შემაჯამებელი ტესტისთვის მოსამზადებელი შეკითხვები:(1-12 პარაგრაფები)
1. რომელი სახელმწიფოების
დაქვემდებარებაში იყო მოქცეული ქართული სამეფო-სამთავროები XVII-XVIII საუკუნეებში?(გვ.8-9)
2. რომელი მეფის სახელს უკავშირდება თბილისში პირველი
სტამბის დაარსება?
(გვ.20)
3. ვინ იყო და სად მოღვაწეობდა ანთიმოზ ივერიელი? რა დახმარება
გაუწია მან ქართლის მეფეს ვახტანგ VI-ეს? (20-21)
4. რა მიზნით შეიქმნა „სწავლულ კაცთა კომისია“? (გვ.21)
5. რატომ დაატყვევეს 1712 წელს ირანში ჩასული ვახტანგ
ჯანიშინი?(გვ.22)
6. რა იყო სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის
მიზანი?(გვ.22-23)
7. ვის შორის მიმდინარეობდა 1700 -1721 წლებში
„ჩრდილოეთის ომი“ ? (გვ.28)
8. რუსეთის რომელმა მეფემ მიიღო პირველად იმპერატორის
ტიტული?(გვ.28)
9. რა ადმინისტრაციული, სამხედრო და პოლიტიკური რეფორმები
გაატარა პეტრე I-მა?(გვ.27-30)
10. 1722 წელს ვახტანგმა რუსეთის
მოკავშირეობა აირჩია. მოიყვანეთ არგუმენტები, მეფის პოზიციის სასარგებლოდ. მოიყვანეთ
არგუმენტები, იმ დიდებულების მხარდასაჭერად, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ და არ ურჩევდნენ
მეფეს რუსეთთან კავშირს(გვ.32-35)
11. რატომ გამოგზავნა
ჯარი ქართლის მეფის წინააღმდეგ 1723 წელს ირანის შაჰმა?(გვ.32-35)
12. რატომ დატოვა საქართველო
ვახტანგ VI-ემ 1724 წელს?(გვ.33-35)
13. რატომ იყო მიუღებელი
ქართველებისთვის რუსეთ-ოსმალეთის 1724 წელს დადებული შეთანხმება?(გვ.34)
14. შეაფასეთ ვახტანგ
VI-ეს მოღვაწეობა დადებითად და მოიყვანეთ შესაბამისი
არგუმენტები.(გვ.20-22;
გვ. 31-35)
15. შეაფასეთ ვახტანგ
VI-ეს მოღვაწეობა უარყოფითად და მოიყვანეთ შესაბამისი
არგუმენტები.(გვ.20-22;
გვ. 31-35)
16. რა შედეგით დასრულდა
ინგლისში სამოქალაქო ომი, რომელიც 17-ე საუკუნის 40-იან წლებში მიმდინარეობდა?(გვ. 36-39)
17. ინგლისის რომელ მეფეს
მოკვეთეს თავი 1649 წელს? მოიყვანეთ არგუმენტები იმ პოლიტიკოსთა სასარგებლოდ, რომლებიც
მეფის მკვლელობას მხარს უჭერდნენ. მოიფიქრეთ ასევე საწინააღმდეგო პოზიციის არგუმენტებიც?(გვ. 36-39)
18. მმართველობის რა
ფორმა გამოცხადდა ინგლისში 1649 წელს, სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ?(გვ. 38-39)
19. ვინ იყო ოლივერ კრომველი?
რა პერიოდში მართავდა იგი ინგლისს ერთპიროვნულად? რა წარმატებას მიაღწია ინგლისმა მისი
მმართველობის პერიოში?(გვ.
38-39)
20. რა პერიოდში იარსება
ინგლისში რესპუბლიკურმა მმართველობამ? ვინ ავიდა ტახტზე 1660 წელს და რომელ დინასტიას
მიეკუთვნებოდა(გვ.
38-39)
21. ვინ იყო რიშელიე
და რა რეფორმები გაატარა საფრანგეთში? რა იყო კარდინალ რიშელიეს რეფორმების მთავარი
მიზანი?(გვ.
40-41)
22. როგორი იყო რიშელიეს
პოლიტიკა ჰუგენოტების მიმართ?(გვ. 40-41)
23. რას ნიშნავს აბსოლუტიზმი?
ვისი მეფობის პერიოდში მიაღწია აბსოლუტიზმმა მწვერვალს საფრანგეთში?(გვ. 42-43)
24. ვის ეკუთვნის სიტყვები
„სახელმწიფო მე ვარ“?(გვ.42)
25. რომელ საუკუნეებში
მეფობდა ლუი XIV საფრანგეთში? რა წარმატებას მიაღწია საფრანგეთმა მისი მმართველობის
პერიოდში? როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მას მწერლობის, მეცნიერებისა და ხელოვნების
მიმართ?(გვ.
42-43)
26. ვინ იყო და ვისი
მეფობის დროს მოღვაწეობდა საფრანგეთში ჟან კოლბერი? წარმატებული იყო თუ არა მისი მოღვაწეობა
საფრანგეთის ეკონომიკისთვის? პასუხი დაასაბუთე. (გვ. 43)
27. საფრანგეთის რომელ
მეფეს უყვარდა გამორჩეულად ბალეტი?(გვ. 42-43)
28. საფრანგეთის რომელ
მეფეს უწოდებდნენ „მზეს“? რატომ?(გვ. 42-43)
29. რა განსხვავებული
მმართველობები ჩამოყალიბდა 17-ე საუკუნის ინგლისსა და საფრანგეთში? რა პოლიტიკურმა
მოვლენებმა განაპირობა განსხვავებული მმართველობის ფორმები?(გვ. 36-37; 40-43)
30. 1744 წელს ირანის
შაჰმა თეიმურაზ II ქართლის, ხოლო მისი შვილი ერეკლე II კი კახეთის მეფედ დაამტკიცა.
