არ გაეღიზიანებინა ადგილობრივი მოსახლეობა.
„ეცადე რაც შეიძლება ნაკლებად ჩაერიო ადგილობრივ მცხოვრებთა საქმეებში. არ არის საჭირო,
რომ ადამიანი სირბილით ავიდეს მთის მწვერვალზე, ამის გაკეთება თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ
შეიძლება. პაპმა ავგუსტინე დიდი უფლებამოსილებით აღჭურვა.
არქიეპისკოპოსის წოდება უბოძა. მან, პაპის რჩევის მიხედვით, თავის რეზიდენციად კენტის
ცენტრი კენტენბერი აირჩია. ასე ჩაეყარა
საძირკველი კენტენბერის საეპისკოპოსოს,
რომელიც შემდგომში ინგლისის რელიგიური ცენტრი შეიქმნა.
14.
რას უწოდეს ისტორიკოსებმა ჰეპტარქია?
ანგლებმა,
საქსებმა და იუტებმა ბრიტანეთში შვიდი სამეფო შექმნეს, რომელთა ერთობლიობასაც ისტორიკოსებმა ჰეპტარქია უწოდეს. (ბერძნულად ჰეპტა
-ნიშნავს შვიდს. არქია - მმართველობას.) ამ სამეფოებს შორის გამუდმებით მიმდინარეობდა
ბრძოლა პირველობისთვის, რაც საბოლოოდ IX საუკუნეში ინგლისის ერთიანი სამეფოს შექმნით
დასრულდა.
15. ვინ ითვლებიან თანამედროვე ინგლისელთა წინაპრებად?
16. ბრიტანეთის რომელი ნაწილი გადაურჩა ანგლო-საქსების დაპყრობას? ვის წინაპრებად ითვლებიან
სკოტები და ველშები ?
1.
რა პერიოდს მოიცავს ე.წ. „ხალთა დიდი გადასახლება“ და რა იყო მისი მიზეზები?
2. რითი აიხსნება ამ პროცესში („ხალხთა დიდი გადასახლება“) მომთაბარე ხალხების აქტიურობა
და რატომ იყო მათთვის მიმზიდველი რომი და მისი პროვინციები?
3.
აღმოსავლეთიდან (ცენტრალური აზიიდან) წამოსულმა რომელმა ტომმა გაამწვავა ევროპაში პოლიტიკური
კრიზისი?
4.
როდის გამოჩნდნენ ჰუნები პირველად ევროპაში და რომელ გერმანულ ტომებს დაესხნენ თავს?
ჰუნების რომელი წინამძღოლი იცი?
5.
როდის და ვის შორის მოხდა ადრიანოპოლის ბრძოლა და რა შედეგით დასრულდა?
6.
რომელი გერმანული ტომები გამოირჩეოდნენ რომზე თავდასხმებით IV-V საუკუნეებში?
7.
რა სოციალურ-კულტურული სხვაობა არსებობდა იმპერიის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს
შორის? რატომ კარგავდა იმპერიის დასავლეთი ნაწილი გავლენასა და მნიშვნელობას IV-V საუკუნეებში?
8.
როგორ მოხდა რომის იმპერიის გაყოფა 395 წელს? ადრეც თუ მომხდარა ასეთი დაყოფა?
9.
ვინ იყვნენ არკადიუსი და ჰონორიუსი?
10.
ვინ იყო სტილიქონი და რა გახდა მისი დაღუპვის მიზეზი?
11.
ვის ეკუთვნის გამოთქმა: „რაც უფრო ხშირია ბალახი, უფრო ადვილად ითიბება“. ახსენით ამ
გამოთქმის არსი?
12.
პირველად რომელმა გერმანულმა ტომმა შეძლო რომის აღება და რომელ წელს?
13.
წყარო 6-ის (გვ. 59) მიხედვით აღწერე იმპერატორ ჰონორიუსის რეაქცია რომის დაცემასთან
დაკავშირებით.
14. რუკის მიხედვით (გვ. 59) გაარკვიე სად შექმნეს სახელმწიფო ვესტგოთებმა?
15.
როდის და ვის შორის მოხდა ბრძოლა კატალაუნის ველზე და რა სახელითაა ცნობილი? რატომ
ეწოდა ეს სახელი?
16.
ვინ შემოარტყა ალყა რომს 452 წელს და როგორ გადარჩა ქალაქი?
17.
ვინ აიღო ქ. რომი 455 წელს ? რას ნიშნავს ტერმინი „ვანდალიზმი“?
18.
რუკის მიხედვით (გვ. 59) გაარკვიე სად ჰქონდათ შექმნილი ვანდალებს სახელმწიფო?
19.
ვინ ითვლება რომის უკანასკნელ იმპერატორად? ვინ დაამხო მისი ხელისუფლება და როდის?
20.
რომელი ეპოქა დასრულდა დას. რომის იმპერიის დაცემით და რომელი ეპოქა დაიწყო?
21.
რა როლი ითამაშა რომაულმა ცივილიზაციამ შუა საუკუნეების ცივილიზაციის შექმნაში?
1. სად და როდის
წარმოიქმნა ქრისტიანობა?
ახ. წ. I ს.-ში პალესტინაში,
კერძოდ იუდეაში გამოჩნდა იესო ქრისტე, რომელიც თავს ღმერთის შვილად იხსენიებდა. იმ
დროს იუდეა რომის პროვინცია იყო. იესო თავს
ღმერთის ძედ აცხადებდა და ქადაგებდა სიკეთესა და სამრთლიანობას. გადმოცემით, მან ბევრი სასწაული მოახდინა: მძიმედ
დაავადებულები განკურნა, მკვდრები გააცოცხლა და სხვ. ხალხის ნაწილმა ის ღმერთის შვილად
აღიარა. თუმცა ადგილობრივმა მღვდელთმთავრებმა მას ბრალი დასდეს ტრადიციული რელიგიის
- იუდაიზმის წესების დარღვევაში და მისი
გასამართლება და დასჯა მოითხოვეს. მათი მოთხოვნით რომაელმა მმართველმა მას სასიკვდილო
განაჩენი გამოუტანა - ჯვარზე გაკვრა. ასე სჯიდნენ რომში ყველაზე საშიშ დამნაშავეებს.
ამ დროისთვის იესოს იუდეაში უკვე ბევრი მიმდევარი
ჰყავდა. მათი გადმოცემით იესო მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა და ზეცად ამაღლდა.
2. რამდენი მოციქული გამოარჩია იესო ქრისტემ?
იესოს ჯვარცმის შემდგომ რა მისია დაეკისრათ მათ?
ჯვარცმამდე
იესომ მიმდევრებს შორის თავიდან თორმეტი მოციქული გამოარჩია. მოციქულებს
ქრისტიანული რელიგია
მთელ მსოფლიოში უნდა გაევრცელებინათ. მათ დაიწყეს ქრისტიანობის ქადაგება ანუ გახდნენ
პირველი მისიონერები, ქრისტიანული რელიგიის გამავრცელებლები. ქრისტიანი მქადაგებლები
გასცდნენ პალესტინის საზღვრებს, დადიოდნენ ქალაქიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაში
და ახალ რელიგიას ავრცლებდნენ. იუდაიზმის (ებრაელთა რელიგია) მსგავსად ქრისტიანობაც
მონოთეისტური რელიგია იყო. ქრისტიანები მოუწოდებდნენ ხალხს, უარი ეთქვათ კერპებზე და
ეწამათ ქრისტე- ღმერთის ძე.
3. რა როლი ითამაშა სავლე ტარსოსელმა ქრისტიანობის
მსოფლიო (გლობალურ) რელიგიად გადაქცევაში?რა სახელით ვიცნობთ სავლეს?
4. რატომ სდევნიდნენ რომის იმპერატორები განსაკუთრებული სისასტიკით ქრისტიანებს?
5. რომის რომელი იმპერატორები გამოირჩეოდნენ ქრისტიანების განსაკუთრებული დევნით?
6. რა იყო კატაკომბები და რა დანიშნულებისთვის იყენებდნენ მათ პირველი ქრისტიანები?
ქრისტიანები
ფარულად იკრიბებოდნენ კატაკომბებში და იქ ლოცულობდნენ. კატაკომბები მიწისქვეშა ხელოვნური
ან ბუნებრივი ნაგებობებია. მათ ადრეული ქრისტიანული თემები, განსაკუთრებით მათი დევნის
პერიოდში, მიცვალებულების დასაკრძალად ან რელიგიური რიტუალების აღსასრულებლად იყენებდნენ.
ასეთი კატაკომბები განსაკუთრებით ბევრი იყო ქ. რომში. ქრისტიანები კვირაობით კატაკომბებში
იკრიბებოდნენ, სადაც ისმენდნენ ქადაგებას, ერთად ლოცულობდნენ და რელიგიურ რიტუალებს
ასრულებდნენ. ასეთ შეკრებებს ეკლესიას უწოდებდნენ, რაც ბერძნულად კრებას ნიშნავს.
7. რა ბრალდებით დასაჯა ნერონმა ქრისტიანები?
ახ. წ.
64 წ. რომი იმპერატორ ნერონის ფარული ბრძანებით გადაწვეს. ხანძრის გაჩენა ნერონმა ქრისტიანებს
დააბრალა და სამაგალითოდ დასაჯა: ისინი მხეცებს დააგლეჯინეს, ზოგიც აკუწეს, ზოგიც ცოცხლად
დაწვეს, ზოგიც ჯვარზე გააკრეს. ჯვარზე გააკრეს იესოს მიერ გამორჩეული მოსწავლე (მოციქული)
პეტრე, რომელიც რომში ქადაგებდა ქრისტიანობას. ამიტომაც პეტრე ითვლება რომის პირველ
ეპისკოპოსად, რომის პაპები კი მის მემკვიდრეებად.
8. როგორი პოლიტიკური
ვითარება შეიქმნა რომში დიოკლეტიანეს გადადგომის შემდეგ? რატომ მიიღო ტეტრარქებს შორის
ბრძოლამ რელიგიური ხასიათი? ვინ იყვნენ კონსტანტინე და ლიცინიუსი (ლიკინიუსი)?
9. ვინ იყო ელენე
დედოფალი და როგორი იქნებოდა მისი როლი რომის იმდროინელი რელიგიურ პოლიტიკაში?
10. ვინ და როდის გამოსცა „მილანის ედიქტი“ და რას ითვალისწინებდა? რა მიზეზებმა განაპირობა „მილანის ედიქტის“ გამოცემა?
11. როდის შეძლო კონტანტინემ მთელ რომზე ძალაუფლების გვარცელება?
(324 წელს, როცა მან საბოლოოდ დაამარცხა ლიცინიუსი)
12. კონსტანტინეს მიერ გამოცემული რომელი კანონები იყო
ქრისტიანულ რელიგიასთან შესაბამისობაში?
13. როდის და სად გაიმართა მსოფლიოს პირველი საეკლესიო კრება და რა საკითხები განიხილებოდა?
14. ვინ იყო არიოზი და რას ქადაგებდა იგი? სად და როდის დაიგმო არიოზელობა? რომელ ხალხში ვრცელდება არიოზის მოძღვრება?
15. ვინ იყო სტრატოფილე?
16. რა გახდა რომის იმპერიის დედაქალაქი 330 წელს? ვინ და რატომ გადაიტანა დედაქალაქი რომიდან?
17. რა შეიცვალა მილანის ედიქტში 383 წელს და რომელი იმპერატორის ინიციატივით?
(383
წელს იმპერატორმა თეოდოსიუსმა აკრძალა ყველა რელიგია და ქრისტიანობა ერთადერთ რელიგიად
გამოაცხადა მთელს იმპერიაში. წარმართულმა რომმა არსებობა შეწყვიტა. )
ქრისტიანობის
გავრცელება საქართველოში
1. ქართული საისტორიო
ტრადიციით, როგორ აღმოჩნდა საქართველოში ქრისტეს კვართი?
ქართული
ისტორიული ტრადიციის თანახმად, იესო ქრისტეს იერუსალიმში გასამართლებამდე პალესტინელმა
ებრაელებმა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები თვისტომები ამ სასამართლოზე მიიწვიეს. ქართლიდან
ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი წავიდნენ, მაგრამ მათ სასამართლოს ვერ ჩაუსწრეს
და მხოლოდ ჯვარცმას დაესწრნენ. ელიოზ მცხეთელმა რომაელი ჯარისკაცისგან გამოისყიდა ქრისტეს
კვართი - მარიამ ღვთისმშობლის მიერ მოქსოვილი პერანგი და მცხეთაში ჩამოიტანა. მას შეეგება
მისი და - სიდონია. როგორც „ქართლის ცხოვრება“ გადმოგვცემს, სიდონიამ ელიოზს
კვართი გამოართვა, გულში ჩაიკრა და გარდაიცვალა. ის იმავე ადგილას დაკრძალეს, კვართთან
ერთად. მის საფლავზე კი კვიპაროსი ამოვიდა. სწორედ იმ ადგილზე, მოგვიანებით აშენდა
პირველი ქრისტიანული ტაძარი ქართლის სამეფოში - სვეტიცხოველი. ტაძარს სახელი ეწოდა,
სასწაულთმოქმედი კვიპარისის გამო, რომლისგანაც დამზადდა ტაძრის მთავარი საყდენი სვეტი.
2. რატომ ითვლება
საქართველო „ღვთისმშობლის წილხვედრ“ ქვეყნად? გადმოცემით, როგორ შეიქმნა ღვთისმშობლის
ხელთუქმნელი ხატი?
გადმოცემის თანახმად, იესოს ჯვარცმის შემდეგ მარიამ ღვთისმშობელმა და მოციქულებმა წილისყრით
გაინაწილეს, ვის სად უნდა ექადაგა ქრისტიანობა. საქართველოში ქრიატიანობის გავრცელება
მარიამ ღვთისმშობელს ხვდა წილად. მარიამი ამ დროს უკვე ხანდაზმული იყო და არ შეეძლო
წამოსვლა. ამიტომ მის მაგივრად ანდრია პირველწოდებული წამოვიდა. მის წამოსვლამდე მარიამმა
ფიცარს სახე მიადო, რომელზეც გამოისახა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. ხატი ანდრიამ საქართველოში
წამოიღო.
3. ქრისტეს რომელმა
მოციქულებმა იქადაგეს ქრისტიანობა საქართველოში? ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათამ.
ამიტომაც იწოდება ქართული ეკლესია სამოციქულო ეკლესიად. თუმცა მაშინ (I საუკუნეში) ვერ გავრცელდა ფართოდ საქართველოში ქრისტიანობა.
4.
ვინ ითვლება ქართველთა განმანათლებლად? საიდან შემოდის იგი საქართველოში?
წმინდა ნინო კაპადოკიელი. ის ჯერ სომხეთში
მოღვაწეობდა, მაგრამ იქიდან გაქცევა მოუწია, რადგან სომხეთის მეფე თრდატს მისი სიკვდილით
დასჯა სურდა. (მოგვიანებით სწორედ თრდატის მეფობის დროს გამოცხადდა სომხეთში ქრისტიანობა
სახელმწიფო რელიგიად. ამის მიზეზი გახდა მეფის დასნეულება. მეფე ქრისტიანმა გრიგოლმა
განკურნა, ქრისტეს სახელით. ამის შემდეგ თრდატმა იწამა ქრისტიანობა. სომხების განმანათლებლად
ითვლება წმინდა გრიგოლი. ამიტომაც ეროდება სომხურ ეკლესიას გრიგორიანული).
5. დაასახელეთ ორი ქართული საისტორიო წყარო, რომელიც ვრცლად მოგვითხრობს
ქართლის გაქრისტიანების შესახებ. (მოქცევაი ქართლისაის ქრონიკა და ქართლის ცხოვრება.)
6. რომელ წელს გამოცხადდა
ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად და ვინ იყო მეფე? გადმოცემით, რა სასწაულმა
განაპირობა მეფის ეს გადაწყვეტილება?
326 წელს.
ქართლის მეფე იყო მირიანი. ქართლის გაქრისტიანებაში დიდი როლი ითამაშა წმ. ნინომ. მან
ბევრი სნეული განკურნა ქრისტეს სახელით მცხეთაში, მათ შორის დედოფალი ნანაც. მიუხედავად
ამისა მირიანს ქრისტიანების მიმართ მტრული დამოკიდებულება ჰქონდა და მათ განდევნას
აპირებდა. თუმცა მეფეს თხოთის მთაზე ნადირობის
დროს მოევლინა სასწაული - მეფესდღისით მზე დაუბნელდა და გზას ვეღარ იგნებდა.
მხოლოდ ქრისტეს ხსენების შემდეგ განათდა. ამის შემდეგ მირიანმა იწამა ქრისტე და მოინათლა.
ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
7. გაიხსენე, რომელი
კერპები იყო აღმართული ქართლში ქრისტიანობამდე?
8. რა პოლიტიკურმა გარემოებებმა შეუწყო ხელი ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო
რელიგიად აღიარებას და რა პოლიტიკური სარგებელის მოტანა შეეძლო მეფისთვის ამ ნაბიჯს?
რეალური მიზეზი მირიანის გაქრისტიანებისა,
პოლიტიკურ ჭრილში უნდა დავინახოთ. გაიხსენეთ, იმ დროისთვის მოქმედებდა ნიზიბინის
40 წლიანი ზავი და ქართლი რომის დაქვემდებარებაში იყო. რომში კი ამ დროისთვის ქრისტიანობა
უკვე სახელმწიფო რელიგიად მიიჩნევა. იმპერატორი კონსტანტინე სულ უფრო მეტად აძლიერებდა
და მფარველობდა ქრისტიანობას იმპერიაში. ქართლს რომის იმპერიის მხარდაჭერა და კეთილგანწყობილი
ურთიერთობები სჭირდებოდა. სასანიანთა მხრიდან არსებობდა ქართლის დაპყრობის საფრთხე,
რომი კი მთავარი მოკავშირე და მფარველი უნდა ყოფილიყო. ამგვარად, ქრისტიანობის გამოცხადებით
მირიანმა რომისკენ აიღო პოლიტიკური კურსი და კიდევ უფრო მეტად გაემიჯნა ცეცხლთაყვანისმცემლობის
მიმდევარ ირანს.
გარდა ამისა, არსებობდა სხვა მიზეზებიც. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით
მეფე თავიდან მოიშორებდა გაძლიერებულ ქურუმთა ფენას. მეფის ხელში გადავიდოდა წარმართული
ტაძრების ქონება და მიწები. მეფე ამ მიწებს თავის ერთგულ მეომრებს დაურიგებდა, რითაც
ჯარის რაოდენობას გაზრდიდა და თან სამეფო ხელისუფლებასაც სულ უფრო მეტად გააძლიერებდა.
და ბოლოს, ერთი ღმერთის - თაყვანისცემა ხელს შეუწყობდა საზოგადოების ერთ ძალად გაერთიანებას.
9. ვინ იყო რომის იმპერატორი მაშინ, როცა ქართლი ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა?
10. ქართლის მოსახლეობის
რომელმა ნაწილმა თქვა უარი ქრისტიანობის მიღებაზე? რა საშუალებებს იყენებდა ხელისუფლება
მათ წინააღმდეგ? ქრისტიანობას ქვეყნის შიგნით ბევრი მტერი გამოუჩნდა,
მათ შორის განსაკუთრებით მიუღებელი მთიელებისთვის აღმოჩნდა. ისინი ძველ წარმართულ რწმენას
ერთგულობდნენ და უარს ამბობდნენ ქრისტიანობის მიღებაზე. მეფე მათ გადასახადებს უზრდის,
ასევე აგზავნის ჯარს და იარაღის ძალით ცდილობს მათ გატეხვას. ბრძოლა მთიელთა გაქრისტიანებისთვის
საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდა.
11. მოიყვანეთ არგუმენტი იმის დასამტკიცებლად, რომ ჯერ
კიდევ IV საუკუნის 20–იან წლებში დასავლეთ
საქართველოში ქრისტიანული თემები არსებობდა.
12.
რომელ საუკუნეში მიიღეს ეგრისის მეფეებმა ქრისტიანობა პირველად? რა ხდებოდა
მიზეზი მათი მხრიდან რელიგიური ორიენტაციის შეცვლისა? ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ეგრისშიც IV საუკუნეში გამოცხადდა. თუმცა ზოგჯერ რომის წინააღმდეგ
აჯანყებული ლაზი მეფეები, ცეცხლთაყვანისმცემლობას იღებდნენ ირანის გულის მოსაგებად
და მათი დახმარების მისაღებად. თუმცა ეს პოლიტიკა დიდხანს არ გაგრძელდა. 523 წელს ეგრისის
მეფ წათე საბოლოოდ დაუბრუნდა ქრისტიანობას. ამის შემდეგ ეგრისის მეფეებს ქრისტეს რწმენაზე
უარი არასდროს უთქვამთ.
კომპლექსური დავალების პირობა იხილე ქვემოთ მოცემული შეკითხვების ქვემოთ.
გთავაზობთ მერვე პარაგრაფის შეკითხვებსა და დავალებებს
საქართველოს ისტორია პარაგრ. 8 დიაუხი და კულხა
1. ვინ იყო ტიგლათფილესერ I და
როდის მეფობდა?(გვ. 46-47)
2. რა სახელით მოიხსენიება ასურულ წყაროებში ქართულ
ტომთა გაერთიანება?(გვ. 46-47)
3. რა სახელით მოიხსენიებენ ამავე ტომთა გაერთიანებას
ურარტუს მეფეები?(გვ. 46-47)
4. სად მდებარეობდა დაიაენი/დიაოხის ტომთა გაერთიანება?(გვ.
46-47)
5. ტიგლათფილესერ I-ის
წარწერის (წყარო ა, გვ. 46) მიხედვით რომელ დიდ გაერთიანებაში შედის დაიაენი დ რა გახდა
ამ გაერთიანების მიზეზი?(გვ. 46-47)
6. ტიგლათფილესერ
I-ის წარწერის (წყარო ა, გვ. 46) მიხედვით რა მეთოდებს
იყენებს დამპყრობელი დამარცხებული მეფეების მორჩილების უზრუნველსაყოფად?(გვ.
46-47)
7. ტიგლათფილესერ I-ის
წარწერის (წყარო ა, გვ. 46) მიხედვით ვინ იყო სიენი და რატომ წამოიყვანა ასურეთის მეფემ
მხოლოდ ის თავის დედაქალაქში? რატომ გაათავისუფლა შემდგომ? (გვ. 46-47)
8. სად და როდის წარმოიქმნა ურარტუ? იპოვე რუკაზე(გვ
53) და უპასუხე: რომელი თანამედროვე სახელმწიფოების ტერიტორია ეკავა?
9. წყარო ა და ბ-ს (გვ. 46-47) გაცნობის შემდეგ ერთამანეთს
შეადარე ასურეთისა და დიაოხის მეფეების ურთიერთობა. რა განსხვავებაა მეფეებს შორის
ურთიერთობაში?
10 გაეცანი წყარო გ-ს (გვ. 47) და უპასუხე: დაიაენის
მეფის ასიას პოლიტიკურ ნაბიჯებზე (იხ. წყარო ბ, გვ. 47) გარკვეული როლი ითამაშა თუ
არა ურარტუს ფაქტორმა? პასუხი დაასაბუთე.
11. მოცემული ტექსტისა და წყაროების მიხედვით (გვ.
46-47) შეავსე ცხრილი სახელმძღვანელოს რვეულში. დავალება 10. გვ. 13.
12. გაეცანი წყარო ზ-ს (გვ. 50-51; არგიშთი I-ის
წარწერა) და უპასუხე: მეურნეობის რა დარგები იქნებოდა განვითარებული დიაოხში? პასუხი
დაასაბუთე.
13. როდის შეწყვიტა არსებობა დიაოხმა და რა შეიძლება
ყოფილიყო ამის მიზეზი?(გვ. 51)
14. სად მდებარეობდა კულხას ტომთა გაერთიანება და რომელი
მეფე იხსენიებს ასეთი სახელით? რა სახელ იხსენიბს ამავე ტომთა გაერთიანებას ასურეთის
მეფე ტიგლათფილესერ I? (გვ.51)
15. წყარო თ-ს მიხედვით (გვ. 52 ) როგორი ურთიერთობა
არსებობდა ურარტუსა და კოლხას შორის ქრ. შობამდე VIII საუკუნის
შუა ხანებში?
16. რა გახდა კულხას განადგურების მიზეზი?
17. გამოიყენე რუკა (გვ.53) და უპასუხე: რომელი მხრიდან
შეიჭრნენ კავკასიაში სკვითები და კიმერიელებ ი? რმელი სახელმწიფოების წინააღმდეგ იყო
მიმართულ მათი ლაშქრობა?
კომპლექსური
დავალების პირობა
წარმოიდგინე,
რომ არქეოლოგი ხარ და გევალება სტუდენტებს გააცნო არქეოლოგიური მონაცემები საქართველოს
ტერიტორიაზე ქვისა და ბრინჯაოს ხანაში.
გადაწყვიტე, მოამზადო თვალსაჩინოება, რომელიც ინფორმაციის მარტივი და მოსახერხებელი
ფორმით გადაცემაში დაგეხმარება.
• დიდ
ფორმატზე შეადგინე სამხრეთ კავკასიის კონტურული რუკა, რომელზეც ქვის ხანის ძეგლებს,
შულავერ-შომუთეფეს, მტკვარ-არაქსისა და თრიალეთის კულტურების გავრცელების არეალებს
დაიტან.
კონტურულ
რუკას დაურთე საინფორმაციო ბარათები:
ა)
დროის ბარათები - მათი საშუალებით სტუდენტმა კონკრეტული პერიოდის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები
უნდა გამოარჩიოს;
ბ)
წყაროს ბარათები - მათი საშუალებით სტუდენტი კონკრეტული კულტურის რამდენიმე არტეფაქტს
ისე უნდა გაეცნოს, როგორც ისტორიულ წყაროს.
ბარათებზე
ინფორმაცია იმგვარად უნდა იყოს მოწოდებული, რომ თვალნათლივ წარმოჩნდეს:
• რატომ
არის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური გათხრები პრეისტორიული ხანის საქართველოს შესასწავლად
და რა ტიპის წყაროების დახმარებით შეგვიძლია ისტორიის აღდგენა?
• რამდენად
სანდოა არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და რა ადასტურებს ან
უარყოფს მის მართებულობას?
• რა
პერიოდებს მოიცავს პრეისტორია და როგორ იცვლება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები
პირველყოფილი ადამიანის ცხოვრება ქვის ხანიდან ბრინჯაოს ხანაში გადასვლის შემდეგ?
საქართველოს
ტერიტორიაზე სად არის აღმოჩენილი პრეისტორიული ეპოქის არქეოლოგიური ძეგლები და როგორ
ფიქრობ, რატომ ირჩევდნენ პირველყოფილი ადამიანები საცხოვრებლად კონკრეტულ გეოგრაფიულ
ადგილებს?
• რა
საერთო ნიშან-თვისებები ახასიათებს სამხრეთ კავკასიის პრეისტორიულ საზოგადოებებს და
რაზე მეტყველებს ეს მსგავსება?
მოსწავლეების
მხრიდან კომპლექსური დავალების პრეზენტაციის პროცესში მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვები:
• აღწერე,
როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი;
• აღწერე,
რა პროდუქტი შექმენი;
• ახსენი,
რატომ შექმენი თვალსაჩინოება? რის თქმა გინდოდა მისი საშუალებით?
• რა
დაბრკოლებებს წააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში?
• მსგავსი
ფორმის ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?
გთავაზობთ რუკებს და სხვა სლაიდებს, რომლებიც შეიძლება გამოგადგეთ დავალებაზე მუშაობისას.
| შულავერ-შომუთეფეს კულტურა |
| თრიალეთის ყორღანი |
| თრიალეთის ყორღანი (რეკონსტრუქცია) |
| III-II ათასწლეულები |
| ვერცხლის თასი თრიალეთის ყორღანიდან |
ისტორია
შეკითხვები პრეისტორიული ეპოქა.
(პასუხების გასაცემად გამოიყენეთ ორივე სახელმძღვანელო - მსოფლიო ისტორია(ისტორია) და საქართველოს ისტორია.)
1.
რა განსხვავებაა პრეისტორიულ და ისტორიულ ხანას შორის? (იხ. ისტორია გვ. 5. ; 7)
2.
ვის უწოდებენ ჰომინინებს? სად ცხოვრობდნენ უძველესი ჰომინინები?(იხ. ისტორია გვ. 6.)
3.
ჰომინინების რომელმა სახეობამ შექმნა პირველად ქვისგან იარაღი?(იხ. ისტორია გვ. 8.)
4.
ჰომინინების რომელმა სახეობამ შექმნა პირველად
ქვისგან იარაღი?(იხ. ისტორია გვ. 8.)
5.
ჰომინინების რომელისახეობა გვხდება პირველად აფრიკის ფარგლებს გარეთ? სად არის აღმოჩენილი
უძველესი ადამიანის ნაშთი აფრიკის ფარგლებს გარეთ?(იხ. ისტორია გვ. 8.; იხ. საქართველოს
ისტორია გვ. 6-7)
6.
ვის უწოდეს „ჰომო გეორგიკუსი“ და რატომ? რამდენი ხნის წინ ცხოვრობდა? ჰომინინების რომელ
სახეობას მიეკუთვნება იგი? (იხ. ისტორია გვ. 8.;) (იხ. საქართველოს ისტორია გვ. 6-7)
7.
რა შეცვალა დმანისის 1991-1999 წლების აღმოჩენებმა მეცნიერთა შეხედულებაში ადამიანის
მიერ აფრიკის დატოვებასთან დაკავშირებით? (იხ. საქართველოს ისტორია გვ. 7)
8.
როგორი იყო მილიონ რვაასი ათასი წლის წინ სამხრეთ კავკასიაში ცხოველთა სამყარო?
რა არგუმენტებით მტკიცდება თქვენი პასუხი?
9.
ჰომინინების რომელი სახეობა ითვლება თანამედროვე ადამიანის წინაპრად? (იხ.ისტორია გვ.
9)
10.
დაასახელეთ ქვის ხანის პერიოდები. (იხ. ისტორია გვ. 6)
11.
ქვის ხანის რომელ ეპოქაში ჩამოყალიბდა თანამედროვესთან მიახლოებული კლიმატი და დასრულდა
გამყინვარების უკანასკნელი სტადია? (ანუ პლეისტოცენი შეიცვალა ჰოლოცენით)
(იხ. ისტორია გვ. 11)
12.
ქვის ხანის რომელ ეპოქაში ჩაისახა პირველყოფილი რელიგია და ხელოვნება? დაასახელეთ პირველყოფილი
რელიგიის ფორმები და განმარტე თითოეული მათგანი(იხ.ისტორია გვ. 13)
13.
სად გვხვდება საქართელოში უძველესი პეტროგლიფები და ქვის ხანის რომელ პერიოდს შეიძლება
მივაკუთნოთ? (იხ. საქართველოს ისტორია გვ. 10)
14.
როდის იწყება ნეოლითი და რა არის ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი? რატომ უწოდა მეცნიერმა
გორდონ ჩაილდმა ამ ეპოქას „ნეოლითური რევოლუცია“?(იხ. ისტორია გვ. 14-15)
15.
ნეოლითური ხანის რომელი უძველესი დასახლებები იცი ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე? (იხ.
ისტორია გვ. 16-17; 18-19)
16.
ნეოლითური ხანის რომელი უძველესი დასახლებები
იცი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე?(იხ. საქართველოს ისტორია გვ. 13)
17.
ნეოლითური ხანის რომელი უძველესი დასახლებები
იცი სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე?(იხ. საქართველოს ისტორია გვ. 14)
18.
რა პერიოდში არსებობდა „შულავერ-შომუთეფეს“ კულტურა და რატომ ეწოდა ეს სახელი? ამ კულტურის
რომელი დასახლებებია აღმოჩენილი საქართველოს ტერიტორიაზე? კონკრეტულად რომელ მხარეში?(იხ.
საქართველოს ისტორია გვ. 14)
19.
შულავერ-შომუთეფეს კულტურის რომელი არქეოლოგიური არტეფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო
უძველესი მეღვინეობის ქვეყანაა?(იხ. საქართველოს ისტორია გვ. 15)
20.
სად და რა პერიოდში არსებობდა „ჰალაფის კულტურა“?(იხ. ისტორია გვ. 20)
21.შეადარე
ჰალაფის კულტურა შულავერ-შომუთეფეს კულტურას, იმსჯელე ამ კულტურათა ურთიერთობის შესახებ. (იხ. ისტორია გვ. 21)
(მსგავსებაა: წრიული არქიტექტურა, ქალის პატარა ქანდაკებები. მიზეზი: სამხრეთ კავკასია
უშუალოდ ემეზობლებოდა ახლო აღმოსავლეთის ცივილიზაციის კერას და მის ჩრდილოეთის პერიფერიას
წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, ჰალაფის ცივილიზაცია გარკვეულ გავლენას ახდენდა
სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ იმ ეპოქის საზოგადოებაზე .)
22.
რომელი ლითონი გამოიყენა ადამიანმა პირველად?(იხ. ისტორია გვ. 22)
23.
რას ნიშნავს ენეოლითი და რატომ ეწოდა ეს სახელი?(იხ. ისტორია გვ. 22)
24.
როგორი იყო ხელისუფლების პრიმიტიული ფორმები ნეოლითისა და ენეოლითის ეპოქაში?
(იხ. ისტორია გვ. 23)
25.
რას ნიშნავს სოციალური სტრატიფიკაცია? (იხ.
ისტორია გვ. 23)
26.
რა არის კომპლექსური საზოგადოება? კომპლექსური საზოგადობისთვის დამახასიათებელი რა
ნიშნები იცი? (იხ. საქართველოს ისტორია გვ. 24)
24.
როგორ მიიღო ადამიანმა ბრინჯაო? როდის დაიწყო ბრინჯაოს ხანა და რა პერიოდებს მოიცავს?
(იხ. საქართველოს ისტორია გვ. 18)
25.
დაასახელე ადრე ბრინჯაოს ხანის დროინდელი არქეოლოგიური ძეგლები სამხრეთ კავკასიაში?
ადრე ბრინჯაოს ხანის რა დამახასიათებელი ნიშნების აქვთ ამ არქეოლოგიურ ძეგლებს?
(იხ. საქართველოს ისტორია გვ. 18-21)
26.
რომელ ეპოქას მიეკუთვნება მტკვარ-არაქსის კულტურა და რატომ ეწოდა ეს სახელი? შეინიშნება
თუ არა მტკვარ-არაქსის საზოგადოებაში აშკარად გამოკვეთილი სოციალური და ქონებრივი დიფერენცია?(იხ.
საქართველოს ისტორია გვ. 21-22)
27.
შუამდინარეთში მცხოვრებ რომელ ხალხთან ჰქონდათ მჭიდრო ურთიერთობა მტკვარ-არაქსის საზოგადოებას
და რა არგუმენტებით შეიძლება ამ ურთიერთობის დასაბუთება?
(იხ. საქართველოს ისტორია გვ. 23)
28.რომელ
ათასწლეულებს მოიცავს შუა ბრინჯაოს ხანა?(იხ. საქართველოს ისტორია გვ. 25)
29.
რა არის ყორღანი? რომელი ეპოქისთვისაა დამახასიათებელი ყორღანები(იხ. საქართველოს ისტორია
გვ. 25)
30.
საქართველოს რა ტერიტორიაზე გვხვდება დიდი რაოდენობით ყორღანები?(იხ. საქართველოს ისტორია
გვ. 26)
31.
იმსჯელე ყორღანული კულტურის საზოგადოების რელიგიურ რწმენა წარმოდგენებზე.(იხ. საქართველოს
ისტორია გვ. 26-29)
31.
რა ფაქტორები მიგვანიშნებს, რომ ყორღანული
კულტურის საზოგადოებაში სოციალური და ქონებრივი დიფერენცია არსებობდა? შეადარე მტკვარ-არაქსის
საზოგადოებას. (იხ. საქართველოს ისტორია გვ.
26-27)
32.
დაასახელე თრიალეთის ყორღანებში აღმოჩენილი შენთვის ცნობილი (სახელმძღვანელოში მოცემული)
ორი არტეფაქტი(თასები) და იმსჯელე მათ ისტორიულ მნიშვნელობაზე.
(იხ. საქართველოს ისტორია გვ. 28-29)
33.
შეიძლება თუ არა თრიალეთის ყორღანული კულტურის საზოგადოება კომპლექსურ საზოგადოებად
მივიჩნიოთ? მოიყვანეთ ამ აზრის დამადასტურებელი და საწინააღმდეგო არგუმენტები. (იხ. საქართველოს ისტორია გვ. 26-31)
No comments:
Post a Comment