ფაშიზმი იტალიაში
ცივი ომი1. რა იყო
და რომელ
წლებში მიმდინარეობდა
„ცივი ომი“?(იხ. გვ.
254)
(მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო ორ ბანაკად გაიყო. კაპიტალისტური ბანაკის ლიდერი აშშ გახდა. საბჭოთა კავშირმა კი მის მიერ დაქვემდებარებული ქვეყნებისგან შექმნა სოციალისტური ბანაკი. ამ ორ ბანკს შორის დაპირისპირებას ეწოდა ცივი ომი. ორივე ბანაკის სახელმწიფოები ერთმანეთთან ომის დაწყებას ვერ ბედავდნენ, რადგან ორივე მხარეს გააჩნდა ატომური იარაღი. ცივი ომი მიმდინარეობდა 1946-1990 წლებში და ის სოციალისტური ბანაკის დაშლით დასრულდა.)
2. რომელი მოვლენა ითვლება ცივი ომის დასაწყისად?
1946 წლის 5 მარტს აშშ-ს შტატ მისურის ქალაქ ფულტონში, ბრიტანეთის ყოფილი
პრემიერი უინსტიონ ჩერჩილი გამოვიდა სიტყვით, სადაც გააკრიტიკა სტალინის პოლიტიკა და
ბრალი დასდო აგრესიულობასა და ევროპაში „რკინის ფარდის“
ჩამოშვებაში. ის მიანიშნებდა კომუნისტურ საფრთხეზე და
მოუწოდებდა, ყველაფერი გაეკეთებინათ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ჩერჩილის ეს
სიტყვა ითვლება ცივი ომის ფაქტიურ დასაწყისად. მოგვიანებით,
პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა წარადგინა ახალი დოქტრინა, რომელიც ტრუმენის დოქტრინის, ან შეკავების
დოქტრინის სახელით არის ცნობილი. იგი ითვალისწინებდა მთელს მსოფლიოში თავისუფალი ერებისათვის დახმარების გაწევას და მათ დაცვას კომუნიზმის
საფრთხისგან. დახმარება უნდა ყოფილიყო როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო ხასიათის.
3. რა იყო და რა პერიოდში მოქმედებდა „მარშალის გეგმა“?
„მარშალის გეგმა“ ითვალისწინებდა მეორე მსოფლიო ომის შედეგად ეკონომიკურად
დაუძლურებული ევროპის ქვეყნებისათვის ამერიკულ დახმარებას. პროექტი განხორციელდა
1948-52 წლებში. შედეგი იყო ის, რომ ევროპა ეკონომიკურად განვითარდა, თუმცა ამას ჰქონდა
პოლიტიკური მნიშვნელობაც - შესუსტდა კომუნიზმის მიმართ სიმპატიები,კომუნისტებს
ნიადაგი გამოეცალათ დასავლეთ ევროპაში. აღმოსავლეთ ევროპაში კი სტალინმა თავის
გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებს არ მისცა უფლება მარშალის გეგმაში ჩართულიყვნენ. მის ალტერნატივად
მან შექმნა „ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭო“,
რომელშიც სოციალისტური ქვეყნები გააერთიანა.
4. რომელი სამხედრო
პოლიტიკური ბლოკები
შეიქმნა ცივი
ომის პერიოდში?
ამათგან რომელი
შეიქმნა სსრკ–ს მეთაურობით?(იხ. გვ.
264–265)
(1949 წელს სსრკ-მ ატომური იარაღი შექმნა. კომუნისტური
საფრთხე კიდევ უფრო გაიზარდა. ამ საფრთხის საპასუხოდ აშშ-ს ინიციატივით შეიქმნა ჩრდილო-ატლანტიკური კავშირი ანუ „ნატო“. ეს იყო კოლექტიური თავდაცვითი ორგანიზაცია, რომლის
მიხედვითაც თავდასხმა ერთ სახელმწიფოზე აღიქმებოდა, როგორც თავდასხმა ყველაზე.
1555 წელს სსრკ-მაც შექმნა მსგავსი ორგანიზაცია - „ვარშავის ხელშეკრულების კავშირი“. მასში გაწევრიანდნენ ევროპის სოციალისტური რესპუბლიკები, ნატოში კი - კაპიტალისტური სახელმწიფოები. )
5. რამ გამოიწვია
1956 წლის მარტში
საქართველოში საპროტესტო
მიტინგები და
დემონსტრაციები? რას
მოითხოვდნენ მომიტინგეები?
ვინ იყო
იმ დროს
სსრკ–ს
მმართველი?(იხ.
გვ.
272-273)(1956 წლის 25 თებერვალს კომუნისტური პარტიის ყრილობაზე დაგმეს სტალინის კულტი, რის შემდეგაც მთელს საბჭოთა კავშირში დაიწყო სტალინის კრიტიკა. ამ დროს ზოგჯერ ხაზს უსვამდნენ მის ქართულ წარმოშობას, ზოგიერთ შემთხვევაში კი სტალინის ლანძღვა ქართველი ხალხის ლანძღვაშიც გადადიოდა. სტალინის სახელის დასაცავად ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვიდა - დაიწყო ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები. მომიტინგეები მოითხოვდნენ სტალინის ლანძღვის შეწყვეტას და ხრუშჩოვის გადაყენებას. თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდებოდა, მაშინ მომიტინგეები მოითხოვდნენ საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლას. საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა სასატიკად დაესაჯა ქართველი ამბოხებულები. 1956 წლის 9 მარტს ქართველთა საპროტესტო გამოსვლები დახვრიტეს, რასაც შეეჭირა 150-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე.)
6 რომელ სახელმწიფოში შეიჭრა
საბჭოთა კავშირის
ჯარი 1956 წლის
ოქტომბერში? (იხ. გვ.
267–268)
(უნგრეთში და მის დედაქალაქ ბუდაპეშტში. ამის მიზეზი გახდა უნგრეთში დაწყებული ანტისაბჭოთა საპროტესტო გამოსვლები და დემონსტრაციები. უნგრელები მოითხოვდნენ მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებას. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ უნგრეთში კომუნისტური მმართველობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი იყო ძალის გამოყენება და უნგრელი მეამბოხეების განადგურება. 1956 წლის ოქტომბრის ანტისაბჭოთა გამოსვლები საბჭოთა არმიამ სისხლში
ჩაახშო. ბრძოლებში დაიღუპა უამრავი ადამიანი, ბევრიც საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებმა
დახვრიტეს. სიკვდილით დასაჯეს უნგრეთის მთავრობის თავჯდომარე იმრე ნადიც, რომელიც უნგრეთის
ანტისაბჭოთა აჯანყებას მიემხრო და დემოკრატიული რეფორმების გატარება სცადა.
მსგავსი მოვლენა განმეორდა 1968 წელს, როცა ჩეხოსლოვაკიაში
ადგილობრივმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ ალექსანდრე
დუბჩეკის ხელმძღვანელობით ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარება სცადა.
ამ რეფორმებს „პრაღის გაზაფხული“ უწოდეს“. რეფორმებმა
შეშფოთება გამოიწვია სსრკ-ში. მიიჩნიეს, რომ ასე შეიძლება გავლენა დაეკარგათ ამ ქვეყანაზე.
სსრკ-ს ხელისუფლება განსაკუთრებით იმან გააღიზიანა, რომ დუბჩეკმა ეს რეფორმები მასთან
არ შეათანხმა. გადაწყდა ჩეხოსლოვაკიაში შეჭრა და აქ სსრკ-ს გავლენის დაბრუნება. სსრკს და ვარშავის პაქტის
წევრი სახელმწიფოები 1968 წელს შეიჭრნენ ჩეხოსლოვაკიაში, დააპატიმრეს ადგილობრივი
ხელისუფლება, ხოლო ხალხის წინააღმდეგობა კი სისხლში ჩაახშეს. ასე აღადგინეს ჩეხოსლოვაკიაში
„ჭეშმარიტი სოციალიზმი“ და „ძმური დახმარება აღმოუჩინეს მოძმე ხალხს“. )
7. როდის და ვის შორის მიმდინარეობდა კორეის ომი და რა შედეგით დასრულდა?
რა იყო კორეის ომის მიზეზი? (მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კორეა ორ ნაწილად გაიყო. ჩრდილოეთ კორეაში დამყარდა კომუნისტური
რეჟიმი და აქ სსრკ-ს გავლენა დამყარდა. სამხრეთ კორეა კი კაპიტალისტურ სახელმწიფოდ
დარჩა. ორ კორეას შორის საზღვარმა 38-ე პარალელზე გაიარა.
ჩრდილოეთ კორეას მართავდა კომუნისტი დიქტატორი კიმ ირ სენი. მან მოინდომა კორეის გაერთიანება და მთელ ქვეყანაში კომუნისტური
რეჟიმის დამყარება. 1950 წელს კიმ
ირ სენის ჯარმა გადალახა 38-ე პარალელი და სამხრეთ კორეაში შეიჭრა. ამ ფაქტს გამოეხმაურა
გაერო, რომელმაც ჩრდილოეთ კორეა აგრესორად გამოაცხადა და მის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია.
რეზოლუციის ძალით კორეაში უნდა გაგზავნილიყო გაეროს ჯარები, რომელიც არ მისცემდა სამხრეთ
კორეის დაპყრობის უფლებას კიმ ირ სენს. გაეროს ჯარის სტატუსით აშშ-ს ჯარები გენერალ
მაკარტურის სარდლობით ჩაებნენ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ომში. მათ განდევნეს კიმ
ირ სენის ჯარი სამხრეთ კორეიდან და გადავიდნენ
38-ე პარალელზე. კიმ ირ სენმა სტალინს სთხოვა დახმარება, მაგრამ მან თავი შეიკავა
ომში ჩაბმისგან. ჩრდილოეთ კორეას დაეხმარა ჩინეთის კომუნისტი მმართველი მაო ძედუნი, რომელმაც კორეაში აშშ-ს წინააღმდეგ
2 მილიონამდე მოხალისე გააგზავნა. ომი გაიწელა და დასრულდა 1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ. ომის შედეგი ის იყო
რომ აღდგა ომამდელი საზღვრები 38-ე პარალელზე.
კორეა კვლავ ორად დარჩა გაყოფილი.)
8. რომელ წელს მოხდა
„კარიბის კრიზისი“
და რა
იყო მისი
მიზეზი? რომელი
სახელმწიფოები დაუპირისპირდნენ
ერთმანეთს და
ვინ იყვნენ
ამ სახელმწიფოთა
მეთაურები?(იხ.
გვ.
279–281)
(1959 წელს კუბაში რევოლუციამ გაიმარჯვა და ხელისუფლებაში ფიდელ კასტრო მოვიდა. მან აშშ კუბის მტრად გამოაცხადა და ქვეყანაში სოციალიზმის აშენებას შეუდგა. ფიდელ კასტროს მოკავშირე და მფარველი სსრკ გახდა. ამით ისარგებლა სსრკ-ს ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა და კუბაში ფარულად საშუალო და მოკლე სიშორის ბირთვული რაკეტები განათავსა, რითაც აშშ-ს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მოაქცია ბირთვული საფრთხის ქვეშ. აშშ-ს პრეზიდენტ ჯონ კენედის ბრძანებით 1962 წლის 24 ოქტომბერს ამერიკის სამხედრო გემებმა ალყაში მოაქციეს კუბა. საფრთხის წინაშე აღმოჩნდა კუბაში მყოფი საბჭოთა ჯარის 40 ათასკაციანი კონტიგენტი. სსრკ-ს საბრძოლო ხომალდები დაიძრნენ კუბისკენ, მაგრამ აშშ-ს ხომალდებმა არ გაატარეს. რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-ს და სსრკ-ს ბირთვული რაკეტებით აღჭურვილი ხომალდები ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. მოსალოდნელი იყო მესამე მსოფლიო ომის დაწყება. 28 ოქტომბერს შეთანხმება შედგა. სსრკ-მ პირობა დადო რომ კუბიდან რაკეტებს გაიტანდა, აშშ კი კუბის ბლოკადას მოხსნიდა.)
9. რომელ წლებში
იბრძოდა აშშ
ვიეტნამის ომში
და რა
იყო მისი
მიზანი? რა
შედეგით დასრულდა
ვიეტნამის ომი?
(იხ. გვ.
287–289)
(მეორე მსოფლიო ომის
წინ ვიეტნამი საფრანგეთის კოლონია იყო. ომის პერიოდში ვიეტნამის ოკუპაცია იაპონიამ
მოახდინა. იაპონიის დამარცხების შემდეგ საფრანგეთი კვლავ შეეცადა ვიეტნამში თავისი
გავლენის აღდგენას. ამას მოყვა საფრანგეთ - ვიეტნამის ომი (იგივე ინდოჩინეთის პირველი
ომი) 1946-1954 წლებში. ომში საფრანგეთი დამარცხდა და შეეგუა ვიეტნამის დამოუკიდებლობას.
ამ პერიოდში ვიეტნამის ჩრდილოეთ ნაწილში გაძლიერდნენ კომუნისტები. მათმა ლიდერმა ხო ში მინმა ჩრდილოეთ ვიეტნამში ძლიერი ხელისუფლება შექმნა. აშშ-მ
არ მისცა უფლება ხო ში მინს მთელს ვიეტნამზე გაევრცელებინა ხელისუფლება, ამიტომ სამხრეთ
ვიეტნამში კაპიტალისტური სახელმწიფო შეიქმნა ნგო
დინ დიმის მეთაურობით. 1956 წელს ნგო დინ დიმმა უარი თქვა და ხელი შეუშალა ვიეტნამის გაერთიანებას, რასაც
სამხრეთ ვიეტნამში კომუნისტების აჯანყება მოჰყვა. აჯანყებულებმა შექმნეს ეროვნულ განმანთავისუფლებელი
ფრონტი - იგივე ვიეტკონგი. მათ
მხარი დაუჭირა გლეხობამ და ვიეტნამელთა დიდმა ნაწილმა, რომელთაც ქვეყნის გაერთიანება
სურდათ. 1963 წელს აჯანყებულებმა ნგო დინ დიმი მოკლეს. აჯანყებულების დასახმარებლად
ჯარები დაძრა ჩრდილოეთ ვიეტნამის დიქტატორმა ხო ში მინმა. აშშ მიხვდა, რომ მხოლოდ იარაღის
მიწოდებით ვერ გადაარჩენდა სამხრეთ ვიეტნამს, ამიტომ 1965 წელს პრეზიდენტ
ჯონსონის გადაწყვეტილებით აშშ ოფიციალურად ჩაება ომში ჩრდილოეთ ვიეტნამის წინააღმდეგ.
აშშ-ს მოკავშირეები ამ ომში სამხრეთ ვიეტნამის ხელისუფლების გარდა იყვნენ იყვნენ ავსტრალია და სამხრეთ კორეა. ჩრდილოეთ ვიეტნამს ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას
უწევდნენ სსრკ და ჩინეთი, თუმცა ეს სახელმწიფოები უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში არ
ჩართულან.
ვიეტკონგმა აშშ-ს წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლის მეთოდს მიმართა. აშშ ვიეტნამში იბრძოდა 1965-1973 წლებში.
ზესახელმწიფოს არმიას ძალიან გაუჭირდათ ვიეტნამელთა
თავგანწირული იერიშების მოგერიება. მათ 58
ათასი მეომარი დაკარგეს. დიდი იყო ფინანსური ზარალიც. 1973 წელს პრეზიდენტ ნიქსონის გადწყვეტილებით
აშშ-ს ჯარებმა დატოვეს ვიეტნამი. ამით ისარგებლა ხო ში მინმა და 1975 წელს აიღო სამხრეთ
ვიეტნამის დედაქალაქი საიგონი
(დღეს ამ ქალაქს ხო ში მინი ქვია) და მთელს ვიეტნამში კომუნისტური რეჟიმი დაამყარა.
ვიტნამი დღესაც სოციალისტური სახელმწიფოა და მას კომუნისტური რეჟიმი მართავს.
10. როდის და რატომ აწარმოებდა ომს ავღანეთი საბჭოთა კავშირი და რა შედეგით
დასრულდა ეს ომი?
(1979 წელს აპრილში სსრკ-მ ავღანეთში სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა და ქვეყნის
მმართველად დასვა მარიონეტული პროკომუნისტური მთავრობა, რომელსაც სათავეში ჩაუყენა
მარიონეტი ბაბრაქ ქარმალი. სოციალისტურმა გარდაქმნებმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია და სამოქალაქო ომი დაიწყო,რომელსაც ავღანელი მოჯაჰიდები ხელმძღვანელობდნენ. ომი 10 წელი გაგრძელდა. ერთ მხარეს მონაწილეობდა ავღანეთის სოციალისტური მთავრობის და სსრკ-ს ჯარები, ხოლო მეორე მხარეს ავღანელი მოჯაჰიდები, რომლებსაც სამხედრო და ფინანსურ დახმარებას აშშ, პაკისტანი, ირანი და სხვა
ქვეყნები უწევდნენ. ეს ომი 1989 წლამდე გაგრძელდა და საბოლოოდ საბჭოთა ჯარების ავღანეთის დატოვებით დასრულდა. 1992 წელს კი მოჯაჰიდებმა დაამარცხეს ავღანეთის მთავრობის ჯარები. ავღანეთის ომით ”ცივი ომი” დასრულდა.)
11. ვის მმართველობის პერიოდია ცნობილი უძრაობის ხანის სახელით.
(1964-1983 წლებში სსრკ-ს მართავდა ლეონიდ ბრეჟნევი.
მისი მმართველობის დროს ერიდებოდნენ რეფორმების გატარებას, მაღალ თანამდებობებზე ახალი
ადამიანების დანიშვნას, მალავდნენ ქვეყანაში წარმოქმნილ პრობლემებს და არ არსებულ მიღწევებზე
საუბრობდნენ. ცდილობდნენ მხოლოდ არსებული ვითარების შენარჩუნებას და ასეთი გზით თავიანთი
ხელისუფლების ხანგრძლივად უზრუნველყოფას. ამიტომაც მოგვიანებით ბრეჟნევის მმართველობას
ეწოდა „უძრაობის ხანა“)
12. როდის მოხდა და რას ითვალისწინებდა „ჰელსინკის შეთანხმება“?
(1975 წელს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში
შეიქმნა „ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“ , შემოკლებით ეუთო. მასში
გაწევრიანდა ევროპის 33 სახელმწიფო, კანადა, აშშ და სსრკ. ახალი ორგანიზაციის შექმნის
მიზანი იყო მსოფლიო ომის თავიდან არიდება და დაპირისპირებულ ბანაკი ქვეყნებს შორის
მშვიდობიანი თანაარსებობის უზრუნველყოფა. ფელსინკის დასკვნით აქტში ჩაიწერა, რომ სახელმწიფოები
უარს იტყოდნენ ძალისა და მუქარის გამოყენებაზე, აღიარებდნენ საზღვრების ხელშეუხებლობას,
სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობას, დაიცავდნენ ადამიანის უფლებებს და
ა.შ. საბჭოთა კავშირისთვის ჰელსინკის დასკვნით აქტს ის დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა,
რომ მიეცა მეორე მსოფლიო ომის დროს მოპოვებული ტერიტორიების ლეგიტიმაციის საშუალება,
სანაცვლოდ კი კომპრომისზე წავიდა და დათანხმდა ადამიანის უფლება დამცველი ორგანიზაციების
შექმნას სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში. ამით დასავლეთმა მიიღო უფლება ადამიანის უფლებათა
დაცვის მონიტორინგი განეხორციელებინა „რკინის ფარდის“ მიღმა. )
13. როგორ შეძლო აშშ-ს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა სსრკ-ს დამარცხება
„ცივ ომში“?
საბჭოთა კავშირის ავღანეთში შეჭრას დასავლეთის ქვეყნების
მხრიდან მკაცრი რეაქცია მოყვა. მათ საბჭოთა კავშირის იზოლაციაში მოქცევა და მის მიმართ
მკაცრი და აგრესიული პოლიტიკის გატარება დაიწყეს. აშშ-მ თავისი რაკეტების ევროპაში განალაგებას მიმართა, ისინი სსრკ-სკენ იყო მიმართული.
ამას
გარდა, რონალდ რეიგანმა აკრძალა სსრკ-სთვის ამერიკული მარცვლეულისა და მაღალი ტექნოლოგიების
მიყიდვა. 1983 წლიდან აშშ-ში ახალი პროგრამა - “ სტრატეგიული თავდაცვითი სისტემა” შეიმუშავეს. მისი მიზანი იყო ისეთი სარაკეტო
და კოსმოსური დანადგარების წარმოება,
რომელიც
ნებისმიერ სარაკეტო თავდასხმას მოიგერიებდა.
ამ
პროგრამას მასმედიამ “ვარსკვლავური ომების” პროგრამა შეარქვა. (სწორედ რეიგანმა უწოდა სსრკ-ს
“ბოროტების იმპერია” 1983 წელს).
ამ
პროგრამის საპასუხოდ სსრკ იძულებული გახდა თავადაც დაეწყო ახალ პროგრამებზე მუშაობა
და დასავლეთს “ გამალებულ შეიარაღებაში” აყოლოდა. თუმცა ამას ძლიერი ეკონომიკა
სჭირდებოდა, რაც სსრკ-ს არ გააჩნდა. შესაბამისად ქვეყანაში დაიწყო გაჭირვება. სურსათის გაყიდვა ტალონებით დაიწყეს.
ფაქტიურად
სსრკ-ში დაიწყო მწვავე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, რამაც მისი დანგრევა გამოიწვია.
14. რომელ წლებში მიმდინარეობდა სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმების ცვლა დემოკრატიული მმართველობით? რომელ სახელმწიფოში დახვრიტეს კომუნისტი ლიდერი და ვინ ინ იყო იგი?(იხ. გვ. 313–314)
(1989-1990 წლებში სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში მიმდინარეობდა კომუნისტური რეჟიმის დემოკრატიული მმართველობით ჩანაცვლება. ეს პროცესი იშვიათი გამონაკლისების გარდა მშვიდობიანი ხასითის იყო, ამიტომაც ისტორიაში ხავერდოვანი რევოლუციების სახელით შევიდა. (ზოგან წყნარი რევოლუცია ეწოდა, ზოგან - უსისხლო.) არჩევნების გზით ხელისუფლებაში ყოფილი დისიდენტები მოდიოდნენ. მშვიდობიანი არჩევნების გზით პოლონეთში ხელისუფლების
სათავეში მოდის ორგანიზაცია „სოლიდარობა“, ხოლო მისი ხელმძღვანელი დისიდენტი ლეხ ვალენსა
პოლონეთის პრეზიდენტად იქნა არჩული. ჩეხოსლოვაკიაში პრეზიდენტად აიღჩიეს ასევე ყოფილი
დისიდენტი, „ქარტია 77“ -ის დამფუძნებელი, ვაცლავ ჰაველი. 1989 წელს გერმანელებმა დაანგრიეს
ცივი ომის სიმბოლო ბერლინის კედელი. 1990 წელს ორი გერმანია (გფრ და გდრ) გაერთიანდა.
ხელისუფლების ცვლილებას სისხლისღვრა მოჰყვა რუმინეთში. რუმინეთის კომუნისტი დიქტატორი ჩაუშესკო შეეცადა მიტინგების დახვრეტითა და ხალხის დაშინებით შეენარჩუნებინა ხელისუფლება, რასაც აჯანყება მოყვა. ხალხმა შეიპყრო დიქტატორი და სიკვდილით დასაჯა.)
15. როდის გაიმართა საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები და
რომელი პოლიტიკური ძალა მოვიდა ხელისუფლებაში? როდის გამოცხადდა საქართველოს დამოიკიდებლობა?
(1990
წლის 28
ოქტომბერს საქართველოში
ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები,
რომლის შედეგადაც უზენაეს საბჭოში
უმრავლესობა ზვიად გამსახურდიას მეთაურობით შექმნილმა საარჩევნო ბლოკმა “მრგვალი მაგიდა -
თავისუფალმა საქართველომ” მიიღო. ზვიად გამსახურდია
უზენაესი საბჭოს თავჯდომარედ აირჩიეს. უზენაესმა საბჭომ 1991
წლის 31
მარტს მოაწყო
რეფერენდუმი კითხვაზე:
თანახმა ხართ თუ არა,
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა 1918 წლის 26 მაისის
აქტის საფუძველზე?
მოსახლეობის 98%
დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. 1991 წლის
9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის
აღდგენის აქტი,
ხოლო 26
მაისს ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად იქნა არჩეული. ზვიად გამსახურდია
საქართველოს პირველი პრეზიდენტია.)
16. როდის დაიშალა
საბჭოთა კავშირი?
(1991 წელს დეკემბერში რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ე.წ
„ბელოვეჟის შეთანხმებას“, რაც ითვალისწინებდა „დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის
შექმნას“ (დსთ), 21 დეკემბერს ამ დსთ-ს შეუერთდნენ სხვა საბჭოთა რესპუბლიკებიც. გაწევრიანებაზე
უარი თქვეს საქართველომ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. 25 დეკემბერს პრეზიდენტის პოსტი
დატოვა სსრკ-ს უკანასკნელმა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა. (იგი ითვლება სსრკს პირველ
და ამავე დროს უკანასკნელ პრეზიდენტადაც, რადგან მანამდე პრეზიდენტის პოსტი სსრკ-ში
არ არსებობდა.) 26 დეკემბერს საბჭოების ყრილობამ ოფიციალურად გამოაცხად სსრკ-ს დაშლა.)
მეორე მსოფლიო ომი
1. რომელ წლებში მიმდინარეობდა მეორე მსოფლიო ომი?(1939–1945 წლებში)
2. რომელი მოვლენა ითვლება ითვლება II მსოფლიო ომის დასაწყისად?
(1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია შეიჭრა
პოლონეთში, 3 სექტემბერს გერმანიას ომი გამოუცხადეს საფრანგეთმა და ინგლისმა. ასე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი.)
3. რას უწოდეს „უცნაური ომი“?
(1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია შეიჭრა პოლონეთში, 3 სექტემბერს გერმანიას ომი გამოუცხადეს საფრანგეთმა და ინგლისმა. მიუხედავად ომის გამოცხადებისა ინგლისი და საფრანგეთი საბრძოლო
მოქმედებებს არ
აწარმოებდნენ გერმანიასთან. ამიტომაც ამას უცნაური ომი ეწოდა. უცნაური ომი გაგრძელდა 1939 წლიდან 1940 წლის მაისამდე, სანამ გერმანია თავად არ შეიჭრა საფრანგეთში)
4. რომელ სახელმწიფოს წაართვა სსრკ-მ ბესარაბია და ბუკოვინა?
(რუმინეთს. ამ ტერიტორიაზე სტალინმა შექმნა მოლდავეთის
სსრ და შემოუერთა საბჭოთა კავშირს.)
5. რატომ შეიძლება ჩავთვალოთ საბჭოთა კავშირი გერმანიასთან ერთად მეორე მსოფლიო ომის გამჩაღებელ სახელმწიფოდ?
(სსრკ–და გერმანია ომის დაწყებამდე დებენ თავდაუსხმელობის პაქტს, რომლის საიდუმლო დამატებით ინაწილებენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მომავალში დასაპყრობად. მართლაც რამდენიმე დღეში გერმანია შეიჭრა დასავლეთ პოლონეთში, საბჭოთა კავშირმა კი პოლონეთის აღმოსავლეთი ნაწილი დაიპყრო. პოლონეთის შემდეგ სსრკ–ს ჯარები ფინეთში შეიჭრნენ 1939 წლის 30 ნოემბერს და „ზამთრის ომის“ შედეგად ტერიტორიები წაართვეს. სსრკ–ს ჯარმა დაიპყრო ასევე ლიტვა, ლატვია და ესტონეთი 1940 წლის ზაფხულში, ამავე ხანებში რუმინეთს წაართვა ბესარაბია და ბუკოვინა)
გამონაკლისი ისაა,
რომ ლიტვაც სსრკ-მ შეიერთა, რადგან ჰიტლერმა
დათმო ის პოლონური მიწების სანაცვლოდ.
6. რომელი სახელმწიფოების ოკუპაცია მოახდინა გერმანიამ 1940 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში? (აპრილში - დანია–ნორვეგიის, მაის–ივნისში კი
– ბელგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი და
საფრანგეთის. ეს იყო მეორე ბლიც-კრიგი, რაც
სწრაფ ომს ნიშნავს. პირეველი ბლიც-კრიგი ჰიტლერმა პოლონეთის წინააღმდეგ განახორციელა.)
7. რომელმა სახელმწიფომ გამოაცხადა კაპიტულაცია 1940 წლის 22 ივნისს და რა იყო კაპიტულაციის პირობები?
(საფრანგეთმა. კაპიტულაციის თანახმად, საფრანგეთის ჩრდილოეთი ნაწილი პარიზითურთ, გერმანიის საოკუპაციო ზონად ცხადდებოდა, ხოლო სამხრეთ საფრანგეთში იქმნებოდა მარიონეტული რეჟიმი ფრანგი გენერლის პეტენის მეთაურობით. პეტენის მთავრობა ქალაქ ვიშში დაიდებდა ბინას. ასე წარმოიქმნა
საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში „ვიშის რესპუბლიკა“
, სადაც პეტენის მარიონეტული, კოლაბორაციონისტული მთავრობა იყო. )
8. რომელი სახლმწიფოს დაპყრობის გეგმას ეწოდა `ბარბაროსა~?
(საბჭოთა კავშირის.
ეს გეგმა
შეადგინეს გერმანიაში)
9. რომელ დაპრობილ ტერიტორიებზე შექმნა სსრკ-მ მოლდავეთის სსრ?
(რუმინეთისთვი წართმეულ
ბესარაბიასა და
ბუკოვინაში)
10. როდის დაესხა გერმანია თავს საბჭოთა კავშირს?
(1941 წლის 22 ივნისს.)
11. II მსოფლიო ომის პერიოდში რომელ სახელმწიფოში მიიღეს ლენდ–ლიზის კანონი და რას ითვალისწინებდა?
(აშშ–ში. ითვალისწინებდა ნაცისტური ქვეყნების წინააღმდეგ ომში ჩართული ქვეყნებისათვის მატერიალურ, ფინანსურ და იარაღით დახმარებას. ეს დახმარება ძირითადად მიეწოდებოდა ბრიტანეთს, სსრკს–ს და ჩინეთს.)
12. რომელი სახელმწიფო დაესხა თავს პიორლ-ჰარბორის ამერიკულ სამხედრო ბაზას და როდის?(იაპონია. 1941 წლის 7 დეკემბერს. ამას მოყვა აშშ–ს ჩართვა მეორე
მსოფლიო ომში)
13. როდის და რა შედეგით დასრულდა სტალინგრადის ბრძოლა?
(1942 წლის დეკემბერში საბჭოთა ჯარებმა ალყაში მოაქციეს გერმანელთა 300 ათას კაციანი დაჯგუფება. 1943
წლის 2 თებერვალს სტალინგრადთან ალყაში მოქცეულმა გადარჩენილმა 91 ათასმა გერმანელმა იარაღი დაყარა და ტყვედ ჩაბარდა საბჭოთა კავშირის მთავარსარდობას. ეს ბრძოლით ხდება ომში გარდატეხა. გერმანელთა გამარჯვებები დამარცხებებმა შეცვალა.)
14.როდის და სად შეხვდენენ სამი დიდი სახელმწიფოს აშშ–ს, ინგლისისა და სსრკს–ს მეთაურები ერთმანეთს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში?
(თეირანში 1943წლის დეკემბერში; ყირიმში(იალტაში)–
1945 წლის თებერვალში; პოტსდამში –1945
წლის ივლის–აგვისტოში)
15. II მსოფლიო ომში რომელ სამხედრო ოპერაციას ეწოდა „ოვერლორდი“?
(აშშ–სა და ბრიტანეთის არმიის ნაწილები გადასხდნენ საფრანგეთის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში ნორმანდიაში და მეორე ფრონტი გახსნეს ევროპაში გერმანიის წინააღმდეგ. ამ ოპერაციას ეწოდა ოვერლორდი.)
16. როდის და როგორ დაიღუპა ადოლფ ჰიტლერი?
(1945 წლის 30 აპრილს ჰიტლერმა
თავი მოიკლა.)
17. რამდენი მეომარი გაიწვიეს საქართველოდან საბჭოთა კავშირის არმიაში II მსოფლიო ომის პერიოდში და რამდენი დაიღუპა ფრონტზე?
(გაიწვიეს
700 ათასი
კაცი,
ამათგან
ნახევარი
დაიღუპა.)
18. რომელი ქვეყნის ეროვნული
გმირის წოდება
მიენიჭა ფორე
მოსულიშვილს? (იტალიის)
19. სად დაიღუპა ყველაზე
მეტი ქართველი
II მსოფლიო ომის
პერიოდში?
(ქერჩთან ბრძოლაში. 1942 წლის მაისში საბჭოთა ქართული რაზმები, გერმანიის შეიარაღებული ძალების ალყაში მოექცნენ და მოხვდნენ მძლავრი ცეცხლისა და დაბომბვის ქვეშ მოიერიშე თვითმფრინავებიდან. ჯარისკაცებმა ზღვით სცადეს უკან დახევა, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ, 10 დღიანი ბრძოლის შემდეგ დაახლოებით ათი ათასობით ეთნიკური ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.)
20. როგორ ახსნით ქართველი
ემიგრანტების ერთი
ნაწილის პოზიციას,
რომელთაც გერმანიის
არმიასთან ერთად
სსრკ–ს
წინააღმდეგ ბრძოლა
აირჩიეს და
როგორ ახსნით
ქართველი ემიგრანტების
იმ ნაწილის
პოზიციას, რომელთაც
გერმანიასთან თანამშრომლობა
არ ისურვეს?
(ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების აზრი ორად გაიყო. ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ებრძოლა გერმანელებთან ერთად სსრკ–წინააღმდეგ. მათ მიაჩნდათ, რომ თუ სსრკ დამარცხდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესაძლებლობა მიეცემოდა.
ემიგრანტთა მეორე ნაწილმა კი თავი შორს დაიჭირა გერმანელებთან თანამშრომლობისგან. მათ არ სჯეროდათ, რომ გამარჯვების შემთხევაში გერმანია ქართველებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის საშუალებას მისცემდა, გარდა ამისა მათ მიაჩნდათ რომ გერმანელები არ ეწეოდნენ სამართლიან ბრძოლას და ჰიტლერის რეჟიმი არანაკლებ სასტიკი და უსამართლო იყო.)
21. ვისგან შედგებოდა ვერმახტის
ქართული დივიზიები?
(იმ ქართველი ემიგრანტებისაგან, რომლებსაც გერმანელებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა ჰქონდათ მიზნად დასახული და ქართველი ტყვეებისაგან, რომლებიც გერმანელებმა გადაიბირეს.)
22. რომელმა სახელმწიფომ
გამოიყენა II მსოფლიო
ომში ატომური
ბომბები და
ვის წინააღმდეგ?
(აშშ–მ. პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის ბრძანებით 6 აგვისტოს დაიბომბა ქალაქი ჰიროსიმა, 9 აგვისტოს კი – ქალაქი ნაგასაკი. ორივე ეს ქალაქი იაპონიაში მდებარეობს. მსხვერპლის რაოდენობამ მილონამდე მიაღწია.)
23. რამდენი ადამიანის
სიცოცხლე შეიწირა
მეორე მსოფლიო
ომმა? შეადარე
I მსოფლიო ომის
შედეგს. რითი
ახსნით მსხვერპლის
ასეთ დიდ
რაოდენობას? (60–75 მილიონი. ეს რიცხვი ბევრად აღემატება პირველ მსოფლიო ომში დაღუპულტა რაოდენობას, სადაც 10 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. ეს კი პირველ რიგში იმით აიხსნება, რომ მეორე მსოფლიო ომი უფრო მასშტაბური იყო და სამხედრო ტექნოლოგიები და იარაღი ბევრად უფრო განვითარებული.)
24. რას ნიშნავს
ქართულად „ჰოლოკოსტი“?
რა ისტორიული
მოვლენას უწოდეს
ეს ტერმინი?
(იხ.
გვ.
181–185) (ქართულად ნიშნავს „სრულად დაწვას“. ამ ტერმინით მოიხსენიებენ გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მიერ ებრაელების, ბოშების და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელებულ მკვლელობებს და მასობრივ გენოციდს. ჰოლოკოსტს 6 მილიონი ებრაელის სიცოცხლე შეეწირა)
ევროპა I და II მსოფლიო ომებს შორის
ევროპა I და II მსოფლიო ომებს შორის
1. როგორი იყო იტალიის პოლიტიკური,
ეკონომიკური და სოციალური ვითარება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ? (ომის შედეგებით იტალიის ხელისუფლებაც და მოსახლეობაც
უკმაყოფილო იყო. ქვეყანას მოკავშირეების დიდი
ვალი ჰქონდა, გაუფასურდა ლირა, გაიზარდა უმუშევართა რიცხვი. გლეხებმა მიწების თვითნებურად
დაკავება დაიწყეს. მუშები საწარმოებზე კონტროლის დამყარებას ცდილობდნენ. ქვეყანა ქაოსსა
და ანარქიაში იძირებოდა. იტალია უკმაყოფილო იყო ვერსალის ზავის პირობითაც. მას სურდა
ადრიატიკის სანაპირო ზოლი ბალკანეთის ნ/კ-ზე და აქ არსებული ქალაქი ფიუმე. იტალიის ეს მოთხოვნა ვერსალის კონფერენციამ არ დააკმაყოფილა,
რის გამოც იტალია განაწყენებული დარჩა. „დამარცხებული გამარჯვებულებს შორის“ - ასე
იხსენებდნენ იტალიელები თავის ქვეყანას პირველი მსოფლიო ომის შემდეგ.)
2. როგორ გახდა ბენიტო მუსოლინი იტალიის პრემიერ-მინისტრი და დიქტატორი?
(1919 წელს მუსოლინმა შექმნა ორგანიზაცია
სახელწოდებით “ფაში დი კომბატიმენტო” (ანუ “ბრძოლის კავშირი”) , სადაც ძირითადად პირველი
მსოფლიო ომის ვეტერანები გაერთიანდნენ. (1921 წელს მუსოლინმა ზემოთხსენებული ორგანიზაცია
პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნა და მას ფაშისტური პარტია
უწოდა. იმავე წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ფაშისტურმა პარტიამ ხმების 7
პროცენტი მიიღო. მისმა მხარდამჭერებმა 1922 წელს მოაწყეს მარში რომზე და იმუქრებოდნენ სამოქალაქო
ომის დაწყებით, თუ მეფე მუსოლინს არ დანიშნავდა პრემიერ-მინისტრად. 1922 წელს იტალიის
მეფემ ვიქტორ ემანუელ მეორემ მუსოლინი
პრემიერ მინისტრად
დანიშნა. 1925 წლიდან მუსოლინი ერთპიროვნულ ხელისუფლებას მიიტაცებს და ტოტალიტარულ რეჟიმს
დაამყარებს. მან თავის თავს
უწოდა დუჩე, რაც ნიშნავს ბელადს, მეთაურს. მისი ბრძანებით
აიკრძალა სხვა პოლიტიკური პარტიები, გაძლიერდა ცენზურა, დაიწყეს მოწინააღმდეგე პოლიტიკოსების
განადგურება.)
3. რა თავისებურებით ხასიათდებოდა ფაშისტური იდეოლოგია?
ფაშიზმი უპირისპირდებოდა იმ დროისთვის გაბატონებულ იდეოლოგიებს: ლიბერალიზმს და სოციალიზმს.
ფაშისტები აღნიშნავდნენ, რომ ლიბერალებიც და სოციალისტებიც საზოგადოებას ერთმანეთის
წინააღმდეგ განაწყობდნენ; ლიბერალიზმი - ინდივიდუალიზმის ხაზგასმით, სოციალისტები კი-
კლასებს შორის დაპირისპირებით. ფაშისტური იდეოლოგია კი საზოგადოებას, კლასებს და ინდივიდებს
განიხილავდა როგორ ერთი მთლიანი სახელმწიფოს შემდგენელ ნაწილებს, რომელიც გაერთიანებულნი
არიან ერთი პარტიისა და უმაღლესი ლიდერის მეთაურობით. ფაშისტური იდეოლოგიის სამი მთავარი პრინციპია: მასების
გაერთიანება ერთი იდეოლოგიის ქვეშ; ძლიერი
სახელმწიფო ხელისუფლება; ნაციონალიზმი.
4. რას ითვალისწინებდა ლათერანის ხელშეკრულება?
ეს ხელშეკრულება დაიდო ბენიტო მუსოლინსა და რომის პაპს შორის. რითაც მოხდა
შერიგება იტალიის სამეფოსა და ვატიკანს შორის. მუსოლინმა აღიარა პაპის დამოუკიდებელი
სახელმწიფო ვატიკანის სახით, სანაცვლოდ მან პაპის მხარდაჭერა და კეთილგანწყობა მიიღო.
5. რომელი სახელმწიფო დაიპყრო იტალიამ 1935-36 წლებში?
ეთიოპია. ამის გამო იტალია ერთა ლიგიდან გარიცხეს.
მუსოლინის აგრესიულ საგარეო პოლიტიკას იმჟამად ადოლფ ჰიტლერმა დაუჭირა მხარი, რითაც
იწყება იტალიისა და გერმანიის დაახლოება.
6. როდის და ვის შორის მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი ესპანეთში?
1936-39 წლებში. მემარცხენე
ხელისუფლებასა და მემარჯვენე ოპოზიციას შორის. ოპოზიციას სათავეში ჩაუდგა გენერალი
ფრანცისკო ფრანკო. მან შექმნა ფაშისტური იდეოლოგიის პარტია „ესპანური ფალანგა“. (ფალანგა ისპანიოლა). ფრანკოს მხარეს
მეომრები გაგზავნა ბენიტო მუსოლინმა, ხოლო ადოლფ ჰიტლერმა სამხედრო ავიაცია დაახმარა
აჯანყებულებს. მემარცხენე ხელისუფლებას სსრკ დაეხმარა. ის შეიარაღებასა და სამხედრო
სპეციალისტებს უგზავნიდა მათ, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა. ხელისუფლება ვერც ევროპელი
კომუნისტი და სოციალისტი მოხალისეების ჩასვლამ უშველა. ფრანცისკო ფრანკომ მემარცხენე
მთავრობა დაამხო და ერპიროვნული ხელისუფლება დაამყარა. მან თავი „კაუდილიოდ“ (ბელადად) გამოაცხადა.
7. რაში გამოიხატა იაპონიის აგრესიული საგარეო პოლიტიკა 1931 წელს?
იაპონია შეიჭრა ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში - მანჯურიაში
და აქ მარიონეტული სახელმწიფო - მანჯოუ გო შექმნა.
ამ სახელმწიფოს სათავეში ჩაუყენა ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორი პუ ი. ერთა
ლიგამ არ ცნო ეს სახელმწიფო და მოუწოდა მანჯურიიდან ჯარები გამოეყვანა. პროტესტის ნიშნად
იაპონიამ ერთა ლიგა დატოვა. (ან გარიცხეს)
8. რომელი პარტია დაარსა ადოლფ ჰიტლერმა
და რატომ დააპატიმრეს
1923 წელს?
1921წელს ჰიტლერმა დაარსა ნაციონალ სოციალისტური პარტია. 1923 წელს ბავარიის
ქალაქ მიუნხენში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო, რომელსაც „ლუდის პუტჩი“ უწოდეს, ჰიტლერი და მისი თანამოაზრეები დააპატიმრეს.
მას 5 წელი მიუსაჯეს, მაგრამ 9 თვეში გამოუშვეს. ციხეში ჯდომის დროს ჰიტლერმა დაწერა
წიგნი „ჩემი ბრძოლა“, სადაც თავისი პოლიტიკური და რასისტული
შეხედულებები წარმოადგინა.
9. როგორ მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში ნაციონალ-სოციალისტები?
1932 წლის რაიხსტაგის (პარლამენტის) არჩევნებზე ნაციონალ სოციალისტურმა პარტიამ ხმების
37% მიიღო. მსგავსი შედეგი დადეს კომუნისტებმაც. პრეზიდენტმა ჰინდენბურგმა 1933 წელს
ადოლფ ჰიტლერი დანიშნა კანცლერად, იმ იმედით, რომ იგი კომუნისტური საფრთხისგან იხსნიდა
გერმანიას. 1934 წელს ჰიტლერმა რიგგარეშე არჩევნები ჩაატარა და კიდევ უფრო გაიმყარა
პოზიციები რაიხსტაგში. იმავე წლიდან იგი გერმანიის ერთპიროვნული მმართველი ხდება. მან
გერმანიაში ტოტალიტარული რეჟიმი შექმნა. თავი გამოცხადა ფიურერად
(ბელადი, წინამძღოლი); გააუქმა ყველა პარტია, ნაციონალ-სოციალისტური პარტიის გარდა,
დაიწყო რეპრესიები, გაამკაცრა ცენზურა და სხვა.
10. რაში გამოიხატა გერმანიის მხრიდან ვერსალის საზავო პირობების უხეში
დარღვევები 1935–1936 წლებში? ამ წლებში ჰიტლერის ბრძანებით ვერმახტი (გერმანიის არმია) შევიდა და დაიკავა ზაარის ოლქი და რაინის დემილიტარიზებული ზონა. გერმანიამ
უარი თქვა რეპარაციების გადახდაზე, შეზღუდვის მიუხედავად აღადგინა სამხედრო საზღვაო
ფლოტი და სამხედრო ავიაცია (ლუფტვაფე); გერმანიაში დაიწყო გამალებული შეიარაღება და
ომისთვის მზადება (მილიტარიზაცია.)
11. გერმანიის მიერ რომელი სახელმწიფოს დაპყრობას ეწოდა „ანშლუსი“?
(ავსტრიის.
ჰიტლერმა ავსტრია შემოიერთა 1938 წლის მარტში. ანშლუსი
ნიშნავს შემოერთებას. ამით კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია ვერსალის
საზავო პირობები. )
12. რას უწოდეს დაშოშმინების პოლიტიკა და
რა
პერიოდში
მიმდინარეობდა
იგი?
(II მსოფლიო
ომის წინ წარმოებულ საგარეო
პოლიტიკას, რომელსაც ინგლისისა და საფრანგეთის მმართველი
წრეები ატარებდნენ გერმანიის მიმართ. ამ პოლიტიკის თანახმად ეს
სახელმწიფოები მიდიოდნენ აგრესორი სახელმწიფოების მიმართ (პირველ რიგში კი გერმანიის) დათმობებზე,
რათა ასეთი გზით შეენარჩუნებინათ მშვიდობა.
ასეთმა პოლიტიკამ კიდევ უფრო გაათავხედა გერმანია,
რასაც მეორე მსოფლიო ომის დაწყება მოჰყვა.)
13. 1938 წლის 29 სექტემბერს შემდგარი მიუნხენის კონფერენციის გადაწყვეტილებით, რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცა სუდეტის ოლქი გერმანიისათვის?
(კონფერენციას ესწრებოდნენ ჰიტლერი (გერმანია), მუსოლინი(იტალია), დალადიე (საფრანგეთი) და ჩემბერლენი(ბრიტანეთი) . მათ დადგინეს, რომ
ჩეხოსლოვაკიას გერმანიისთვის უნდა გადაეცა სუდეტის გერმანელებით დასახლებული ოლქი. ამ გზით
ისინი მშვიდობის შენარჩუნებას ისახავდნენ მიზნად. ეს იყო დაშოშმინების
პოლიტიკის მწვერვალი. მომდევნო წელს
გერმანიის არმია შეიჭრა ჩეხოსლოვაკიაში და მთელი სახელმწიფოს ოკუპაცია მოახდინა. ჩეხეთი
უშუალოდ გერმანიას შეუერთა, ხოლო სლოვაკეთში მარიონეტული ნაცისტური ხელისუფლება დასვა.
)
14. როდის და რომელ სახელმწიფოებს შორის დაიდო მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტი და
რას ითვალისწინებდა?
(1939 წლის 23 აგვისტოს, სსრკ–სა და გერმანიას
შორის. ეს იყო თავდაუსხმელობის პაქტი. ეს ხელშეკრულება ჰიტლერის ინიციატივით დაიდო. იგი პოლონეთში
შეჭრას აპირებდა და იცოდა, რომ მისი ეს ნაბიჯი გამოიწვევდა ინგლისთან და საფრანგეთთან
ომში ჩაბმას. ჰიტლერს სურდა ჰქონოდა იმის გარანტია, რომ სსრკ ამ ქვეყნების მოკავშირე
არ გახდებოდა და არ დაესხმებოდა თავს. სტალინი კი ამ ხელშეკრულების სანაცვლოდ გერმანიისგან ითხოვს პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილს და ევროპის სხვა ტერიტორიებს.
ხელშეკრულების საიდუმლო დანამატის თანახმად, ეს ორივე ქვეყანა
წინასწარ შეთანხმდა აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიების დაპყრობასა და გადანაწილებაზე.
სსრკ-მ მიიღო უფლება დაეპყრო აღმ. პოლონეთი,
ფინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და რუმინეთის შემადგენლობაში მყოფი ბესარაბია-ბუკოვინა.
ამით სტალინმა წააქეზა ჰიტლერი მსოფლიო ომის დაწყებისკენ, რადგან ამ ხელშეკრულებით
გათამამებული გერმანია ერთ კვირაში თავს დაესხა პოლონეთს. )
საბჭოთა კავშირი 20-30-იან წლებში
1. რომელ წელს შეიქმნა სსრკ? (1922 წელს, 30 დეკემბერს. ლენინის ინიციატივით.
მასში თავდაპირველად 4 რესპუბლიკა გაერთიანდა: რუსეთი, უკრაინა,
ბელორუსია და ამიეკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტ. რესპუბლიკა. ე.ი.
საქართველო ცალკე რესპუბლიკად ვერ შევიდა სსრკ-ში, ის ამიერკავკასიის ფედერაციაში გააერთიანეს
სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად.
2. ვის უწოდეს “ნაციონალ-უკლონისტები”?
(ქართველ ბოლშევიკთა იმ ნაწილს, რომლებიც
შეეწინააღმდეგნენ
საქართველოს ნაჩქარევად გაწევრიანებას ამიერკავკასიის ფედერაციაში და
მოითხოვეს საქართველოს დამოუკიდებლად, ცალკე გაწევრიანება სსრკ–ში)
3. რომელ წლებში იარსება ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციულმა სოციალისტურმა რესპუბლიკამ? (1922–1936 წლებში, მასში გაერთიანებული სამი რესპუბლიკა სომხეთი,
საქართველო და აზერბაიჯანი 1936
წლიდან ცალკე რესპუბლიკებად შევიდნენ საბჭოთა კავშირში.)
4. ვინ გაუგზავნა გენუის კონფერენციას მემორანდუმი 1922 წლის ზაფხულში?
(საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ წერილით მიმართა გენუის კონფერენციას. იგი საქართველოში შექმნილ
მძიმე მდგომარეობის შესახებ ატყობინებდა საერთაშორისო საზოგადოებას და დახმარება სთხოვდა.
საბჭოთა ხელისუფლებამ ეს არ აპატია
მამა ამბროსის და დააპატიმრა)
5. რომელ წელს შეიქმნა “დამკომი” და “სამხედრო ცენტრი”? რა იყო მათი შექმნის მიზანი?
ეს ანტისაბჭოთა ორგანიზაციები იყო და მათი
შექმნის მიზანი საქართველოში საბჭოთა, ბოლშევიკური ხელისუფლების დამხობა იყო.
6.
რომელ წელს შეიქმნა “შეფიცულთა რაზმი” და რა მიზნით? ვინ იყო მისი მეთაური? სად იყო მათი მოქმედების არეალი?
ეს იყო პარტიზანული რაზმი, რომელიც იბრძოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ
1922 წლიდა. მათ სათავეში ედგა ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილი.
მათი ბრძოლის არეალი იყო ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი - ფშავი, ხევსურეთი,
მთიულეთი და სხვ. იყო. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მარცხის შემდეგ ქაიხოსრო და მისი
თანამებრძოლები ტოვებენ საქართელოს.
7.
როდის მოხდა დიდი აჯანყება სრულიად საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ? სად დაიწყო ეს აჯანყება პირველად? რა შედეგით დასრულდა აჯანყება?
(1924 წელს.
აჯანყება 29 აგვისტოს იყო დაგეგმილი, თუმცა ჭიათურაში შეცდომით ერთი დღით ადრე დაიწყეს.
ამან აჯანყებაზე უარყოფითად იმოქმედა, რადგან ხელისუფლებამ წინასწარ მიიღო ზომები:
გადაკეტა გზები, დააპატიმრა ეჭვმიტანილები და სხვ. მომდევნო დღეს აჯანყება მთელ საქართველოს
მოედო, თუმცა იგი უკვე მარცხისთვის იყო განწირული. საბჭოთა ხელისუფლებამ
აჯანყება სისხლში ჩაახშო)
8.
რომელ წელს დაიწყო ე.წ.
ინდუსტრიალიზაცია და კოლექტივიზაცია საბჭოთა კავშირში?
1928 წლიდან. სტალინის ბრძანებით. ინუსტრიალიზაციამ ჩაანაცვლა ნეპი. (ნეპი
ჯერ კიდევ ლენინის დროს შემოიღეს და ვაჭრობისა და კერძო ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას
აძლევდა ხალხს. )
9. რას ნიშნავს
ინდუსტრიალიზაცია? რა გაკეთდა საქართველოში
ინდუსტრიალიზაციის წლებში? რა სამრეწველო ობიექტები მუშაობდა ამ დროს?
ინდუსტრიალიზაცია ქარხანა - ფაბრიკების და სხვა სამრეწველო ობიექტების (მაგ ჰიდრო-ელექტრო
სადგურების) მასიური მშენებლობაა, ან მათი განახლება. ინდუსტრიალიზაციის წლებში საქართველოში აშენდა ზესტაფონის ფეროს ქარხანა, ასევე ზაჰესი და რიონჰესი.)
10. რა იყო ხუთწლედები?
საბჭოთა კავშირში ეკონომიკა წინასწარ იგეგმებოდა 5 წლიანი პერიოდებით. ხელისუფლება
ითხოვდა, რომ ხუთწლიანი გეგმები გადაჭარბებით შესრულებულიყო.
11. რას ისახავდა
მიზნად სოციალისტური შეჯიბრებები? რას უწოდეს სტახანოვური მოძრაობა?
ორივე მიზნად ისახავდა შრომის წახალისებას. სოციალისტური შეჯიბრების დროს გამარჯვებულ
ქარხანას, რომელიც გეგმას გადაჭარბებით შეასრულებდა და აჯობებდა სხვებს გარდამავალი
დროშა გადაეცემოდა. სტახანოვი იყო მუშა, რომელმაც გეგმა
ფანტასიკურად გადაჭარბებით შეასრულა. მას სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიანიჭეს.
შემდგომში კი შექმნეს სტახანოვური მოძრაობა, რომელშიც უნდა გაწევრიანებულიყვნენ მშრომელები
და სტახანოვისთვის მიებაძათ.
12. ვის უწოდებდნენ კულაკებს? (მდიდარ გლეხებს საბჭოთა კავშირში. კოლექტივიზაციის დაწყებიდან (1928წ.) მოყოლებული დაიწყო
კულაკების ფიზიკური მოსპობა. მათ ჯერ ქონებას
ართმევდნენ(გაკულაკება),
შემდეგ კი აპატიმრებდნენ და ან ხვრეტდნენ
ან ასახლებდნენ მშობლიური მიწიდან.
13. რა იყო კოლექტივიზაცია? რა პრობლემები გადაჭრა საბჭოთა ხელისუფლებამ კოლექტივიზაციით?
კოლექტივიზაცია იყო პროცესი, როცა საბჭოთა ხელისუფლების ძალდატანებით ცალკეული გლეხური
მეურნეობები „ნებაყოფლობით“ ერთიანდებოდნენ ერთიან კოლექტიურ მეურნეობებში. ამ რეფორმით
საბჭოთა ხელისუფლებამ რამდენიმე პრობლემა გადაჭრა:
ა) მოსპო კულაკების კლასი და სოფლად მოსახლეობა ეკონომიკურად გაათანაბრა.
ბ) სრული, ტოტალური კონტროლი დაამყარა სოფლის მეურნეობაზე.
14. რომელი სახელმწიფო
სტრუქტურები გამოირჩეოდნენ სადამსჯელო საქმიანობით?
შინსახკომი - ანუ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი; ჩეკა -ანუ საგანგებო კომისია, იგი უშიშროების სამსახურს წარმოადგენდა;
გულაგები - შრომითი გამოსასწორებელი ბანაკები, სადაც
ათი ათასობით ადამიანი იხდიდა სასჯელს მძიმე შრომით.
15. რომელ წელს მიაღწია პიკს რეპრესიებმა საბჭოთა კავშირში? (1937 წელს. მასობრივი
რეპრესიები ჯერ კიდევ 1934 წლიდან დაიწყო, როცა ტერორისტებმა მოკლეს საბჭოთა მაღალჩინოსანი
სერგეი კიროვი. ეს დაბრალდათ ტროცკის მომხრეებს. თვითონ ტროცკი
იმ დროს სსრკ-დან გაძევებული იყო. ტროცკისტობის ბრალდებით
მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს ხალხის დაპატიმრება. ეს რეპრესიები შეეხო საზოგადოების
ყველა ფენას, მათ შორის ძველ ბოლშევიკურ ელიტას, მაღალი თანამდებობის პირებს, სამხედროებს,
მწერლებ, ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენლებს და ა.შ.)
16. რომელი ცნობილი ქართველი მწერლები, მეცნიერები და
ხელოვნების
წარმომადგენლები
შეეწირნენ XX საუკუნის 30 –იანი წლების რეპრესიებს?
(მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი, პოეტი ტიციან ტაბიძე, რეჟისორი სანდრო ახმეტელი, დირიჟორი ევგენი მიქელაძე, მეცნიერი ვახტანგ კოტეტიშვილი და მრავალი სხვა.
პირველი მსოფლიო ომი და დამოუკიდებელი საქართველო
1. რა იყო

6. რომელი სახელმწიფოების ოკუპაცია მოახდინა გერმანიამ 1940 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში? (აპრილში - დანია–ნორვეგიის, მაის–ივნისში კი – ბელგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი და საფრანგეთის. ეს იყო მეორე ბლიც-კრიგი, რაც სწრაფ ომს ნიშნავს. პირეველი ბლიც-კრიგი ჰიტლერმა პოლონეთის წინააღმდეგ განახორციელა.)

1. რა ეწოდა I მსოფლიო ომის წინ შექმნილ სამხედრო ბლოკებს? რომელი სახელმწიფოები გაერთიანდნენ თავდაპირველად თითოეულ მათგანში?
(1879-1881 წლებში შეიქმნა სამთა კავშირი, რომელშიც შედიოდა გერმანია, ავსტრია–უნგრეთი და იტალია. XX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა ანტანტა, რომელშიც თვადაპირველად შედიოდნენ რუსეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.)
2. რომელ წლებში მიმდინარეობდა I მსოფლიო ომი? (1914–1918)
3. დაასახელე I მოფლიო ომის გამომწვევი მიზეზები.
(ევროპის დიდ სახელმწიფოებს შორის ტერიტორიული პრეტენზიები და ახალი კოლონიების ხელში ჩაგდების სურვილი.)
4. რა გახდა I მს. ომის საწყების საბაბი?
სარაევოს გასროლა - ავსტრია-უნგრეთის პრინცის ფრანც-ფერდინანდის მკვლელობა სერბი ტერორისტების მიერ. სარაევო ბისნიის ქალაქი იყო. სარაევოც და ბოსნიაც შედიოდა ავსტრია უნგრეთის შემადგენლობაში. ბოსნიაში მცხოვრები სერბები კი მოითხოვდნენ ბოსნიის სერბეთის სამეფოში გადასვლას. ამას მხარს უჭერდა სერბეთის სამეფოც. ბოსნიელი სერბი ტერორისტების მიერ დაგეგმილი მკვლელობა ავსტრია-უნგრეთმა სერბეთის სამეფოს დააბრალა და სარაევოს გასროლიდან ერთი თვის თავზე (28 ივლისს) ომი გამოუცხადა სერბეთს.
7. რა სახელით მოიხსენიებენ გერმანიასა და მის მოკავშირე სახელმწიფოებს პირველ მსოფლიო ომში? იტალიის
გასვლით სამთა კავშირი დაიშალა, მოგვიანებით გერმანიის სასარგებლოდ ომში ჯერ ოსმალეთი ჩაერთო, შემდეგ კი ბულგარეთი.
ამიტომაც მათ ოთხთა კავშირიც უწოდეს. რადან ეს სახელმწიფოები ცენტრში აღმოჩნდნენ და
გარშემო მტრული სახელმწიფოები ჰყავდათ მათ უწოდეს ასევე ცენტრალური სახელმწიფოები.)
8. როდის და როგორ დაიწყო I მსოფლიო ომი? (2ქ)პრინცის მკვლელობიდან ერთი თვის თავზე – 28
ივლისს ავსტრია–უნგრეთმა ომი გამოუცხადა სერბეთს. სერბეთის მფარველმა რუსეთმა მობილიზაცია გამოაცხადა,
რასაც გერმანიის მხრიდან რუსეთისთვის ომის გამოცხადება
მოჰყვა. რუსეთის მოკავშირე საფრანგეთმა სამხედრო მობილიზაცია
დაიწყო. გერმანიამ საფრანგეთსაც ომი გამოუცხადა.4 აგვისტოს გერმანიას ომს უცხადებს ბრიტანეთი.
9. ვინ იყო ალფრედ შლიფენი და რას ითვალისწინებდა მისი გეგმა?(შლიფენი გერმანიის
სამხედრო შტაბის სარდალი იყო. შლიფენის გეგმით,
გერმანიას ჯერ
საფრანგეთი უნდა დაემარცხებინა სწრაფად, და შემდეგ მთელი ძალები რუსეთისკენ მიემართა.
შლიფენი ფიქრობდა, რომ ჩამორჩენილი რუსეთი ამ დროშიც ვერ მოასწრებდა სამხედრო მობილიზაციას.შლიფენის გეგმით გერმანიის არმია საფრანგეთში უნდა შეჭრილიყო არა აღმოსავლეთიდან, გერმანია–საფრანგეთის
საზღვრიდან, არამედ ჩრდილოეთიდან, ბელგიის გავლით.
შლიფენი ვარაუდობდა, რომ ნეიტრალური ბელგია ვერ გაბედავდა წინააღმდეგობის გაწევას და
გაატარებდა გერმანულ ჯარს. შლიფენის ვარაუდი არ გამართლდა. ბელგიამ დიდი წინააღმდეგობა
გაუწია თავდასხმელებს და რამდენიმე დღე შეაყოვნა გერმანიის საფრანგეთში შეჭრა. რითაც
მოულოდნელობის ეფექტი დაიკარგა –– ფრანგებმა მოასწრეს სამხედრო ძალების ჩრდილოეთისკენ
გადაჯგუფება.10. საიდან შეიჭრა გერმანიის არმია საფრანგეთში?(ბელგიიდან, რადგან ფრანგები აქედან არ ელოდნენ თავდასსხმას
და ბელგიის საზღვართან დიდი რაოდენობით ჯარი არ ჰყავდათ)
11. გაამართლა თუ არა შლიფენის
გეგმამ? შლიფენის ვარაუდი
არ გამართლდა. ბელგიამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია თავდასხმელებს და რამდენიმე დღე შეაყოვნა
გერმანიის საფრანგეთში შეჭრა. რითაც მოულოდნელობის ეფექტი დაიკარგა –– ფრანგებმა მოასწრეს
სამხედრო ძალების ჩრდილოეთისკენ გადაჯგუფება.ომი გაიწელა, საფრანგეთის ომიდან გამოთიშვა ვერ მოხერხდა და გერმანია მთელი ომის განმავლობაში
ორ ფრონტზე იბრძოდა. აღმოსავლეთით - რუსებს და დასავლეთით ინგლის საფრანგეთსა და მათ
დანარჩენ მოკავშირეებს.
12. რა ტექნოლოგიური სიახლეები
და იარაღი იქნა გამოყენებული
პირველ მსოფლიო
ომში? წყალქვეშა ნავები, ტყვიამფრქვევები,
შაშხანები, აეროპლანები და დირიჟაბლები, მომწამვლელი აირი, აერწინაღები, ტანკი და სხვა.
მიწინააღმდეგე მხარეები თავიანთი სამხედრო პოზიციების გასაძლიერებლად აგებდნენ ბლოკჰაუზებსა
და სანგრებს, სანგრები სამმაგი მავთულხლართებით იყო დაცული. შეტევას ყოველთვის სჯაბნიდა
თავდაცვა. ვინც შეტევაში იყო დიდი რაოდენობით მსხვერპლით უკან იხევდნენ. ამიტომაც ფრონტზე
წინსვლას ვერცერთი მხარე ვერ ახერხებდა. ოთხი წლის განმავლობაში ფრონტის ხაზი თითმის
უცვლელი იყო დასავლეთის ფრონტზე. (მცირეოდენ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით)
13. ჩამოთვალე
დასავლეთის ფრონტზე
მომხდარი ოთხი ძირითადი ბრძოლა
(მარნის, იპრის,
ვერდენის და სომას ბრძოლები გამოირჩეოდა დიდი რაოდენობით მსხვერპლით ორივე მხრიდან)
23. როდის და ვის შორის მიმდინარეობდა გალიპოლის ბრძოლა და რა შედეგით დასრულდა?
(1915 წლის
თებერვლიდან 1916 წლის
იანვრამდე მიმდინარეობდა
ბრძოლები გალიპოლის
ნახევარკუნძულზე. გალიპოლი
დარდანელის ტრუტესთან
მდებარეობს. ინგლისისა
და საფრანგეთის
მთავარსარლობის მიზანი
იყო აეღოთ
გალიპოლის ნ/კ და
კონტროლი დაემყარებინათ
ბოსპორ-დარდანელის
სრუტეებზე. ოსმალთა
არმიამ, რომელთაც
გერმანელი გენერალი
ლიმან ფონ
სანდერსი სარდლობდა
თავგანწირული წინააღმდეგობა
გაუწია გალიპოლში
გადმოსხმულ ანტანტას
დესანტს. ბრძოლები
მიმდინარეობდა ზღვაზეც
და ხმელეთზეც.
თითქმის ერთწლიანი ბრძოლები
ანტანტისთვის უშედეგოდ
დასრულდა. ანტანტის ჯარებმა
და სამხედრო
ფლოტმა საბრძოლო
ტერიტორია მიზნის
მიუღწევლად დატოვა. ოსმალეთის
სულთანმა მეჰმედ
V-ემ ეს
თავის გამარჯვებად
მიიწერა. ამ
ბრძოლებში თავი
გამოიჩინა თურქმა
ოფიცერმა მუსტაფა
ქემალმა. გალიპოლის
ბრძოლაში გამარჯვებას
თურქებისთვის ჰქონდა
უდიდესი პოლიტიკური
და მორალური
მნიშვნელობა. ამ
ბრძოლის შემდეგ
ბულგარეთი პირველ
მსოფლიო ომში
ჩაება ოსმალეთის
მხარეს.)
23. როდის და ვის შორის მიმდინარეობდა იუტლანდიის (იგივე სკაგერაგის) ბრძოლა?
(ეს ბრძოლა მიმდინარეობდა სკაგერაკის სრუტეში, იუტლანდიის ნახევარკუნძულთან 1916 წლის 31 მაისსა და 1ივნისს. აქ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბრიტანული და გერმანული საზღვაო ფლოტები. ბრიტანელებმა დიდი დანაკარგების ფასად (დაიღუპა 6 ათასი ბრიტანელი და 3 ათასამდე გერმანელი, ამის გარდა ინგლისმა ორჯერ მეტი ხომალდი დაკარგა გერმანელებთან შედარებით.) დაამარცხეს გერმანული ფლოტი და ჩრდილოეთის ზღვაზე გაბატონდნენ.)
17. რატომ ჩაება
იტალია ომში ანტანტის მხარეზე?
ტერიტორიები, რომელზეც პრეტენზიები ჰქონდა იტალიას ძირითადად ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში
იყო მოქცეული. ეს იყო ადრიატიკის ზღვის სანაპირო ტერიტორიები. ანტანტის ახელმწიფოები
შეჰპირდნენ იტალიას, რომ ომში ჩართვის შემთხვევაში ამ ტერიტორიებს მას გადასცემდნენ.)
20. როდის და ვის შორის მოხდა სარიყამიშის ბრძოლა და რა შედეგით დასრულდა?
ოსმალეთსა და რუსეთის არმიას შორის.
რუსეთის არმიის ძირითადი ნაწილი ავსტრია-უნგრეთისა და გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდა.
კავკასიაში ოსმალეთის წინააღმდეგ რუსეთს მცირე ჯარები ჰყავდა. რუსეთის არმიაში კავკასიის
ფრონტზე დიდი რაოდენობით იბრძოდნენ ქართველები და სომხები. სარიყამიშის ბრძოლა 1914 წლის დეკემბერში მოხდა. სადაც ოსმალეთის
არმია ბევრად სჭარბობდა რუსეთისას. ოსმალები ამ ბრძოლაში გამარჯვებას და თბილისისკენ
გამოლაშქრებასაც კი გეგმავდნენ. მათ არმიიას თავით სამხედრო
მინისტრი ენვერ ფაშა სარდლობდა. მიუხედავად ამისა ეს ბრძოლა ოსმალების სასტიკი მარცხით დასრულდა. რუსებმა, ქართველებთან
ერთად ფრონტის ხაზი გაარღვიეს და თურქეთის მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიკავეს. ამის
შემდეგ ომის ბოლო წლამდე ფრონტის ხაზი აღარ შეცვლილა რუსეთთან. ორივე მხარე თავს იკავებდა
დიდი საბრძოლო ოპერაციებისგან. სარიყამიშის ბრძოლაში თავი გამოიჩინა ქართველმა გენერალმა
ვასილ გაბაშვილმა.
ყვითელ ფერში მოცემულია რუსეთის არმიის მიერ დაკავებული ტერიტორია
21. რამდენი ქართველი იბრძოდა I მსოფლ. ომში?
200 ათას ქართველი იბრძოდა რუსეთის არმიაში, სხვადასხვა ფრონტზე. თუმცა
დიდი რაოდენობით ქართველები კავკასიის ფრონტზე, ოსმალეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
22. რომელი სახელმწიფოს დახმარებით
გეგმავდა „საქართველოს
დამოუკიდებლობის კომიტეტი“ პირველ მსოფლიო ომში
რუსეთის წინააღმდეგ
ქართველი ხალხის
აჯანყებას? რა
სიკეთე შეიძლება
მოეტანა ამ
აჯანყებას ქვეყნისთვის
და რა
საფრთხეები ემუქრებოდა
ქართველ ერს
აჯანყების დაწყების
შემთხვევაში?
(გერმანიის და ოსმალეთის. ამ აჯანყების წარმატების შემთხვევაში საქართველო აღადგენდა სახელმწიფოებრიობას, გამოაცხადებდა დამოუკიდებლობას. საფრთხე ის იყო, რომ აჯანყების დამარცხების შემთხვევაში რუსეთი სასტიკად იძიებდა შურს ქართველ ერზე, გარდა ამისა, ბოლომდე სანდო არც ოსმალეთი იყო–არ იყო გარანტია, რომ ოსმალეთს საქართველოს ტერიტორიების მიტაცება არ მოენდომებინა.)
23.რომელმა სახელმწიფომ გამოიყენა
პირველად საომარი
მოქმედებების დროს
ტანკი?
(ინგლისმა, 1916 წელს, სომას ბრძოლაში)
24. რუსეთის რომელი იმპერატორი
გადადგა 1917 წელს?
(თებერვალში
დაწყებულმა რევოლუციურმა
გამოსვლებმა იმპერატორი
ნიკოლოზ
II აიძულა ტახტიდან გადამდგარიყო. რუსეთში
შეიქმნა დროებითი მთავრობა. ასევე შეიქმნა მუშების, გლეხებისა და ჯარისკაცების საბჭოები, რომელიც ასევე
პრეტანზიას აცხადებდა ხელისუფლებაზე. პოლიტიკურ პარტიათა დიდი ნაწილი მხარს უჭერდა
და თანამშრლობდა რუსეთის დროებით მთავრობასთან. მხოლოდ ბოლშევიკები
დაუპირისპირდნენ მათ. მათი ლიდერის ლენინის
ლოზუნგი იყო: „არავითარი მხარდაჭერა დროებით მთავრობას, მთელი ძალაუფლება საბჭოებს.
გარდა ამისა ლენინი მოუწოდებდა მუშებს და გლეხებს ახალი სოციალისტური რევოლუციისკენ,
რომელიც მუშურ-გლეხური სახელმწიფოს შექმნით დასრულდებოდა, სადაც კერძო საკუთრებას საერთო
სახალხო საკუთრება ჩაანაცლებდა.)
25. რომელმა პოლიტიკურმა ძალამ
ჩაიგდო ხელში
ხელისუფლება რუსეთში
1917 წლის ოქტომბერში? (ბოლშევიკებმა დაამხეს დროებითი მთავრობა და მთელი ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში. ხელისუფლების სათავეში მოვიდა ლენინი.მან შწყვიტა გერმანიისა და მისი მოკავშირების
წინააღმდეგ ომი და დაიწყო საზავო მოლაპარაკებები მათთან)
26 როდის
და ვის შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის ზავი და რა ს ითვალისწინებდა?
საბჭოთა (ბოლშევიკურმა) რუსეთმა ზავი დადო
გერმანიასთან, რის მიხედვითაც ის უარს ამბობდა საკუთარ ტერიტორიებზე, (მათ შორის სამხრეთ
კავკასიაზეც) და თანხმდებოდა გერმანიის სასარგებლოდ კონტრიბუციის გადახდას ტონობით
ოქროს სახით. რუსეთის ომიდან გამოთიშვამ გერმანიას საშუალება მისცა ჯერ კიდევ 1917
წელს მთელი ძალები აღმოსავლეთის ფრონტიდან დასავლეთში გადაესროლა. ამან მძიმე მდგომარეობაში
ჩააგდო ინგლისი და საფრანგეთი.
28.
როდის ჩაება აშშ ომში და რატომ?
1917
წელს. აშშ-ს არ სურდა გერმანიის გამარჯვება, რადგან ეს გერმანიის
კიდევ უფრო გაძლიერებას გამოიწვევდა და ის სერიოზული საფრთხე იქნებოდა აშშ-სთვის. გარდა
ამისა ამ ქვეყანაში ძლიერი ანტიგერმანული განწყობა იყო, რაც განაპირობა ამერიკული სამგზავრო
ხომალდის ჩაძირვამ გერმანული წყალქვეშა ნავების მიერ. ამას ათასზე მეტი ამერიკელი მოქალაქის
სიცოცხლე შეეწირა. აშშ-ს ომში ჩართვა განაპირობა რუსეთის ომიდან გამოთიშვამაც, რადგან
ამან გერმანიის პოზიციები საგრძნობლად გააძლიერა და საფრანგეთ-ინგლისის მდგომარეობა
დაამძიმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ომში ჩართვამ დააჩქარა გერმანიისა და მისი მოკავშირეების
დამარცხება პირველ მსოფლიო ომში
29.
გერმანიის მოკავშირეებიდან რომელმა სახელმწიფომ გამოაცხადა პირველად კაპიტულაცია? ბულგარეთმა. 1918 წლის 30 სექტემბერს.
30.
როდის გამოაცხადა კაპიტულაცია ოსმალეთმა? რამ დააჩქარა ოსმალეთის კაპიტულაცია? 1918 წლის 30 ოქტომბერს.
კაპიტულაცია დააჩქარა ოსმალეთის შიგნით დაწყებულმა აჯანყებებმა. სულთანს არაბული მოსახლეობა
აუჯანყდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფმა სულთანმა ზავი ითხოვა. ზავი დაიდო ინგლისურ ხომალდზე
„მუდროსზე’. ამიტომ იგი „მუდროსის ზავის“ სახელით შევიდა.
მისი პირობით ოსმალეთი ბრძოლას წყვეტდა და ჯარი გამოჰყავდა ყველა იმ ტერიტორიიდან,
რაც ომის პერიოდში დაიკავა. (მათ შორის ბათუმიდან, ართვინიდან, არდაგანიდან და სხვა
ქართული ტერიტორიებიდან)
31. რომელმა სახელმწიფომ შეწყვიტა წინააღმდეგობა 1918 წლის 3 ნოემბერს? ავსტრიამ
32.
რა მოხდა გერმანიაში 1918 წლის 9 ნოემბერს?
მემარცხენე ხასიათის რევოლუცია.
აჯანყებულებმა აიძულეს იმპერატორი ვილჰელმ I ქვეყნიდან გაქცეულიყო. გერმანია რესპუბლიკად
გამოაცხადეს, ხოლო ახლად შექმნილმა დროებითმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კაპიტულაციის
შესახებ.
33.
რომელი დღე ითვლება I მსოფლიო ომის დასასრულად?
1918 წლის 11 ნოემბერი. ამ დღეს გერმანიის
დელეგაციამ კომპიენის ტყეში, გენერალ ფოშის ვაგონში ხელი მოაწერა კაპიტულაციას. რომლის
მიხედვით გერმანია წყვეტდა ომს, შეიარაღებას გადასცემდა მოკავშირეებს და ჯარები გამოჰყავდა
ყველა დაკავებული ტერიტორიიდან. უცნაური ის იყო, რომ გერმანია აცხადებდა კაპიტულაციას,
რომლის ტერიტორიაზეც არცერთი მტრული სახელმწიფოს ჯარისკაცი არ იდგა, მაშინ როცა ამ
სახელმწიფოს მეომრები იდგნენ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე.
34.
ჩამოთვალე
I მს. ომში გერმანიის დამარცხების მიზეზები:
შლიფენის გეგმა ჩავარდა, ომი გახანგრძლივდა; ანტანტის მხარეზე ბევრად მეტი
სახელმწიფო ჩაება, მაშინ როცა გერმანიამ ვერ იშოვა სამზე მეტი მოკავშირე; რესურსების
ამოწურვა ხანგრძლივ ომში; აშშ-ს ომში ჩაბმა და სხვ.
35.
რომელ სახელმწიფოში გაიმართა ომისშემდგომი საზავო კონფერენცია და რომელ წელს?
კონფერენცია გაიხსნა საფრანგეთში, ვერსალის სასახლეში 1919 წლის 18 იანვარს.
(ვერსალის კონფერენცია ანუ პარიზის კონფერენცია) მიაჩნიათ, რომ
ეს დღე
საგანგებოდ დაამთხვიეს
საფრანგეთის ინიციატივით.
რადგან ამ დღეს (1871 წლის 18 იანვარს) ვერსალის სასახლეში გამოცხადდა
გერმანიის იმპერიის შექმნა. ამით საფრანგეთმა რევანში აიღო.
36.
რატომ იყო დაინტერესებული გერმანიასთან შეღავათიანი ზავის დადებით ა.შ.შ-ს პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი? ის თვლიდა, რომ თუ გერმანიას მძიმე ზავს წაუყენებდნენ მომავალში ის
შურისძიებაზე იფიქრებდა და ახალ ომს წამოიწყებდა.
37. რაში გამოიხატა 1919 წლის 28 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების სიმძიმე გერმანიისთვის?
(ხელშეკრულების
შედეგად,
საფრანგეთს
გადაეცა
ელზას-ლოტარინგიის რეგიონი. საფრანგეთის მფლობელობაშივე გადადიოდა საარის ქვანახშირის მაღაროები, თავად საარის
მხარეში
კი 15 წლით ერთა
ლიგის
მმართველობა
ცხადდებოდა.
გარდა მაისა, გერმანია
თითქმის ყველა მეზობელი სახელმწიფოს სასარგებლოდ თმობდა ტერიტორიებს. ყველაზე მეტად
კი პოლონეთის სასარგებლოდ. გერმანიამ
პოლონეთის
სასარგებლოდ
დაკარგა
დასავლეთ
პრუსიის
ნაწილი
და ბალტიის
ზღვის სანაპირო ტერიტორია. პოლონეთს ბალტიის ზღვაზე გასასვლელი გერმანიის ხარჯზე მისცეს,
რითაც გერმანიამ დაკარგა სახმელეთო საზღვარი ჩრდილო-დასავლეთ მიწებზე.
რაინის რეგიონი
დემილიტარიზებულ
ზონად
ცხადდებოდა,
სადაც
გერმანიას
არ შეეძლო საკუთარი შეიარაღებული ძალების განთავსება. ყოფილ იმპერიას
ჩამოართვეს
ყველა
კოლონია
აფრიკაში
და აზიაში. ვერსალის ხელშეკრულებით, 100 ათას ჯარისკაცამდე
შეიზღუდა
მისი
შეიარაღებული
ძალები.
გაუქმდა
სავალდებულო
სამხედრო
სამსახური.
გერმანიას
ჩამოერთვა
სამხედრო
ფლოტის
80 პროცენტი,
აეკრძალა
შეიარაღებაში
მძიმე
ტექნიკის
და ავიაციის ყოლა. ქვეყანას
უზარმაზარი
რეპარაციები
დაეკისრა.
გამარჯვებულთა
სასარგებლოდ,
გერმანიას
269 მილიარდი
მარკა
უნდა
გადაეხადა.
ეს დაახლოებით 100 ათასი ტონა
ოქროს
ექვივალენტი
იყო.
38.
რა ტერიტორიები დაკარგა გერმანიამ საფრანგეთის სასარგებლოდ?
ელზასი და ლორენი. ეს მიწები გერმანიამ
საფრანგეთს 1870 წლის ომის შემდეგ წაართვა, ახლა კი უკან უბრუნებდა.
39.
რომელი სახელმწიფოები წარმოიქმნა I მს. ომის შემდგომ, ავსტრია-უნგრეთის დაშლის შედეგად? ავსტრია,
უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, ყოფილი იმპერიის სამხრეთი ნაწილი (მაგ. ბოსნია) შევიდა
იუგოსლავიის ახლად შექმნილ სახელმწიფოში.
40.
რომელი სახელმწიფოები წარმოიქმნა I მს. ომის შემდგომ, რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად? პოლონეთი, ფინეთი, ლიტვა, ლატვია
და ესტონეთი. (მცირე ხნით წარმოქმნილი უკრაიანა, ბელორუსია, საქართველო,
სომხეთი და აზერბაიჯანი ბოლშევიკურმა რუსეთმა მალევე დაიპყრო და საბჭოთა კავშირში გააერთიანა)
41.
რომელ წელს და ვისი ინიციატივით შეიქმნა ერთა ლიგა? რა იყო ერთა ლიგის შექმნის მთავარი მიზანი?
(ვერსალის საზავო კონფერენციაზე 1919 წელს, აშშ–ს პრეზიდენტის
ვუდრო ვილსონის ინიციატივით. ერთა ლიგის შექმნის მიზანი მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება იყო. )
42.
რას ითვალისწინებდა ერთა ლიგის წესდების 10-ე მუხლი?
(ერთა ლიგის სახელმწიფოები დაეხმარებოდნენ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოს
აგრესორის თავდასხმის შემთხვევაში და უზრუნველყოფდნენ მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული
მთლიანობას შენარჩუნებას.)
43. რატომ არ
გაწევრიანდა აშშ
ერთა ლიგაში?
(აშშ-ს კონგრესმა ვეტო
დაადო. ამის
მიზეზი აშშ–ს იზოლაციონისტური პოლიტიკა იყო. მიაჩნდათ,
რომ თუ
აშშ გაწევრიანდებოდა ერთა ლიგაში, მას
აუცილებლად მოუწევდა
ევროპის კონფლიქტებში
ჩართვა.)
44. რომელ ქვეყანას
გადაეცა პირველი
მსოფლიო ომის
შემდეგ ელზასი
და ლოტარინგია?
(გერმანიას ჩამოერთვა და გადაეცა საფრანგეთს)
45. როდის შეიქმნა ოზაკომი და რას წარმოადგენდა?
ოზაკომი სამხრეთ კავკასიის ახალ სამხარეო ხელისუფლებას წარმოადგენდა, რომელიც
რუსეთის დროებითმა მთავრობამ შექმნა იმპერატორის გადადგომის შემდეგ. მეფისნავლობა გაუქმდა.
46. როგორ შეხვდნენ სამხრეთ კავკასიის ხალხები რუსეთში ბოლშევიკურ გადატრიალებას?
(გაემიჯნენ ბოლშევიკებს და შექმნეს ახალი ხელისუფლების ორგანო - ამიერკავკასიის კომისარიატი. (ოზაკომის ნაცვლად). მოგვიანებით
შეიქმნა ხელისუფლების კიდევ ერთი ორგანო - ამიერკავკასიის
სეიმი, რომელიც პარლამენტის ფუნქციას ასრულებდა. კომისარიატმა აღმასრულებელი
ხელისუფლება შეითავსა.
47. რა იყო ეროვნული საბჭო და როდის შეიქმნა?
1919 წლის ნოემბერში. შექმნა თბილისში შეკრებილმა საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ. ეროვნულ საბჭოს ქართველი ხალხის წინამძღოლის
ფუნქცია უნდა შეესრულებინა.ეროვნული საბჭოს თავჯდომარედ აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული
პარტიის ლიდერი ნოე ჟორდანია. )
48. როგორ შეეხო
საქართველოს 1918 წლის
3 მარტს რუსეთის
მიერ გერმანიასთან
და მის
მოკავშირეებთან ბრესტ-ლიტოვსკში დადებული
ზავი?
(რუსეთმა გერმანიის
მოკავშირე ოსმალეთს
გადასცა ქართული და
სომხური ტერიტორიები: ბათუმის ოლქი, არტაანის ოლქი და ყარსის ოლქი, ამიერკავკასიის სეიმმა არ დათმო ეს ტერიტორიები, რასაც
ოსმალეთის ჯარის შემოჭრა მოჰყვა. ოსმალეთის საფრთხემ დააჩქარა ამირკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა
1918 წლის 22 აპრილს. თუმცა ეს სახელმწიფო მალევე დაიშალა, რადგან საქართველომ
26 მაისს ფედერაციიდან გამოვიდა და ცალკე დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნა.)
49. ვინ იყო ოტო ფონ ლოსოვი? რამ დააჩქარა საქართველოს
დამოუკიდებლობის გამოცხადების გადაწყვეტილების მიღება?
ოტო ფონ
ლოსოვი იყო გერმანიის საშუამავლო მისიის
ხელმძღვანელი ბათუმის კონფერენციაზე. კონფერენციაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკება ოსმალეთსა
და ამიერკავკ. დემ. ფედერ. რესპუბლიკას შორის. მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ლოსოვმა
კი ურჩია ქართველებს გამოეცხადებინათ დამოუკიდებელი სახელმწიფო და მის მფარველობას
გერმანია იკისრებდა.)
50. რომელი სახელმწიფო
შეიქმნა 1918 წლის
26 მაისს?
(საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
დამოუკიდებლობის დეკლარაცია წაიკითხა ნოე ჟორდანიამ
და დაამტკიცა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ. მანვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობა. ეროვნულმა
საბჭომ კი პარლამენტის ფუნქცია იტვირთვა.)
51. ვინ გახდა საქართველოს პირველი მთავრობის პირველი
თავჯდომარე? ვინ შეცვალა იგი ორი კვირის შემდეგ? ნოე რამიშვილი. იგი ორი კვირის შემდეგ შეცვალა ნოე ჟორდანიამ.
რამიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა.
52. რომელ წლებში
იარსება საქართველოს
დემოკრატიულმა რესპუბლიკამ?(1918–21)
53. როდის დაარსდა თბილისი უნივერსიტეტი? ვინ გახდა
მისი პირველი რექტორი? რომელი ფაკულტეტი შეიქმნა პირველად? 1918 წლის 8 თებერვალს. დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს.
მის დაარსებაში უდიდესი როლი ითამაშა ივანე ჯავახიშვილმა. მისივე რჩევით უნივერსიტეტის
პირველ რექტორად პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს.)
54. როდის ჩატარდა
საქართველოში პირველი
მრავალპარტიული არჩევნები?
რა ერქვა
იმ ორგანოს
რომლის არჩევნებიც
ჩატარდა საქართველოს
დემოკრატიულ რესპუბლიკაში
და რომელმა
პოლიტიკურმა ძალამ
გაიმარჯვა დიდი
უპირატესობით?
(1919 წლის თებერვალში
ქართველმა ხალხმა
აირჩია უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანო
– საქართველოს დამფუძნებელი კრება. გაიმარჯვეს სოციალ–დემოკრატებმა. მათ
130 ადგილიდან 109 ადგილი
მიიღეს; 8–8 ადგილი
მიიღეს ეროვნულ
დემოკრატებმა და
სოციალისტ–ფედერალისტებმა, 5 ადგილი
კი – ესერებმა.)
55. 1919 წლის მარტში დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა
ახალი მთავრობა. რა მთავარი განსხავავება იყო ამ მთავრობასა და მანამდე არსებულს შორის?
ამჯერად ერთპარტიული - სოციალ-დემოკრატიულ მთავრობა
შეიქმნა, რადგან არჩევნებში მათ გაიმარჯვეს. წინა მთავრობა კოალიციური იყო.)
56.
რა ტერიტორიულ ერთეულებად იყოფოდა საქართველო? რომელი ტერიტორიული ერთეულები სარგებლობდნენ
ავტონომიური თვითმმართველობით?
(თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები 7-7 მაზრით.
სოხუმის ოლქი, ბათუმის ოლქი და ზაქათალას ოლქი. )
57. რომელმა სახელმწიფომ
სცნო საქართველოს
დამოუკიდებლობა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით?
(საბჭოთა რუსეთმა.
ამის სანაცვლოდ რუსეთი საქართველოში ბოლშევიკური საქმიანობის ლეგალიზაციას
და ბოლშევიკების საპატიმროებიდან გათავისუფლებას მოითხოვდა)
58. როდის და
რომელმა ორგანომ
მიიღო საქართველოს
პირველი კონსტიტუცია?
რატომ იარსება
ამ კონსტიტუციამ
მხოლოდ ოთხი
დღე?
(საქართველოს
დამფუძნებელმა
კრებამ,
1921 წლის
21 თებერვალს.
ამ
დრიოსთვის
უკვე
თბილისის
მისადგომებთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა საბჭოთა რუსეთის
წითელი
არმიის
წინააღმდეგ.
მათ
25 თებერვალს
თბილისი
აიღეს
და
საქართველოში
საბჭოთა
ხელისუფლება
გამოაცხადეს.
დამპყრობლებმა
წინა
ხელისუფლების
მიერ
მიღებული
ყველა
კანონი
გააუქმეს,
მათ
შორის
კონსტიტუციაც)
59. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტში რომელ
სახელმწიფოზე იყო ორიენტირებული საქართველოს მთავრობა?(1ქ) (იხ. გვ.
130) (გერმანიაზე)
60.
რომელმა სახელმწიფოებმა ცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა თავდაპირველად?
გერმანიამ და ოსმალეთმა. სანაცვლოდ ოსმალეთმა მიითვისა ბათუმისა და არდაგანის
ოლქები. ასევე სამცხე- ჯავახეთის დიდი
ნაწილი - ბორჯომამდე. ახალციხე და ახალქალაქიც ოსმალეთში შედიოდა.
61.
რატომ გახდა აუცილებელი გერმანიის ნაცვლად ახალი მოკავშირის მოძებნა საერთაშორისო ასპარეზზე? გერმანია
დამარცხდა პირველ მსოფლ. ომში.
62.
რა დრომდე ბატონობდა აჭარასა და არდაგანის ოლქში თურქეთი?(1ქ) (გვ. 144)
1918 წლის დეკემბერში მუდროსის ზავის თანახმად, თურქეთის არმიამ
დატოვა ეს ტერიტორიები. ამან საშუალება მისცა საქართველოს ხელისუფლებას ამ
ტერიტორიებზე დაემყარებინა კონტროლი.
63. როდის შემოვიდა ინგლისი ბათუმში და სადამდე გაგრძელდა მათი საოკუპაციო რეჟიმი ამ ქალაქში? (1918 წლის ბოლოს, როცა თურქეთის ჯარმა დატოვა ბათუმი, აქ ინგლსელთა სამხედრო ფლოტი და ჯარი შემოვიდა. ინგლისელებმა ბათუმი 1920 წლის ივლისში დატოვეს და ბათუმი საქართველოს გადასცეს.)
64.როდის გაიხსნა პარიზის საზავო კონფერენცია და რა იყო ამ კონფერენციის მთავარი მიზანი? რომელი სახელმწიფოები ასრულებდნენ მთავარ როლს მის მუშაობაში?(5ქ) (1919 წლის 18 იანვარს დანარჩენი იხ. გვ. 133)
65. როდის
მიავლინა
საქართველოს
მთავრობამ
პარიზის
საზავო
კონფერენციაზე
დელეგაცია
და
ვინ
ხელმძღვანელობდა
მას?
რა
იყო
დელეგაციის
გაგზავნის
მიზეზი?(3ქ) (გვ. 145)
1919 წლის
მარტში. მიზანი იყო საქართელოს დამოუკიდებლობის აღიარება გამარჯვებული
სახელმწიფოების მიერ.
66.
რა ხელისშემშლელი ფაქტორების გამო იკავებდნენ თავს პარიზის საზავო კონფერენციის წევრები საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობაზე?(2ქ) (გვ. 146)
67.
რის ექსპორტს ახორციელებდა საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებლობის წლებში?(2ქ)(გვ. 141)
68.
რა იყო
ბონი? (1ქ)
(გვ. 141)
69.
რატომ გახდა იძულებული საქართველოს მთავრობა 8 ივნისის ხელშეკრულების შემდეგ სამხედრო ოპერაცია განეხორციელებინა
აფხაზეთში? ვინ სარდლობდა და
რა შედეგით დასრულდა?(3ქ) (გვ. 142)
70.
როგორ გადაჭრა საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის საკითხი მომდევნო 1919 წლის გაზაფხულზე?(3ქ) (გვ. 143)
71. რა მოთხოვნები ჰქონდათ შიდა ქართლში მცხოვრებ ოს სეპარატისტებს და როდის მიაღწია მათმა ანტიქართულმა ქმედებებმა კულმინაციას? რითი უპასუხა ოსთა ანტიქართულ გამოსვლებს საქართველოს მთავრობამ?(3ქ) (გვ. 143)
72. ვინ ედგა 1919 წელს ანტიქართულ სეპარატისტულ მოძრაობას სამცხე-ჯავახეთში (ახალციხისა და
ახალქალაქის მაზრებში)? ვინ აქეზებდა მას? რომელი ქართველი სარდალი გაიგზავნა მის
წინააღმდეგ?(3ქ)
(გვ. 144)
73. როდის და
რა მიზეზით მიმდინარეობდა სომხეთ-საქართველოს ომი?
როგორი შედეგით დასრულდა ეს
ომი? რომელმა სახელმწიფომ შეასრულა შუამავლის მისია?(5ქ) (გვ. 144)
74. რა იყო
მანდატები? რომელ სახელმწიფოს ერგო საქართველოზე მანდატი?(2ქ)
(მანდატები იყო ანტანტის სახელმწიფოების მიერ გერმანიის, თურქეთისა და რუსეთის კოლონიებზე პროტექტორატის დამყარების უფლება. დანარჩენი იხ. გვ. 145)
75. როდის განიხილეს საქართველოს ერთა ლიგაში გაწევრიანების საკითხი? როგორ დასრულდა კინჭისყრა? რომელი სახელმწიფოს პოზიციამ იქონია გავლენა კენჭისყრის შედეგებზე?(4ქ) (გვ. 148)
76. რატომ შეიკავა თავი დიდმა სახელმწიფოთა უმრავლესობამ საქართველოს ერთა ლიგაში მიღებაზე?(2ქ) (გვ. 148)
77. როდის აღიარეს
ანტანტის ქვეყნებმა (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია) საქართველოს დამოუკიდებლობა დე ფაქტოდ და დე იურედ? რა განსხვავება დე ფაქტოდ და დე იურედ აღიარებას შორის? (გვ.
148. იხ. ცხრილი.)
78. რატომ არ ეცალა რუსეთს 1918-19 წლებში საქართველოს დასაპყრობად?(1ქ)
(1918
-1920 წლებში რუსეთში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი ბოლშევიკურ ხელისუფლებასა და
მის მოწინააღმდეგეებს შორის.)
79.
როდის დამყარდა
საბჭოთა ხელისუფლება
აზერბაიჯანში და
რომელი ქვეყნის
ძალისხმევით? რა
განაპირობებდა რუსეთის
განსაკუთრებულ ინტერესს
Aაზერბაიჯანის მიმართ?(2ქ)
80.
როდის დამყარდა
საბჭოთა ხელისუფლება
სომხეთში და
რომელი ქვეყნის
ძალისხმევით?(2ქ)
81.
როგორი სცენარი
შეიქმნა რუსეთში
საქართველოში შემოსაჭრელად
და აქ
მარიონეტული ბოლშევიკური, საბჭოთა
ხელისუფლების დასამყარებლად?(1ქ)
82.
რომელმა მეზობელმა
სახელმწიფომ ისარგებლა
საქართველოში შექმნილი
საომარი მდგომარეობით
და რა
ტერიტორიები მიიტაცა?(2ქ)
83.
როდის დატოვა
საქართველოს ჯარმა
და ხელისუფლებამ
დედაქალაქი და
ვისი ბრძანებით?
რა იყო
ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი?(3ქ)
84.
რომელი დღე ითვლება საქართველოს გასაბჭოების
დღედ და რატომ?
85.
რომელ ქალაქში
გადავიდა საქართველოს
ხელისუფლება 25 თებერვლიდან?(1ქ)
86.
რომელი სახელმწიფო
შეეცადა ბათუმისა
და მთელი
აჭარის დაკავებას
1921 წლის თებერვლის
ბოლოს? რა
შედეგით დასრულდა
ეს მცდელობა?(2ქ)
87.
საიდან და
როდის დატოვა
საქართველო დემოკრატიულმა მთავრობამ? რომელ ევროპულ
ქვეყანას შეაფარა თავი?(3ქ)
კონსპექტი გამეორებისთვის
თემა: საქართველო და რუსეთის იმპერია
XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში
1800 წ. 28 დეკ. გარდაიცვალა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი
XII.
1801 წ. 18 იანვარი. რუსეთის იმპერატორმა პავლემ გამოსცა
მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების და რუსეთთან მიერთების შესახებ. მარტში
პავლე შეთქმულებმა მოკლეს. ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მანიფესტი დროებით შეაჩერა.
1801 წ. იანვარი დავითი (გიორგი
XII-ეს ძე) დაინიშნა ქართლ-კახეთის გამგებლად. იგი გამგებლად იმავე წლის მაისამდე დატოვეს.
მაისში რუსეთმა შექმნა ე.წ. დროებითი მთავრობა, რომლის მეთაურადაც გენერალი ლაზარევი
დანიშნეს.
1802 წ. 12აპრილი თბილისში,
სიონის ტაძრის ეზოში გამოცხადდა მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ.
აქ შეკრებილი თავად-აზნაურობა აიძულეს დაეფიცათ რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე.
ამის გაკეთება არ იკადრა კახეთის თავადაზნაურთა ნაწილმა. მათ ხმლით გაარღვიეს რუსის
ჯარის ალყა და თბილისი დატოვეს. მათი ანტირუსული განწყობა პოლიტიკურ გამოსვლაში გადაიზარდა.
ივლისში ისინი შეიკრიბნენ კახეთის სოფელ ქელმენჩურში (ქიზიყშია) და იულონ ერეკლეს ძის ერთგულებაზე
დადეს ფიცი. მათ თხოვნა გაუგზავნეს იმპერატორს და მეფედ იულონის დამტკიცება მოითხოვეს. რუსეთის
ხელისუფლებამ ამ წინააღმდეგობის ჩახშობა ადვილად შეძლო.
1803 წ. რუსეთის ხელისუფლებამ აიძულა ერეკლეს ქვრივი დარეჯან დედოფალი რუსეთში გადასახლებულიყო. (ბაგრატიონთა
რუსეთში გადასახლება იმპერატორმა ჯერ კიდევ 1801 წელს დაიწყო, ამ წელს გადაასახლეს
გიორგი XII –ეს შვილები: დავითი,იოანე, ბაგრატი, მიხეილი.) ამ წელსვე(1803) გადაასახლეს გიორგიXII-ეს
ქვრივი მარიამი. ამას წინ უძღოდა ასეთი
ფაქტი: მარიამმა, რამდენჯერმე უარი განაცხადა წასვლაზე. გენერალი ლაზარევი დედოფლის
საწოლ ოთახში შეიჭრა და მისი ძალით გამოყვანა მოინდომა. შეურაცხოფილმა დედოფალმა ხანჯლით მოკლა მოძალადე.
მომდევნო წელს(1804) რუსეთში გადაასახლეს ერეკლეს შვილები __ იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები.
რუსეთის ხელისუფლებას კარგად ესმოდა, რომ საქართველოში წამოწყებული ეროვნული მოძრაობის
სულისჩამდგმელები სამეფო სახლის წარმომადგენლები იქნებოდნენ, რომ მათ გარშემო მოხდებოდა
დარაზმვა ქართველი მამულიშვილებისა, ამიტომ ბაგრატიონთა საქართველოში დატოვება მათთვის
მიუღებელიც იყო და სახიფათოც.
1803 წ. რუსეთის
ხელისუფლებამ ერევნის სახანოდან შემოიყვანა და თბილისსა და ქვემო ქართლში დაასახლა
11 ათასი სომეხი. აქედან დაწყებული ასეთ ფაქტებს ხშირად ჰქონდა ადგილი. საქართველოს
ტერიტორიაზე ასახლებდნენ დიდი რაოდენობით სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს: სომხებს,
ბერძნებს, გერმანელებს, რუსებს. ამით რუსეთის ხელისუფლებას დემოგრაფიული სურათის შეცვლა
სურდა, რითაც იგი სერიოზულ საყრდენს შეიქმნიდა საქართველოში.
1803 წ. რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდა სამეგრელოს სამთავრო.
ამით რუსეთმა არ მისცა იმერეთის მეფეს სოლომონ II-ეს იმის საშუალება, რომ
გაეერთიანებინა დასავლეთ საქართველო.
1804 წ. სოლომონ II-ესა და რუსეთის ხელისუფლებას(ციციანოვი) შორის დაიდო ელაზნაურის ტრაქტატი, რომლის მიხედვითაც იმერეთის სამეფო შედიოდა რუსეთის ქვეშევრდომობაში. რუსეთმა
გურიის სამთავრო იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში ცნო, აქედან გამომდინარე,
გურიაც რუსეთის ქვეშევრდომობაში ექცეოდა.
1804 წ. ქართლის მთიანეთის აჯანყება. აჯანყება
გამოიწვია სამხედრო გზის გაწმენდა-მშენებლობაზე
მთიელთა იძულებით სამუშაოდ გამოყვანამ. ამას ემატებოდა ცინიკური
და სასტიკი დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ. შეურაცყოფა, ცემა, გაუპატიურება. სამუშაოდ
გასული მთიულებიდან რუსმა მოხელეებმა და ჯარისკაცებმა ცემით
მოკლეს 23 კაცი. აჯანყებულებთან შესაერთებლად
გაემართნენ იულონ
და ფარნაოზ ბატონიშვილები. აჯანყებას ფარნაოზ ბატონიშვილი შეუერთდა.
აჯანყებულებმა ისარგებლეს იმით, რომ მთავარმმართველი
ციციანოვი ირანის წინააღმდეგ იბრძოდა ერევნის მახლობლად და გარკვეულ წარმატებებსაც
მიაღწიეს. მათ აიღეს დუშეთი
და სტეფანწმინდა და რუსეთს სამხედრო
გზა გადაუკეტეს. ციციანოვმა ერევანს ალყა მოხსნა და
საქართველოში დაბრუნდა. იგი დიდი ძალებით
შეიჭრა არაგვის ხეობაში. აჯანყებულებს რუსეთის ჯარმა ჩრდილოეთიდანაც შეუტია. აჯანყება სასტიკად იქნა ჩახშობილი. ფარნაოზ
ბატონიშვილი შეიპყრეს და იულონთან ერთად
რუსეთში გადაასახლეს.
1804-1813 წწ. რუსეთ-ირანის ომი. იგი
დამთავრდა რუსეთის გამარჯვებითა და გიულისტანის ზავით.
ზავის პირობით ირანს კასპიის ზღვაში ფლოტის ყოლა ეკრძალებოდა, გარდა
ამისა რუსეთის ხელში გადადიოდა აზერბაიჯანული სახანოები. რუსეთის
ქვეშევრდომობაში შედიოდა ჭარ-ბელაქანი(საინგილო). ამ ომში
დაიღუპა (1806წ) პ. ციციანოვი)
1806-1812 წ.რუსეთ-თურქეთის ომი. იგი დასრულდა ბუქარესტის ზავით. თურქეთმა
აღიარა დას. საქართველოს რუსეთის
შემადგენლობაში გადასვლა(მათ შორის აფხაზეთიც).
ფოთი ისევ თურქებს რჩებოდათ.
1810 წ. რუსებმა სოხუმი
აიღეს და თურქები განდევნეს.
ამგვარად 1810 წელს აფხაზეთი რუსეთის
ქვეშევრდომობაში მოექცა.
1810 წ. რუსებმა გააუქმეს სამეფო იმერეთში და
აქ რუსული მმართველობა დაამყარეს. იმერეთის უკანასკნელი მეფე იყო სოლომონ II . იგი რუსებმა მოსალაპარაკებლად
დაიბარეს და მოტყუებით შეიპყრეს.
მან ციხიდან გამოქცევა შეძლო და იმერეთში დაბრუნებულმა
აჯანყება დაიწყო, მაგრამ დამარცხდა და ოსმალეთში გადაიხვეწა,
სადაც გარდაიცვალა 1815 წელს, ტრაპიზონში. იგი
1990 წელს ჩამოასვენეს საქართველოში და გელათში დაკრძალეს.
1811 წ. რუსეთმა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. 1811 წელს გააუქმეს
მცხეთის საკათალიკოსო ტახტი. კათალიკოსი ანტონ II (თეიმურაზ
ერეკლეს ძე) რუსეთში გადაასახლეს.
ქართული ეკლესია რუს სასულიერო მოხელეს
– ეგზარხოსს დაუქვემდებარეს. პირველ ეგზარხოსად მართალია ქართველი დასვეს, ვარლამი(ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი), მაგრამ იგი მალევე გაიწვიეს
საქართველოდან და აქედან მოყოლებული
ამ პოსტზე ყოველთვის რუსი რეაქციონერები ინიშნებოდნენ.
1814 წელს გააუქმეს აფხაზეთის(დას. საქართველოს) საკათალიკოსო
ტახტიც.
1812 წ. კახეთის აჯანყება. აჯანყება იანვარში
დაიწყო და თითქმის მთელი
წელი გრძელდებოდა. რა იყო აჯანყების
მიზეზები? გავიხსენოთ, რომ ამ დროისთვის
რუსეთი ჯერ კიდევ ომს
აწარმოებდა ირანთან და თურქეთთან. რუსეთის
ხელისუფლება კახეთის მოსახლეობისაგან დიდი რაოდენობით ითხოვდა
ურმებს გამწევი პირუტყვითა და მეურმეებით. ჯარისთვის
საჭირო სურსათს, განსაკუთრებით კი პურს. პურს მოსახლეობიგან ყიდულობდნენ
ბევრად უფრო იაფად ვიდრე
მისი ღირებულება იყო. ზოგჯერ ამასაც
არ უხდიდნენ და ძალით სტაცებდნენ.
პურის გაყიდვაზე უარის შემთხვევაში კახეთის სოფლებში ეგზეკუციებს(დამსჯელ ჯარს) აგზავნიდნენ, რასაც
ძალადობა და უსამართლობა სდევდა
თან. სოფლებიდან გაყვანილი მეურმეები თვეობით ვეღარ ბრუნდებოდნენ უკან. მათი ნაწილი
გზაში იხოცებოდა, ნაწილი დაავადებული ბრუნდებოდა. სოფლებში პურის მარაგი ამოიწურა. დაიწყო შიმშილი. ამას ზედ დაერთო
შავი ჭირი, რომელიც მთელ
საქართველოში გავრცელდა და უამრავი ადამიანის
სიცოცხლე იმსხვერპლა. კახელებს აჯანყების გარდა სხვა გზა აღარ
დარჩენოდათ. აჯანყება ახმეტაში დაიწყო და მთელ კახეთს
მოედო. მალე მას აღმოსავლეთ
საქართველოს მთიანეთის მოსახლეობაც შეუერთდა. აჯანყებამ ახალი ძალით იფეთქა სექტემბერში. ეს ალბათ იმით
აიხსნება, რომ ზაფხულში რუსეთში
ნაპოლეონის არმია შეიჭრა, რომელმაც სექტემბრის დასაწყისში მოსკოვი აიღო. ამან აჯანყებულებს
იმედი ჩაუსახა. ირანიდან ბრუნდება ალექსანდრე ერეკლეს ძე და
აჯანყებას უდგება სათავეში. მან 6 ათას მებრძოლს
მოუყარა თავი და ჯერ
ოქტომბერში სოფელ შილდასთან, შემდეგ ნოემბერში მანავთან გადამწყვეტი ბრძოლა გაუმართა რუს დამპყრობლებს. სამწუხაროდ
არათანაბარი ძალების გამო იგი ორივე
ბრძოლაში დამარცხდა და ხევსურეთს შეაფარა
თავი. რუსებმა მთელი შატილი გადაბუგეს, მაგრამ ხევსურები არ გატყდნენ და
ბოლომდე უერთგულეს ალექსანდრეს, რომელმაც დაღესტანში გახიზვნა მოახერხა, იქიდან კი კვლავ ირანში
გადავიდა. აჯანყების მთავარი მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა იყო.
1812 წ. ივნისი. რუსეთში შეიჭრა ნაპოლეონი. მან
რამდენიმე კვირაში რუსეთის დიდი ნაწილი დაიკავა
და მოსკოვს მიუახლოვდა. აქ, სოფელ ბოროდინოსთან
26 აგვისტოს გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა, სადაც გმირულად დაიღუპა ქართველი გენერალი პეტრე ბაგრატიონი. 2სექტემბერს ნაპოლეონმა მოსკოვი აიღო.
1819-20 წწ. აჯანყება დასავლეთ საქართველოში.
აჯანყება გამოიწვია იმ საეკლესიო რეფორმებმა, რომელსაც
საქართველოში გამოგზავნილი ეგზარქოსი თეოფილაქტე რუსანოვი ატარებდა, და რომელიც ძირითადად
ქართული ეკლესიის ძარცვა-დამცირებას ისახავდა მიზნად. აჯანყება დაიწყო
იმერეთსა და რაჭაში, რომელიც
შემდგომ გურიასა და სამეგრელოშიც გავრცელდა.
თუ თავიდან იმერეთის აჯანყება საეკლესიო რეფორმით იქნა გამოწვეული, შემდგომში
მან ეროვნულ-განმათავისუფლებელი ხასიათი მიიღო. აჯანყებულებმა მიზნად დაისახეს იმერეთის სამეფოს აღდგენა და რუსული ბატონობისაგან თავის დაღწევა. მათ
მეფედ გამოაცხადეს სოლომონ I-ის შვილიშვილი(ასულის,
დარეჯანის შვილი) ივანე აბაშიძე. აჯანყების
იდეურ მომზადებაში დიდი როლი შეასრულეს
მიტროპოლიტებმა დოსითეოზ ქუთათელმა და ექვთიმე გენათელმა.
რუსეთის ხელისუფლებამ სწორედ მათი დასჯით დაიწყო
აჯანყების ჩახშობა. მათ შეიპყრეს მოხუცი
სასულიერო პირები, სასტიკად ცემეს, შემდეგ თავზე ტომრები ჩამოაცვეს და ფეხით გაუყენეს
თბილისისკენ მიმავალ გზას. დოსითეოზმა ვერ
გაუძლო წამებას და სურამთან გარდაიცვალა(მოიგუდა). ექვთიმე გენათელი კი რუსეთში გადაასახლეს.
რუსეთში გადაასახლეს დარეჯანიც(სოლომონ I-ის ასული და
ივანე აბაშიძის დედა). ივანე აბაშიძის
შეპყრობა ვერ
შეძლეს. მან თურქეთში გაქცევა
შეძლო. რუსთა დამსჯელმა ნაწილებმა მიწასთან გაასწორეს დასავლეთ საქართველოს სოფლები. მრავალი უდანაშაულო ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს.
1819-21 წწ. საქართველოში გამოდიოდა პირველი ქართული გაზეთი, რომელსაც ჯერ “საქართველოს გაზეთი”,
შემდგომ კი “ქართული გაზეთი”
ეწოდებოდა.
1801-1825 წწ. რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის ზეობის წლები
1825-1855 წწ.რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ I-ის ზეობის წლები
1825 წ. დეკემბერი. დეკაბრისტების აჯანყება რუსეთში.
აჯანყება მოაწყვეს პროგრესულად მოაზროვნე რუსმა ოფიცრებმა, რომელთაც სურდათ რუსეთში თვითმპყრობელობის (აბსოლუტიზმის) დამხობა და მმართველობის შეცვლა
კონსტიტუციური მონარქიით. იყნენ ისეთებიც, რომლებიც რესპუბლიკურ მმართველობას უჭერდნენ მხარს. ტახტზე ახლად ასულმა იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა მთელი სისასტიკით
ჩაახშო აჯანყება. დახოცეს სამი ათასამდე კაცი.
აჯანყების ხუთი მონაწილე ჩამოახრჩეს,
დანარჩენს კი სხვადასხვა სასჯელი
მიუზღვეს. აჯანყება დეკემბერში მოხდა, ამიტომ მის მონაწილეებს დეკაბრისტები
ეწოდათ.
1826-1828 წწ. რუსეთ – ირანის ომი. ეს ომი დასრულდა
რუსეთის გამარჯვებითა და თურქმანჩაის ზავით. რუსეთმა
შეიერთა სომხური სახანოები(ერევნის,ნახიჩევანის), და
დიდი რაოდენობით კონტრიბუცია დააკისრა ირანს. ბრძოლებში თავი ისახელეს ქართველმა
გენერლებმა. მათ შორის აღსანიშნავია
გიორგი ერისთავი, რომლის სარდლობითაც აიღეს ირანელთა ქალაქი თავრიზი. იმპერატორმა იგი ნეველის ორდენით
დააჯილდოვა.
1830 წ. ჭარ-ბელაქანში (საინგილო) რუსული მმართველობა დამყარდა. (იგი 1813 წლიდან რუსეთის
ქვეშევრდომობაში შედიოდა) აქ რუსული მმართველობის
დამყარებას ხელი შეუწყო რუსეთთან
ირანის დამარცხებამ.
1826-1828 წწ. რუსეთ-თურქეთის ომი. ამ ომით რუსეთი მიზნად ისახავდა ბალკანეთიდან თურქეთის
განდევნას, ამიტომაც ბრძოლების ძირითადი ნაწილი იქ მიმდინარეობდა. კავკასიის ფრონტზე
ბრძოლებს კი უნდა შეემსუბუქებინა რუსეთის ჯარების მდგომარეობა ბალკანეთში. ამ პერიოდისთვის
ბულგარეთი, რუმინეთი, სერბეთი, და მთელი ბალკანეთის ნახევარკუნძული თურქეთს ქონდა დაპყრობილი.
ამ ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლით რუსეთი კარგად სარგებლობდა. იგი სლავებისა
და მართლმადიდებელი ქრისტიანების დაცვის საბაბით რეგიონში თავისი გავლენის გაზრდას
ცდილობდა., ქართველები მიზნად ისახავდნენ თურქეთის მიერ დაპყრობილი ქართული მიწების
გამოხსნას, ამიტომ კავკასიის ფრონტზე მრავალი ქართველი მოხალისე და სამხედრო იბრძოდა. ომი დასრულდა რუსეთის გამარჯვებითა და ადრიანოპოლის ზავით. ზავის პირობით რუსეთმა მიიღო შავი ზღვის სანაპირო ჩოლოქიდან
ყუბანამდე, ასევე თავისუფალი ნაოსნობისა და ბოსფორის სრუტის გამოყენების უფლება. გარდა
ამისა რუსეთის ხელში გადადიოდა ფოთი, ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, ხერთვისი, აწყური,
აბასთუმანი და სამცხე-ჯავახეთის სხვა ტერიტორიები.
1829 წწ. რუსეთის მთავარმმართველმა პასკევიჩმა თურქეთისათვის
წართმეულ მესხეთში 30 ათასი სომეხი დაასახლა. ადგილობრივ მაჰმადიან ქართველებს(მესხებს)
კი აიძულებდა თურქეთში გადასახლებულიყვნენ. ამ პოლიტიკის შედეგად მესხეთიდან გაასახლეს
70 ათასზე მეტი მაჰმადიანი ქართველი (ამას მუჰაჯირობა ეწოდება). რუსეთის ხელისუფლების მიზანი იგივე
იყო – შეეცვალა დემოგრაფიული სურათი საქართველოში.
1829 წწ. გურიის სამთავროს გაუქმება. ამას გურიაში არ
მოჰყოლია რუსული მმართველობის დამყარება. გურიის მმართველობა ხირციელდებოდა გურიის
თავადთა საბჭოს მიერ, რომლის სათავეშიც რუსი ოფიცერი იდგა. გურიაში რუსული მმართველობა
1841 წელს შემოიღეს.
1832 წ. გამოაშკარავდა ქართველ
თავად-აზნაურთა შეთქმულება რუსეთის წინააღმდეგ.
(1832 წლის შეთქმულება), შეთქმულების იდეა თავდაპირველად
რუსეთში, პეტერბურგსა და მოსკოვში გადასახლებულ ქართველ ბატონიშვილთა მიერ შექმნილ
საიდუმლო წრეებში ჩაისახა. ეს ხდება 1825-1829 წლებში. 1827-1829 წლებში შეთქმულების
ცენტრმა რუსეთიდან თბილისში გადმოინაცვლა. შეთქმულებაში ხელმძღვანელ როლს ასრულებდნენ
ალექსანდრე ორბელიანი,
ელიზბარ ერისთავი და სოლომონ დოდაშვილი. მათ გარდა შეთქმულებაში მონაწილეობას
იღებდნენ: ალექსანდრე ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, გრიგოლ ორბელიანი,
ფილადელფოს კიკნაძე და სხვები.
შეთქმულები იყენებდნენ საიდუმლო ანბანს. ფილადელფოს კიკნაძემ შეიმუშავა
ფარული ორგანიზაციის წესდება, “აქტი გონიური”. ეს დოკუმენტი განსაზღვრავდა
შეთქმულების წევრად მიღების პირობებს, წევრთა უფლებებსა და მოვალეობებს.
შეთქმულები მსჯელობდნენ სახელმწიფოს მმართველობის ფორმებზეც. უმრავლესობა მხარს უჭერდა
ქართულ სახელმწიფოში კონსტიტუციური მონარქიის შექმნას, სოლომონ დოდაშვილი
კი რესპუბლიკურ მმართველობას ანიჭებდა უპირატესობას.
მონარქიის შემთხვევაში ტახტს ირანში გადახვეწილ ალექსანდრე ბატონიშვილს (ერეკლეს ძეს) შესთავაზებდნენ.
აჯანყების დაწყების დროს შეთქმულები საგულდაგულოდ არჩევდნენ. ასეთ ხელსაყრელ დროდ თავდაპირველად
მათ მიიჩნიეს 1830-31 წლებში რუსეთის წინააღმდეგ პოლონელთა აჯანყება. მაგრამ პოლონეთის
მარცხმა შეთქმულებს აჯანყების თარიღი გადააწევინა.
1832 წლის ნოემბერში შეთქმულებმა შეიმუშავეს გეგმა, რომელსაც პირველი ღამის განკარგულება
უწოდეს.
აჯანყებამდე რამდენიმე დღით ადრე ერთერთმა
მონაწილემ (იესე ფალავანდიშვილმა) შეთქმულება გასცა. მონაწილენი
დააპატიმრეს, მათ შორის იყვნენ სოლომონ დოდაშვილი, ელიზბარ ერისთავი, ალექსანდრე ორბელიანი,
დიმიტრი ყიფიანი, გრიგოლ ორბელიანი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, და სხვები.
შეთქმულების ჩავარდნამ კიდევ ერთხელ ცხადყო,
რომ რუსეთის უზარმაზარი იმპერიის წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლას პერსპექტივა არ ქონდა.
ამან ქართველთა ერთ ნაწილში გულის აცრუება გამოიწვია, ისინი რუსეთის ბატონობასთან შერიგების
გზას დაადგნენ. რუსი მოხელეები ამით კარგად სარგებლობდნენ და გეგმაზომიერად ეწეოდნენ
რუსიფიკაციის პოლიტიკას, რომლის საბოლოო შედეგიც ქართველი ხალხის გარუსება იყო.
1828-1832 წლებში გამოდიოდა გაზეთი “ტფილისის უწყებანი”, რომელიც რუსული “ტიფლისსკიე ვედემოსტის” თარგმანს წარმოადგენდა.
“ტფილისის უწყებანის” რედაქტორი სოლომონ დოდაშვილი იყო. მან 1832 წელს გაზეთის დამატების
სახით გამოსცა ჟურნალი “სალიტერატურო ნაწილნი
ტფილისის უწყებათანი”. ეს გამოცემები შეწყდა შეთქმულების გამომჟღავნებისთანავე.
1841 წ. იმპერატორის ბრძანებით მთელი კავკასია დაიყო
ორ ადმინისტრაციულ ერთეულად: საქართველო-იმერეთის გუბერნიად და კასპიის ოლქად. საქართველო-იმერეთის გუბერნიაში შევიდა მთელი საქართველო
სამეგრელოს, აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროების გამოკლებით, ასევე სომხეთის ტერიტორია.
სულ საქართველო-იმერეთის გუბერნია 11 მაზრისაგან შედგებოდა. უშუალოდ საქართველოს ტერიტორია
კი შვიდ მაზრად გაიყო. საქართველო-იმერეთის გუბერნიის ცენტრს, ისევე როგორც მთელი კავკასიისას,
თბილისი წარმოადგენდა.
1846 წელს საქართველო - იმერეთის გუბერნია ორ ნაწილად გაყვეს და წარმოიქმნა ორი გუბერნია
- თბილისისა და ქუთაისის.
1844 წ. მეფისნაცვლობის შემოღება.
ამიერიდან კავკასიას სათავეში მეფისნაცვალი ჩაუდგებოდა, მთავარმართებლის ნაცვლად. მას
მეტი უფლებამოსილება ექნებოდა და მხოლოდ იმპერატორს დაექვემდებარებოდა. მას ადგილზე
შეეძლო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. მეფისნაცვლობის
შემოღებით იმპერატორი მმართველობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.
პირველ მეფისნაცვლად დაინიშნა მიხეილ ვორონცოვი (1844-1854). იგი კოლონიურ პოლიტიკას
უფრო მოქნილად ატარებდა და დათმობებზე წავიდა ქართველი თავადაზნაურების მიმართ. მაგ.
30 ათას კაცს საბუთების წარდგენის გარეშე დაუმტკიცა თავადაზნაურის წოდება. მან ნება
დართო ქართველებს აღედგინათ ქართული თეატრი, დაეარსებინათ ქართული სალიტერატურო ჟურნალი
„ცისკარი“, საჯარო ბიბლიოთეკა. ვორონცოვის ღვაწლით დაარსდა ოპერა, სასწავლებლები. მეფისნაცვლის
ასეთი პოლიტიკით ქართული არისტოკრატია კმაყოფილი იყო, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც
მის მმართველობაში საფრთხეს ხედავდნენ.
საბოლოოდ, მიხეილ ვორონცოვის მოქნილი პოლიტიკის წყალობით ქართველი თავადაზნაურობა
რუსეთის ბატონობასთან შერიგების გზას დაადგა.
1850 წლის
1 (ახ. სტილით 14) იანვარს დაარსდა ქართული თეატრი. პირველი
წარმოდგენა გაიმართა თბილისის გიმნაზიის შენობაში. წარმოდგენილი იქნა გიორგი ერისთავის “გაყრა.” თეატრმა 1856 წლამდე იარსება.
1851 წელს თბილისში გაიხსნა იტალიური თეატრი
- ოპერა.
1853-1854 წწ. ყირიმის ომი. ეს ომი თავდაპირველად რუსეთსა და თურქეთს შორის მიმდინარეობდა, მოგვიანებით
კი რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაებნენ საფრანგეთი, ინგლისი და სარდინიის სამეფო. ომი რუსეთმა დაიწყო. მას სურდა ბოსფორ-დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდება და თურქეთისათვის ტერიტორიების წართმევა
ბალკანეთსა და კავკასიაში. ბრძოლები მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზეც. ამ ომში
თურქეთის მოკავშირე იყო იმამი შამილი, რომელიც ორჯერ შემოიჭრა საქართველოში:
პირველად საინგილოში, მეორედ წინანდალში, სადაც გაძარცვა ალ. ჭავჭავაძის სახლკარი და
მამულები, წაიყვანა ტყვეები. ყველაზე მძიმე ქართველებისთვის 1855 წელი იყო, როდესაც
თურქებმა, ომერ-ფაშას სარდლობით აფხაზეთში დესანტი გადმოსხეს
და სამეგრელოსკენ დაიძრნენ. ომერ-ფაშამ სამეგრელოც დაიკავა და ცხენისწყლამდე
მივიდა, მაგრამ
იძულებული გახდა უკან დაეხია მას შემდეგ, რაც თურქებმა ყარსი დაკარგეს. ომერ-ფაშას ლაშქრობამ მძიმე
მდგომარეობაში ჩააგდო აფხაზეთისა და სამეგრელოს მოსახლეობა. ომის ძირითადი ნაწილი შავ
ზღვაზე მიმდინარეობდა. რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ინგლისი და საფრანგეთი ჩაებნენ.
მათთვის მიუღებელი იყო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე რუსეთის გაბატონება. სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა ყირიმის ნახევარკუნძულზე. ამიტომაც ეწოდა ყირიმის ომი. ომი დასრულდა პარიზის ზავით. საფრანგეთმა და ინგლისმა რუსეთს დაუბრუნეს ყირიმი, სანაცვლოდ,
რუსეთმა თურქეთს დაუბრუნა ბრძოლაში წართმეული ქალაქი ყარსი. რუსეთს აეკრძალა შავ ზღვაზე
ფლოტის შეყვანა.
1856-1857 წწ. სამეგრელოს აჯანყება. მიზეზები: ბატონყმური ჩაგვრის გაძლიერება. ყირიმის ომით
გამოწვეული ნგრევა და ზარალი (ომერ-ფაშას ლაშქრობა). აჯანყება ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო და გამოიყენა
სამეგრელოს სამთავროს გაუქმების საბაბად.
1857 წ. სამეგრელოში რუსული მმართველობა დამყარდა. სამეგრელოს
მთავრის ქვრივი ეკატერინე ჭავჭავაძე რუსეთში გადაასახლეს. 1867 წელს მისმა ვაჟმა
ნიკო დადიანმა ოფიციალურად თქვა(ათქმევინეს) უარი ტახტზე.
1857-1859 წლებში რუსეთმა გააუქმა სვანეთის სამთავრო. ამ ამბავს შეეწირა სვანეთის მთავარი კონსტანტინე დადეშქელიანი. მისი გადასახლება ნაბრძანები ჰქონდა
რუს გუბერნატორს გაგარინს. სვანეთის მთავარი მას არ დაემორჩილა და მოკლა. ამის გამო
დადეშქელიანი სიკვდილით დასაჯეს.
1864 წ. აფხაზეთის სამთავროს გაუქმება. რუსეთის ხელისუფლებას დიდი ხნის სურვილი ჰქონდა სამთავროს
გაუქმებისა, მაგრამ თავს იკავებდა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში შექმნილი მდგომარეობის
გამო, სადაც აქ მცხოვრები მთიელები შეურიგებელ ბრძოლას აწარმოებდნენ რუსული მმართველობის
წინააღმდეგ. ხელისუფლებას ეშინოდა ამ აჯანყებას აფხაზეთიც არ შეერთებოდა. მას შემდეგ
რაც 1864 წელს რუსეთმა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში აჯანყება ჩაახშო,
აფხაზეთის სამთავროს გაუქმების დროც დადგა. უკანასკნელი მთავარი მიხეილ შერვაშიძე რუსეთში
გადაასახლეს.
1861 წ. ბატონყმობის გაუქმება რუსეთში. იმპერატორ
ალექსანდრე II –ის ბრძანებით.
1864 წ. ბატონყმობის გაუქმება დაიწყო საქართველოში.
ბატონყმობის გაუქმება “საგლეხო რეფორმის” სახელითაა
ცნობილი. რეფორმის მთავარი ნაკლი ის უყო, რომ გლეხს მიწა, რომელსაც ის ფლობდა, უსასყიდლოდ
კი არ ეძლეოდა, არამედ უნდა გამოესყიდა მემამულისგან. სანამ გლეხსა და მებატონეს შორის
მიწის გამოსყიდვის შესახებ გარიგება მოხდებოდა, გლეხი დროებით ვალდებულად ითვლებოდა და ევალებოდა ადრინდელი ფეოდალური ბეგარა-გადასახადების
შესრულება.
საგლეხო რეფორმის დადებითი მხარე ის
იყო, რომ გლეხი იღებდა პიროვნულ თავისუფლებას. მას ამიერიდან შეეძლო თვითონ აერჩია
საცხოვრებელი ადგილი, საქმიანობა და სხვა. (თუმცა იგი ეკონომიურად კვლავ მიჯაჭვული
იყო მებატონესთან). გარდა ამისა ეს რეფორმა ბიძგს აძლევდა რუსეთს, და მასთან ერთად
საქართველოსაც კაპიტალისტურ ურთიერთობებზე გადასვლისკენ.
1868 წ. საქართველოში გატარდა სასამართლო რეფორმა. ( რუსეთში 1864 წელს გატარდა). რუსეთის იმპერატორმა
მიზანშეწონილად არ ჩათვალა, საქართველოში (და სხვა არარუსულ ტერიტორიებზე) სასამართლო
რეფორმის იმავე სახით გატარება, რა სახითაც იგი რუსეთში გატარდა. ამის მიზეზად ხელისუფლება
ასახელებდა მოსახლეობის მოუმზადებლობას, სინამდვილეში, რუსეთის საიმპერატორო კარს არ
სურდა საქართველოში რუსული ადმინისტრაციის უფლებების შეზღუდვა. რეფორმის თანახმად,
საქართველოში, ისევე როგორც რუსეთში, გაუქმდა წოდებრივი სასამართლოები და შემოღებული იქნა მოსახლეობის
ყველა წოდებისათვის საერთო სასამართლო. დაწესდა ადვოკატთა მონაწილეობა
სასამართლო პროცესში. სასამართლო გახდა ღია, სადაც ბრალდებულს შეეძლო თავის
დაცვა. რეფორმის შეზღუდულობა იმაში გამოიხატებოდა, რომ საქართველოში არც
მოსამართლეთა არჩევითობა და არც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არ შემოუღიათ,
როგორც ეს მოხდა რუსეთში.
1874 წ. ქ. თბილისს შეეხო საქალაქო თვითმმართველობის
რეფორმა. ჩატარდა სათათბიროს
ხმოსანთა არჩევნები. სათათბირომ აირჩია ქალაქის თავი. ამ პოსტზე არჩეულ იქნა დიმიტრი ყიფიანი. (ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა,როცა
თბილისის თავად ქართველი აირჩიეს. შემდგომში ამ პოსტზე ყოველთვის სომეხს ირჩევდნენ.)
1872 წ. საქართველოში გაიხსნა პირველი რკინიგზა. მან ერთმანეთს დააკავშირა ორი ქალაქი თბილისი და ფოთი. 1883 წელს რკინიგზით თბილისს ბაქო დაუკავშირდა. ამავე წელს დედაქალაქს
უკავშირდება ბათუმიც. რკინიგზის მშენებლობა და მისი ქსელის გაფართოება ხელს უწყობდა
ქვეყანაში ვაჭრობის აღმავლობას და კაპიტალიზმის განვითარებას.
XIX საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში სამოღვაწეო
ასპარეზზე გამოდიან თერგდალეულები. მათი
მიზანი იყო ეროვნული ცნობიერების დაბრუნება და ქართული სახელმწიფოს აღდგენისათვის მზადება.
ბრძოლის მეთოდი კულტურულ-იდეოლოგიური იყო. მათ გამოსცეს გაზეთები, აღადგინეს თეატრი,
შექმნეს ბანკი, საქველმოქმედო ორგანიზაციები და ა .შ.
1863-1864 წლებში გამოდიოდა ქართული გაზეთი “საქართველოს
მოამბე.” ამ გაზეთმა ერთი
წელი იარსება, მაგრამ ეროვნულ მოძრაობას დიდი ღვაწლი დასდო. გაზეთის დამაარსებელი და
რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძე.
1866-85 გამოდიოდა გაზეთი “დროება”. მისი
რედაქტორები სხვადასხვა დროს იყვნენ გიორგი წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, სერგი მესხი. ამ
გაზეთმა დიდი როლი ითამაშა ქართული პუბლიცისტიკის განვითარებასა და ეროვნულ მოძრაობაში.
1877-1906 წლებში გამოდიოდა გაზეთი (ჟურნალი) ივერია.
მისი რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძე. ეს გაზეთი
წარმოადგენდა ქართული ეროვნული მოძრაობის მედროშეს.
1875 წ. თბილისში გაიხსნა საადგილმამულო სათავადაზნაურო
ბანკი. მისი გახსნა ქართველ
თერგდალეულთა ინიციატივით მოხდა. ბანკის თავჯდომარე გახდა ილია ჭავჭავაძე. ბანკის გახსნას დიდი ეროვნული
მნიშვნელობა ჰქონდა. ამიერიდან უსახსროდ დარჩენილ ქართველ არისტოკრატიას
შეეძლო ფული სათავადაზნაურო ბანკისგან აეღო სესხად და არა სომეხი მევახშისაგან. თუ
ფულის მსესხებელი ვალს ვერ დააბრუნებდა, მისი მამული ბანკის საკუთრება ხდებოდა და არა
სომეხი ბურჟუაზიისა. ამით ქართული მიწების დიდი ნაწილი გასხვისებას გადაურჩა. გარდა
ამისა ბანკის შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი კულტურულ-საგანმანათლებლო
და ეროვნულ საქმეს ხმარდებოდა.
1876 წ. იაკობ გოგებაშვილმა
შექმნა და გამოსცა ქართული სახელმძღვანელო “დედაენა”
1879 წ. “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების” დაარსება. მისი პირველი თავჯდომარე გახდა დიმიტრი ყიფიანი. 1885 წლიდან კი საზოგადოებას სიკვდილამდე თავჯდომარეობდა ილია ჭავჭავაძე. საზოგადოება ხელმძღვანელობდა ქართული სკოლების დაარსებას, ქართული
წიგნების გამოცემას, ძველი ხელნაწერი ტექტების მოძიება-შესწავლას და სხვა.
1879 წელს ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ინიციატივით
აღსდგა ქართული თეატრი
XIX ს. 70-იანი წლები. თერგდალეულთა დაშლა დასებად, რაც გამოწვეული იყო იდეური განხეთქილებით. ი. ჭავჭავაძისა
და მის მომხრეთა ჯგუფს(ა.წერეთელი, ი. გოგებაშვილი, ვაჟა ფშაველა და სხვ.) I დასი ეწოდა.
ხოლო ნ. ნიკოლაძის, ს. მესხის, გ. წერეთლისა და სხვათა ჯგუფს __ II დასი.
1877-78 წწ. რუსეთ-თურქეთის ომი. ეს ომი დააჩქარა ბალკანეთის სლავი ერების აჯანყებამ
თურქთა ბატონობის წინააღმდეგ. რუსეთმა სლავი ხალხის დაცვის საბაბით ომი გამოუცხადა
თურქეთს. სინამდვილეში რუსეთი მიზნად ისახავდა ყირიმის ომში დაკარგული პრესტიჟის აღდგენას,
თურქეთზე რევანშის აღებას, ახალი ტერიტორიების შემოერთებას და გავლენის სფეროების გაფართოებას.
ამვე ხანებში თურქეთის წინააღმდეგ აჯანყება იწყება აჭარაშიც. ამ მოვლენამ ქართული საზოგადოება
გულგრილი არ დატოვა, და იმ იმედით, რომ ქართული მიწების თურქთაგან გამოხნა მოხდებოდა
38 ათასი ქართველი
მოხალისე ჩაეწერა სახალხო ლაშქარში. ომი დასრულდა რუსეთის გამარჯვებით.
ზავი დაიდო სან-სტეფანოში.
ზავის პირობით დამოუკიდებლობა მიიღო ბულგარეთმა, ჩერნოგორიამ და რუმინეთმა.
ევროპაში რუსეთის ხელში გადადიოდა ბესარაბია.(დღევანდელი მოლდოვა). ეს ზავი საქართველოსთვისაც
მნიშვნელოვანი იყო, რადგან მისი პირობით რუსეთის შემადგენლობაში გადადიოდა სამხრეთ-დასავლეთით
მდებარე ისტორიული ქართული ტერიტორიები: აჭარა და ტაო-კლარჯეთის ტერიტორიები. (ბათუმის ოლქი, არდაგანის
ოლქი და ყარსის ოლქი.) ამით დასრულდა ქართული მიწების გაერთიანება
რუსეთის შემადგენლობაში.
1881 წ. მოკლეს.იმპ. ალექსანდრე II. რეფორმატორი მეფის მკვლელობამ ბოლო
მოუღო ლიბერალური რეფორმების გატარეებას. ახალი იმპერატორის ალექსანდრე III- ის ტახტზე
ასვლით იწყება ე.წ. რეაქციის ხანა. რომლის დროსაც კიდე უფრო გაძლიერდა ეროვნული ჩაგვრა. ალექსანდრე
III-ემ შეწყვიტა მამამისის მიერ დაწყებული რეფორმები და ქვეყანაში სამხედრო-პოლიციური
რეჟიმი დაამყარა. დაიწყო რევოლუციურ და დემოკრატიული მოძრაობის მონაწილეთა რეპრესიები.
გაძლიერდა ეროვნული ჩაგვრა. მაგ. ცდილობდნენ სკოლებიდან ქართული ენის გამოდევნას.
იმდროინდელი რუსული პოლიტიკის ნაწილი იყო საქართველოს ისტორიის გაყალბების
მცდელობა და ქართველი ერისადმი შეურაცხმყოფელი წერილების გამოქვეყნება. ანტიქართულმა
რეაქციამ პიკს მიაღწია 1886 წელს, როცა ეგზარხოსმა პავლემ საჯაროდ, მაგრამ შეფარულად დასწყევლა
ქართველი ერი. ეს მოხდა სასულიერო საემინარიის რექტორის დეკანოზ ჩუდეცკის დაკრძალვის
დღეს. ჩუდეცკი მოკლა მისმავე სტუდენტმა იოსებ ლაღიაშვილმა უსამართლო მოპყრობისათვის.
ეგზარქოსმა პავლემ კი დაწყევლა ის ერი და გარემო სადაც იბადებოდნენ ლაღიაშვილისნაირი
ავაზაკები. ქართველი ერის ღირსების დაცვა თავს იდო დიმიტრი ყიფიანმა. მან ეგზარხოს გაუგზავნე საპროტესტო წერილი, სადაც მას
საქართველოს დატოვებას ურჩვედა. ყიფიანს ეს წერილი ცილისწამებად ჩაუთვალეს, გაასამართლეს
და მოხუცი ადამიანი სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც 1887 წელს ვითომ გაძარცვის მიზნით
მოკლეს. თბილისში გავრცელებული ხმებით ეს მკვლელობა მთავარმართებლის შეკვეთილი უნდა
ყოფილიყო. ყიფიანი საქართველოში გადმოასვენეს
და მთაწმინდაზე დაკრძალეს. მისი დაკრძალვა დიდ საპროტესტო მანიფესტაციად გადაიქცა.
აკაკი წერეთელმა დიმიტრი ყიფიანს მიუძღვნა ლექსი “განთიადი”.
1892-93 წლებში საქართველოში შეიქმნა პირველი სოციალ-დემოკრატიული
გაერთიანება, რომელიც მესამე დასის სახელითაც იყო ცნობილი. მისი ლიდერი გახდა ნოე ჟორდანია, აქტიური წევები კი იყვნენ: ნოე რამიშვილი, ირაკლი წერეთელი,
კარლო ჩხეიძე და სხვები. ეს იყო პირველი მარქსისტული ორგანიზაცია საქართველოში. რაც
1903 წელს მესამე დასი შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ
მუშათა პარტიას(შემოკლებით რსდმპ-ს). იმავე წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია
ორ ნაწილად ბოლშევიკებად და მენშევიკებად გაიყო.
ეს მოხდა რსდმპ-ს II ყრილობაზე, როცა ორი ლიდერის პლეხანოვისა და ულიანოვის(ლენინი)
მომხრეები ვერ შეთანხმდნენ რამდენიმე ძირითად საკითხზე. მენშევიკური მიმდინარეობა მხარს
უჭერდა ლეგალურ მუშაობას, ბრძოლის მთავარ საშუალებად პროპაგანდისტული და პარლამენტურ-დემოკრატიულ
მოღვაწეობას მიიჩნევდა. ამასთან, დასაშვებად მიიჩნევდა პოლიტიკურ კავშირს სხვა ბურჟუაზიულ
პარტიებთან. ბოლშევიკური მიმდინარეობა პირველ პლანზე არალეგალურ რევოლიციურ მუშაობას
აყენებდა. სოციალიზმისათვის ბრძოლის ერთადერთ საშუალებად პროლეტარიატის დიქტატურას
და რევოლუციურ ძალადობას თვლიდა. უარყოფდნენ ყოველგვარ კავშირს ბურჟუაზიულ პარტიებთან.
წინააღმდეგნი იყნენ ხელისუფლებასთან ყოველგვარი შეთანხმებისა.
სამწუხაროდ, ქართველ სოციალ დემოკრატების
ორივე მიმდინარეობის წარმომადგენლები სასტიკად დაუპირისპირდნენ ეროვნულ მოძრაობას და
ილია ჭავჭავაძის კურსს.
1904 წელს ქ. ჟენევაში შეიქმნა საქართველოს სოციალისტ-ფედერალიტთა
სარევოლუციო პარტია. პარტიის ხელმძღვანელი
გახდა არჩილ ჯორჯაძე. აქტიური წევრები იყვნენ: გიორგი ლასხიშვილი, გიორგი
დეკანოზიშვილი, ვარლამ გელოვანი, იოსებ ბარათაშვილი და სხვ. მართალია ეს პარტიაც სოციალისტური
იყო, მაგრამ სოციალ-დემოკრატებისგან განსხვავებით,
იგი დამოუკიდებელ ქართულ ორგანიზაციას წარმოადგენდა და რაც მთავარია, მათსავით ეროვნული
ნიჰილიზმის პოზიციაზე არ იდგა. ამ პარტიის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენდა საქართველოს ავტონომიის
მოპოვება.
1904-1905 წწ. რუსეთ – იაპონიის ომი. ამ ომში რუსეთი დამარცხდა და იძულებული გახდა მანჯურიისა და სამხრეთ
სახალინის ტერიტორიები დაეთმო მისთვის.
ამ მარცხმა კიდევ უფრო შეარყია საიმპერატორო ხელისუფლების ავტორიტეტი, როგორც ქვეყნის
შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ამ მარცხმა დააჩქარა რევოლუციური პროცესების დაწყება
რუსეთში.
1905-1907 წწ. რევოლუცია რუსეთში. რევოლუციის
დაწყების დღედ ითვლება 1905 წლის 9 იანვარს მშვიდობიანი მანიფესტაციის დახვრეტა პეტერბურგში
(„სისხლიანი კვირა“). იმპერატორი მართალია ინარჩუნებს ხელისუფლებას, მაგრამ იძულებული
ხდება ხალხის მოთხოვნებს ანგარიში გაუწიოს და გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.
1905 წ. 17 ოქტომბრის მანიფესტი. ამ დოკუმენტით იმპერატორი ხალხს პირდებოდა უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოს სათათბიროს (დუმა) მოწვევას. მის არჩევაში მონაწილეობის
უფლება ჰქონდა საზოგადოების ყველა ფენას. გარდა ამისა მანიფესტი ხალხს ანიჭებდა პიროვნების
ხელშეუხებლობას, სინდისის, სიტყვის, კრების, კავშირების შექმნის თავისუფლებას. ამ მანიფესტით
რუსეთში სრულდებოდა აბსოლუტიზმი, იმპერატორის შეუზღუდველი ხელისუფლება. სათათბიროს
მოწონების გარეშე არც ერთი კანონი არ დამტკიცდებოდა.
1907 წ. იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ დაითხოვა II სათათბირო (მანამდე მან I სათათბირო დაითხოვა 1906 წელს), დეპუტატთა
ნაწილი (სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრები) კი დააპატიმრა. დაპატიმრებულთა შორის
იყვნენ ქართველი სოციალ-დემოკრატებიც (ირაკლი წერეთელი, ჭოლა ლომთათიძე, სევერიან ჯუღელი
და სხვ.) მეორე სათათბიროს დათხოვნა ითვლება
რევოლუციის დასრულებისა
და დამარცხების დღედ. აქედან მოყოლებული
იწყება რეაქციის ხანა. იწყება რეპრესიები, რომელიც უფრო მეტად შეეხო რევოლუციურ გამოსვლებში
მონაწილე პირებს.
1907 წლის 30 აგვისტო - ილია ჭავჭავაძის მკვლელობა. სამწუხაროა, მაგრამ მკვლელობის კვალი ქართველ სოციალ-დემოკრატებისკენ
მიდის, რომლებისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა ილიას ეროვნული იდეები.
დსადფსფდსფ
შვიდწლიანი ომი
რუსეთი
12. რა ტექნოლოგიური სიახლეები
და იარაღი იქნა გამოყენებული
პირველ მსოფლიო
ომში? წყალქვეშა ნავები, ტყვიამფრქვევები,
შაშხანები, აეროპლანები და დირიჟაბლები, მომწამვლელი აირი, აერწინაღები, ტანკი და სხვა.
მიწინააღმდეგე მხარეები თავიანთი სამხედრო პოზიციების გასაძლიერებლად აგებდნენ ბლოკჰაუზებსა
და სანგრებს, სანგრები სამმაგი მავთულხლართებით იყო დაცული. შეტევას ყოველთვის სჯაბნიდა
თავდაცვა. ვინც შეტევაში იყო დიდი რაოდენობით მსხვერპლით უკან იხევდნენ. ამიტომაც ფრონტზე
წინსვლას ვერცერთი მხარე ვერ ახერხებდა. ოთხი წლის განმავლობაში ფრონტის ხაზი თითმის
უცვლელი იყო დასავლეთის ფრონტზე. (მცირეოდენ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით)
13. ჩამოთვალე
დასავლეთის ფრონტზე
მომხდარი ოთხი ძირითადი ბრძოლა
(მარნის, იპრის,
ვერდენის და სომას ბრძოლები გამოირჩეოდა დიდი რაოდენობით მსხვერპლით ორივე მხრიდან)
23. როდის და ვის შორის მიმდინარეობდა გალიპოლის ბრძოლა და რა შედეგით დასრულდა?
(1915 წლის
თებერვლიდან 1916 წლის
იანვრამდე მიმდინარეობდა
ბრძოლები გალიპოლის
ნახევარკუნძულზე. გალიპოლი
დარდანელის ტრუტესთან
მდებარეობს. ინგლისისა
და საფრანგეთის
მთავარსარლობის მიზანი
იყო აეღოთ
გალიპოლის ნ/კ და
კონტროლი დაემყარებინათ
ბოსპორ-დარდანელის
სრუტეებზე. ოსმალთა
არმიამ, რომელთაც
გერმანელი გენერალი
ლიმან ფონ
სანდერსი სარდლობდა
თავგანწირული წინააღმდეგობა
გაუწია გალიპოლში
გადმოსხმულ ანტანტას
დესანტს. ბრძოლები
მიმდინარეობდა ზღვაზეც
და ხმელეთზეც.
თითქმის ერთწლიანი ბრძოლები
ანტანტისთვის უშედეგოდ
დასრულდა. ანტანტის ჯარებმა
და სამხედრო
ფლოტმა საბრძოლო
ტერიტორია მიზნის
მიუღწევლად დატოვა. ოსმალეთის
სულთანმა მეჰმედ
V-ემ ეს
თავის გამარჯვებად
მიიწერა. ამ
ბრძოლებში თავი
გამოიჩინა თურქმა
ოფიცერმა მუსტაფა
ქემალმა. გალიპოლის
ბრძოლაში გამარჯვებას
თურქებისთვის ჰქონდა
უდიდესი პოლიტიკური
და მორალური
მნიშვნელობა. ამ
ბრძოლის შემდეგ
ბულგარეთი პირველ
მსოფლიო ომში
ჩაება ოსმალეთის
მხარეს.)
(ეს ბრძოლა მიმდინარეობდა სკაგერაკის სრუტეში, იუტლანდიის ნახევარკუნძულთან 1916 წლის 31 მაისსა და 1ივნისს. აქ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბრიტანული და გერმანული საზღვაო ფლოტები. ბრიტანელებმა დიდი დანაკარგების ფასად (დაიღუპა 6 ათასი ბრიტანელი და 3 ათასამდე გერმანელი, ამის გარდა ინგლისმა ორჯერ მეტი ხომალდი დაკარგა გერმანელებთან შედარებით.) დაამარცხეს გერმანული ფლოტი და ჩრდილოეთის ზღვაზე გაბატონდნენ.)
17. რატომ ჩაება
იტალია ომში ანტანტის მხარეზე?
ტერიტორიები, რომელზეც პრეტენზიები ჰქონდა იტალიას ძირითადად ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში
იყო მოქცეული. ეს იყო ადრიატიკის ზღვის სანაპირო ტერიტორიები. ანტანტის ახელმწიფოები
შეჰპირდნენ იტალიას, რომ ომში ჩართვის შემთხვევაში ამ ტერიტორიებს მას გადასცემდნენ.)
20. როდის და ვის შორის მოხდა სარიყამიშის ბრძოლა და რა შედეგით დასრულდა?
ოსმალეთსა და რუსეთის არმიას შორის.
რუსეთის არმიის ძირითადი ნაწილი ავსტრია-უნგრეთისა და გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდა.
კავკასიაში ოსმალეთის წინააღმდეგ რუსეთს მცირე ჯარები ჰყავდა. რუსეთის არმიაში კავკასიის
ფრონტზე დიდი რაოდენობით იბრძოდნენ ქართველები და სომხები. სარიყამიშის ბრძოლა 1914 წლის დეკემბერში მოხდა. სადაც ოსმალეთის
არმია ბევრად სჭარბობდა რუსეთისას. ოსმალები ამ ბრძოლაში გამარჯვებას და თბილისისკენ
გამოლაშქრებასაც კი გეგმავდნენ. მათ არმიიას თავით სამხედრო
მინისტრი ენვერ ფაშა სარდლობდა. მიუხედავად ამისა ეს ბრძოლა ოსმალების სასტიკი მარცხით დასრულდა. რუსებმა, ქართველებთან
ერთად ფრონტის ხაზი გაარღვიეს და თურქეთის მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიკავეს. ამის
შემდეგ ომის ბოლო წლამდე ფრონტის ხაზი აღარ შეცვლილა რუსეთთან. ორივე მხარე თავს იკავებდა
დიდი საბრძოლო ოპერაციებისგან. სარიყამიშის ბრძოლაში თავი გამოიჩინა ქართველმა გენერალმა
ვასილ გაბაშვილმა.
ყვითელ ფერში მოცემულია რუსეთის არმიის მიერ დაკავებული ტერიტორია |
21. რამდენი ქართველი იბრძოდა I მსოფლ. ომში?
200 ათას ქართველი იბრძოდა რუსეთის არმიაში, სხვადასხვა ფრონტზე. თუმცა
დიდი რაოდენობით ქართველები კავკასიის ფრონტზე, ოსმალეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
(გერმანიის და ოსმალეთის. ამ აჯანყების წარმატების შემთხვევაში საქართველო აღადგენდა სახელმწიფოებრიობას, გამოაცხადებდა დამოუკიდებლობას. საფრთხე ის იყო, რომ აჯანყების დამარცხების შემთხვევაში რუსეთი სასტიკად იძიებდა შურს ქართველ ერზე, გარდა ამისა, ბოლომდე სანდო არც ოსმალეთი იყო–არ იყო გარანტია, რომ ოსმალეთს საქართველოს ტერიტორიების მიტაცება არ მოენდომებინა.)
23.რომელმა სახელმწიფომ გამოიყენა
პირველად საომარი
მოქმედებების დროს
ტანკი?
(ინგლისმა, 1916 წელს, სომას ბრძოლაში)
24. რუსეთის რომელი იმპერატორი
გადადგა 1917 წელს?
(თებერვალში
დაწყებულმა რევოლუციურმა
გამოსვლებმა იმპერატორი
ნიკოლოზ
II აიძულა ტახტიდან გადამდგარიყო. რუსეთში
შეიქმნა დროებითი მთავრობა. ასევე შეიქმნა მუშების, გლეხებისა და ჯარისკაცების საბჭოები, რომელიც ასევე
პრეტანზიას აცხადებდა ხელისუფლებაზე. პოლიტიკურ პარტიათა დიდი ნაწილი მხარს უჭერდა
და თანამშრლობდა რუსეთის დროებით მთავრობასთან. მხოლოდ ბოლშევიკები
დაუპირისპირდნენ მათ. მათი ლიდერის ლენინის
ლოზუნგი იყო: „არავითარი მხარდაჭერა დროებით მთავრობას, მთელი ძალაუფლება საბჭოებს.
გარდა ამისა ლენინი მოუწოდებდა მუშებს და გლეხებს ახალი სოციალისტური რევოლუციისკენ,
რომელიც მუშურ-გლეხური სახელმწიფოს შექმნით დასრულდებოდა, სადაც კერძო საკუთრებას საერთო
სახალხო საკუთრება ჩაანაცლებდა.)
25. რომელმა პოლიტიკურმა ძალამ
ჩაიგდო ხელში
ხელისუფლება რუსეთში
1917 წლის ოქტომბერში? (ბოლშევიკებმა დაამხეს დროებითი მთავრობა და მთელი ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში. ხელისუფლების სათავეში მოვიდა ლენინი.მან შწყვიტა გერმანიისა და მისი მოკავშირების
წინააღმდეგ ომი და დაიწყო საზავო მოლაპარაკებები მათთან)
26
საბჭოთა (ბოლშევიკურმა) რუსეთმა ზავი დადო
გერმანიასთან, რის მიხედვითაც ის უარს ამბობდა საკუთარ ტერიტორიებზე, (მათ შორის სამხრეთ
კავკასიაზეც) და თანხმდებოდა გერმანიის სასარგებლოდ კონტრიბუციის გადახდას ტონობით
ოქროს სახით. რუსეთის ომიდან გამოთიშვამ გერმანიას საშუალება მისცა ჯერ კიდევ 1917
წელს მთელი ძალები აღმოსავლეთის ფრონტიდან დასავლეთში გადაესროლა. ამან მძიმე მდგომარეობაში
ჩააგდო ინგლისი და საფრანგეთი.
28.
როდის ჩაება აშშ ომში და რატომ?
1917
წელს. აშშ-ს არ სურდა გერმანიის გამარჯვება, რადგან ეს გერმანიის
კიდევ უფრო გაძლიერებას გამოიწვევდა და ის სერიოზული საფრთხე იქნებოდა აშშ-სთვის. გარდა
ამისა ამ ქვეყანაში ძლიერი ანტიგერმანული განწყობა იყო, რაც განაპირობა ამერიკული სამგზავრო
ხომალდის ჩაძირვამ გერმანული წყალქვეშა ნავების მიერ. ამას ათასზე მეტი ამერიკელი მოქალაქის
სიცოცხლე შეეწირა. აშშ-ს ომში ჩართვა განაპირობა რუსეთის ომიდან გამოთიშვამაც, რადგან
ამან გერმანიის პოზიციები საგრძნობლად გააძლიერა და საფრანგეთ-ინგლისის მდგომარეობა
დაამძიმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ომში ჩართვამ დააჩქარა გერმანიისა და მისი მოკავშირეების
დამარცხება პირველ მსოფლიო ომში
29.
გერმანიის მოკავშირეებიდან რომელმა სახელმწიფომ გამოაცხადა პირველად კაპიტულაცია? ბულგარეთმა. 1918 წლის 30 სექტემბერს.
30.
როდის გამოაცხადა კაპიტულაცია ოსმალეთმა? რამ დააჩქარა ოსმალეთის კაპიტულაცია? 1918 წლის 30 ოქტომბერს.
კაპიტულაცია დააჩქარა ოსმალეთის შიგნით დაწყებულმა აჯანყებებმა. სულთანს არაბული მოსახლეობა
აუჯანყდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფმა სულთანმა ზავი ითხოვა. ზავი დაიდო ინგლისურ ხომალდზე
„მუდროსზე’. ამიტომ იგი „მუდროსის ზავის“ სახელით შევიდა.
მისი პირობით ოსმალეთი ბრძოლას წყვეტდა და ჯარი გამოჰყავდა ყველა იმ ტერიტორიიდან,
რაც ომის პერიოდში დაიკავა. (მათ შორის ბათუმიდან, ართვინიდან, არდაგანიდან და სხვა
ქართული ტერიტორიებიდან)
31. რომელმა სახელმწიფომ შეწყვიტა წინააღმდეგობა 1918 წლის 3 ნოემბერს? ავსტრიამ
32.
რა მოხდა გერმანიაში 1918 წლის 9 ნოემბერს?
მემარცხენე ხასიათის რევოლუცია.
აჯანყებულებმა აიძულეს იმპერატორი ვილჰელმ I ქვეყნიდან გაქცეულიყო. გერმანია რესპუბლიკად
გამოაცხადეს, ხოლო ახლად შექმნილმა დროებითმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კაპიტულაციის
შესახებ.
33.
რომელი დღე ითვლება I მსოფლიო ომის დასასრულად?
1918 წლის 11 ნოემბერი. ამ დღეს გერმანიის
დელეგაციამ კომპიენის ტყეში, გენერალ ფოშის ვაგონში ხელი მოაწერა კაპიტულაციას. რომლის
მიხედვით გერმანია წყვეტდა ომს, შეიარაღებას გადასცემდა მოკავშირეებს და ჯარები გამოჰყავდა
ყველა დაკავებული ტერიტორიიდან. უცნაური ის იყო, რომ გერმანია აცხადებდა კაპიტულაციას,
რომლის ტერიტორიაზეც არცერთი მტრული სახელმწიფოს ჯარისკაცი არ იდგა, მაშინ როცა ამ
სახელმწიფოს მეომრები იდგნენ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე.
34.
ჩამოთვალე
I მს. ომში გერმანიის დამარცხების მიზეზები:
შლიფენის გეგმა ჩავარდა, ომი გახანგრძლივდა; ანტანტის მხარეზე ბევრად მეტი
სახელმწიფო ჩაება, მაშინ როცა გერმანიამ ვერ იშოვა სამზე მეტი მოკავშირე; რესურსების
ამოწურვა ხანგრძლივ ომში; აშშ-ს ომში ჩაბმა და სხვ.
35.
რომელ სახელმწიფოში გაიმართა ომისშემდგომი საზავო კონფერენცია და რომელ წელს?
კონფერენცია გაიხსნა საფრანგეთში, ვერსალის სასახლეში 1919 წლის 18 იანვარს.
(ვერსალის კონფერენცია ანუ პარიზის კონფერენცია) მიაჩნიათ, რომ
ეს დღე
საგანგებოდ დაამთხვიეს
საფრანგეთის ინიციატივით.
რადგან ამ დღეს (1871 წლის 18 იანვარს) ვერსალის სასახლეში გამოცხადდა
გერმანიის იმპერიის შექმნა. ამით საფრანგეთმა რევანში აიღო.
36.
რატომ იყო დაინტერესებული გერმანიასთან შეღავათიანი ზავის დადებით ა.შ.შ-ს პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი? ის თვლიდა, რომ თუ გერმანიას მძიმე ზავს წაუყენებდნენ მომავალში ის
შურისძიებაზე იფიქრებდა და ახალ ომს წამოიწყებდა.
37. რაში გამოიხატა 1919 წლის 28 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების სიმძიმე გერმანიისთვის?
(ხელშეკრულების
შედეგად,
საფრანგეთს
გადაეცა
ელზას-ლოტარინგიის რეგიონი. საფრანგეთის მფლობელობაშივე გადადიოდა საარის ქვანახშირის მაღაროები, თავად საარის
მხარეში
კი 15 წლით ერთა
ლიგის
მმართველობა
ცხადდებოდა.
გარდა მაისა, გერმანია
თითქმის ყველა მეზობელი სახელმწიფოს სასარგებლოდ თმობდა ტერიტორიებს. ყველაზე მეტად
კი პოლონეთის სასარგებლოდ. გერმანიამ
პოლონეთის
სასარგებლოდ
დაკარგა
დასავლეთ
პრუსიის
ნაწილი
და ბალტიის
ზღვის სანაპირო ტერიტორია. პოლონეთს ბალტიის ზღვაზე გასასვლელი გერმანიის ხარჯზე მისცეს,
რითაც გერმანიამ დაკარგა სახმელეთო საზღვარი ჩრდილო-დასავლეთ მიწებზე.
რაინის რეგიონი
დემილიტარიზებულ
ზონად
ცხადდებოდა,
სადაც
გერმანიას
არ შეეძლო საკუთარი შეიარაღებული ძალების განთავსება. ყოფილ იმპერიას
ჩამოართვეს
ყველა
კოლონია
აფრიკაში
და აზიაში. ვერსალის ხელშეკრულებით, 100 ათას ჯარისკაცამდე
შეიზღუდა
მისი
შეიარაღებული
ძალები.
გაუქმდა
სავალდებულო
სამხედრო
სამსახური.
გერმანიას
ჩამოერთვა
სამხედრო
ფლოტის
80 პროცენტი,
აეკრძალა
შეიარაღებაში
მძიმე
ტექნიკის
და ავიაციის ყოლა. ქვეყანას
უზარმაზარი
რეპარაციები
დაეკისრა.
გამარჯვებულთა
სასარგებლოდ,
გერმანიას
269 მილიარდი
მარკა
უნდა
გადაეხადა.
ეს დაახლოებით 100 ათასი ტონა
ოქროს
ექვივალენტი
იყო.
38.
რა ტერიტორიები დაკარგა გერმანიამ საფრანგეთის სასარგებლოდ?
ელზასი და ლორენი. ეს მიწები გერმანიამ
საფრანგეთს 1870 წლის ომის შემდეგ წაართვა, ახლა კი უკან უბრუნებდა.
39.
რომელი სახელმწიფოები წარმოიქმნა I მს. ომის შემდგომ, ავსტრია-უნგრეთის დაშლის შედეგად? ავსტრია,
უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, ყოფილი იმპერიის სამხრეთი ნაწილი (მაგ. ბოსნია) შევიდა
იუგოსლავიის ახლად შექმნილ სახელმწიფოში.
40.
რომელი სახელმწიფოები წარმოიქმნა I მს. ომის შემდგომ, რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად? პოლონეთი, ფინეთი, ლიტვა, ლატვია
და ესტონეთი. (მცირე ხნით წარმოქმნილი უკრაიანა, ბელორუსია, საქართველო,
სომხეთი და აზერბაიჯანი ბოლშევიკურმა რუსეთმა მალევე დაიპყრო და საბჭოთა კავშირში გააერთიანა)
41.
რომელ წელს და ვისი ინიციატივით შეიქმნა ერთა ლიგა? რა იყო ერთა ლიგის შექმნის მთავარი მიზანი?
(ვერსალის საზავო კონფერენციაზე 1919 წელს, აშშ–ს პრეზიდენტის
ვუდრო ვილსონის ინიციატივით. ერთა ლიგის შექმნის მიზანი მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება იყო. )
42.
რას ითვალისწინებდა ერთა ლიგის წესდების 10-ე მუხლი?
(ერთა ლიგის სახელმწიფოები დაეხმარებოდნენ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოს
აგრესორის თავდასხმის შემთხვევაში და უზრუნველყოფდნენ მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული
მთლიანობას შენარჩუნებას.)
43. რატომ არ
გაწევრიანდა აშშ
ერთა ლიგაში?
(აშშ-ს კონგრესმა ვეტო
დაადო. ამის
მიზეზი აშშ–ს იზოლაციონისტური პოლიტიკა იყო. მიაჩნდათ,
რომ თუ
აშშ გაწევრიანდებოდა ერთა ლიგაში, მას
აუცილებლად მოუწევდა
ევროპის კონფლიქტებში
ჩართვა.)
44. რომელ ქვეყანას
გადაეცა პირველი
მსოფლიო ომის
შემდეგ ელზასი
და ლოტარინგია?
(გერმანიას ჩამოერთვა და გადაეცა საფრანგეთს)
45. როდის შეიქმნა ოზაკომი და რას წარმოადგენდა?
ოზაკომი სამხრეთ კავკასიის ახალ სამხარეო ხელისუფლებას წარმოადგენდა, რომელიც
რუსეთის დროებითმა მთავრობამ შექმნა იმპერატორის გადადგომის შემდეგ. მეფისნავლობა გაუქმდა.
46. როგორ შეხვდნენ სამხრეთ კავკასიის ხალხები რუსეთში ბოლშევიკურ გადატრიალებას?
(გაემიჯნენ ბოლშევიკებს და შექმნეს ახალი ხელისუფლების ორგანო - ამიერკავკასიის კომისარიატი. (ოზაკომის ნაცვლად). მოგვიანებით
შეიქმნა ხელისუფლების კიდევ ერთი ორგანო - ამიერკავკასიის
სეიმი, რომელიც პარლამენტის ფუნქციას ასრულებდა. კომისარიატმა აღმასრულებელი
ხელისუფლება შეითავსა.
47. რა იყო ეროვნული საბჭო და როდის შეიქმნა?
1919 წლის ნოემბერში. შექმნა თბილისში შეკრებილმა საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ. ეროვნულ საბჭოს ქართველი ხალხის წინამძღოლის
ფუნქცია უნდა შეესრულებინა.ეროვნული საბჭოს თავჯდომარედ აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული
პარტიის ლიდერი ნოე ჟორდანია. )
48. როგორ შეეხო
საქართველოს 1918 წლის
3 მარტს რუსეთის
მიერ გერმანიასთან
და მის
მოკავშირეებთან ბრესტ-ლიტოვსკში დადებული
ზავი?
(რუსეთმა გერმანიის
მოკავშირე ოსმალეთს
გადასცა ქართული და
სომხური ტერიტორიები: ბათუმის ოლქი, არტაანის ოლქი და ყარსის ოლქი, ამიერკავკასიის სეიმმა არ დათმო ეს ტერიტორიები, რასაც
ოსმალეთის ჯარის შემოჭრა მოჰყვა. ოსმალეთის საფრთხემ დააჩქარა ამირკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა
1918 წლის 22 აპრილს. თუმცა ეს სახელმწიფო მალევე დაიშალა, რადგან საქართველომ
26 მაისს ფედერაციიდან გამოვიდა და ცალკე დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნა.)
49. ვინ იყო ოტო ფონ ლოსოვი? რამ დააჩქარა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების გადაწყვეტილების მიღება?
ოტო ფონ
ლოსოვი იყო გერმანიის საშუამავლო მისიის
ხელმძღვანელი ბათუმის კონფერენციაზე. კონფერენციაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკება ოსმალეთსა
და ამიერკავკ. დემ. ფედერ. რესპუბლიკას შორის. მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ლოსოვმა
კი ურჩია ქართველებს გამოეცხადებინათ დამოუკიდებელი სახელმწიფო და მის მფარველობას
გერმანია იკისრებდა.)
50. რომელი სახელმწიფო
შეიქმნა 1918 წლის
26 მაისს?
(საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
დამოუკიდებლობის დეკლარაცია წაიკითხა ნოე ჟორდანიამ
და დაამტკიცა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ. მანვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობა. ეროვნულმა
საბჭომ კი პარლამენტის ფუნქცია იტვირთვა.)
51. ვინ გახდა საქართველოს პირველი მთავრობის პირველი
თავჯდომარე? ვინ შეცვალა იგი ორი კვირის შემდეგ? ნოე რამიშვილი. იგი ორი კვირის შემდეგ შეცვალა ნოე ჟორდანიამ.
რამიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა.
52. რომელ წლებში
იარსება საქართველოს
დემოკრატიულმა რესპუბლიკამ?(1918–21)
53. როდის დაარსდა თბილისი უნივერსიტეტი? ვინ გახდა
მისი პირველი რექტორი? რომელი ფაკულტეტი შეიქმნა პირველად? 1918 წლის 8 თებერვალს. დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს.
მის დაარსებაში უდიდესი როლი ითამაშა ივანე ჯავახიშვილმა. მისივე რჩევით უნივერსიტეტის
პირველ რექტორად პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს.)
54. როდის ჩატარდა
საქართველოში პირველი
მრავალპარტიული არჩევნები?
რა ერქვა
იმ ორგანოს
რომლის არჩევნებიც
ჩატარდა საქართველოს
დემოკრატიულ რესპუბლიკაში
და რომელმა
პოლიტიკურმა ძალამ
გაიმარჯვა დიდი
უპირატესობით?
(1919 წლის თებერვალში
ქართველმა ხალხმა
აირჩია უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანო
– საქართველოს დამფუძნებელი კრება. გაიმარჯვეს სოციალ–დემოკრატებმა. მათ
130 ადგილიდან 109 ადგილი
მიიღეს; 8–8 ადგილი
მიიღეს ეროვნულ
დემოკრატებმა და
სოციალისტ–ფედერალისტებმა, 5 ადგილი
კი – ესერებმა.)
55. 1919 წლის მარტში დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა
ახალი მთავრობა. რა მთავარი განსხავავება იყო ამ მთავრობასა და მანამდე არსებულს შორის?
ამჯერად ერთპარტიული - სოციალ-დემოკრატიულ მთავრობა
შეიქმნა, რადგან არჩევნებში მათ გაიმარჯვეს. წინა მთავრობა კოალიციური იყო.)
56.
რა ტერიტორიულ ერთეულებად იყოფოდა საქართველო? რომელი ტერიტორიული ერთეულები სარგებლობდნენ
ავტონომიური თვითმმართველობით?
(თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები 7-7 მაზრით.
სოხუმის ოლქი, ბათუმის ოლქი და ზაქათალას ოლქი. )
57. რომელმა სახელმწიფომ სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით? (საბჭოთა რუსეთმა. ამის სანაცვლოდ რუსეთი საქართველოში ბოლშევიკური საქმიანობის ლეგალიზაციას და ბოლშევიკების საპატიმროებიდან გათავისუფლებას მოითხოვდა)
58. როდის და
რომელმა ორგანომ
მიიღო საქართველოს
პირველი კონსტიტუცია?
რატომ იარსება
ამ კონსტიტუციამ
მხოლოდ ოთხი
დღე?
(საქართველოს
დამფუძნებელმა
კრებამ,
1921 წლის
21 თებერვალს.
ამ
დრიოსთვის
უკვე
თბილისის
მისადგომებთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა საბჭოთა რუსეთის
წითელი
არმიის
წინააღმდეგ.
მათ
25 თებერვალს
თბილისი
აიღეს
და
საქართველოში
საბჭოთა
ხელისუფლება
გამოაცხადეს.
დამპყრობლებმა
წინა
ხელისუფლების
მიერ
მიღებული
ყველა
კანონი
გააუქმეს,
მათ
შორის
კონსტიტუციაც)
59. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტში რომელ
სახელმწიფოზე იყო ორიენტირებული საქართველოს მთავრობა?(1ქ) (იხ. გვ.
130) (გერმანიაზე)
60.
რომელმა სახელმწიფოებმა ცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა თავდაპირველად?
გერმანიამ და ოსმალეთმა. სანაცვლოდ ოსმალეთმა მიითვისა ბათუმისა და არდაგანის
ოლქები. ასევე სამცხე- ჯავახეთის დიდი
ნაწილი - ბორჯომამდე. ახალციხე და ახალქალაქიც ოსმალეთში შედიოდა.
61.
რატომ გახდა აუცილებელი გერმანიის ნაცვლად ახალი მოკავშირის მოძებნა საერთაშორისო ასპარეზზე? გერმანია
დამარცხდა პირველ მსოფლ. ომში.
62.
რა დრომდე ბატონობდა აჭარასა და არდაგანის ოლქში თურქეთი?(1ქ) (გვ. 144)
1918 წლის დეკემბერში მუდროსის ზავის თანახმად, თურქეთის არმიამ
დატოვა ეს ტერიტორიები. ამან საშუალება მისცა საქართველოს ხელისუფლებას ამ
ტერიტორიებზე დაემყარებინა კონტროლი.
63. როდის შემოვიდა ინგლისი ბათუმში და სადამდე გაგრძელდა მათი საოკუპაციო რეჟიმი ამ ქალაქში? (1918 წლის ბოლოს, როცა თურქეთის ჯარმა დატოვა ბათუმი, აქ ინგლსელთა სამხედრო ფლოტი და ჯარი შემოვიდა. ინგლისელებმა ბათუმი 1920 წლის ივლისში დატოვეს და ბათუმი საქართველოს გადასცეს.)
64.როდის გაიხსნა პარიზის საზავო კონფერენცია და რა იყო ამ კონფერენციის მთავარი მიზანი? რომელი სახელმწიფოები ასრულებდნენ მთავარ როლს მის მუშაობაში?(5ქ) (1919 წლის 18 იანვარს დანარჩენი იხ. გვ. 133)
65. როდის
მიავლინა
საქართველოს
მთავრობამ
პარიზის
საზავო
კონფერენციაზე
დელეგაცია
და
ვინ
ხელმძღვანელობდა
მას?
რა
იყო
დელეგაციის
გაგზავნის
მიზეზი?(3ქ) (გვ. 145)
1919 წლის
მარტში. მიზანი იყო საქართელოს დამოუკიდებლობის აღიარება გამარჯვებული
სახელმწიფოების მიერ.
66.
რა ხელისშემშლელი ფაქტორების გამო იკავებდნენ თავს პარიზის საზავო კონფერენციის წევრები საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობაზე?(2ქ) (გვ. 146)
67.
რის ექსპორტს ახორციელებდა საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებლობის წლებში?(2ქ)(გვ. 141)
68.
რა იყო
ბონი? (1ქ)
(გვ. 141)
69.
რატომ გახდა იძულებული საქართველოს მთავრობა 8 ივნისის ხელშეკრულების შემდეგ სამხედრო ოპერაცია განეხორციელებინა
აფხაზეთში? ვინ სარდლობდა და
რა შედეგით დასრულდა?(3ქ) (გვ. 142)
70.
როგორ გადაჭრა საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის საკითხი მომდევნო 1919 წლის გაზაფხულზე?(3ქ) (გვ. 143)
71. რა მოთხოვნები ჰქონდათ შიდა ქართლში მცხოვრებ ოს სეპარატისტებს და როდის მიაღწია მათმა ანტიქართულმა ქმედებებმა კულმინაციას? რითი უპასუხა ოსთა ანტიქართულ გამოსვლებს საქართველოს მთავრობამ?(3ქ) (გვ. 143)
72. ვინ ედგა 1919 წელს ანტიქართულ სეპარატისტულ მოძრაობას სამცხე-ჯავახეთში (ახალციხისა და
ახალქალაქის მაზრებში)? ვინ აქეზებდა მას? რომელი ქართველი სარდალი გაიგზავნა მის
წინააღმდეგ?(3ქ)
(გვ. 144)
73. როდის და
რა მიზეზით მიმდინარეობდა სომხეთ-საქართველოს ომი?
როგორი შედეგით დასრულდა ეს
ომი? რომელმა სახელმწიფომ შეასრულა შუამავლის მისია?(5ქ) (გვ. 144)
74. რა იყო
მანდატები? რომელ სახელმწიფოს ერგო საქართველოზე მანდატი?(2ქ)
(მანდატები იყო ანტანტის სახელმწიფოების მიერ გერმანიის, თურქეთისა და რუსეთის კოლონიებზე პროტექტორატის დამყარების უფლება. დანარჩენი იხ. გვ. 145)
75. როდის განიხილეს საქართველოს ერთა ლიგაში გაწევრიანების საკითხი? როგორ დასრულდა კინჭისყრა? რომელი სახელმწიფოს პოზიციამ იქონია გავლენა კენჭისყრის შედეგებზე?(4ქ) (გვ. 148)
76. რატომ შეიკავა თავი დიდმა სახელმწიფოთა უმრავლესობამ საქართველოს ერთა ლიგაში მიღებაზე?(2ქ) (გვ. 148)
77. როდის აღიარეს
ანტანტის ქვეყნებმა (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია) საქართველოს დამოუკიდებლობა დე ფაქტოდ და დე იურედ? რა განსხვავება დე ფაქტოდ და დე იურედ აღიარებას შორის? (გვ.
148. იხ. ცხრილი.)
78. რატომ არ ეცალა რუსეთს 1918-19 წლებში საქართველოს დასაპყრობად?(1ქ)
(1918
-1920 წლებში რუსეთში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი ბოლშევიკურ ხელისუფლებასა და
მის მოწინააღმდეგეებს შორის.)
79.
როდის დამყარდა
საბჭოთა ხელისუფლება
აზერბაიჯანში და
რომელი ქვეყნის
ძალისხმევით? რა
განაპირობებდა რუსეთის
განსაკუთრებულ ინტერესს
Aაზერბაიჯანის მიმართ?(2ქ)
80.
როდის დამყარდა
საბჭოთა ხელისუფლება
სომხეთში და
რომელი ქვეყნის
ძალისხმევით?(2ქ)
81.
როგორი სცენარი
შეიქმნა რუსეთში
საქართველოში შემოსაჭრელად
და აქ
მარიონეტული ბოლშევიკური, საბჭოთა
ხელისუფლების დასამყარებლად?(1ქ)
82.
რომელმა მეზობელმა
სახელმწიფომ ისარგებლა
საქართველოში შექმნილი
საომარი მდგომარეობით
და რა
ტერიტორიები მიიტაცა?(2ქ)
83.
როდის დატოვა
საქართველოს ჯარმა
და ხელისუფლებამ
დედაქალაქი და
ვისი ბრძანებით?
რა იყო
ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი?(3ქ)
84.
რომელი დღე ითვლება საქართველოს გასაბჭოების
დღედ და რატომ?
85.
რომელ ქალაქში
გადავიდა საქართველოს
ხელისუფლება 25 თებერვლიდან?(1ქ)
86.
რომელი სახელმწიფო
შეეცადა ბათუმისა
და მთელი
აჭარის დაკავებას
1921 წლის თებერვლის
ბოლოს? რა
შედეგით დასრულდა
ეს მცდელობა?(2ქ)
87.
საიდან და
როდის დატოვა
საქართველო დემოკრატიულმა მთავრობამ? რომელ ევროპულ
ქვეყანას შეაფარა თავი?(3ქ)
თემა: საქართველო და რუსეთის იმპერია
XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში
1800 წ. 28 დეკ. გარდაიცვალა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი
XII.
1801 წ. 18 იანვარი. რუსეთის იმპერატორმა პავლემ გამოსცა
მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების და რუსეთთან მიერთების შესახებ. მარტში
პავლე შეთქმულებმა მოკლეს. ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მანიფესტი დროებით შეაჩერა.
1801 წ. იანვარი დავითი (გიორგი
XII-ეს ძე) დაინიშნა ქართლ-კახეთის გამგებლად. იგი გამგებლად იმავე წლის მაისამდე დატოვეს.
მაისში რუსეთმა შექმნა ე.წ. დროებითი მთავრობა, რომლის მეთაურადაც გენერალი ლაზარევი
დანიშნეს.
1802 წ. 12აპრილი თბილისში,
სიონის ტაძრის ეზოში გამოცხადდა მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ.
აქ შეკრებილი თავად-აზნაურობა აიძულეს დაეფიცათ რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე.
ამის გაკეთება არ იკადრა კახეთის თავადაზნაურთა ნაწილმა. მათ ხმლით გაარღვიეს რუსის
ჯარის ალყა და თბილისი დატოვეს. მათი ანტირუსული განწყობა პოლიტიკურ გამოსვლაში გადაიზარდა.
ივლისში ისინი შეიკრიბნენ კახეთის სოფელ ქელმენჩურში (ქიზიყშია) და იულონ ერეკლეს ძის ერთგულებაზე
დადეს ფიცი. მათ თხოვნა გაუგზავნეს იმპერატორს და მეფედ იულონის დამტკიცება მოითხოვეს. რუსეთის
ხელისუფლებამ ამ წინააღმდეგობის ჩახშობა ადვილად შეძლო.
1803 წ. რუსეთის ხელისუფლებამ აიძულა ერეკლეს ქვრივი დარეჯან დედოფალი რუსეთში გადასახლებულიყო. (ბაგრატიონთა
რუსეთში გადასახლება იმპერატორმა ჯერ კიდევ 1801 წელს დაიწყო, ამ წელს გადაასახლეს
გიორგი XII –ეს შვილები: დავითი,იოანე, ბაგრატი, მიხეილი.) ამ წელსვე(1803) გადაასახლეს გიორგიXII-ეს
ქვრივი მარიამი. ამას წინ უძღოდა ასეთი
ფაქტი: მარიამმა, რამდენჯერმე უარი განაცხადა წასვლაზე. გენერალი ლაზარევი დედოფლის
საწოლ ოთახში შეიჭრა და მისი ძალით გამოყვანა მოინდომა. შეურაცხოფილმა დედოფალმა ხანჯლით მოკლა მოძალადე.
მომდევნო წელს(1804) რუსეთში გადაასახლეს ერეკლეს შვილები __ იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები.
რუსეთის ხელისუფლებას კარგად ესმოდა, რომ საქართველოში წამოწყებული ეროვნული მოძრაობის
სულისჩამდგმელები სამეფო სახლის წარმომადგენლები იქნებოდნენ, რომ მათ გარშემო მოხდებოდა
დარაზმვა ქართველი მამულიშვილებისა, ამიტომ ბაგრატიონთა საქართველოში დატოვება მათთვის
მიუღებელიც იყო და სახიფათოც.
1803 წ. რუსეთის
ხელისუფლებამ ერევნის სახანოდან შემოიყვანა და თბილისსა და ქვემო ქართლში დაასახლა
11 ათასი სომეხი. აქედან დაწყებული ასეთ ფაქტებს ხშირად ჰქონდა ადგილი. საქართველოს
ტერიტორიაზე ასახლებდნენ დიდი რაოდენობით სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს: სომხებს,
ბერძნებს, გერმანელებს, რუსებს. ამით რუსეთის ხელისუფლებას დემოგრაფიული სურათის შეცვლა
სურდა, რითაც იგი სერიოზულ საყრდენს შეიქმნიდა საქართველოში.
1803 წ. რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდა სამეგრელოს სამთავრო.
ამით რუსეთმა არ მისცა იმერეთის მეფეს სოლომონ II-ეს იმის საშუალება, რომ
გაეერთიანებინა დასავლეთ საქართველო.
1804 წ. სოლომონ II-ესა და რუსეთის ხელისუფლებას(ციციანოვი) შორის დაიდო ელაზნაურის ტრაქტატი, რომლის მიხედვითაც იმერეთის სამეფო შედიოდა რუსეთის ქვეშევრდომობაში. რუსეთმა გურიის სამთავრო იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში ცნო, აქედან გამომდინარე, გურიაც რუსეთის ქვეშევრდომობაში ექცეოდა.
1804 წ. ქართლის მთიანეთის აჯანყება. აჯანყება გამოიწვია სამხედრო გზის გაწმენდა-მშენებლობაზე მთიელთა იძულებით სამუშაოდ გამოყვანამ. ამას ემატებოდა ცინიკური და სასტიკი დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ. შეურაცყოფა, ცემა, გაუპატიურება. სამუშაოდ გასული მთიულებიდან რუსმა მოხელეებმა და ჯარისკაცებმა ცემით მოკლეს 23 კაცი. აჯანყებულებთან შესაერთებლად გაემართნენ იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები. აჯანყებას ფარნაოზ ბატონიშვილი შეუერთდა. აჯანყებულებმა ისარგებლეს იმით, რომ მთავარმმართველი ციციანოვი ირანის წინააღმდეგ იბრძოდა ერევნის მახლობლად და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს. მათ აიღეს დუშეთი და სტეფანწმინდა და რუსეთს სამხედრო გზა გადაუკეტეს. ციციანოვმა ერევანს ალყა მოხსნა და საქართველოში დაბრუნდა. იგი დიდი ძალებით შეიჭრა არაგვის ხეობაში. აჯანყებულებს რუსეთის ჯარმა ჩრდილოეთიდანაც შეუტია. აჯანყება სასტიკად იქნა ჩახშობილი. ფარნაოზ ბატონიშვილი შეიპყრეს და იულონთან ერთად რუსეთში გადაასახლეს.
1804-1813 წწ. რუსეთ-ირანის ომი. იგი
დამთავრდა რუსეთის გამარჯვებითა და გიულისტანის ზავით.
ზავის პირობით ირანს კასპიის ზღვაში ფლოტის ყოლა ეკრძალებოდა, გარდა
ამისა რუსეთის ხელში გადადიოდა აზერბაიჯანული სახანოები. რუსეთის
ქვეშევრდომობაში შედიოდა ჭარ-ბელაქანი(საინგილო). ამ ომში
დაიღუპა (1806წ) პ. ციციანოვი)
1806-1812 წ.რუსეთ-თურქეთის ომი. იგი დასრულდა ბუქარესტის ზავით. თურქეთმა
აღიარა დას. საქართველოს რუსეთის
შემადგენლობაში გადასვლა(მათ შორის აფხაზეთიც).
ფოთი ისევ თურქებს რჩებოდათ.
1810 წ. რუსებმა სოხუმი
აიღეს და თურქები განდევნეს.
ამგვარად 1810 წელს აფხაზეთი რუსეთის
ქვეშევრდომობაში მოექცა.
1810 წ. რუსებმა გააუქმეს სამეფო იმერეთში და
აქ რუსული მმართველობა დაამყარეს. იმერეთის უკანასკნელი მეფე იყო სოლომონ II . იგი რუსებმა მოსალაპარაკებლად
დაიბარეს და მოტყუებით შეიპყრეს.
მან ციხიდან გამოქცევა შეძლო და იმერეთში დაბრუნებულმა
აჯანყება დაიწყო, მაგრამ დამარცხდა და ოსმალეთში გადაიხვეწა,
სადაც გარდაიცვალა 1815 წელს, ტრაპიზონში. იგი
1990 წელს ჩამოასვენეს საქართველოში და გელათში დაკრძალეს.
1811 წ. რუსეთმა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. 1811 წელს გააუქმეს
მცხეთის საკათალიკოსო ტახტი. კათალიკოსი ანტონ II (თეიმურაზ
ერეკლეს ძე) რუსეთში გადაასახლეს.
ქართული ეკლესია რუს სასულიერო მოხელეს
– ეგზარხოსს დაუქვემდებარეს. პირველ ეგზარხოსად მართალია ქართველი დასვეს, ვარლამი(ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი), მაგრამ იგი მალევე გაიწვიეს
საქართველოდან და აქედან მოყოლებული
ამ პოსტზე ყოველთვის რუსი რეაქციონერები ინიშნებოდნენ.
1814 წელს გააუქმეს აფხაზეთის(დას. საქართველოს) საკათალიკოსო
ტახტიც.
1812 წ. კახეთის აჯანყება. აჯანყება იანვარში
დაიწყო და თითქმის მთელი
წელი გრძელდებოდა. რა იყო აჯანყების
მიზეზები? გავიხსენოთ, რომ ამ დროისთვის
რუსეთი ჯერ კიდევ ომს
აწარმოებდა ირანთან და თურქეთთან. რუსეთის
ხელისუფლება კახეთის მოსახლეობისაგან დიდი რაოდენობით ითხოვდა
ურმებს გამწევი პირუტყვითა და მეურმეებით. ჯარისთვის
საჭირო სურსათს, განსაკუთრებით კი პურს. პურს მოსახლეობიგან ყიდულობდნენ
ბევრად უფრო იაფად ვიდრე
მისი ღირებულება იყო. ზოგჯერ ამასაც
არ უხდიდნენ და ძალით სტაცებდნენ.
პურის გაყიდვაზე უარის შემთხვევაში კახეთის სოფლებში ეგზეკუციებს(დამსჯელ ჯარს) აგზავნიდნენ, რასაც
ძალადობა და უსამართლობა სდევდა
თან. სოფლებიდან გაყვანილი მეურმეები თვეობით ვეღარ ბრუნდებოდნენ უკან. მათი ნაწილი
გზაში იხოცებოდა, ნაწილი დაავადებული ბრუნდებოდა. სოფლებში პურის მარაგი ამოიწურა. დაიწყო შიმშილი. ამას ზედ დაერთო
შავი ჭირი, რომელიც მთელ
საქართველოში გავრცელდა და უამრავი ადამიანის
სიცოცხლე იმსხვერპლა. კახელებს აჯანყების გარდა სხვა გზა აღარ
დარჩენოდათ. აჯანყება ახმეტაში დაიწყო და მთელ კახეთს
მოედო. მალე მას აღმოსავლეთ
საქართველოს მთიანეთის მოსახლეობაც შეუერთდა. აჯანყებამ ახალი ძალით იფეთქა სექტემბერში. ეს ალბათ იმით
აიხსნება, რომ ზაფხულში რუსეთში
ნაპოლეონის არმია შეიჭრა, რომელმაც სექტემბრის დასაწყისში მოსკოვი აიღო. ამან აჯანყებულებს
იმედი ჩაუსახა. ირანიდან ბრუნდება ალექსანდრე ერეკლეს ძე და
აჯანყებას უდგება სათავეში. მან 6 ათას მებრძოლს
მოუყარა თავი და ჯერ
ოქტომბერში სოფელ შილდასთან, შემდეგ ნოემბერში მანავთან გადამწყვეტი ბრძოლა გაუმართა რუს დამპყრობლებს. სამწუხაროდ
არათანაბარი ძალების გამო იგი ორივე
ბრძოლაში დამარცხდა და ხევსურეთს შეაფარა
თავი. რუსებმა მთელი შატილი გადაბუგეს, მაგრამ ხევსურები არ გატყდნენ და
ბოლომდე უერთგულეს ალექსანდრეს, რომელმაც დაღესტანში გახიზვნა მოახერხა, იქიდან კი კვლავ ირანში
გადავიდა. აჯანყების მთავარი მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა იყო.
1812 წ. ივნისი. რუსეთში შეიჭრა ნაპოლეონი. მან
რამდენიმე კვირაში რუსეთის დიდი ნაწილი დაიკავა
და მოსკოვს მიუახლოვდა. აქ, სოფელ ბოროდინოსთან
26 აგვისტოს გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა, სადაც გმირულად დაიღუპა ქართველი გენერალი პეტრე ბაგრატიონი. 2სექტემბერს ნაპოლეონმა მოსკოვი აიღო.
1819-20 წწ. აჯანყება დასავლეთ საქართველოში.
აჯანყება გამოიწვია იმ საეკლესიო რეფორმებმა, რომელსაც
საქართველოში გამოგზავნილი ეგზარქოსი თეოფილაქტე რუსანოვი ატარებდა, და რომელიც ძირითადად
ქართული ეკლესიის ძარცვა-დამცირებას ისახავდა მიზნად. აჯანყება დაიწყო
იმერეთსა და რაჭაში, რომელიც
შემდგომ გურიასა და სამეგრელოშიც გავრცელდა.
თუ თავიდან იმერეთის აჯანყება საეკლესიო რეფორმით იქნა გამოწვეული, შემდგომში
მან ეროვნულ-განმათავისუფლებელი ხასიათი მიიღო. აჯანყებულებმა მიზნად დაისახეს იმერეთის სამეფოს აღდგენა და რუსული ბატონობისაგან თავის დაღწევა. მათ
მეფედ გამოაცხადეს სოლომონ I-ის შვილიშვილი(ასულის,
დარეჯანის შვილი) ივანე აბაშიძე. აჯანყების
იდეურ მომზადებაში დიდი როლი შეასრულეს
მიტროპოლიტებმა დოსითეოზ ქუთათელმა და ექვთიმე გენათელმა.
რუსეთის ხელისუფლებამ სწორედ მათი დასჯით დაიწყო
აჯანყების ჩახშობა. მათ შეიპყრეს მოხუცი
სასულიერო პირები, სასტიკად ცემეს, შემდეგ თავზე ტომრები ჩამოაცვეს და ფეხით გაუყენეს
თბილისისკენ მიმავალ გზას. დოსითეოზმა ვერ
გაუძლო წამებას და სურამთან გარდაიცვალა(მოიგუდა). ექვთიმე გენათელი კი რუსეთში გადაასახლეს.
რუსეთში გადაასახლეს დარეჯანიც(სოლომონ I-ის ასული და
ივანე აბაშიძის დედა). ივანე აბაშიძის
შეპყრობა ვერ
შეძლეს. მან თურქეთში გაქცევა
შეძლო. რუსთა დამსჯელმა ნაწილებმა მიწასთან გაასწორეს დასავლეთ საქართველოს სოფლები. მრავალი უდანაშაულო ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს.
1801-1825 წწ. რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის ზეობის წლები
1825-1855 წწ.რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ I-ის ზეობის წლები
1825 წ. დეკემბერი. დეკაბრისტების აჯანყება რუსეთში.
აჯანყება მოაწყვეს პროგრესულად მოაზროვნე რუსმა ოფიცრებმა, რომელთაც სურდათ რუსეთში თვითმპყრობელობის (აბსოლუტიზმის) დამხობა და მმართველობის შეცვლა
კონსტიტუციური მონარქიით. იყნენ ისეთებიც, რომლებიც რესპუბლიკურ მმართველობას უჭერდნენ მხარს. ტახტზე ახლად ასულმა იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა მთელი სისასტიკით
ჩაახშო აჯანყება. დახოცეს სამი ათასამდე კაცი.
აჯანყების ხუთი მონაწილე ჩამოახრჩეს,
დანარჩენს კი სხვადასხვა სასჯელი
მიუზღვეს. აჯანყება დეკემბერში მოხდა, ამიტომ მის მონაწილეებს დეკაბრისტები
ეწოდათ.
1830 წ. ჭარ-ბელაქანში (საინგილო) რუსული მმართველობა დამყარდა. (იგი 1813 წლიდან რუსეთის
ქვეშევრდომობაში შედიოდა) აქ რუსული მმართველობის
დამყარებას ხელი შეუწყო რუსეთთან
ირანის დამარცხებამ.
1826-1828 წწ. რუსეთ-თურქეთის ომი. ამ ომით რუსეთი მიზნად ისახავდა ბალკანეთიდან თურქეთის
განდევნას, ამიტომაც ბრძოლების ძირითადი ნაწილი იქ მიმდინარეობდა. კავკასიის ფრონტზე
ბრძოლებს კი უნდა შეემსუბუქებინა რუსეთის ჯარების მდგომარეობა ბალკანეთში. ამ პერიოდისთვის
ბულგარეთი, რუმინეთი, სერბეთი, და მთელი ბალკანეთის ნახევარკუნძული თურქეთს ქონდა დაპყრობილი.
ამ ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლით რუსეთი კარგად სარგებლობდა. იგი სლავებისა
და მართლმადიდებელი ქრისტიანების დაცვის საბაბით რეგიონში თავისი გავლენის გაზრდას
ცდილობდა., ქართველები მიზნად ისახავდნენ თურქეთის მიერ დაპყრობილი ქართული მიწების
გამოხსნას, ამიტომ კავკასიის ფრონტზე მრავალი ქართველი მოხალისე და სამხედრო იბრძოდა. ომი დასრულდა რუსეთის გამარჯვებითა და ადრიანოპოლის ზავით. ზავის პირობით რუსეთმა მიიღო შავი ზღვის სანაპირო ჩოლოქიდან
ყუბანამდე, ასევე თავისუფალი ნაოსნობისა და ბოსფორის სრუტის გამოყენების უფლება. გარდა
ამისა რუსეთის ხელში გადადიოდა ფოთი, ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, ხერთვისი, აწყური,
აბასთუმანი და სამცხე-ჯავახეთის სხვა ტერიტორიები.
1829 წწ. რუსეთის მთავარმმართველმა პასკევიჩმა თურქეთისათვის
წართმეულ მესხეთში 30 ათასი სომეხი დაასახლა. ადგილობრივ მაჰმადიან ქართველებს(მესხებს)
კი აიძულებდა თურქეთში გადასახლებულიყვნენ. ამ პოლიტიკის შედეგად მესხეთიდან გაასახლეს
70 ათასზე მეტი მაჰმადიანი ქართველი (ამას მუჰაჯირობა ეწოდება). რუსეთის ხელისუფლების მიზანი იგივე
იყო – შეეცვალა დემოგრაფიული სურათი საქართველოში.
1829 წწ. გურიის სამთავროს გაუქმება. ამას გურიაში არ
მოჰყოლია რუსული მმართველობის დამყარება. გურიის მმართველობა ხირციელდებოდა გურიის
თავადთა საბჭოს მიერ, რომლის სათავეშიც რუსი ოფიცერი იდგა. გურიაში რუსული მმართველობა
1841 წელს შემოიღეს.
1832 წ. გამოაშკარავდა ქართველ
თავად-აზნაურთა შეთქმულება რუსეთის წინააღმდეგ.
(1832 წლის შეთქმულება), შეთქმულების იდეა თავდაპირველად
რუსეთში, პეტერბურგსა და მოსკოვში გადასახლებულ ქართველ ბატონიშვილთა მიერ შექმნილ
საიდუმლო წრეებში ჩაისახა. ეს ხდება 1825-1829 წლებში. 1827-1829 წლებში შეთქმულების
ცენტრმა რუსეთიდან თბილისში გადმოინაცვლა. შეთქმულებაში ხელმძღვანელ როლს ასრულებდნენ
ალექსანდრე ორბელიანი,
ელიზბარ ერისთავი და სოლომონ დოდაშვილი. მათ გარდა შეთქმულებაში მონაწილეობას
იღებდნენ: ალექსანდრე ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, გრიგოლ ორბელიანი,
ფილადელფოს კიკნაძე და სხვები.
შეთქმულები იყენებდნენ საიდუმლო ანბანს. ფილადელფოს კიკნაძემ შეიმუშავა
ფარული ორგანიზაციის წესდება, “აქტი გონიური”. ეს დოკუმენტი განსაზღვრავდა
შეთქმულების წევრად მიღების პირობებს, წევრთა უფლებებსა და მოვალეობებს.
შეთქმულები მსჯელობდნენ სახელმწიფოს მმართველობის ფორმებზეც. უმრავლესობა მხარს უჭერდა
ქართულ სახელმწიფოში კონსტიტუციური მონარქიის შექმნას, სოლომონ დოდაშვილი
კი რესპუბლიკურ მმართველობას ანიჭებდა უპირატესობას.
მონარქიის შემთხვევაში ტახტს ირანში გადახვეწილ ალექსანდრე ბატონიშვილს (ერეკლეს ძეს) შესთავაზებდნენ.
აჯანყების დაწყების დროს შეთქმულები საგულდაგულოდ არჩევდნენ. ასეთ ხელსაყრელ დროდ თავდაპირველად
მათ მიიჩნიეს 1830-31 წლებში რუსეთის წინააღმდეგ პოლონელთა აჯანყება. მაგრამ პოლონეთის
მარცხმა შეთქმულებს აჯანყების თარიღი გადააწევინა.
1832 წლის ნოემბერში შეთქმულებმა შეიმუშავეს გეგმა, რომელსაც პირველი ღამის განკარგულება
უწოდეს.
აჯანყებამდე რამდენიმე დღით ადრე ერთერთმა
მონაწილემ (იესე ფალავანდიშვილმა) შეთქმულება გასცა. მონაწილენი
დააპატიმრეს, მათ შორის იყვნენ სოლომონ დოდაშვილი, ელიზბარ ერისთავი, ალექსანდრე ორბელიანი,
დიმიტრი ყიფიანი, გრიგოლ ორბელიანი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, და სხვები.
შეთქმულების ჩავარდნამ კიდევ ერთხელ ცხადყო,
რომ რუსეთის უზარმაზარი იმპერიის წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლას პერსპექტივა არ ქონდა.
ამან ქართველთა ერთ ნაწილში გულის აცრუება გამოიწვია, ისინი რუსეთის ბატონობასთან შერიგების
გზას დაადგნენ. რუსი მოხელეები ამით კარგად სარგებლობდნენ და გეგმაზომიერად ეწეოდნენ
რუსიფიკაციის პოლიტიკას, რომლის საბოლოო შედეგიც ქართველი ხალხის გარუსება იყო.
1828-1832 წლებში გამოდიოდა გაზეთი “ტფილისის უწყებანი”, რომელიც რუსული “ტიფლისსკიე ვედემოსტის” თარგმანს წარმოადგენდა.
“ტფილისის უწყებანის” რედაქტორი სოლომონ დოდაშვილი იყო. მან 1832 წელს გაზეთის დამატების
სახით გამოსცა ჟურნალი “სალიტერატურო ნაწილნი
ტფილისის უწყებათანი”. ეს გამოცემები შეწყდა შეთქმულების გამომჟღავნებისთანავე.
1841 წ. იმპერატორის ბრძანებით მთელი კავკასია დაიყო
ორ ადმინისტრაციულ ერთეულად: საქართველო-იმერეთის გუბერნიად და კასპიის ოლქად. საქართველო-იმერეთის გუბერნიაში შევიდა მთელი საქართველო
სამეგრელოს, აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროების გამოკლებით, ასევე სომხეთის ტერიტორია.
სულ საქართველო-იმერეთის გუბერნია 11 მაზრისაგან შედგებოდა. უშუალოდ საქართველოს ტერიტორია
კი შვიდ მაზრად გაიყო. საქართველო-იმერეთის გუბერნიის ცენტრს, ისევე როგორც მთელი კავკასიისას,
თბილისი წარმოადგენდა.
1846 წელს საქართველო - იმერეთის გუბერნია ორ ნაწილად გაყვეს და წარმოიქმნა ორი გუბერნია
- თბილისისა და ქუთაისის.
1844 წ. მეფისნაცვლობის შემოღება.
ამიერიდან კავკასიას სათავეში მეფისნაცვალი ჩაუდგებოდა, მთავარმართებლის ნაცვლად. მას
მეტი უფლებამოსილება ექნებოდა და მხოლოდ იმპერატორს დაექვემდებარებოდა. მას ადგილზე
შეეძლო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. მეფისნაცვლობის
შემოღებით იმპერატორი მმართველობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.
პირველ მეფისნაცვლად დაინიშნა მიხეილ ვორონცოვი (1844-1854). იგი კოლონიურ პოლიტიკას
უფრო მოქნილად ატარებდა და დათმობებზე წავიდა ქართველი თავადაზნაურების მიმართ. მაგ.
30 ათას კაცს საბუთების წარდგენის გარეშე დაუმტკიცა თავადაზნაურის წოდება. მან ნება
დართო ქართველებს აღედგინათ ქართული თეატრი, დაეარსებინათ ქართული სალიტერატურო ჟურნალი
„ცისკარი“, საჯარო ბიბლიოთეკა. ვორონცოვის ღვაწლით დაარსდა ოპერა, სასწავლებლები. მეფისნაცვლის
ასეთი პოლიტიკით ქართული არისტოკრატია კმაყოფილი იყო, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც
მის მმართველობაში საფრთხეს ხედავდნენ.
საბოლოოდ, მიხეილ ვორონცოვის მოქნილი პოლიტიკის წყალობით ქართველი თავადაზნაურობა
რუსეთის ბატონობასთან შერიგების გზას დაადგა.
1850 წლის
1 (ახ. სტილით 14) იანვარს დაარსდა ქართული თეატრი. პირველი
წარმოდგენა გაიმართა თბილისის გიმნაზიის შენობაში. წარმოდგენილი იქნა გიორგი ერისთავის “გაყრა.” თეატრმა 1856 წლამდე იარსება.
1851 წელს თბილისში გაიხსნა იტალიური თეატრი
- ოპერა.
1853-1854 წწ. ყირიმის ომი. ეს ომი თავდაპირველად რუსეთსა და თურქეთს შორის მიმდინარეობდა, მოგვიანებით
კი რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაებნენ საფრანგეთი, ინგლისი და სარდინიის სამეფო. ომი რუსეთმა დაიწყო. მას სურდა ბოსფორ-დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდება და თურქეთისათვის ტერიტორიების წართმევა
ბალკანეთსა და კავკასიაში. ბრძოლები მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზეც. ამ ომში
თურქეთის მოკავშირე იყო იმამი შამილი, რომელიც ორჯერ შემოიჭრა საქართველოში:
პირველად საინგილოში, მეორედ წინანდალში, სადაც გაძარცვა ალ. ჭავჭავაძის სახლკარი და
მამულები, წაიყვანა ტყვეები. ყველაზე მძიმე ქართველებისთვის 1855 წელი იყო, როდესაც
თურქებმა, ომერ-ფაშას სარდლობით აფხაზეთში დესანტი გადმოსხეს
და სამეგრელოსკენ დაიძრნენ. ომერ-ფაშამ სამეგრელოც დაიკავა და ცხენისწყლამდე
მივიდა, მაგრამ
იძულებული გახდა უკან დაეხია მას შემდეგ, რაც თურქებმა ყარსი დაკარგეს. ომერ-ფაშას ლაშქრობამ მძიმე
მდგომარეობაში ჩააგდო აფხაზეთისა და სამეგრელოს მოსახლეობა. ომის ძირითადი ნაწილი შავ
ზღვაზე მიმდინარეობდა. რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ინგლისი და საფრანგეთი ჩაებნენ.
მათთვის მიუღებელი იყო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე რუსეთის გაბატონება. სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა ყირიმის ნახევარკუნძულზე. ამიტომაც ეწოდა ყირიმის ომი. ომი დასრულდა პარიზის ზავით. საფრანგეთმა და ინგლისმა რუსეთს დაუბრუნეს ყირიმი, სანაცვლოდ,
რუსეთმა თურქეთს დაუბრუნა ბრძოლაში წართმეული ქალაქი ყარსი. რუსეთს აეკრძალა შავ ზღვაზე
ფლოტის შეყვანა.
1856-1857 წწ. სამეგრელოს აჯანყება. მიზეზები: ბატონყმური ჩაგვრის გაძლიერება. ყირიმის ომით
გამოწვეული ნგრევა და ზარალი (ომერ-ფაშას ლაშქრობა). აჯანყება ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო და გამოიყენა
სამეგრელოს სამთავროს გაუქმების საბაბად.
1857 წ. სამეგრელოში რუსული მმართველობა დამყარდა. სამეგრელოს
მთავრის ქვრივი ეკატერინე ჭავჭავაძე რუსეთში გადაასახლეს. 1867 წელს მისმა ვაჟმა
ნიკო დადიანმა ოფიციალურად თქვა(ათქმევინეს) უარი ტახტზე.
1857-1859 წლებში რუსეთმა გააუქმა სვანეთის სამთავრო. ამ ამბავს შეეწირა სვანეთის მთავარი კონსტანტინე დადეშქელიანი. მისი გადასახლება ნაბრძანები ჰქონდა
რუს გუბერნატორს გაგარინს. სვანეთის მთავარი მას არ დაემორჩილა და მოკლა. ამის გამო
დადეშქელიანი სიკვდილით დასაჯეს.
1864 წ. აფხაზეთის სამთავროს გაუქმება. რუსეთის ხელისუფლებას დიდი ხნის სურვილი ჰქონდა სამთავროს
გაუქმებისა, მაგრამ თავს იკავებდა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში შექმნილი მდგომარეობის
გამო, სადაც აქ მცხოვრები მთიელები შეურიგებელ ბრძოლას აწარმოებდნენ რუსული მმართველობის
წინააღმდეგ. ხელისუფლებას ეშინოდა ამ აჯანყებას აფხაზეთიც არ შეერთებოდა. მას შემდეგ
რაც 1864 წელს რუსეთმა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში აჯანყება ჩაახშო,
აფხაზეთის სამთავროს გაუქმების დროც დადგა. უკანასკნელი მთავარი მიხეილ შერვაშიძე რუსეთში
გადაასახლეს.
1861 წ. ბატონყმობის გაუქმება რუსეთში. იმპერატორ
ალექსანდრე II –ის ბრძანებით.
1864 წ. ბატონყმობის გაუქმება დაიწყო საქართველოში.
ბატონყმობის გაუქმება “საგლეხო რეფორმის” სახელითაა
ცნობილი. რეფორმის მთავარი ნაკლი ის უყო, რომ გლეხს მიწა, რომელსაც ის ფლობდა, უსასყიდლოდ
კი არ ეძლეოდა, არამედ უნდა გამოესყიდა მემამულისგან. სანამ გლეხსა და მებატონეს შორის
მიწის გამოსყიდვის შესახებ გარიგება მოხდებოდა, გლეხი დროებით ვალდებულად ითვლებოდა და ევალებოდა ადრინდელი ფეოდალური ბეგარა-გადასახადების
შესრულება.
საგლეხო რეფორმის დადებითი მხარე ის
იყო, რომ გლეხი იღებდა პიროვნულ თავისუფლებას. მას ამიერიდან შეეძლო თვითონ აერჩია
საცხოვრებელი ადგილი, საქმიანობა და სხვა. (თუმცა იგი ეკონომიურად კვლავ მიჯაჭვული
იყო მებატონესთან). გარდა ამისა ეს რეფორმა ბიძგს აძლევდა რუსეთს, და მასთან ერთად
საქართველოსაც კაპიტალისტურ ურთიერთობებზე გადასვლისკენ.
1868 წ. საქართველოში გატარდა სასამართლო რეფორმა. ( რუსეთში 1864 წელს გატარდა). რუსეთის იმპერატორმა
მიზანშეწონილად არ ჩათვალა, საქართველოში (და სხვა არარუსულ ტერიტორიებზე) სასამართლო
რეფორმის იმავე სახით გატარება, რა სახითაც იგი რუსეთში გატარდა. ამის მიზეზად ხელისუფლება
ასახელებდა მოსახლეობის მოუმზადებლობას, სინამდვილეში, რუსეთის საიმპერატორო კარს არ
სურდა საქართველოში რუსული ადმინისტრაციის უფლებების შეზღუდვა. რეფორმის თანახმად,
საქართველოში, ისევე როგორც რუსეთში, გაუქმდა წოდებრივი სასამართლოები და შემოღებული იქნა მოსახლეობის
ყველა წოდებისათვის საერთო სასამართლო. დაწესდა ადვოკატთა მონაწილეობა
სასამართლო პროცესში. სასამართლო გახდა ღია, სადაც ბრალდებულს შეეძლო თავის
დაცვა. რეფორმის შეზღუდულობა იმაში გამოიხატებოდა, რომ საქართველოში არც
მოსამართლეთა არჩევითობა და არც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არ შემოუღიათ,
როგორც ეს მოხდა რუსეთში.
1874 წ. ქ. თბილისს შეეხო საქალაქო თვითმმართველობის
რეფორმა. ჩატარდა სათათბიროს
ხმოსანთა არჩევნები. სათათბირომ აირჩია ქალაქის თავი. ამ პოსტზე არჩეულ იქნა დიმიტრი ყიფიანი. (ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა,როცა
თბილისის თავად ქართველი აირჩიეს. შემდგომში ამ პოსტზე ყოველთვის სომეხს ირჩევდნენ.)
1872 წ. საქართველოში გაიხსნა პირველი რკინიგზა. მან ერთმანეთს დააკავშირა ორი ქალაქი თბილისი და ფოთი. 1883 წელს რკინიგზით თბილისს ბაქო დაუკავშირდა. ამავე წელს დედაქალაქს
უკავშირდება ბათუმიც. რკინიგზის მშენებლობა და მისი ქსელის გაფართოება ხელს უწყობდა
ქვეყანაში ვაჭრობის აღმავლობას და კაპიტალიზმის განვითარებას.
XIX საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში სამოღვაწეო
ასპარეზზე გამოდიან თერგდალეულები. მათი
მიზანი იყო ეროვნული ცნობიერების დაბრუნება და ქართული სახელმწიფოს აღდგენისათვის მზადება.
ბრძოლის მეთოდი კულტურულ-იდეოლოგიური იყო. მათ გამოსცეს გაზეთები, აღადგინეს თეატრი,
შექმნეს ბანკი, საქველმოქმედო ორგანიზაციები და ა .შ.
1863-1864 წლებში გამოდიოდა ქართული გაზეთი “საქართველოს
მოამბე.” ამ გაზეთმა ერთი
წელი იარსება, მაგრამ ეროვნულ მოძრაობას დიდი ღვაწლი დასდო. გაზეთის დამაარსებელი და
რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძე.
1866-85 გამოდიოდა გაზეთი “დროება”. მისი
რედაქტორები სხვადასხვა დროს იყვნენ გიორგი წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, სერგი მესხი. ამ
გაზეთმა დიდი როლი ითამაშა ქართული პუბლიცისტიკის განვითარებასა და ეროვნულ მოძრაობაში.
1877-1906 წლებში გამოდიოდა გაზეთი (ჟურნალი) ივერია.
მისი რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძე. ეს გაზეთი
წარმოადგენდა ქართული ეროვნული მოძრაობის მედროშეს.
1875 წ. თბილისში გაიხსნა საადგილმამულო სათავადაზნაურო
ბანკი. მისი გახსნა ქართველ
თერგდალეულთა ინიციატივით მოხდა. ბანკის თავჯდომარე გახდა ილია ჭავჭავაძე. ბანკის გახსნას დიდი ეროვნული
მნიშვნელობა ჰქონდა. ამიერიდან უსახსროდ დარჩენილ ქართველ არისტოკრატიას
შეეძლო ფული სათავადაზნაურო ბანკისგან აეღო სესხად და არა სომეხი მევახშისაგან. თუ
ფულის მსესხებელი ვალს ვერ დააბრუნებდა, მისი მამული ბანკის საკუთრება ხდებოდა და არა
სომეხი ბურჟუაზიისა. ამით ქართული მიწების დიდი ნაწილი გასხვისებას გადაურჩა. გარდა
ამისა ბანკის შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი კულტურულ-საგანმანათლებლო
და ეროვნულ საქმეს ხმარდებოდა.
1876 წ. იაკობ გოგებაშვილმა
შექმნა და გამოსცა ქართული სახელმძღვანელო “დედაენა”
1879 წელს ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ინიციატივით
აღსდგა ქართული თეატრი
XIX ს. 70-იანი წლები. თერგდალეულთა დაშლა დასებად, რაც გამოწვეული იყო იდეური განხეთქილებით. ი. ჭავჭავაძისა
და მის მომხრეთა ჯგუფს(ა.წერეთელი, ი. გოგებაშვილი, ვაჟა ფშაველა და სხვ.) I დასი ეწოდა.
ხოლო ნ. ნიკოლაძის, ს. მესხის, გ. წერეთლისა და სხვათა ჯგუფს __ II დასი.
1877-78 წწ. რუსეთ-თურქეთის ომი. ეს ომი დააჩქარა ბალკანეთის სლავი ერების აჯანყებამ
თურქთა ბატონობის წინააღმდეგ. რუსეთმა სლავი ხალხის დაცვის საბაბით ომი გამოუცხადა
თურქეთს. სინამდვილეში რუსეთი მიზნად ისახავდა ყირიმის ომში დაკარგული პრესტიჟის აღდგენას,
თურქეთზე რევანშის აღებას, ახალი ტერიტორიების შემოერთებას და გავლენის სფეროების გაფართოებას.
ამვე ხანებში თურქეთის წინააღმდეგ აჯანყება იწყება აჭარაშიც. ამ მოვლენამ ქართული საზოგადოება
გულგრილი არ დატოვა, და იმ იმედით, რომ ქართული მიწების თურქთაგან გამოხნა მოხდებოდა
38 ათასი ქართველი
მოხალისე ჩაეწერა სახალხო ლაშქარში. ომი დასრულდა რუსეთის გამარჯვებით.
ზავი დაიდო სან-სტეფანოში.
ზავის პირობით დამოუკიდებლობა მიიღო ბულგარეთმა, ჩერნოგორიამ და რუმინეთმა.
ევროპაში რუსეთის ხელში გადადიოდა ბესარაბია.(დღევანდელი მოლდოვა). ეს ზავი საქართველოსთვისაც
მნიშვნელოვანი იყო, რადგან მისი პირობით რუსეთის შემადგენლობაში გადადიოდა სამხრეთ-დასავლეთით
მდებარე ისტორიული ქართული ტერიტორიები: აჭარა და ტაო-კლარჯეთის ტერიტორიები. (ბათუმის ოლქი, არდაგანის
ოლქი და ყარსის ოლქი.) ამით დასრულდა ქართული მიწების გაერთიანება
რუსეთის შემადგენლობაში.
1881 წ. მოკლეს.იმპ. ალექსანდრე II. რეფორმატორი მეფის მკვლელობამ ბოლო
მოუღო ლიბერალური რეფორმების გატარეებას. ახალი იმპერატორის ალექსანდრე III- ის ტახტზე
ასვლით იწყება ე.წ. რეაქციის ხანა. რომლის დროსაც კიდე უფრო გაძლიერდა ეროვნული ჩაგვრა. ალექსანდრე
III-ემ შეწყვიტა მამამისის მიერ დაწყებული რეფორმები და ქვეყანაში სამხედრო-პოლიციური
რეჟიმი დაამყარა. დაიწყო რევოლუციურ და დემოკრატიული მოძრაობის მონაწილეთა რეპრესიები.
გაძლიერდა ეროვნული ჩაგვრა. მაგ. ცდილობდნენ სკოლებიდან ქართული ენის გამოდევნას.
იმდროინდელი რუსული პოლიტიკის ნაწილი იყო საქართველოს ისტორიის გაყალბების
მცდელობა და ქართველი ერისადმი შეურაცხმყოფელი წერილების გამოქვეყნება. ანტიქართულმა
რეაქციამ პიკს მიაღწია 1886 წელს, როცა ეგზარხოსმა პავლემ საჯაროდ, მაგრამ შეფარულად დასწყევლა
ქართველი ერი. ეს მოხდა სასულიერო საემინარიის რექტორის დეკანოზ ჩუდეცკის დაკრძალვის
დღეს. ჩუდეცკი მოკლა მისმავე სტუდენტმა იოსებ ლაღიაშვილმა უსამართლო მოპყრობისათვის.
ეგზარქოსმა პავლემ კი დაწყევლა ის ერი და გარემო სადაც იბადებოდნენ ლაღიაშვილისნაირი
ავაზაკები. ქართველი ერის ღირსების დაცვა თავს იდო დიმიტრი ყიფიანმა. მან ეგზარხოს გაუგზავნე საპროტესტო წერილი, სადაც მას
საქართველოს დატოვებას ურჩვედა. ყიფიანს ეს წერილი ცილისწამებად ჩაუთვალეს, გაასამართლეს
და მოხუცი ადამიანი სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც 1887 წელს ვითომ გაძარცვის მიზნით
მოკლეს. თბილისში გავრცელებული ხმებით ეს მკვლელობა მთავარმართებლის შეკვეთილი უნდა
ყოფილიყო. ყიფიანი საქართველოში გადმოასვენეს
და მთაწმინდაზე დაკრძალეს. მისი დაკრძალვა დიდ საპროტესტო მანიფესტაციად გადაიქცა.
აკაკი წერეთელმა დიმიტრი ყიფიანს მიუძღვნა ლექსი “განთიადი”.
1892-93 წლებში საქართველოში შეიქმნა პირველი სოციალ-დემოკრატიული
გაერთიანება, რომელიც მესამე დასის სახელითაც იყო ცნობილი. მისი ლიდერი გახდა ნოე ჟორდანია, აქტიური წევები კი იყვნენ: ნოე რამიშვილი, ირაკლი წერეთელი,
კარლო ჩხეიძე და სხვები. ეს იყო პირველი მარქსისტული ორგანიზაცია საქართველოში. რაც
1903 წელს მესამე დასი შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ
მუშათა პარტიას(შემოკლებით რსდმპ-ს). იმავე წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია
ორ ნაწილად ბოლშევიკებად და მენშევიკებად გაიყო.
ეს მოხდა რსდმპ-ს II ყრილობაზე, როცა ორი ლიდერის პლეხანოვისა და ულიანოვის(ლენინი)
მომხრეები ვერ შეთანხმდნენ რამდენიმე ძირითად საკითხზე. მენშევიკური მიმდინარეობა მხარს
უჭერდა ლეგალურ მუშაობას, ბრძოლის მთავარ საშუალებად პროპაგანდისტული და პარლამენტურ-დემოკრატიულ
მოღვაწეობას მიიჩნევდა. ამასთან, დასაშვებად მიიჩნევდა პოლიტიკურ კავშირს სხვა ბურჟუაზიულ
პარტიებთან. ბოლშევიკური მიმდინარეობა პირველ პლანზე არალეგალურ რევოლიციურ მუშაობას
აყენებდა. სოციალიზმისათვის ბრძოლის ერთადერთ საშუალებად პროლეტარიატის დიქტატურას
და რევოლუციურ ძალადობას თვლიდა. უარყოფდნენ ყოველგვარ კავშირს ბურჟუაზიულ პარტიებთან.
წინააღმდეგნი იყნენ ხელისუფლებასთან ყოველგვარი შეთანხმებისა.
სამწუხაროდ, ქართველ სოციალ დემოკრატების
ორივე მიმდინარეობის წარმომადგენლები სასტიკად დაუპირისპირდნენ ეროვნულ მოძრაობას და
ილია ჭავჭავაძის კურსს.
1904 წელს ქ. ჟენევაში შეიქმნა საქართველოს სოციალისტ-ფედერალიტთა
სარევოლუციო პარტია. პარტიის ხელმძღვანელი
გახდა არჩილ ჯორჯაძე. აქტიური წევრები იყვნენ: გიორგი ლასხიშვილი, გიორგი
დეკანოზიშვილი, ვარლამ გელოვანი, იოსებ ბარათაშვილი და სხვ. მართალია ეს პარტიაც სოციალისტური
იყო, მაგრამ სოციალ-დემოკრატებისგან განსხვავებით,
იგი დამოუკიდებელ ქართულ ორგანიზაციას წარმოადგენდა და რაც მთავარია, მათსავით ეროვნული
ნიჰილიზმის პოზიციაზე არ იდგა. ამ პარტიის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენდა საქართველოს ავტონომიის
მოპოვება.
1904-1905 წწ. რუსეთ – იაპონიის ომი. ამ ომში რუსეთი დამარცხდა და იძულებული გახდა მანჯურიისა და სამხრეთ
სახალინის ტერიტორიები დაეთმო მისთვის.
ამ მარცხმა კიდევ უფრო შეარყია საიმპერატორო ხელისუფლების ავტორიტეტი, როგორც ქვეყნის
შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ამ მარცხმა დააჩქარა რევოლუციური პროცესების დაწყება
რუსეთში.
1905-1907 წწ. რევოლუცია რუსეთში. რევოლუციის
დაწყების დღედ ითვლება 1905 წლის 9 იანვარს მშვიდობიანი მანიფესტაციის დახვრეტა პეტერბურგში
(„სისხლიანი კვირა“). იმპერატორი მართალია ინარჩუნებს ხელისუფლებას, მაგრამ იძულებული
ხდება ხალხის მოთხოვნებს ანგარიში გაუწიოს და გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.
1905 წ. 17 ოქტომბრის მანიფესტი. ამ დოკუმენტით იმპერატორი ხალხს პირდებოდა უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოს სათათბიროს (დუმა) მოწვევას. მის არჩევაში მონაწილეობის
უფლება ჰქონდა საზოგადოების ყველა ფენას. გარდა ამისა მანიფესტი ხალხს ანიჭებდა პიროვნების
ხელშეუხებლობას, სინდისის, სიტყვის, კრების, კავშირების შექმნის თავისუფლებას. ამ მანიფესტით
რუსეთში სრულდებოდა აბსოლუტიზმი, იმპერატორის შეუზღუდველი ხელისუფლება. სათათბიროს
მოწონების გარეშე არც ერთი კანონი არ დამტკიცდებოდა.
1907 წ. იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ დაითხოვა II სათათბირო (მანამდე მან I სათათბირო დაითხოვა 1906 წელს), დეპუტატთა
ნაწილი (სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრები) კი დააპატიმრა. დაპატიმრებულთა შორის
იყვნენ ქართველი სოციალ-დემოკრატებიც (ირაკლი წერეთელი, ჭოლა ლომთათიძე, სევერიან ჯუღელი
და სხვ.) მეორე სათათბიროს დათხოვნა ითვლება
რევოლუციის დასრულებისა
და დამარცხების დღედ. აქედან მოყოლებული
იწყება რეაქციის ხანა. იწყება რეპრესიები, რომელიც უფრო მეტად შეეხო რევოლუციურ გამოსვლებში
მონაწილე პირებს.
1907 წლის 30 აგვისტო - ილია ჭავჭავაძის მკვლელობა. სამწუხაროა, მაგრამ მკვლელობის კვალი ქართველ სოციალ-დემოკრატებისკენ
მიდის, რომლებისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა ილიას ეროვნული იდეები.
რეფორმაცია
1618 წელი დეფენტრაცია. ჩეხებმა ფანჯრებიდან გადაყარეს იმპერატორის წარმომადგელები, რასაც მოჰყვა ოცდაათწლიანი ომის დაწყება |
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები
ბართლომეო დიასის მოგზაურობა 1488 წელი
ვასკო და გამას მოგზაურობა ინდოეთში
საქართველო, თურქ-სელჩუკები და ჯვაროსნები XI-XIII საუკუნეებში
შუა აზია დღეს
შუა აზია XI საუკუნის დასაწყისში |
იერუსალიმის ჯვრის მონასტერი (XI საუკუნეში ქართველების მიერ დაარსებული) |
რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან
პეტრიწონის ქართველთა მონასტერი (დღევანდელი ბულგარეთი)

ათონის ივერთა მონასტერი
თამარის (ასევე გიორგიIII -ის და ლაშას) ფრესკა ბეთანიაში
გიორგი მესამე და თამარი (ყინწვისი)
თამარის ფრესკა ბერთუბნის მონასტრიდან (დავით გარეჯა)
თამარის (ასევე გიორგიIII -ის და ლაშას) ფრესკა ბეთანიაში |
გიორგი მესამე და თამარი (ყინწვისი) |
თამარის ფრესკა ბერთუბნის მონასტრიდან (დავით გარეჯა) |
სამეფო-სამთავროების წარმოქმნა და საქართველოს გაერთიანება
არაბთა სახალიფო
ფრანკთა სამეფო და რომის საღვთო იმპერია
1. არაბთა შეჭრა ფრანკთა სამეფოში (732 წ.); 2. კარლოსის ლაშქრობა ესპანეთში
ფრანკთა სამეფო კარლოსის მეფობის ბოლოს
რომის საღვთო იმპერია ოტო I - ის მმართველობისას |
ჰაინრიხ IV კანოსას ციხესთან
ჰაინრიხ IV-ეს შეხვედრა პაპთან გრიგოლ VII-სთან
ბიზანტია და სასანიანთა ირანი
რომის დაცემა
რომი და ქართლი
იულიუს კეისარი და ოქტავიანე ავგუსტუსი.
იმპერიის დასაწყისი.
რ ო მ ი
ც
ქართლის სამეფოს შექმნა
ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობები და ელინისტური ხანა
ძველი საბერძნეთი
2. რა მიზეზებმა განაპირობა საქართველოს განაპირა ტერიტორიებზე სამეფო-სამთავროების წარმოქმნა? (იხ. გვ. 187)
3. ჩამოთვალეთ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოქმნილი დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულები(იხ. გვ. 187)
6. ვინ იყო ჰამამი? რითი განსხვავდებოდა ჰამამის საგარეო კურსი საჰლ იბნ სუმბატისგან? (იხ. გვ. 187)
7. რომელმა ტომმა ითამაშა დიდი როლი კახეთის სამთავროს შექმანაში? სად იყო მათი თავდაპირველი საცხოვრებელი და ვისი წინაპრები არიან ისინი? (იხ. გვ. 187)
8. ვის სახელს უკავშირდება კახეთის სამთავროს შექმნა? (იხ. გვ. 187)
9. რა ტიტულით მართავდნენ კახეთს მისი მთავრები? (იხ. გვ. 187)
10. რა იყი კახეთის სამთავროს ცენტრი? ( გამოიყენე რუკა 188-ე გვერდზე)
11. როდის წარმოიქმნა კახეთ-ჰერეთის ერთიანი სახელმწიფო და ვინ იყო პირველი მეფე? როდის შეწყვიტა არსებობა ამ სახელმწიფომ? (იხ. გვ. 187)
12. ვინ იყო აფხაზეთის სამეფოს დამაარსებელი და პირველი მეფე? (იხ. გვ. 187)
11. რა ტერიტორიებს მოიცავდა აფხაზეთის სამეფო და რა გახდა მისი დედაქალაქი?
(იხ. გვ. 187, გამოიყენე რუკა 188-ე გვერდზე)
13. ვისი დახმარებით შეძლო აფხაზეთის მეფემ დასავლეთ საქართველოს გაერთიანება და ბიზანტიის გავლენისგან გათავისუფლება? (იხ. გვ. 187)
17. ვინ დაარსა ტაო-კლარჯეთის სამთავრო? რა გახდა ამ სამთავროს დედაქალაქი? (იხ. გვ. 187)
18. რა ტიტული მიიღო აშოტ ბაგრატიონმა ბიზანტიის იმპერატორისაგან? (იხ. გვ. 187)
19. როდის მოკლეს აშოტ კურაპალატი? ჩამოთვალეთ მისი ვაჟები. ამათგან რომელმა მიიღო კურაპალატისა და მთავრის ტიტული? (იხ. გვ. 187)
20. რომელ პოლიტიკურ ერთეულში წარმოიქმნა “ქართველთა სამეფო”, ვინ მიიღო პირველად “ქართველთა მეფის” ტიტული და რომელ წელს? (იხ. გვ. 187)
21. რა ეწოდა იმ პოლიტიკურ ერთეულს. რომელიც ქვემო ქართლის ნაწილს, ქ. თბილისს და მის მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავდა? (იხ. რუკა გვ. 188)
22. სად წარმოიქმნა ლორე-ტაშირის სამეფო? მანამდე რომელი პოლიტიკური ერთეულის შემადგენლობაში შედიოდა იგი? (იხ. რუკა გვ. 187)
24. გაიხსენე, რომელ წელს ილაშქრა საქართველოში ბუღა თურქმა და ვის წინააღმდეგ იყო მიმართული ეს ლაშქრობა? (იხ. გვ. 177)
25. რომელი ტაძრის წარწერამ შემოგვინახა ცნობა ბუღა თურქის ლაშქრობის შესახებ? (იხ. სურათი გვ. 177)
26. ვინ იყო საჰაკი და რა ბედი ეწია მას? რისთვის დაისაჯა იგი? (იხ. გვ. 177)
27. საქართველოს რომელი ტერიტორია გადადიოდა ხელიდან ხელში სამეფო-სამთავროებს შორის და რატომ იყო ეს ტერიტორია ასე მნიშვნელოვანი(იხ. გვ. 188)
28. რომელი სამეფოს შემადგენლობაში მოექცა შიდა ქართლი X ს-ის II ნახევრიდან? (იხ.რუკა და ტექსტი.გვ. 188-189)
29. ვინ იყო იოანე მარუშისძე? (იხ. წყარო, გვ. 189)
30. როგორ მოხდა და რა გარემოებებმა შეუწყო ხელი ქართული ეკლესიის გაერთიანებას? (იხ. გვ. 188)
(VIII-IX საუკუნეებში გრიგოლ ხანძთელი და მისი მოწაფეები დიდ სამონასტრო აღმშენებლობას ეწეოდნენ.
მათმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ქართული ეკლესიის გაერთიანებას. ამ დროისთვი ღვთისმეტყველება ყველა სამეფო-სამთავროში ქართულად მიმდინარეობდა, მათ შორის აფხაზეთის სამეფოშიც, რომლის ეკლესიაც გამოვიდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებიდან და ბიჭვინთის კათალიკოსს დაექვემდებარა. ბიჭვინთის კათალიკოსი კი მცხეთის კათალიკოსის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა)
32. X ს-ის II ნახევარში ვინ გამოაცხადა თავი მეფედ ტაოში?
(დავით III ბაგრატიონმა, რომელმაც ბიზანტიის იმპერატორისაგან კურაპალატის ტიტულიც მიიღო. მან არაბებს ბრძოლით წაართვა სამხრეთით არსებული ტერიტორიები და ძლიერი სამეფო შექმნა.)
34. ვინ აუჯანყდა ბიზანტიის იმპერატორს 976-979 წლებში? ვინ იყო ამ დროს ბიზანტიის იმპერატორი? რომელმა ქართველმა მეფემ გაუწია იმპერატორს დახმარება აჯანყების ჩახშობაში? (იხ. გვ. 161)
35. ვინ იყო თორნიკე ერისთავი? (იხ. გვ. 161)
36. როგორ გაზარდა ტაოს მეფემ დავით III კურაპალატმა ტერიტორიები?(იხ. გვ. 161)
37. რატომ განურისხდა ბასილი II დავით III კურაპალატს 987 წელს? როგორ მოახერხა დავითმა იმპერატორის რისხვის აცილება?(2ქ) (იხ. გვ. 161, წყარო ა)
38. რუსეთის რომელი მთავარი დაეხმარა ბასილი II-ეს ბარდა ფოკას აჯანყების ჩახშობაში? სანაცვლოდ რას შეპირდა იმპერატორი რუსეთის მთავარს?(2ქ) (იხ. გვ. 161, წყარო ა)
39. როდის გაქრისტიანდა რუსეთი? ვინ გახდა რუსეთის პირველი ქრისტიანი მთავარი? (იხ. გვ. 159)
40. ვინ გამოაცხადა თავის მემკვიდრედ ტაოს მეფემ დავით III კურაპალატმა? (იხ. წყარო, გვ. 189)
41. ვისი შვილიშვილი იყო ბაგრატ III ბაგრატიონი მამის მხრიდან? დედის მხრიდან? (იხ. წყარო, გვ. 189)
43. როდის გამოაცხადეს ბაგრატ ბაგრატიონი მეფედ ქუთაისში? ვის ნაცვლად? რა მემკვიდრეობითი უფლება ჰქონდა ბაგრატს ამ სამეფოს მიმართ? (იხ. გვ. 190)
44. ვინ გახდა ქართველთა მეფე 994 წელს? რატომ მიიღო მან მეფეთ-მეფის ტიტული?(2ქ)
(გურგენი, აფხაზთა მეფის ბაგრატ III –ს მამა. მან თავის თავს უწოდა მეფეთ-მეფე, რადგან მისი ვაჟიც მეფე იყო. გურგენი და ბაგრატი სამეფოებს შეთანხმებულად მართავდნენ.)
45. რომელ წელს გარდაიცვალა იმიერ ტაოს მეფე დავით III კურაპალატი? ვინ დაეუფლა მის მემკვიდრეობას და რა უფლებით? (იხ. გვ. 190; გვ. 162)
46. რომელ წელს მიიღო ბაგრატ III-ემ კურაპალატის ტიტული? (იხ. გვ. 190)
47. ბასილი II-ემ 1001 წელს აფხაზეთის მეფეს ბაგრატ III-ეს კურაპალატის, ხოლო მამამისს ქართველთა მეფე გურგენს მაგისტროსის უფრო დაბალი ტიტული უბოძა. ქართველი მემატიანეს თქმით რას ისახავდა ამით მიზნად იმპერატორი?(1ქ) (მამასა და შვილს შორის შუღლის ჩამოგდება სურდა.)
48. როდის მიიღო ბაგრატმა ქართველთა მეფის ტიტული?(1008 წელს, როცა გარდაიცვალა, მამამისი, გურგენ ქართველთა მეფე.)
49. როდის და რომელი ტერიტორიების შემოერთების შედეგ მიიღო ბაგრატმა “რანთა და კახთა მეფის” ტიტულები? (იხ. გვ. 190)
50. რომელი ეკლესიები აიგო ბაგრატ III-ის მეფობის დროს?(3ქ) (აფხაზეთში – ბედიის ტაძარი, ქუთაისში – ბაგრატის ტაძარი; ქართლში – სამთავისის ტაძარი; მცხეთაში დაიწყო სვეტიცხოვლის ტაძრის მშენებლობა, რომელიც მისი მემკვიდრეების დროს დასრულდა)
სამთავისი. შიდა ქართლი |
ბაგრატის ტაძარი ქუთაისში (რესტავრაციამდე) ბაგრატის ტაძარი დღეს. ქუთაისი (რესტავრაციის შემდგომ) |
( 1. აფხაზეთი –მხარე, საერისთავო; 2. აფხაზეთი – დასავლეთ საქართველო; 3. აფხაზეთი – საქართველო
მეორე განმარტება აიხსნება იმით, რომ აფხაზეთის სამეფო მოიცავდა მთელს დასავლეთ საქართველოს. მესამე ტერმინი აიხსნება იმით, რომ აფხაზეთის მეფემ (ბაგრატ III ბაგრატიონმა) გააერთიანა საქართველო, რის შემდეგაც ქართველ მეფეთა ტიტულატურა იწყებოდა ასე: “მეფე აფხაზთა, . . . ;” ამიტომაც მთელი საქართველო ზოგჯერ აფხაზეთის სამეფოდ მოიხსენიებოდა)

53. როგორი იყო ბაგრატ III-ის ტიტული მისი მეფობის ბოლოს? რომელი ქართული ტერიტორიები არ შედიოდა ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში ბაგრატ III-ის მეფობის დასასრულს?(3)
(“მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა.” მის სამეფოში ვერ შევიდა ქ. თბილისი, ქვემო ქართლი და ბიზანტიის მიტაცებული ტაოს ტერიტორია ანუ დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა)
ბაგრატიონთა გერბი ა)რა სიმბოლური დატვირთვა აქვს პერანგის გამოსახვას გერბზე? ბ) რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ქნარისა და შურდულის გამოსახვას გერბზე? |
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
No comments:
Post a Comment