რატომ იყო ეს განსაკუთრებული მოვლენა ქართველთათვის? (გვ. 48)
31. რაში გამოიხატა ქართლ-კახეთის
სამეფოების წარმატება 18-ე საუკუნის 40-იან წლებში?(გვ. 48-49)
32. რომელი სახანოები
უხდიდნენ ქართლ-კახეთის სამეფოს ხარკს?(გვ. 48-49)
33. რითი მოიგო ქერიმ
ხანის გული ერეკლე მეორემ?(გვ. 48-49)
34. როდის გაერთიანდა
ოფიციალურად ქართლისა და კახეთის სამეფოები?(გვ. 49)
35. როდის და ვის
შორის მოხდა ხრესილის ბრძოლა?რა მნიშვნელობა ჰქონდა ქართველთათვის ხრესილის ბრძოლაში
გამარჯვებას? დაასახელეთ ორი ქართველი დიდებული, რომელიც მის წინააღმდეგ გამოვიდნენ
ზემოთ ნახსენებ ბრძოლაში.(გვ. 50)
36. რატომ იყო მიუღებელი
ოსმალეთისთვის სოლომონ I-ის მეფობა იმერეთში?(გვ. 50-51)
37. რა დადგენილება მიიღეს
1759 წელს ქუთაისში მოწვეულ საეკლესიო კრებაზე?(გვ. 50-51)
38. რა იყო ერეკლეს მიზანი,
როცა იგი 1768-74 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში რუსეთის სასარგებლოდ ჩაება? კიდევ
რომელი ქართველი მეფე ჩაება ამ ომში და მას რა მიზანი ჰქონდა?(გვ. 52-53)
39. როდის და ვის შორის
მოხდა ასპინძის ბრძოლა? რომელი ქალაქის აღებას აპირებდა ერეკლე მეორე ასპინძის ბრძოლის
წინ და რატომ ვერ ისარგებლა ერეკლემ ასპინძის ბრძოლაში გამარჯვებით?(გვ. 53-54)
40. რატომ იყო მნიშვნელოვანი
ქართული სამეფოსთვის 1774 წელს რუსეთ-ოსმალეთს შორის დადებული ქუჩუკ-კაინარჯის ზავი?(გვ. 54)
41. როდის და ვის შორის
დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი და რას ითვალისწინებდა? რა იყო ამ ტრაქტატში ქართველებისთვის
სასარგებლო? რომელი პირობები შეიძლება მივიჩნიოთ ქართული მხარისთვის მიუღებლად?(გვ. 55-56)
42. უნდა დაედო თუ არა
ერეკლე მეორეს გეორგიევსკის ტრაქტატი? მოიყვანეთ არგუმენტები იმათ სასარგებლოდ ვინც
ამ ტრაქტატის დადებას მხარს უჭერდა. მოიყვანეთ არგუმენტები იმათ სასარგებლოდ ვინც ამ
ტრაქტატის დადების წინააღმდეგი იყო(გვ. 55-56)
43. გეორგიევსკის ტრაქტატმა
ქართველებს სიკეთე უფრო მოუტანა თუ უბედურება? დაასაბუთეთ თქვენი პასუხი.(გვ. 55-57)
44. რა გახდა საქართველოში
აღა მაჰმად ხანის შემოჭრის მიზეზი?(გვ. 55-57)
45. როდის და ვის შორის
მოხდა კრწანისის ბრძოლა? რა გახდა ქართველების მარცხის მიზეზი?(გვ. 57)
46. როგორ ფიქრობ, რატომ
არ დაეხმარა რუსეთი ქართველებს კრწანისის ბრძოლაში?
47. შეაფასეთ ერეკლე II-ეს
მეფობა და მოიყვანეთ შესაბამისი არგუმენტები.(გვ. 48-58)
48. შეაფასეთ სოლომონ I-ის
მეფობა და მოიყვანეთ შესაბამისი არგუმენტები.(გვ. 50-51)
49. რას ითხოვდა გიორგი
XII რუსეთში გაგზავნილი „სათხოვარ პუნქტებში“?(გვ. 58)
50. რას ითვალისწინებდა
1804 წელს დადებული „ელაზნაურის ტრაქტატი“?(გვ. 60)
51. ვინ ითვლება უკანასკნელ
ქართველ მეფედ?(გვ.
60-62)
გთავაზობთ ტესტისთვის მოსამზადებელ შეკითხვებს.
თემა- მეორე მსოფლიო ომი
(შემაჯამებელი სამუშაო ჩატარდება ხუთშაბათს, 9 ივნისს)
1. სად და როდის ჩამყალიბდა ფაშიზმი და ვინ იყო ამ იდეოლოგიის დამაარსებელი?(გვ.
300)
2. რა თავისებურებით გამოირჩეოდა ფაშიზმი? რომელ არსებულ იდეოლოგიებს უპირისპირდებოდა
იგი?(გვ. 300)
3. როდის და როგორ მოვიდა ხელისუფლებაში მუსოლინი?(გვ. 300)
4. რომელ პარტიას ჩაუდგა სათავეში ადოლფ ჰიტლერი და როგორი იყო მისი შეხედულებები
პოლიტიკურ და რასობრივ საკითხებზე?(გვ. 301)
5. რომელ რასას მიაკუთვნებდა გერმანელებს ადოლფ ჰიტლერი და რა უპირატესობა
ჰქონდა მას სხვა რასებთან შედარებით?(გვ. 301)
6. რა იყო სვასტიკა? (გვ. 301)მოიძიე ინტერნეტში როგორ ფორმა აქვს მას?
7. როდის და როგორ მოვიდა ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერი?(გვ. 301)
8. რომელ სახელმწიფოს უწოდებდნენ მესამე რაიხს
1933-1945 წლებში?(გვ.
302)
9. რას ნიშნავს ფიურერი? ვინ მიიღო ეს წოდება 1934 წელს?(გვ. 301)
10. 1934 წელს მიღებული კანონების მიხედვით უპასუხე რაში გამოიხატა ტოტალიტარული
მმართველობის ფორმა გერმანიაში? (გვ. 302) (გვ. 306-307 - იხ. ტოტალიტარული რეჟიმებისთვის
დამახასიათებელი ნიშნები)
11. რას ნიშნავს ანტისემიტიზმი? რაში გამოიხატა ჰიტლერის ანტისემიტიზმი
1933-1939 წლებში?(გვ. 303)
12. რაში გამოიხატა ვერსალის ზავის პირობების დარღვევა გერანიის მხრიდან
1933-1938 წლებში?(გვ. 309)
13. როდის დაიპყრო ადოფ ჰიტლერმა ავსტრია? როგორ გაამართლებდა თავის ქმედებას
იგი?
რა არგუმენტი ექნებოდათ ავსტრიელთა იმ ნაწილს ვინც მხარს უჭერდა გერმანიასთან შეერთებას.
რა არგუმენტი ექნებოდათ ავსტრიელთა იმ ნაწილს ვინც მხარს არ უჭერდა გერმანიასთან
შეერთებას.(გვ. 309-310)
14. რას გულისხმობდა „დაშოშმინების პოლიტიკა“?
რომელი სახელმწიფოები ატარებდნენ ამ პოლიტიკას და რომელი სახელმწიფოები სარგებლობდნენ
ამით?(გვ. 310)
15. როდის შედგა ე.წ. მიუნხენის შეთანხმება
და რომელი სახელმწიფოები მონაწილეობდნენ? ვის წინააღმდეგ იყო მიმართული ეს შეთანხმება
და რაში გამოიხატა?(გვ.
310)
16. ვინ იყო უინსტონ ჩერჩილი? როგორ შეაფასა
მან მიუნხენის შეთანხმება? აქედან გამომდინარე, როგორი იქნებოდა მისი პოზიცია „დაშოშმინების
პოლიტიკის“ მიმართ?(გვ.
310)
17. რა ბედი ეწია ჩეხოსლოვაკიას მიუნხენის შეთანხმებიდან რამდენიმე თვეში -
1939 წლის გაზაფხულზე?(გვ.
310)
18. რაში გამოიხატა იტალიის აგრესიული საგარეო პოლიტიკა 1935-1936 წლებში?(გვ. 311)
19. როდის და რომელ სახელმწიფოებს შორის დაიდო
“მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი და რას ითვალისწინებდა ამ ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც
ყველასთვის გაცხადებული უნდა ყოფილიყო?
რას ითვალისწინებდა “მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის” საიდუმლო ნაწილი?
20. რას
ისახავდა მიზნად სტალინი გერმანიასთან
თავდაუსხმელობის პაქტის დადებით? რატომ იყო დაინტერესებული ადლოფ
ჰიტლერი საბჭოთა კავშირთან თავდაუსხმელობის პაქტის დადებით?(გვ. 312)
21. რატომ იყო დიდი ბრიტანეთისა და ინგლისისათვის მოლოტოვ-რიბენტროპის
პაქტის დადება მიუღებელი და დიპლომატიური მარცხის ტოლფასი? (გვ. 312-313)
22. როდის და რომელი მოვლენით იწყება მეორე
მსოფლიო ომი?(გვ.
314)
23. რომელმა სახელმწიფოებმა დაიპრეს პოლონეთი 1939 წლის სექტემბერში? რომელი
ხელშეკრულებით მოხდა ამ სახელმწიფოებს შორის პოლონეთის განაწილება?(გვ. 314)
24. რას უწოდეს კატინის ტრგედია?(გვ. 315)
25. რა წარმატებას მიაღწია გერმანიის არმიამ 1940 წის აპრილ-მაისში?(გვ.316)
26. რომელმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი კაპიტულაციას 1940 წლის 22 ივნისს?
რატომ მოეწერა ხელი კაპიტულაციას კომპიენის ტყეში?(გვ.316)
27. სად შეიცვალა ხელისუფლება 1940 წლის მაისში და ვინ მოვიდა ხელისუფლებაში?
რითი აიხსნება ეს ცვლილება?(გვ.316)
28. ვის წინააღმდეგ იყო მიმართული ოპერაცია „ზღვის ლომი“ და რას ითვალისწინებდა?
რა შედეგთ დასრულდა?(გვ.316)
29. რა წარმატებას მიაღწია გერმანიის არმიამ 1941 წლის გაზაფხულზე და ვინ
იყო ევროპაში მისი მთავარი მოკავშირე?(გვ.317)
30. დაასახელეთ სამი სახელმწიფო, ვისთანაც ომი ჰქონდა საბჭოთა კავშირს
1939-1940 წლებში? რომელი ტერიტორიები მიიტაცა ამ წლებში?(გვ.318)
31. რომელ რესპუბლიკებს მიუერთა საბჭოთა კავშირმა 1939 წელს დაპყრობილი
პოლონეთის აღმოსავლეთი ნაწილი?(გვ.318)
31. დასახელე 4 ახალი რესპუბლიკა. რომელიც შეუერთდა საბჭოთა კავშირს
1940 წელს?(გვ.318)
32. რომელი სახელმწიფოებს შორის გაფორმდა ე.წ. „სამთა პაქტი“
1940 წლის 27 სექტემბერს და რას ითვალისწინებდა?(გვ.319)
33. რომელ სახელმწიფოში შეიმუშავეს გეგმა ბარბაროსა“ და ვის წინააღმდეგ?(გვ.319)
34. როდის დაესხა თავს გერმანია საბჭოთა კავშირს? რაში გამოიხატა გერმანის
უპირატესობა ომის პირველსავე წელს და რა იყო ამის მიზეზი?(გვ.321)
35. რატომ ვერ აიღეს გერმანელებმა მოსკოვი?(გვ.322)
36. რომელ სახელმწიფოში მიიღეს ლენდ ლიზის კანონი და რას ითვალისწინებდა?(გვ.322)
37. რა ეწოდა ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის ხელმოწერილ შეთანხმება 1941 წლის
14 აგვისტოს? რა პრინციპებს ეფუძნებოდა ეს ხელშეკრულება და რამდენი სახელმწიფო შეუერთდა
ამავე წლის სექტემბერში?(გვ.323)
38. როდის და როგორ აღმოჩნდა აშშ მეორე მსოფლიო ომში ჩაბმული?(გვ.325)
39. რა უწოდა საბჭოთა პროპაგანდამ გერმანიათან ომს?(გვ.326)
40. რას ისახავდა მიზნად ოპერაცია ედელვაისი“ და რა შედეგით დასულდა?(გვ.326)
41. რამდენი მეომარი გაიწვიეს საბჭოთა კავშირის არმიაში მეორე მსოფლიო
ომის პერიოდში და რამდენი დაიღუპა? (მოიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტში ან შესაბამისი თემატიკის
წიგნებში)
42. სად დაიღუპა ყველაზე მეტი ქართველი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში?(გვ.329)
43. ვისგან ადგენდნენ გერმანელები ქართულ ბატალიონებს? რა სახელებს არქმევდნენ?
(გვ.329)
44. რა მოტივი ჰქონდათ გერმანელების მხარეზე ომში მოხალისედ ჩართულ ემიგრანტებს?
როგორ ავხსნით ემიგრანტების იმ ნაწილის პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერდნენ გერმანელთა
სასარგებლოდ ომში ჩართვას?
45. როდის მიმდინარეობდა და რა შედეგით დასრულდა სტალინგრადის ბრძოლა?
როგორი იყო გერმანელთა დანაკარგი და რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ბრძოლას ომის შედეგზე?
(გვ. 331)
46. რომელი ბრძოლის შემდეგ თქვა ჩერჩილმა : „ზღვის მოქცევა შეიცვალა მიქცევით“,
როგორ ახსნით ამ სიტყვების მნიშვნელობას?(გვ. 331)
47. როდის დაიწყო ოპერაცია „ოვერლორდი“ და რა შედეგთ დასრულდა?(გვ.
332)
48. როდის დაწყო შეტევა ბერლინზე და ვინ ხელმძღვანელობდა?(გვ. 334)
49. როდის და როგორ დაიღუპა ჰიტლერი?(გვ.
334)
50. მოიძიე ინფორმაცია, ვინ არის
გამოსახული ამ ფოტოზე და რა მოვლნაა ასახული?
51.როდის გამოაცხადა გერმანიამ კაპიტულაცია?(გვ. 334)
52. რომელმა სახელმწიფომ გამოიყენა მეორე მსოფლო ომში ატომური იარაღი?
როდის და ვის წინააღმდეგ?
მოიყვანე ერთი არგუმენტი ამ გადაწყვეტილების მხარდასაჭერად , მოიყვანე არგუმენტი მის
საწინააღმდეგოდ.(გვ. 334)
53. რომელი დღე ითვლება მეორე მსოფლიო ომის დასასრულად და როგორ დასრულდა?(გვ.
334)
ბუკლეტისთვის მოსამზადებელი თემები
1. ქართული სახელმწფოს აღდგენის ხელშემწყობი პირობები
(I მსოფლ.
ომი, 1917 წლის რევოლუცია და მეფის გადადგომა, ბოლშევიკური გადატრიალება და სამოქალაქო
ომი რუსეთში, ოსმალეთის აგრესია და ამიერკავკასიისერთიანი
სახელმწიფოს შექმნა და დაშლა, გერმანიი მხარდაჭერა . . .)
2. ამიერკავკასიის
დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
(ალბათ ბევრმა არ იცის, რომ საქ-ოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას წინ უძღოდა ამიერკავკასიის
დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა . . . . ;
შექმნის წინაპირობები - რევოლუცია, ბოლშევიკური გადატრიალება და სამოქ მი რუსეთში;
ბრესტის ზავი, ოსმალეთის აგრესია . . . . ;
ამიერკ. დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოები და მათი
შექმნის მოკლე ისტორია; დედაქალაქი; დაშლის მიზეზები)
3. საქართველოს
დამოუკისებლობის აქტი და პირველი ქართული მთავრობა
4. დამფუძნებელი
კრება და პოლიტიკური პარტიები საქართველოში
5. პირველი პარლამენტარი
(დეპუტატი) ქალები საქართველოში
6. საქართველოს
პირველი კონსტიტუცია
7. ნოე ჟორდანია
8. ნოე რამიშვილი
9. განათლება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
10. ხელოვნება და მწერლობა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
11. სპორტი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
12. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა
13. ერთა ლიგა და საქართველო
14. ქართველი გენერლები - გიორგი მაზნიაშვილი, გიორგი კვინიტაძე
15. საქართვლოს გასაბჭოება
შემაჯამებელი ტესტისთვის მოსამზადებელი შეკითხვები
(თემები: პირველი მსოფლ. ომი; რევოლუცია და სამოქალაქო ომი რუსეთში; საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდი; სსრკ-ს შექმნა)
1. როდის და სად შეიქმნა გერმანიის იმპერია? ვინ გახდა პირველი იმპერატორი? (იხ. ნაწილი I. გვ.189)
2.
ვინ გახდა გერმანიის იმპერიის პირველი კანცლერი?(იხ. ნაწილი I. გვ.189)
3.
რა ტერიტორიები გადასცა საფრანგეთმა გერმანიას 1870 წლის ომში დამარცხების შემდეგ?(იხ. ნაწილი I. გვ.189)
4.
გარდა ტერიტორიების გადაცემისა, კიდევ რა ვალდებულება ეკისრებოდა საფრანგეთს გერმანიის
მიმართ?
(იხ. ნაწილი I.
გვ.189)
5.
რომელი სახელმწიფოები გაერთიანდნენ “სამთა კავშირში”? (იხ. ნაწილი II. გვ. 199, იხილე
ასევე რუკა 29)
6.
რომელ წლებში და რომელი სახელმწიფოების მიერ შეიქმნა ანტანტა? (იხ. ნაწილი II. გვ. 201;
202. იხილე ასევე რუკა 29)
7. რომელ წლებში მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი?
რამდენი ადამიანი შეიწირა ომმა?(იხ. ნაწილი II. გვ. 198)
8. დაასახელე
I მოფლიო ომის გამომწვევი მიზეზები.
(იხ. ნაწილი II. გვ. 198)
9. რა
გახდა I მს. ომის საწყების
საბაბი?(იხ. ნაწილი
II. გვ. 203)
10. როდის
და როგორ დაიწყო I მსოფლიო ომი? (გვ. 203)
11. რომელი
სახელმწიფო გამოვიდა “სამთა კავშირიდან” ომის დასაწყისშივე? („სამთა
კავშირი“ დატოვა იტალიამ. იგი ომში არ ჩაერთო. ამის უფლებას აძლევდა ხელშეკრულების
პირობა, რომლის მიხედვითაც იტალიას გერმანიის სასარგებლოდ ომში ჩართვის ვალდებულება
ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ გერმანიას ომს გამოუცხადებდა საფრანგეთი ან რუსეთი. ამ
შემთხვევაში კი პირიქით მოხდა - გერმანიამ თავად გამოუცხადა ომი რუსეთს და საფრანგეთს.
მომდევნო წელს იტალია ომში ჩაება ანტანტის მხარეზე, რადგან მას ავსტრიაში შემავალი
ტერიტორიების გადაცემას შეპირდნენ.)
12. რა
სახელით მოიხსენიებენ გერმანიასა და მის მოკავშირე
სახელმწიფოებს პირველ მსოფლიო ომში? (გერმანია და მისი
მოკავშირეები მოწინააღმდეგე ქვეყნების ცენტრში აღმოჩნდნენ და ორ ფრონტზე ბრძოლა უწევდათ.
ამიტომ მათ ცენტრალური სახელმწიფოების სახელითაც მოიხსენიებდნენ.)
14. ვინ
იყო ალფრედ შლიფენი და რას ითვალისწინებდა
მისი გეგმა?(იხ. ნაწილი
II. გვ. 206-207)
15. საიდან
შეიჭრა გერმანიის არმია საფრანგეთში? რითი ახსნით ამას?(გვ.
206-207 იხ. ასევე რუკა 30)
16. გაამართლა
თუ არა შლიფენის გეგმამ?
მოიყვანეთ არგუმენტები(გვ.
206-207))
17. რა
ტექნოლოგიური სიახლეები და იარაღი იქნა
გამოყენებული პირველ მსოფლიო ომში? (გვ. 207-212)
18. როდის,
სად და რომელმა მხარემ
გამოიყენა პირველად ქიმიური იარაღი - ქლორის გაზი?(გვ. 208)
19. როდის
, სად და რომელმა მხარემ
გამოიყენა პირველად ახალი საბრძოლო მანქანა ტანკი?(გვ. 209)
20. ვის
შორის მოხდა სარიყამიშის ბრძოლა და რატომ ჰქონდა ამ ბრძოლის შედეგს განასაკუთრებული მნიშვნელობა
ქართველებისთვის? (გვ.215-217. იხ. ასევე რუკა 33.)
21. რა იყო ექვთიმე თაყაიშვილის 1917 წელს ტაო-კლარჯეთში
მოგზაურობის მიზანი? ფრონტზე შექმნილმა რა ვითარებამ შეუწყო ხელი ქართველი მეცნიერების
ექსპედიციას ტაო კლარჯეთში? (გვ.217. იხ.ასევე რუკა 33.)
22. რამდენი
ქართველი იბრძოდა I მსოფლ. ომში? (გვ.213; 218)
23.
ომის დასაწყისში ქართველებმა ევროპაში შექმნეს ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იყო რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების
მოწყობა. მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო მიხაკო წერეთელი. რა ერქვა ამ ორგანიზაციას
და სახელწოდებიდან გამომდინარე რა იყო მისი საბოლოო მიზანი? (გვ.
214)
24. ომის დროს მიხაკო წერეთელი საქართველოში წყალქვეშა
გემით ჩამოვიდა და საიდულმოდ იარაღი და ფული ჩამოიტანა. მოიფიქრეთ, რას ითვალისწინებდა
მისი ჩამოტანილი საიდუმლო გეგმა. მოიყვანეთ არგუმენტი იმ ქართველ პოლიტიკოსთა სასარგებლოდ,
რომლებიც მხარს დაუჭერდნენ მიხაკოს გეგმას. მოიფიქრეთ არგუმენტი ასევე მათ სასარგებლოდ
ვინც არ დაუჭირა მხარი ამ გეგმას.
25. ვინ იყო რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი? როდის და
რატომ გადადგა იგი?(გვ. 221)
26. რა
მიზეზებმა გამოიწვია რევოლუცია რუსეთში1917 წლის თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში? მმართველობის
რა ფორმა დასრულდა ამ რევოლუციით? მმართველობის რა ახალი ფორმა დამყარდა? (გვ. 221-222)
27. ვინ
იყვნენ ბოლშევიკები? როგორი იყო მათი პოზიცია რუსეთში
მიმდინარე მოვლენებზე და რა გეგმა ჰქონდათ? ვინ იყო
ბოლშევიკების ლიდერი რუსეთში?(გვ. 222)
28. როდის და როგორი გზით
მოვიდნენ რუსეთის ხელისუფლებაში ბოლშევიკები?(გვ. 222)
29. როგორი სახელმწიფო წყობა
შექმნეს ბოლშევიკებმა და რა ეწოდა რუსეთს მათი
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ?(გვ. 222)
30. წყარო ბ-ს მიხედვით
(იხ. გვ. 223), რას ჰპირდებოდნენ ხალხს ბოლშევიკები? მოსახლეობის რომელი ნაწილისთვის
იქნებოდა მიუღებელი ეს მიმართვა?
31. როდის და ვის შორის მიმდინარეობდა
სამოქალაქო ომი რუსეთში? (გვ.226)
32. ვინ იყო ლევ ტროცკი და
რა როლი ითამაშა რუსეთის სამოქალქო ომში?(გვ.226)
33. ვინ წარმოადგენედნენ
ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს რუსეთის სამოქალაქო ომში? (გვ.226)
34. ვის მხარეს
იბრძოდა ომში „წითელი არმია?“ „თეთრი გვარდია?“(გვ.226)
35.
წყარო ა-ს მიხედვით (გვ. 229) უპასუხეთ: ვის შორის დაიდო და რატომ იყო
რუსეთისთვის მძიმე ბრესტის ზავი?(3ქ)
36. წყარო ა-ს მიხედვით (გვ. 229) უპასუხეთ: რატომ იქნებოდა
მიუღებელი ქართველებისთვის ბრესტის ზავი?(1ქ)
37. რომელი სახელმწიფოები იქნებოდნენ ბრესტის ზავის
წინააღმდეგნი და რატომ? როგორ იმოქმედებდა ეს ზავი ომის მიმდინარეობაზე?(გვ. 229. გაიხსენე
ვინ იყვნენ რუსეთის მოკავშირეები I მს. ომში.)
38. 1917 წლის ნოემბერში ქართველებმა თბილისში ეროვნული
ყრილობა ჩაატარეს. რატომ გახდა საჭირო ასეთი ყრილობის მოწვევა და რა დადგენილება მიიღო
ყრილობამ? (გვ. 230)
39. რა ეწოდა ეროვნული ყრილობის მიერ არჩეულ ორგანიზაციას
და ვინ გახდა მისი თავჯდომარე?(გვ. 230)
40. ვის მიერ შეიქმნა და რას წარმოადგენდა ამიერკავკასიის
კომიტეტი? (გვ.231)
41. რა საკითხზე აწარმოებდა მოლაპარაკებას ამიერკავკასიის
კომიტეტი ოსმალეთთან?(გვ. 231)
42. რა ერქვა სახელმწიფოს, რომელიც შეიქმნა 1918 წლის
22 აპრილს? (გვ. 230 -231)
43. რა პერიოდში იარსება ამიერკავკასიის ერთიანმა სახელმწიფომ
და რა გახდა მისი ასე სწრაფად დაშლის მიზეზი? რომელი დამოუკიდებელი რესპუბლიკები წარმოიქმნა
მის ადგილზე? (გვ. 230 -231)
44. როდის გამოცხადდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს
შექმნა და რა იყო მისი ოფიციალური სახელწოდება?(გვ. 231-232)
45. რა ტერიტორიები გადადიოდა ოსმალეთის ხელში 1918
წლის 3 ივნისის ზავით?(გვ. 233ქ)
46.
ანტანტის რომელი სახელმწიფო გამოეთიშა ომს 1917-1918 წლების მიჯნაზე და რა გახდა მისი ომიდან გამოთიშვის მიზეზი?(იხ. გვ 229)
47.
როდის ჩაება აშშ ომში და
რა გავლენა იქონია ამან ომზე?(იხ.
გვ. 210)
48.
რომელი დღე ითვლება I მსოფლიო ომის დასასრულად და რატომ?(გვ. 234)
49.
ჩამოთვალე
I მს. ომში გერმანიის დამარცხების მიზეზები: (გაიხსენე ვინ იყვნენ გერმანიის მოკავშირე
ქვეყნები და რამდენი სახელმწიფო იღებდა მონაწილეობას ანტანტის მხარეზე, გაიხსენე შლიფენის
გეგმა წარმატებული იყო თუ არა, გაიხსნე ომის დროში გაწელვა აძლევდა თუ არა ხელს გერმანიას,
გაიხსენე რომელი ძლიერი სახელმწიფო ჩაერთო ომის დასასრულს და ვის მხარეზე და ა.შ.)
50.
რომელ სახელმწიფოში გაიმართა ომისშემდგომი საზავო კონფერენცია და რომელ წელს? რა
იყო კონფერენციის მოწვევის მიზანი და განსახილველი თემები?(გვ. 234)
51. რომელი ქვეყნის ლიდერები ასრულებდნენ მთავარ როლს
ვერსალის საზავო კონფერენციაში? რატომ დატოვა პროტესტის ნიშნად იტალიის პრემიერ მინისტრმა
ორლანდომ კონფერენცია?(გვ. 234)
52. ვინ წამოაყენა სამშვიდობო გეგმა „14 პუნქტის“ სახით და რას ითვალისწინებდა? როგორი იყო
ინგლისისა და საფრანგეთის დამოკიდებულება ამ გეგმის მიმართ?(გვ. 234)
53. აშშ-ს პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი წინააღმდეგი იყო
გერმანიასთან მძიმე ზავის გაფორმებისა, მაშინ როცა ინგლისისა და საფრანგეთის მეთაურები
გერმანიის მკაცრად დასჯას მოითხოვდნენ. მოიფიქრე არგუმენტები ორივე მხარის სასარგებლოდ.
(გვ. 234-235)
54.
რაში გამოიხატა 1919 წლის 28 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების სიმძიმე გერმანიისთვის? (გვ. 235)
55.
რა ტერიტორიები დაკარგა გერმანიამ საფრანგეთის სასარგებლოდ?(გვ. 235)
56.
რომელი სახელმწიფოები წარმოიქმნა I მს. ომის შემდგომ, ავსტრია-უნგრეთის დაშლის შედეგად?(იხ. 236-ე
გვერდზე
მოცემული რუკები)
57.
რომელი სახელმწიფოები წარმოიქმნა I მს. ომის შემდგომ, რუსეთის იმპერიის დაშლის
შედეგად?(იხ. 236-ე გვერდზე
მოცემული რუკები)
58.
რომელ წელს და ვისი ინიციატივით შეიქმნა ერთა ლიგა?(გვ. 238)
59.
რა იყო ერთა ლიგის შექმნის მთავარი მიზანი?(გვ. 238)
60.
რას ითვალისწინებდა ერთა ლიგის წესდების 10-ე მუხლი?(გვ. 238)
61.
შევიდა თუ არა ერთა ლიგაში აშშ? სენატორთა ნაწილი
მხარს უჭერდა აშშ-ს ერთა ლიგაში შესვლას, მეორე ნაწილი - არა. მოიტანე თითო არგუმენტი ორივე პოზიციის სასარგებლოდ.
(გვ. 238)
62. რატომ მიენიჭა ვუდრო ვილსონს ნობელის პრემია?(გვ. 238)
63. ერთა ლიგაზე ხუმრობდნენ - „გამარჯვებული ქვეყნების
ორგანიზაციააო“. მოიყვანეთ არგუმენტი ამ ხუმრობის ასახსნელად.(გვ. 239)
64. რა მიზეზით აიხსნება ქალებისა და ბავშვების გააქტიურება
1914-1918 წლებში ევროპული სახელმწიფოების ეკონომიკურ ცხოვრებაში?(გვ. 241)
65. რა იყო დადაიზმი? როდის და რატომ შეიქმნა და რა
თავისებურება ახასიათებს?(გვ.242)
66. ვინ წაიკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი
? (გვ.246)
67. როდის ჩატარდა საქართველოში პირველი მრავალპარტიული
არჩევნები? რა ერქვა ხელისუფლების იმ ორგანოს რომელიც ხალხმა აირჩია? (გვ.246)
68. რომელმა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო ხმების უმრავლესობა
დამფუძნებელ კრებაში? კიდევ რომელმა პარტიებმა შეძლეს თავიანთი წარმომადგენლების შეყვანა
დამფუძნებელ კრებაში?(გვ.246)
69. დამფუძნებელი კრების არჩევამდე საქართველოს მთავრობა
კოალიციური იყო. 1919 წლის მარტში კი შეიქმნა ერთპარტიული მთავრობა. რომელი პარტიის
წევრებით დააკომპლექტეს საქართველოს მთავრობა და რითი აიხსნება ეს?(გვ.246)
70. რამდენი წევრისგან შედგებოდა საქართელოს დამფუძნებელი
კრება? აქედან რამდენი იყო ქალი? რატომ ითვლება ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვან მოვლენად?(გვ.246-247)
71. დამოუკიდებლობის აქტის თანახმად (იხ. წყარო ა, გვ.
247) როგორი მმართველობა და პოლიტიკური სისტემა მყარდებოდა საქართველოში?
72. აღწერე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა
და გერბი?(გვ. 248)
73. მოიძიეთ ინფორმაცია - რა ერქვა დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნს და ვინ იყო მისი ავტორი.
74. მოიძიე ინფორმაცია როდის დაამტკიცა დაჩქარებული
წესით კონსტიტუცია საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ? რატომ დაამტკიცეს კონსტიტუცია
დაჩქარებული წესით?
75. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით რა ეწოდებოდა
ჩვენი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას? ამათგან რომელს
აირჩევდა ხალხი არჩევნებით?(იხ. გვ.249. წყარო ბ)
76. როდის გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი? (გვ.
259)
77. რა საგანმანათლებლო რეფორმები ტარდებოდა საქართველოში
დამოუკიდებლობის წლებში? (გვ. 258)
78. დაასახელეთ ქართული ოპერის კლასიკური ნიმუშები,
რომლებიც დამოუკიდებლობის პერიოდში შეიქმნა და დღემდე იდგმევა ქართულ სცენაზე.(გვ.
256)
79. დაასახელეთ პირველი ქართული მხატვრული ფილმი. როდის
შეიქმნა და ვინ იყო რეჟისორი.(გვ. 256)
80.
1918 წლის ბოლოს გერმანულმა ჯარებმა საქართელოს ტერიტორია
დატოვეს. რა იყო ამის მიზეზი და რომელი სახელმწიფოს ჯარი შემოვიდა ამიერკავკასიაში?(გვ.260)
81. რატომ უყურებდნენ ბრიტანელები თავიდან უნდობლად
საქართველოს მთავრობას?(გვ.260)
82. რა ძალებს იყენებდა რუსეთი დამოუკიდებელი ქართული
სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად?(გვ.260-261)
83. რას ნიშნავს გამოთქმა „მეხუთე კოლონა“? ვინ წარმოადგენდა
საქართველოში რუსეთის „მეხუთე კოლონას“?(გვ.261)
84. რომელი სახელმწიფოების ოკუპაცია მოახდინა საბჭოთა
რუსეთმა 1920 წელს ამიერკავკასიაში? იყო თუ არა ეს სერიოზული საფრთხე საქართველოსთვის?(გვ.262)
85. როდის აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა საბჭოთა
რუსეთმა. რა მოითხოვა რუსეთმა ამ აღიარების სანაცვლოდ? (იხ. წყარო ა. გვ 262)
86. 1920 წლის ხელშეკრულებას რუსეთთან საქართველოს ხელისუფლება
ქართული დიპლომატიის გამარჯვებად მიიჩნევდა, ოპოზიცია კი აკრიტიკებდა და მიაჩნდა, რომ
ეს ხელშეკრულება არ შეესაბამებოდა ქართველი ხალხის ინტერესებს. მოიყვანეთ თითო არგუმენტი
ორივე პოზიციის სასარგებლოდ. (გვ.262)
87. რატომ იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ერთა ლიგაში
გაწევრიანება. რატომ არ დაუჭირა მხარი საქართველოს ერთა ლიგაში მიღებას დიდმა ბრიტანეთმა
და საფრანგეთმა?(გვ.264)
88. რატომ ითვლება საქართველოს „გასაბჭოების“ დღედ
25 თებერვალი?(გვ.266)
89. გარდა რუსეთისა, რომელი ქვეყნების ტერიტორიიდან
შემოიჭრა საქართელოში რუსეთის ჯარი? რატომ იდგა ამ ქვეყნებში რუსეთის ჯარი?(გვ.265.
იხ. ასევე რუკა 41)
90.
რომელმა მეზობელმა სახელმწიფომ ისარგებლა საქართველოში შექმნილი საომარი მდგომარეობით და რა ტერიტორიები მიიტაცა?(გვ.265-266 იხ.
ასევე რუკა 41)
91. რომელი სახელმწიფო შეეცადა ბათუმისა და მთელი აჭარის დაკავებას 1921 წლის თებერვლის ბოლოს? რა შედეგით დასრულდა ეს მცდელობა?(გვ.266-267)
92. ვინ იყო გიორგი კვინიტაძე? გიორგი მაზნიაშვილი?(265-267)
93. როდის დატოვა საქართველოს კანონიერმა ხელისუფლებამ
ქვეყანა? რა მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა არ დათანხმდა ოკუპანტებს ხელი მოეწერა კაპიტულაციაზე და მოეხსნა უფლებამოსილება?( (გვ.266)
94. როდის შეიქმნა საბჭოთა კავშირი? რამდენმა და რომელმა
რესპუბლიკებმა შექმნეს ეს სახელმწიფო?(გვ. 270)
95. რომელ წლებში იარსება ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციულმა
სოციალისტურმა რესპუბლიკამ და რომელი ქვეყნებს აერთიანებდა?(გვ. 270)
96. განმარტე ტერმინი სსრკ
(გვ. 270)
97. აღწერე და ახსენი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკა. როგორ
აისახა დროშასა და გერბის სიმბოლიკაზე კომუნისტური პარტიის მიზნები?
98. რომელი ანტისაბჭოთა ორგანიზაციები შეიქმნა საქართველოში
1922 წელს? რა იყო მათი მიზანი?(გვ. 273)
99. რომელ წელს შეიქმნა “შეფიცულთა რაზმი” და რა მიზნით? ვინ იყო მისი მეთაური? სად იყო მათი მოქმედების არეალი?(გვ. 274)
100. როდის მოხდა საქართველოში ანტისაბჭოთა დიდი აჯანყება, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა? რა ფაქტორებმა განაპირობა ამ აჯანყების მარცხი?(გვ. 275-276)
პარაგრაფი 32. სამოქალაქო ომი აშშ-ში.
1. როდის და როგორ
შეიქმნა პირველი ინგლისური კოლონიები ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე?
პირველი ინგლისური დასახლება ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე1607 წელს შეიქმნა.
მეფე ჯეიმს I სტიუარტის დროს. ამიტომაც
პირველ დასახლებას ჯეიმსთაუნი უწოდეს. ამ დასახლების ირგვლივ პირველი კოლონია გაშენდა.
ინგლისიდან ამერიკაში მოხალისეები კომპანია „ვირჯინიას“ გემებით ჩადიოდნენ. პირველ
ინგლისურ კოლონიას ვირჯინია ეწოდა. მოგვიანებით ატლანტის ზღვის სანაპირო ზოლზე რამდენიმე
ასეთი კოლონია გაჩნდა. 18-ე საუკუნის შუახანებისთვის კი მათი რაოდენობა
უკვე 13 იყო.
ჯეიმსთაუნი - პირველი ინგლისური დასახლება ჩრდილოეთ ამერიკაში |
1619 წელს ჯეიმსთაუნში ჰოლანდიურმა სამხედრო გემმა 20 აფრიკელი ტყვე ჩაიყვანა და მიჰყიდა მსახურებად კოლონისტებს. ასე ჩაეყარა მონობას საფუძველი ინგლისის ამერიკულ კოლონიებში. (საინტერესოა, რომ კოლონისტებმა საფასური თამბაქოთი გადაიხადეს. თამბაქო, რომელიც დიდ რაოდენობით მოჰყავდათ გასაყიდად ამერიკაში, ხშირად ფულის ფუნქციასაც ასრულებდა)
2. რამ გამოიწვია დაპირისპირება ინგლისსა და მის ამერიკულ კოლონიებს შორის 18- საუკუნის მეორე ნახევარში?
ინგლისი ცდილობდა კოლონიები გადასახადებით დაებეგრა და ამით შემოსავალი
გაეზარდა. გარდა ამისა ინგლისელები ცდილობდნენ მონოპოლიის დამყარებას ამერიკულ კოლონიებში.
ამიტომ აქ მცხოვრებთ უწესებდნენ სხვადასხვა შეზღუდვებს ვაჭრობასა და მეწარმეობაში,
რაც მათ უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევდა. 1773 წელს ბოსტონის ნავსადგურში იდგა
ჩაით დატვირთული გემი, რომელიც ინგლისურ „ვესტ ინდოეთის“ კომპანიას ეკუთვნოდა. ინგლისის
ხელისუფლებამ მხოლოდ ეს კომპანია გაათავისუფლა ჩაის გაყიდვაზე დაწესებული გადასახადისგან,
რაც ეწინააღმდეგებოდა თავისუფალი ვაჭრობის პრინციპს. ამერიკელი კოლონისტები ინდიელთა
ფორმაში გადაცმულები აიპარნენ გემზე და ჩაი ზღვაში გადაყარეს. ამ მოვლენას “ბოსტონის
ჩაის სმა” ეწოდა. ბოსტონის
ჩაის სმის შემდეგ ინგლისის ხელისუფლებამ გადაწყვიტა კოლონიები სამაგალითოდ დაესაჯა,
რამაც გამოიწვია სამოქალაქო ომი. ამ ომს დამოუკიდებლობისთვის ომი ეწოდა და მიმდინარეობდა
1775 წლიდან 1783 წლამდე. ამერიკული კოლონიების ჯარების მთავარსარდლად აირჩიეს ჯორჯ
ვაშინგტონი. ამერიკულ კოლონიებს სამხედრო დახმარება გაუწია საფრანგეთმა. 1783 წელს
პარიზში დადებული ზავით ინგლისმა მარცხი აღიარა და ცნო ამერიკული კოლონიების დამოუკიდებლობა.
"ბოსტონის ