VIIIკლასი

ატენის სიონი მდებარეობს შიდა ქართლის მხარეში, ატენის ხეობაში. აგებულია VII . I ნახევარში.

იგი მდინარე ატენთან ახლოს, ფრიალო კლდის საგანგებო საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზეა აღმართული და მთელი ხეობის სამშვენისს წარმოადგენს. ატენის სიონი ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარია და თითქმის იმეორებს მცხეთის ჯვრის არქიტექტურულ გეგმასა და ფორმებს, თუმცა ოდნავ შეცვლილი პროპორციებით.

VII -ში მოსახლეობა კულტურული განვითარების მაღალ დონეზე მდგარა, რაზეც მეტყველებს ატენის სიონის ხუროთმოძღვრება, მხატვრული გაფორმება და შემკულობა, რომელიც აკმაყოფილებდა მის ესთეტიკურ მოთხოვნილებას. ასევე მისი ფართობიც, მეტყველებს ატენის მოსახლეობის სიმჭიდროვესა და მლოცველთა მრავალრიციხოვნებაზე. ატენის სიონი რელიგიურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა.

მეცნიერულმა კვლევებით დადგინდა, უფრო ძველი ტაძრის ნაშთები. ადრექრისტიანულ ხანაში აქ წარმართული ტაძარი მდგარა, რომელიც ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ დაუნგრევიათ და მის ადგილზე V საუკუნეში ბაზილიკური სტილის ტაძარი აუშენებიათ. შემდგომ კი VII საუკუნეში იგი ჯვარგუმბათოვანმა ტაძარმა ჩაანაცვლა.

ტაძრის კედლებზე წარწერებში მოხსენიებულნი არიან სხვადასხვა ისტორიული პირები, - ქართლის გამგებელ ბაგრატიონთა თუ სხვა პირთა ვინაობისა და მოღვაწეობის თარიღების მინიშნებით. გამოვლენილ წარწერათაგან უძველესი VIII . პირველი ნახევრით თარიღდება, არის IX-X -თა წარწერებიც.

აქვე გვხვდება პირველი ჩვენამდე მოღწეული მხედრული წარწერა, რომელიც IX საუკუნის 80-იანი წლებით თარიღდება. სხვა ჩვენამდე მოღწეული მხედრული ძველი წარწერები XI საუკუნეს მიეკუთვნება.

ტაძრის დასავლეთის ფასადზე გვხვდება სამი მეფის ავტოგრაფიული წარწერა.

ბაგრატ IV-ეს წარწერა წმინდაო სიონო მოიხსენე მეფე ბაგრატი

დავით IV ეს წარწერა ქრისტეს სახელით დავდე ატენს საჭურჭლე

დემეტრე I-ის წარწერა. ქრისტე ადიდე დემეტრე მეფე

ატენის სიონის სამხრეთის ფასადზე შესრულებული წარწერა გვამცნობს, რომ მეფე ბაგრატ IVის ბრძანებით აქ გაშენდა ქალაქი ატენი. იგი საჭურჭლე ქალაქად ითვლებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ მეფის განძი ინახებოდა.დავითის ანდერძში მოხსენიებულია, რომ მას ოთხი საჭურჭლე ქალაქი ჰქონდა თბილისი, ქუთაისი, უჯარმა და ატენი.

ატენში გვხვდება უძველესი რითმიანი საერო ლექსი. ასეთი ლექსი ორი გვხვდება. ერთი ლექსის დასაწყისი ასეთია:

1.   ჲხჲლეთ, ესე ჟამი

2.   წავა ვითარცა წამი,

3.   აწვე გავწმიდოთ გუამი,

4.   მერმისა არა გუაქუს ქრთა[მი]

ტაძარმა შემოგვინახა მრავალი ძველი წარწერა, რომელთაგან ზოგი ასომთავრულითაა შესრულებული, ხოგიც -ნუსხურით, და ზოგიც მხედრულით. ყველაზე უძველესი წარწერა თარიღდება 680 წლით

საკურთხევლის სარკმლის ზემოთ კომპოზიციურად ერთმანეთთან დაკავშირებული შვიდი რელიეფური გამოსახულებაა. აღმოსავლეთ ფასადის შუა წახნაგზე გამოსახულია ქრისტე დასალოცად აწეული ხელით, გვერდით წახნაგებზეორ-ორი ფრონტალურად მდგომი ფიგურა, ხოლო ქვემოთ, გვერდებზეცხოველები და ფრინველები.

ეს რელიეფური გამოსახულებები თარიღდება VIII საუკუნით. მაგრამ გვხვდება უფრო ძველიც, V საუკუნის ტაძრიდან შემორჩენილი რელიეფები. ეს არის სიმურღი.

სიმურღი – (ირან.) არწივის მსგავსი ბუმბერაზი ფრინველია, რომელიც ითავსებს თავის თავში სიკეთისა და ბოროტების საწყისებს. მფარველობს როგორც კეთილ, ისე ბოროტ გმირებს. ჰგავს ქართული ხალხური ზღაპრების ფასკუნჯს


აქვე გვხვდება ძველი მზის საათიც.



ტაძრის შიდა სივრცის შემამკობელია ფრაგმენტებად შემორჩენილი ფრესკული მხატვრობა. ეკლესიის მთელი ინტერიერის მოხატვა XI საუკუნიდან ხდება სავალდებულო. ამ დროიდანვე იწყება ძველი ტაძრების ხელახალი მოხატვაც, მათ შორის ატენის სიონშიც.

ამ ადილზე გვხვდება ისტორიული წარწერა:

  1. † თთუესა აგუსტოსსა ე~სა დღესა შაბათსა,
  2. ქრონიკონსა ო~გსა, ისმაიტელთა წელსა ს~ლთსა,
  3. ქალაქი ტფილისი დაწუა ბუღა და შეიპყრა
  4. ამირაჲ საჰაკ და მოკლა. და მასვე თთუესა
  5. [აგუ]სტოსსა კ~ვსა დღესა შაბათსავე, ზირაქ
  6. შეიპყრა კახაჲ და ძჱ მისი თარჴუჯი

    საინტერესოა, რომ ეს წარწერა თარიღდება როგორც ქორონიკონით, ასევე - ჰიჯრით. 
    ოგ. - 73; ე- 5;  კვ- 26.


ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულისადმი იყო მიძღვნილი: ღვთისმშობლის სახეს მთავარი ადგილი უჭირავს, მისი ცხოვრების ფრაგმენტები კი სცენების ვრცელი ციკლით არის წარმოდგენილი. ამავე დროს მკვლევართა მიერ დადგენილია, რომ ტაძრის მოხატვაზე რამდენიმე ხატმწერს უმუშავია.



ტესტისთვის მოსამზადებელი შეკითხვები (პარაგრ 21-34)

 

1. რომელ წლებში მეფობდა გიორგი I?  რა ტერიტორიები დაკარგა გამეფებისთანავე?(იხ. გვ. 87)


2. რა იყო გიორგი
I-ის ბიზანტიასთან ომის მიზეზი? რა შედეგით დასრულდა ეს ომი? (იხ. გვ. 87-88)

 

3. ბიზანტიის რომელ იმპერატორს უწოდეს „ბულგართმმუსვრელი“ და რატომ?(იხ. გვ. 87)

 

4. ვის შორის მოხდა შირიმნის ბრძოლა (1021 წ.) და რა შედეგით დასრულდა?(იხ. გვ. 87)

 

5. როდის აშენდა სვეტიცხოველი და ვინ არის მისი ხუროთმოძღვარი (არქიტექტორი)? (იხ. გვ. 89)

 

6. რომელ წლებში მეფობდა ბაგრატ IV?

 

7. რომელი ქვეყნის ჯარი შემოიჭრა საქართველოში ბაგრატIV-ეს გამეფების მეორე წელსვე და რა იყო შემოჭრის მიზეზი?(იხ. გვ. 90)

 

8. რატომ წავიდა მარიამ დედოფალი ელჩად ბიზანტიაში და რა შედეგი მოიტანა ამ ელჩობამ?(იხ. გვ. 91)

9. რაში გამოიხატა დემეტრე უფლისწულის ღალატი ძმის, ბაგრატ IV-ეს მიმართ? ვისი მახარდაჭერით სარგებლობდა დემეტრე უფლისწული?(იხ. გვ. 91)

 

10. ვინ იყო ლიპარიტ ბაღვაში? თქვენი აზრით, რა გახდა მეფე ბაგრატ IV-ს და ლიპარიტ ბაღვაშს შორის დაპირისპირების მიზეზი? რატომ გაუჭირდა მეფეს ლიპარიტის დამარცხება?(იხ. გვ. 92-93)

 

11. რატომ უჭერდა ბიზანტიის ხელისუფლება მხარს საქართველოში მეფის მოწინააღმდეგე
ძალებს?(იხ. გვ. 92-93)

 

12. რატომ მიდის მეფე ბაგრატ IV ბიზანტიაში 1054 წელს და რა შედეგი გამოიღო მეფის ამ ნაბიჯმა? რა შეთანხმება შედგა მეფესა და ლიპარიტ ბაღვაშს შორის? საბოლოოდ, რა შედეგით დასრულდა მეფესა და ლიპარიტს შორის ბრძოლა?(იხ. გვ. 92-93)

 

13. სად ცხოვრობდნენ თურქ-სელჩუკები თავდაპირველად და რა საქმიანობას მისდევდნენ? რატომ ეწოდათ თურქმანთა ერთ ნაწილს სელჩუკები?(იხ. გვ. 97)

 

14. ვინ აიღო ქ. ბაღდადი 1055 წელს და რა ტიტული მიიღო მან? რომელი სახელმწიფო შეიქმნა
ამით?(იხ. გვ. 97)

 

15. პირველად როდის და რომელი მეფის დროს შემოიჭრნენ თურქ-სელჩუკები საქართველოში? რას ითხოვდნენ დამპყრობლები ქართველი მეფისგან?(იხ. გვ. 98)

 

16. როდის და ვის შორის მოხდა მანასკერტის ბრძოლა და რა შედეგით დასრულდა. რა ტერიტორია დაკარგა დამარცხებულმა მხარემ და რატომ იყო ამ ბრძოლის შედეგი მნიშვნელოვანი

საქართველოსთვის? (იხ. გვ 99. ასევე რუკა გვ. 100)

17. რას ეწოდა „დიდი თურქობა“ როდის დაიწყო ეს პროცესი საქართველოში? ვინ იყო ამ დროს

საქართველოს მეფე?(იხ. გვ. 100)

 

18. რომელ წლებში მეფობდა გიორგი II? რატომ გახდა იძულებული ხარკი ეკისრა და თურქების მორჩილება ეღიარებინა 1083 წელს?(იხ. გვ. 101)

 

19. ვინ იყო მალიქ შაჰი? რა წარმატებას მიაღწია 1078 წელს?(იხ. გვ. 101)

 

20. XI საუკუნეში რა იყო პაპებისა და „საღვთო რომის“ იმპერატორების დაპირისპირების მიზეზი?(იხ. გვ. 102)

 

21.რომელი იმპერატორი ეახლა პაპს კანოსას ციხეში პატიების სათხოვნელად და რამ აიძულა ეს ნაბიჯი გადაედგა? როგორ მოექცა პაპი მასთან მისულ იმპერატორს?(იხ. გვ. 102-104)

 

22. რას ნიშნავს სქიზმა? როდის და რატომ მოხდა განხეთქილება დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებს შორის? რომელი ორი ქრისტიანული მიმდინარეობა წარმოიქმნა ამ განხეთქილების შედეგად?(იხ. გვ. 105)

 

23. რატომ ითვლება იერუსალიმი წმინდა ქალაქად ა)ქრისტიანებისთვის? ბ)მუსულმანებისთვის?(იხ. გვ. 105)
კიდევ რომელი ხალხისთვის არის იერუსალიმი წმინდა ქალაქი და რატომ? (მოიძიეთ ეს ინფორმაცია თავად)

 

24. როდის მიმდინარეობდა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა და რა იყო მისი გამომწვევი მიზეზები? ვინ მოუწოდა ევროპელებს ჯვაროსნული ლაშქრობისკენ და როგორ ცდილობდა მათი ინტერესის გაძლიერებას(მოტივაციას)?(იხ. გვ. 106)

 

25. რა შედეგით დასრულდა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა? რომელ ჯვაროსნული სახელმწიფოები წარმოიქმნა „წმინდა მიწებზე“?(იხ. გვ. 107; იხ. ასევე რუკა 20 და 21)

 

26. რომელ წლებში მეფობდა დავით IV აღმაშენებელი? რაში გამოიხატებოდა საქართელოში შექმნილი მძიმე მდგომარეობა დავითის ტახტზე ასვლისას?(იხ. გვ. 113)

 

27. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობით (იხ. წყარო ა. გვ. 113) რა საგარეო ფაქტორებმა განაპირობა დავით მეფის წარმატება სელჩუკების წინააღმდეგ და მათთვის ხარკის შეწყვეტა?(იხ. გვ. 113)

 

28. რა რეფორმებს ატარებს მეფე დავით IV  ქვეყნის გაძლიერების მიზნით?(იხ. გვ. 114-116)

 

29. რა მიზანს ისახავდა დავით IV რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მოწვევით?(იხ. გვ. 114)

 

30. რატომ გააერთიანა დავით IV-ემ მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის (ჭყონდიდის ეპისკოპოსის)

თანამდებობები და ვინ დანიშნა ამ თანამდებობაზე?(იხ. გვ. 114-115)

 

31. რომელი საგანმანათლებლო კერები შეიქმნა დავით IV-ეს მეფობის დროს საქართველოში?(იხ. გვ. 115)

 

32. რა იყო „სააჯო კარი“

 

33. რა ფუნქციას ასრულებდა „მსტოვართა აპარატი“?(იხ. გვ. 116)

 

34. როგორ გაზარდა დავით IV-ემ  ქაქრტველოს ჯარის რაოდენობა?(იხ. გვ. 116)

 

35. როდის შემოიერთა დავით IV-ემ კახეთ-ჰერეთი.ვინ დაამარცხეს ქართველებმა ერწუხთან გამართულ ბრძოლაში და რა მნიშველობა ჰქონდა ამ გამარჯვებას ქვეყნის ერთიანობის შესანარჩუნებლად? (მოიძიე ინფორმაცია თავად)

 

36. რომელი ქალაქები დაიკავა დავით IV-ემ 1110-1118 წლებში?ამათგან რომელი ციხეების (ქალაქების) აღებით მიუახლოვდა მეფე თბილისს?(იხ. გვ. 117. ინფორმაცია ამოიკითხე რუკიდან)

 

37. როდის და ვის შორის მოხდა დიდგორის ბრძოლა და რა შედეგით დასრულდა? (იხ. გვ. 117-119)

38. სომეხი მემატიანეს მათე ურჰაელის ცნობით როგორი იყო ქართველთა ჯარის შემადგენლობა დიდგორის ბრძოლაში?(იხ. გვ. 118)

 

39. რა ტერიტორიები და ქალაქები შემოიერთა დავით მეფემ 1122-1124 წლებში?(იხ. გვ. 120)

 

40. ალ ფარიკის ცნობის მიხედვით რაში გამოიხატა დავით IV-ეს ტოლერანტობა?(იხ. გვ. 121)

 

41. რომელ წლებში მეფობდა დემეტრე I? რომელი ქალაქიდან ჩამოხსნა და წამოიღო რკინის კარი დემეტრემ?
რის სიმბოლოდ შეიძლება ჩავთვალოთ დამარცხებული ქალაქიდან კარის ჩამოხსნა და წამოღება?(იხ. გვ. 123)

 

42. ვინ შექმნა საგალობელი „შენ ხარ ვენახი“?(იხ. გვ. 123)

 

43. რა გარემოებამ განაპირობა რომ მეფობას ჩამოშორებული და ბერად აღკვეცილი დემეტრე კვლავ დაუბრუნდა ტახტს 1055 წელს?(იხ. გვ. 123)

 

44. რა იყო 1077 წლის ამბოხების მიზეზი და მიზანი? რა შედეგით დასრულდა?(იხ. გვ. 124)

 

45. რომელ წლებში მეფობდა თამარი?

 

46. რატომ მოსთხოვეს თამარს ყუბასარისა და აფრიდონის თანამდებობებიდან გადაყენება?(იხ. გვ. 126)

 

47. რას ითხოვდა ყუთლუ არსლანი და რატომ იყო მიუღებელი ეს მოთხოვნა თამარისთვის?(იხ. გვ. 126-127)

 

48. ყუთლუ არსლანის მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში როგორ მოხდებოდა ხელისუფლების გადანაწილება მეფესა და არ შექმნილ კარავს შორის? რა ფუნქცია ექნებოდა მეფეს და რა - კარავს?

 

49. როგორ მოაგვარა თამარმა ურთიერთობა ყუთლუს მომხრეებთან?(იხ. გვ. 127)

 

50. სად და როდის შეიქმნა „თავისუფლების დიდი ქარტია“ და რას ითვალისწინებდა? რომელმა მეფემ მოაწერა ხელი? რა მიზეზებმა განაპირობა ასეთი დოკუმენტის შექმნა?(იხ. გვ. 128)

 

51. ქარტიის მიხედვით ვისმიერ იზღუდებოდა მეფის ხელისუფლება და როგორ?(იხ. გვ. 128-129)

 

52.რა ეწოდა 1265 წელს ინგლისში შექმნილ წოდებრივ-წარმომადგენლობით ორგანოს? რითი განსხვავდებოდა ეს ორგანო მანამდე არსებული სამეფო საბჭოსაგან?(იხ. გვ. 130)

 

53. სად შეიქმნა კორტესები და რას წარმოადგენდა?(იხ. გვ. 131)

 

54. რომელი მეფის ბრძანებით მოიწვიეს 1302 წელს საფრანგეთში „გენერალური შტატები და რას წარმოადგენდა?(იხ. გვ. 132)

 

55. ვინ იყო სალაჰ ად-დინი და რას ითვალისწინებდა მასსა და თამარ მეფეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება?(იხ. გვ. 134)

 

56. რომელ წლებში მიმდინარეობდა მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა და რა იყო ამ ლაშქრობის მიზეზი და რა  - მიზანი? ვის წინააღმდეგ იყო ეს ლაშქრობა მიმართული?(იხ. გვ. 134)

 

57. ვინ მონაწილეობდა მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობებში და რა შედეგით დასრულდა ეს ლაშქრობა?(იხ. გვ. 134-135)

58. როდის და ვის შორის მოხდა შამქორის ბრძოლა და რა გახდა ამ ბრძოლის მიზეზი? რა შედეგით დასრულდა ეს ბრძოლა?(იხ. გვ. 135-136)

 

59. როდის და ვის შორის მოხდა ბასიანის ბრძოლა და რა შედეგით დასრულდა? ვინ იყო რუქნ ად-დინი?(იხ. გვ. 136)

 

60. რომელ წლებში მიმდინარეობდა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა და რა იყო მისი მიზანი?(იხ. გვ. 138)

 

61. რატომ მოუწიათ მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეებს ქალაქ ზადარის წინააღმდეგ გალაშქრება?(იხ. გვ. 138)

 

62. რომელი სხელმწიფოს დედაქალაქი აიღეს ჯვაროსნებმა 1204 წელს? რა გახდა მათ მიერ ამ ქალაქის აღების მიზეზი?(იხ. გვ. 138-139)

 

63. რა ეწოდებოდა ჯვაროსნების მიერ ბიზანტიის ტერიტორიაზე შექმნილ სახელმწიფოს?(იხ. გვ. 138-139)

 

64. ლათინთა იმპერიის ნაცვლად კიდევ რომელი სახელმწიფოები წარმოიქმნა ბიზანტიის ტერიტორიაზე? ამათგან რომელი შეიქმნა ქართველთა მონაწილეობით?(იხ. გვ. 138-139. იხ. ასევე რუკა)

 

 






თემები კონფერენციისთვის      „დავით აღმაშენებელი“


„დიდი თურქობა“     
(თემაზე მუშაობენ: ბოჭორიშვ. მ. ომიაძე ნ. დავითიძე ბარბ.)

(სარეკომენდაციო გეგმა)

1. მოკლე ინფორმაც   ია თურქ-სელჩუკების შესახებ. მათი თავდაპირველი სამყოფელისა და საქმიანობის შესახებ.

2. თურქ-სელჩუკების სასულთნოს შექმნა. თოღრულ ბეგის მიერ ბაღდადის აღება და სულთნის ტიტულის მიღება.

3. თურქ-სელჩუკებისა და ბიზანტიის ბრძოლები. მანასკერტის ბრძოლა და მისი შედეგები. (მოკლედ)

4. თურქ-სელჩუკების პირველი ლაშქრობები საქართელოში, ბაგრატ IV მეფობის დროს. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პოლიტიკური ერთეულების დასახელება. (ორი სამეფო და ერთი საამირო)

5. ფარცხისთან ბრძოლა - ქართველების მიერ თურქ-სელჩუკების დამარცხება.

6. ნიზამ ალ მულქი და მისი პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებდა მომთაბარე ახალი თურქმანული ტომების ბიზანტიისა და საქართველოს საზღვრებისაკენ გადმოსროლას.

7. „დიდი თურქობის“ დასაწყისი

8. გიორგი II -ეს ჩასვლა იპაჰანში და ზავის დადება.

9. კახეთ ჰერეთის სამეფოს შემოერთების საკითხი.

10. ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების აღწერა გიორგი II -ეს მეფობის ბოლოს.

 

დავით აღმაშენებელის სახელმწიფო-ადმინისტრაციული და სამხედრო რეფორმები

(თემაზე მუშაობს ბარბარე ჭანტურია.)
(სარეკომენდაციო გეგმა)

1. დავითის გამეფება და ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების აღწერა.

2. მოლაშქრე რაზმების შექმნა და საელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლის განახლება

3. გახიზნული გლეხობის დაბრუნებისთვისა და მეურნეობის აღდგენისათვის წინაპირობების შექმნა.

4. მონასპა.

5. სავაზირო სამსახურის შექმნა.  მწიგნობართუხუცესი/მანდატურთუხუცესი/ეჯიბები და ამირეჯიბი. მსტოვართა სამსახური.  სააჯო კარი.

6. სამეფო ხელისუფლების გაძლიერება. ურჩი დიდებულების დასჯა.

7. სამხედრო რეფორმა . ყივჩაღების ჩამოსახლება.

 

რუის - ურბნისის საეკლესიო კრება

(თემაზე მუშაობს მ. კრაწაშვილი.)
(სარეკომენდაციო გეგმა)

1.დავით აღმაშენებლის მემატიანე ეკლესიაში შექმნილი ვითარების შესახებ.

2. ძაგან აბულეთისძე და მისი ძმა მოდისტო

3. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა და მისი გადაწყვეტილებები.

4. ეკლესიის გაწმენდა უღირსი მღვდელმთავრებისგან.

5. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობის შექმნა.

6. ეკლესიის მნიშვნელობა და როლი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

გელათი

(თემაზე მუშაობენ: გ. აბშილავა და ნ. ღონღაძე.)
(სარეკომენდაციო გეგმა)

1. ტაძრის მშენებლობა. ლეგენდა მეფის ხარაჩოდან გადმოვარდნის შესახებ

2. აკადემია.   მოძღვართ-მოძღვარი იოანე პეტრიწი.

3. საგნები, რომელიც აკადემიაში ისწავლებოდა.

4. იოანე შავთელი გელათის შესახებ („ვნატრი ელადსა, თვით მას გელათსა . . .“ )

5. დავითის ისტორიკოსი გელათის შესახებ. („აღაშენა ტაძარი მეორე იერუსალიმად და სხვა ათინად“. . . )

6. ქსენონი

7.დავით აღმაშენებლის ფრესკა გელათში

8. დღევანდელი ვითარება გელათში. (ტაძარი ინგრევა, ფრესკები ნადგურდება, რესტავრაცია ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა.)

 


დავით აღმაშენებლის ბრძოლები
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად 1103-1118 წლებში 

(თემაზე მუშაობს გ. კაპანაძე)

 (სარეკომენდაციო გეგმა)

1. მალიქ შაჰის გარდაცვალების შემდეგ სელჩუკთა იმპერიის დასუსტება და დაშლა. ქართველებმა ხარკი შეუწყვიტეს სელჩუკებს.

2. ერწუხის ბრძოლა და კახეთ-ჰერეთის სამეფოს შემოერთება

3. დავითის ისტორიკოსი ერწუხის ბრძოლაში მეფის გმირული ბრძოლის შესახებ

4. სამშვილდისა და რუსთავის, ლორესა და გიშის შემოერთება

5. ყივჩაღთა ჩამოსახლების მიზეზები და პირობები

 

 

დავით აღმაშენებელი და ჯვაროსნები   
(თემაზე მუშაობს რ. არაბიძე.)

(სარეკომენდაციო გეგმა)

1. 1078 წელს თურქ-სელჩუკების მიერ იერუსალიმის დაკავება.

2. კლერმონის საეკლესიო კრება და პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა.

3. იერუსალიმის აღება. დავით აღმაშენებელმა ხარკი შეუწყვიტა სელჩუკებს.

4. ჯვაროსნული სახელმწიფოების წარმოქმნა აღმოსავლეთში.

5. დავით აღმაშენებლის ბრძოლა სელჩუკების წინააღმდეგ შვების მომტანი აღმოჩნდა ჯვაროსნული სახელმწიფოებისთვის, რომლებიც თურქების მუდმივ თავდასხმებს განიცდიდნენ.

6. ცნობა იერუსალიმის მეფის ბალდუინის  საქართველოში საიდუმლო ვიზიტის შესახებ.  

7. ჯვაროსანი რაინდების მონაწილეობა დიდგორის ბრძოლაში.

8. ჯვაროსანი მემატიანე გოტიე და მისი ცნობები დიდგორის ბრძოლაზე. დავითის სიტყვა ბრძოლის წინ.

9. ბერი ანსელუსის ჯვარი.


დიდგორის ბრძოლა 

თემაზე მუშაობს თ. მარეხაშვილი

(სარეკომენდაციო გეგმა)

1. ქართული და უცხოური წყაროები დიდგორის ბრძოლის შესახებ

2. ძალთა თანაბარდობა დიდგორის ბრძოლაში.  

3. ჯვაროსანი მეომრები დიდგორის ბრძოლაში

4. დავით მეფის სიტყვა ბრძოლის წინ

5. ბრძოლის სტრატეგია.

6. ბრძოლის შედეგი.


თბილისის გათავისუფლება და დავით აღამაშენებლის ტოლერანტული პოლიტიკა

(ამ თემაზე ჯერ არავინ მუშაობს:)
(სარეკომენდაციო გეგმა)

1. როგორ შეიქმნა ამირას ხელისუფლება თბილისში მურვან ყრუს ლაშქრობების შემდეგ.

2. თბილისის ამირების სეპარატისტული პოლიტიკა - ამირა საჰაკის დასჯა. დამოუკიდებელი საამიროს წარმოქმნა.

3. ამირა ჯაფარის გარდაცვალების შემდგომ თბილისში რესპუბლიკური ქალაქ-სახელმწიფოს წარმოქმნა. თბილისელი ბერების ხელისუფლება.

4. თბილისელთა და დმანისელთა წასვლა სულთანთან და დავითის წინააღმდეგ დახმარების თხოვნა.

5. დავითის მიერ თბილისის აღება. მოწინააღმდეგეების სასტიკად დასჯა.

6. ალ ფარიკი დავით აღმაშენებლის თბილისური პოლიტიკის შესახებ. რა შეღავათები მიენიჭათ მუსულმანურ მოსახლეობა. რითი შეიძლება ამის ახსნა.

7. დავით აღმაშენებლის ტოლერანტული პოლიტიკა მუსულმანების მიმართ - მაგ. ქართველი მემატიანეს ცნობა,  რომ მეფე ყოველ პარასკევს მუსულმანებთან ერთად ესწრებოდა მეჩეთში ლოცვებს.

8. დედაქალაქის გადმოტანა ქუთაისიდან თბილისში. მას შემდეგ 1000 წელი გავიდა და დღესაც თბილისი საქართველოს დედაქალაქია.

 

ანისისა და შირვანის შემოერთება. ერთიანი კავკასიური იმპერიის შექმნა

(ამ თემაზე ჯერ არავინ მუშაობს:)

1. დმანისის  შემოერთება და მისი მნიშვნელობა

2. ანისის შემოერთება. მათეოს ურჰაეცის ცნობები.

3. სელჩუკი სულთნის მიერ შარვანის დაკავება და მისი მუქარის წერილი დავითს.

4. დავითის ლაშქრობა შარვანში და მისი შემოერთება

5. დავით აღმაშენებლის ტიტულები.

6. ერთიანი კავკასიური იმპერიის შექმნა.

 

  დავით აღმაშენებელის პიროვნება ქართველი მემატიანეს მიხედვით


(ამ თემაზე ჯერ არავინ მუშაობს:)

1. როდის დაიწერა და რა ვიცით ავტორის შესახებ. როგორ არის დასათაურებული ნაშრომი

2. პირველადია თუ არა ნაშრომი?

3. რამდენად სანდოა ქართველი მემატიანეს გადმოცემული ინფორმაცია?

4. რომელ საისტორიო თხზულებათა კრებულშია შეტანილი ნაშრომი?

5. დავითის პიროვნული თვისებები ქართველი მემატიანეს მიხედვით.
(განათლებული, კეთილი და მოწყალე, მამაცი მეომარი, წიგნის მოყვარული და სხვ.  მაგალითებით დასაბუთებული)










მეორე შემაჯამებლის მოსამზადებელი შეკითხვები

1. რომელ საუკუნეებში მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სამეფო სამთავროების წარმოქმნა და რა იყო ამის მიზეზი? (იხ. გვ. 49)

2. ჩამოთვალეთ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოქმნილი დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულები და დაასახელეთ მათი ცენტრები(დედაქალაქები) (იხ. გვ. 49. გამოიყენე რუკა N 10)

3. ამათგან რომელ პოლიტიკურ ერთეულში წარმოიქმნა “ქართველთა სამეფო”,
 ვინ მიიღო პირველად “ქართველთა მეფის” ტიტული და რომელ წელს? (
მოიძიე ინფორმაცია თავად)

3. გაიხსენე, რომელ წელს ილაშქრა საქართველოში ბუღა თურქმა და ვის წინააღმდეგ იყო მიმართული ეს ლაშქრობა? (იხ. გვ.46. ტექსტი, ასევე წყარო ა და ბ)

4. გაიხსენე, რა იწვევდა დაპირისპირებას ბაღდადის ხალიფასა და თბილისის ამირას შორის? (იხ. გვ.46. ტექსტი, ასევე წყარო ა და ბ)

5. რომელი ტაძრის წარწერამ შემოგვინახა ცნობა ბუღა თურქის ლაშქრობის შესახებ? (იხ. გვ.46. წყარო ბ)

6. ვინ იყო საჰაკი და რა ბედი ეწია მას? რისთვის დაისაჯა იგი? (იხ. გვ.46. ტექსტი, ასევე წყარო ა და ბ)

7. როდის ჩამოყალიბდა თბილისის საამირო დამოუკიდებელ სამთავროდ და რომელი დინასტია მართავდა მას? ვინ არის ამ დინასტიის დამაარსებელი?(იხ. გვ.46)

8. როდის წარმოიქმნა კახეთის სამთავრო? რომელმა ტომმა ითამაშა დიდი როლი კახეთის სამთავროს შექმანაში? სად იყო მათი თავდაპირველი საცხოვრებელი და ვისი წინაპრები არიან ისინი? (იხ. გვ. 49-50)

9. რა ტიტულით მართავდნენ კახეთს მისი მთავრები? (იხ. გვ. 50)

10. სად და როდის წარმოიქმნა ჰერეთის სამთავრო? ვინ იყო ამ სამთავროს დამაარსებელი? (იხ. გვ. 50)

11. რომელი პოლიტიკური ერთეულის მმართველი ატარებდა არან-შაჰის ტიტულს?(იხ. გვ. 50)

12. სად და როგორ წარმოიქმნა აფხაზეთის სამეფო? ვინ იყო აფხაზეთის სამეფოს დამაარსებელი და პირველი მეფე? (იხ. გვ. 51)

11. რა ტერიტორიებს მოიცავდა აფხაზეთის სამეფო და რა გახდა მისი დედაქალაქი? (იხ. გვ. 51, გამოიყენე ასევე რუკა 49-ე გვერდზე)

12. გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიისა, ძლიერების პერიოდში (X საუკ.) კიდევ რომელ ქართულ ტერიტორიეს ფლობდნენ აფხაზეთის მეფეები? (იხ. გვ. 81, ასევე რუკა 86-ე გვერდზე)

13. რატომ ითვლება აშოტ ბაგრატიონი ქართლის უკანასკნელ ერისმთავრად?(გვ. 52)

14. როდის და ვინ დაარსა ტაო-კლარჯეთის სამთავრო? რა გახდა ამ სამთავროს დედაქალაქი? (იხ. გვ. 52)

15. რა ტიტული მიიღო აშოტ ბაგრატიონმა ბიზანტიის იმპერატორისაგან? (იხ. გვ. 52)

16. ვის სახელს უკავშირდება VIII საუკუნის მეორე ნახევარში ტაო-კლარჯეთში დიდი სამონასტრო
მშენებლობის წამოწყება?
(იხ. გვ. 53)

17. რას ნიშნავს ფეოდი? დაასახელე მისი ქართული შესატყვისი. (იხ. გვ. 56; 57)

18. რომელი ეპოქისთვის იყო დამახასიათებელი ფეოდალური ურთიერთობები (ფეოდალიზმი)? (იხ. გვ. 56)

19. ვისგან შედგებოდა ფეოდალური საზოგადოება ევროპაში? (იხ. გვ. 56)

20. ვინ იყო სენიორი და ვინ იყო ვასალი? როგორი იყო მათ შორის ურთიერთობა?(იხ. გვ. 56)

21. დაასახელე სენიორისა და ვასალის ქართული შესატყვისები. (იხ. გვ. 57)

22. რა იყო ბენეფიციუმი? რითი განსხვავდებოდა ის ფეოდისგან?(იხ. გვ. 56)

23. დაასახელეთ ბენეფიციუმის ქართული შესატყვისი. (იხ. გვ. 57)

24. ვისგან შედგებოდა ფეოდალური საზოგადოება საქართველოში? შეუსაბამე მათ ევროპული
შესატყვისები
(იხ. გვ. 56-57)

25. ვინ იყვნენ რაინდები?(იხ. გვ. 57)

26. რა იყო რაინდული ტურნირები? რატომ იყო რაინდული ტურნირები მთავარი სანახაობა შუა საუკუნეების ევროპაში?(იხ. გვ. 57-58)

27. დაახასიათე რაინდული ღირსების კოდექსი დადებითად ან უარყოფითად და მოიყვანე არგუმენტები შენი პოზიციის დასაცავად. (იხ. გვ. 58-59)

28.  რომელი სამი ფენისგან (წოდებისგან) შედგებოდა შუა საუკუნეების  ფეოდალური საზოგადოება? რა ფუნქცია ჰქონდა თითოეულ მათგანს? ჩამოთვალე ვისგან შედგებოდა თითოეული წოდება (ფენა) (იხ. გვ. 74)

29. რა თავისებურება ახასიათებს პროვიდენციალიზმს? რომელ ეპოქისთვის იყო დამახასიათებელი ეს მიმდინარეობა? (იხ. გვ. 75)

30. რომელ საუკუნეებს მოიცავს ეპოქა. რომელსაც „შუა საუკუნეებს“ ვუწოდებთ? (მოიძიეთ თავად)

31. ვინ იყო დავით მესამე კურაპალატი, სად და როდის მეფობდა? (იხ. გვ. 80)

32. ვინ აუჯანყდა ბიზანტიის იმპერატორს 976-979 წლებში? ვინ იყო ამ დროს ბიზანტიის იმპერატორი? რომელმა ქართველმა მეფემ გაუწია იმპერატორს დახმარება აჯანყების ჩახშობაში? (იხ. გვ. 80)

33. ვინ იყო თორნიკე ერისთავი? (მოიძიე თავად)

34. როგორ გაზარდა ტაოს მეფემ დავით III კურაპალატმა ტერიტორიები?(იხ. გვ. 80-81)

35. რატომ განურისხდა ბასილი II დავით III კურაპალატს 987 წელს? როგორ მოახერხა დავითმა იმპერატორის რისხვის აცილება?(იხ. გვ. 80)

36. რატომ ცდილობდნენ სამეფო-სამთავროები შიდა ქართლის ხელში ჩაგდებას? რომელი სამეფოს შემადგენლობაში აღმოჩნდა შიდა ქართლი X საუკუნის II ნახევარში?(იხ. გვ. 81, იხილე ასევე რუკა 86 გვერდზე)

37. ვინ გამოაცხადა თავის მემკვიდრედ ტაოს მეფემ დავით III კურაპალატმა? (იხ. გვ. 82)

38. ვისი შვილიშვილი იყო ბაგრატ III ბაგრატიონი მამის მხრიდან? დედის მხრიდან?რომელი სამეფოები ეკუთვნოდა მას მემკვიდრეობით? (იხ. გვ. 80)

39. რა ფაქტორები უწყობდა ხელს ბაგრატ ბაგრატიონს საქართველოს გაერთიანებაში?

40. ვინ გამოაცხადა ქართლის გამგებლად დავით III კურაპალატმა 975 წელს? (იხ. გვ. 80)

43. როდის გამოაცხადეს ბაგრატ ბაგრატიონი მეფედ ქუთაისში? ვის ნაცვლად?
რა მემკვიდრეობითი უფლება ჰქონდა ბაგრატს ამ სამეფოს მიმართ? (იხ. გვ.
82)

44. რომელ წელს გარდაიცვალა იმიერ ტაოს მეფე დავით III კურაპალატი?
რომელი სახელმწიფო დაეუფლა მის მემკვიდრეობას და რა უფლებით? (იხ. გვ. 84; გვ. 80)

45. როდის მიიღო ბაგრატმა ქართველთა მეფის ტიტული?
(1008 წელს, როცა გარდაიცვალა, მამამისი, გურგენ ქართველთა მეფე.)

46. რომელი ტერიტორიები შემოიერთა ბაგრატ მესამემ 1010 წელს? (იხ. გვ. 84)

47. როდის და რომელი ტერიტორიების შემოერთების შედეგ მიიღო ბაგრატმა “რანთა და კახთა მეფის”
ტიტულები?
რომელ სამეფოს აღნიშნავდა ტერმინი „რანი“?(იხ. გვ. 84)

48. რა მეთოდებს იყენებს ბაგრატ მესამე ურჩი ფეოდალების წინააღმდეგ? რატომ ებრძვის მათ მეფე? შეაფასე ბაგრატის ბრძოლის მეთოდები ურჩი დიდებულების წინააღმდეგ დადებითად ან უარყოფითად და მოიყვანე არგუმენტები შენი პოზიციის დასასაბუთებლად.(იხ. გვ. 83; 84)

49. ვინ იყო ფადლონი და რატომ ლაშქრობს მის წინააღმდეგ ბაგრატ მესამე? ვინ იყო ბაგრატის მოკავშირე ამ ლაშქრობაში?(იხ. გვ. 85)

50. რა შედეგით დასრულდა ფადლონის წინააღმდეგ ლაშქრობა?(იხ. გვ. 85)

51. ბაგრატი ერთიანი საქართველოს პირველ მეფედ ითვლება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ქართული ტერიტორია (ქალაქი) არ შედიოდა მის სამეფოში. რუკის დახმარებით დაასახელე ეს ტერიტორიები ან ქალაქები. (იხ. გვ. 86)

52. რომელი ეკლესიები აიგო ბაგრატ III-ის მეფობის დროს?(იხ. გვ. 85)
(
აფხაზეთში – ბედიის ტაძარი, ქუთაისში – ბაგრატის ტაძარი; ქართლში – სამთავისის ტაძარი; მცხეთაში დაიწყო
სვეტიცხოვლის ტაძრის მშენებლობა, რომელიც მისი მემკვიდრეების დროს დასრულდა)

53. ბაგრატის მეფობის წლები. სად არის დაკრძალული ბაგრატ მესამე?(იხ. გვ. 85)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 










მოსამზადებელი შეკითხვები პირველი შემაჯამებელი წერისთვის

1. რომელი მოვლენა მიიჩნევა ანტიკური ხანის დასასრულად და შუა საუკუნეების დასაწისად?(გვ.8)


2. რა მიზეზებმა განაპირობა დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა?(გვ.8-9)

 

3.  რომის იმპერიის დაცემის შემდეგ შენარჩუნდა თუ არა ქრისტიანული ეკლესია დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე? ვინ ითვლებოდა ეკლესიის მეთაურად?(გვ.9)

 

4. რომელი სახელმწიფოები შეიქმნა დასავლეთ რომის იმპერიის ნანგრევებზე?(გვ.8 იხ. რუკა)

 

5. სად და როდის შეიქმნა ფრანკთა სამეფო. რა პოლიტიკურმა გარემოებამ შეუწყო ხელი ამ სახელმწიფოს წარმოქმნას?(გვ.9)

 

6. ვინ ითვლება ფრანკთა სახელმწიფოს დამაარსებლად და  პირველ მეფედ? რომელ დინასტიას დაუდო საფუძველი(გვ.9)

 

7. რა სარგებელს მიიღებდა ხლოდვიგი ქრისტიანობის მიღებით?(გვ.9)

8. რა რისკი შეიძლება ჰქონოდა ხლოდვიგის მიერ ქრისტიანობის მიღებას?

9. რომელი სახელმწიფოს მეფეებს ეწოდებოდათ VII-VIII საუკუნეებში „ზარმაცი მეფეები“?(გვ.12)

10. ვინ იყვნენ მაჟორდომები? (გვ.12)

 

11. რომელმა დინასტიამ შეწყვიტა არსებობა 751 წელს პიპინ მოკლეს გამეფებით? რომელ დინასტიას ჩაუყარა საფუძველი პიპინ მოკლემ?(გვ.12)

12. ვინ დაეხმარა პიპინ  მოკლეს ფრანკთა მეფის გვირგვინის დადგმაში?(გვ.12)

 

12. როგორ შეიქმნა პაპის ოლქი და რომელმა მეფემ შეუქმნა ეს სახელმწიფო პაპებს?(გვ.13)

13. ფრანკთა რომელმა მეფემ მიიღო 800 წელს იმპერატორის ტიტული?(გვ.13)

 

14. კარლოსის მეფობის დროს, რა იყო ამ სახელმწიფოს დედაქალაქი?(იხ. რუკა გვ. 14)

 

15. დაახასიათე კარლოსი, როგორც მმართველი დადებითად ან უარყოფითად და მოიტანე არგუმენტი შენი პოზიციის სასარგებლოდ(გვ.13-15)

16. რა ტერიტორიულ ერთეულებად იყოფოდა ფრანკთა სამეფო კარლოს დიდის პერიოდში?(გვ.16)

17. ვინ იყო  ეინჰარდი?(გვ.12. იხ.წყარო ა) 

13. რა შედეგით დასრულდა კარლოს დიდის ბრძოლა სასქსებთან?

18. რომელი იყო სახელმწიფო ენა ბიზანტიაში VII საუკუნემდე, რომელმა ენამ ჩაანაცვლა შემდგომში და რა იყო ამის მიზეზი? (გვ. 17)

 

19. რა არის აგიოგრაფია? რა იყო შუა საუკუნეებში აგიოგრაფიული ნაწარმოებების შექმნის ერთ-ერთი მიზეზი? (გვ. 17)

 

20. რომელი სახელმწიფო წარმოადგენდა აღმოსავლეთიდან მთავარ საფრთხეს ბიზანტიისთვის VI-VII საუკნეებში? (გვ. 18)

 

21. რომელი ქრისტიანული მიმდინარეობა იყო გაბატონებული რელიგია გერმანულ ტომებში (ფრანკების გარდა) VII საუკუნემდე? (გვ. 20)

 

22. რა მიზეზმა განაპირობა ის ფაქტი, რომ ნესტორიანული მიმდინარეობა გავრცელდა შუა აზიაში, ინდოეთსა და ჩინეთში? (გვ. 20)

23. რითი აიხსნება ის ფაქტი, რომ ირანი მფარველობდა ისეთ ქრისტიანულ მიმდინარეობებს, როგორიცაა ნესტორიანელობა და მონოფიზიტობა?(გვ. 20)

 

24. ბიზანტიის რომელმა იმპერატორმა შეძლო ვანდალებისა და ოსტგოთების სამეფოების დაპყრობა?(გვ. 21)

 

25.რა საკანონმდებლო რეფორმა გაატარა იუსტინიანე I მა? (გვ. 22-23)

 

26. როგორი იყო იუსტინიანეს რელიგიური პოლიტიკა?(გვ. 22)

 

27. რომელი ტაძარი აშენდა კონსტანტინოპოლში იუსტინიანე დიდის ბრძანებით?(გვ. 23)

 

28. VI საუკუნის 20-იან წლებში ირანმა ქართლში მეფობა გააუქმა.  ამავე საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში ქართლი აჯანყდა. აჯანყებულმა ერისთავებმა მეთაური აირჩიეს. თუმცა მას მეფე არ უწოდეს. რა ეწოდებოდა ქართლის მეთაურს ამ დროიდან? (გვ. 23)

 

29. 591 წელს ქართლი დროებით გათავისუფლდა ირანის ბატონობისგან. რა საერთაშორისო პოლიტიკურმა ვითარებამ შეუწყო ამას ხელი?(გვ. 23)

 

30. 614 წელს ქართლი კვლავ ირანმა დაიმორჩილა. რა საერთაშორისო პოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა ეს შედეგი? (გვ. 23)

 

31. რა წარმატებას მიაღწია ხოსრო II-ემ 604-627 წლების ირან-ბიზანტიის ომში თავდაპირველ ეტაპზე? (გვ. 23)


32. ბიზანტიის რომელმა იმპერატორმა შემოარტყა ალყა თბილისს 627 წელს და ვინ იყვნენ მისი მოკავშირეები?(გვ.23-26)


33. რა შედეგით დასრულდა ბიზანტია-ირანის ომი 627 წელს? რა პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა ომის შედეგს ქართლისთვის?(გვ.25-26)

 

34 . სად და როდის წარმოიქმნა ისლამი? ვინ იქადაგა ეს რელიგია?(გვ.27)

 

35. როგორი იყო ისლამამდე არაბთა რელიგია?(გვ.29)

 

36. გადმოცემის მიხედვით, რამ აიძულა მუჰამედი დაეწყო ხალხში ქადაგება? (გვ.29)

 

37. რა ისტორიულ მოვლენას ეწოდა „ჰიჯრა“? (გვ.29)

 

38. შეადარე ერთმანეთს ქრისტიანული და ისლამური წელთაღრიცხვა. (გვ.29)

 

39. როგორ რელიგიებს ეწოდება მონოთეისტური? დაასახელე შენთვის ცნობილი სამი მონოთეისტური რელიგია.

 

40. გარდა ახალი რელიგიის შექმნისა, კიდევ რა დამსახურება მიუძღვის მუჰამედს არაბი ხალხის წინაშე?(გვ.30)

 

41. რა არის ყურანი? როგორ შეიქმნა იგი?(გვ.30)

 

42.  შეაფასე მუჰამედის როლი მსოფლიო ისტორიაში დადებითად ან უარყოფითად და მოიყვანე შესაბამისი არგუმენტები

 

43. რომელ დიდი სახელმწიფოებს უპირისპირდება არაბთა სახელმწიფო VII საუკუნეში? რა წარმატებებს მიაღწიეს არაბებმა ამ ბრძოლაში?(გვ.33)

 

44. როდის და ვის შორის მოხდა კადისის ბრძოლა და რა შედეგით დასრულდა? (გვ.33)

 

45. რომელი დიდი სახელმწიფო დაიპყრეს არაბებმა აზიაში? (გვ.33)

46. რა ტერიტორიები წაართვეს არაბებმა ბიზანტიას?(გვ.33. იხ ასევე რუკა გვ.21 და გვ 36 რეკა 7)

 

47. რითი შეიძლება აიხსნას არაბთა წარმატებები ბრძოლებში VII საუკუნეში?(გვ.33)

 

48. როდის დაიმორჩილეს არაბებმა ქართლი პირველად? რა ეწოდა ხელშეკრულებას, რომელიც დაიდო არაბ სარდალსა და ქართლის ერისმთავარს შორის?(გვ.33)

 

49. დაცვის სიგელით რა ვალდებულება ეკისრებოდათ ქართველებ? რა ვალდებულებას კისრულობდნენ არაბები?(გვ.33)

15. შეაფასე ქართლის ერისმთავრის ქმედება - რამდენად სწორად მოიქცა, როცა არაბებს უომრად დაემორჩილა? მოიტანე შენი პოზიციის გასამყარებლად არგუმენტები.

50. რომელი დინასტია მართავდა არაბთა სახალიფოს 661 წლიდან? სად გადაიტანეს დედაქალაქი?

 

51. VII საუკუნის ბოლოს რამ გაუადვილა არაბებს ეგრისში გაბატონება? (გვ.38)

 

52. VIII საუკუნის I ნახევარში კავკასიაში ანტიარაბული კოალიცია შეიქმნა. ვისგან შედგებოდა ეს კოალიცია? (გვ.39-40)

 

53. ვინ იყო სტაფანოზ მესამე? მოკავშირეობის სანაცვლოდ რა მიიღო ბიზანტიის იმპერატორისგან?(გვ.39-40)

 

54. რა ტერიტორიები დალაშქრეს არაბებმა 735-738 წლებში და ვინ იყო მათი მთავარსარდალი?(გვ.40)

 

55. ვინ არიან მირი და არჩილი? მურვან ყრუს ლაშქრობის დროს რომელ ციხეს შეაფარეს თავი?(გვ.40)

 

56.  რა შედეგით დასრულდა ანაკოფიის ციხესთან ბრძოლა ქართველებსა და არაბებს შორის?(გვ.40)

 

57. ვის მოიხსენიებენ აგარიანების სახელით ძველი ქართული წყაროები?(გვ.40)

 

58. როგორ დამძიმდა არაბთა ბატონობა მურვან ყრუს ლაშქრობის შემდეგ?(გვ.42)

 

59. რომელმა დინასტიამ ჩაანაცვლა ომაიანთა დინასტია 750 წელს?(გვ.43)

 

60. სად გადაიტანეს აბასიანებმა დედაქალაქი დამასკოდან?(გვ.43)

 

61. რა გამოარჩევდა ქალაქ ბაღდადს სხვა ქალაქებისგან? (გვ.43)

 

62. რომელი ცნობილი ზღაპრების კრებული შექმნეს არაბებმა? (გვ.43)

 

63. რა ღვაწლი მიუძღვით არაბებს მსოფლიო ცივილიზაციაში, რა გამოგონებები და მიღწევები უკავშირდება მათ სახელს. რა ისწავლეს მათგან ევროპელებმა?(გვ.43-46)

 

64. შენი აზრით, რატომ მიაღწიეს არაბებმა ცივილიზაციის სხვადასხვა სფეროში წარმატებებს?(გვ.43)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

არაბთა სახალიფო







სავაჭრო საქარავნო გზები































































































ფრანკთა სამეფო და რომის საღვთო იმპერია









პაპის ოლქი




კარლოს დიდის იმპერია





ფრანკთა სამეფო კარლოსის მეფობის ბოლოს


პაპი ლეო მესამე იმპერატორის გვირგვინს ადგამს კარლოსს


ვერდენის ზავით (843) დაშლილი ფრანკთა სამეფო


ბიზანტია და სასანიანთა ირანი

იბერია და ლაზიკა მესამე საუკუნის დასასრულს



ბიზანტია და ირანი მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში





რომის დაცემა









რომი და მისიპროვინციები

 

 

 

 

 















კომპლექსური დავალების პირობა :

 

  წარმოიდგინე რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ხარ. თქვენი სამინისტრო ემზადება არაბული ქვეყნებიდან საპატიო სტუმრების დასახვედრად. მინისტრმა გთხოვა სიტყვის მომზადება, რომლითაც წარსდგები საზეიმო შეხვედრის კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი სტუმრების წინაშე. თქვენი სიტყვის მთავარი თემაა:

 

2. ქართულ-არაბული ურთიერთობები VII-VIII საუკუნეებში და არაბების როლი მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში.


მისასალმებელ სიტყვაში ხაზგასმით წარმოაჩინეთ :

 

 

·         რა წარმატებებს მიაღწიეს არაბებმა საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მათი ერთიანი სახელმწიფოს შექმნიდან მოკლე პერიოდში.

·         ისლამი და ქრისტიანობა (მსგავსება და განსხვავება.)

·         როგორი იყო არაბების რელიგიური პოლიტიკა

·         არაბთა პირველი გამოჩენა ქართლში. სტეფანოზის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

·         „დაცვის სიგელი“. ქართველებისა  და არაბების ვალდებულებები „დაცვის სიგელის“ პირობებში.

·         

·         სერგი ბარნუკის ძის პოლიტიკური ნაბიჯის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

·         ·       ქართველთა ბრძოლები არაბთა ბატონობის წინააღმდეგ და არაბული დამსჯელი ლაშქრობები საქართველოში.

 

·         როგორ გაამდიდრეს არაბებმა მსოფლიო კულტურა და მეცნიერება, როგორ შეუწყეს ხელი მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებას.

·         ისლამის როლი და გავლენა კულტურაზე

·         ბაღდადი - იმდროინდელი მსოფლიოს უდიდესი ქალაქი და მეცნიერების ცენტრი

·         რა ისწავლეს ევროპელებმა არაბებისგან

·         არაბული სიტყვები მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ენებში. (ქართული ენის მაგალითზე.)

 

მთავარი პირობა:  შეგიძლიათ ურთიერთობის როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებზე ყურადღების გამახვილება,  თუმცა ნაშრომში ხაზგასმით აღნიშნული უნდა იყოს ურთიერთობაში დადებითი ელემენტებიც, თუნდაც სტუმრების პატივსაცემად.)


პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის :

 

გამოიყენე სახელმძღვანელოს შემდეგი პარაგრაფები: 5; 6; 7; 8

გამოიყენე მოსწავლის რვეული ისტორიაში გვ. 13, 14, 15

გამოიყენე ინტერნეტგვერდი:
1.
 
https://www.gfsis.org/files/my-world/7/arabs.pdf

 

2.  https://www.arcgis.com/apps/MapSeries/index.html?appid=1a0fad931b424ace88abeacff0972d57

 

https://www.youtube.com/watch?v=RFaP9-ImLcc&ab_channel=iberocaucasian

 

4.https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98_%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

 

5. https://www.youtube.com/watch?v=4NlySELSk8E&ab_channel=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

 

6. https://www.youtube.com/watch?v=IacwMu1lfrs&ab_channel=PaxGeorgiana

 

7. https://www.youtube.com/watch?v=mkDat9VMFpY&ab_channel=OneIslamProductions

 

 

 

No comments:

Post a Comment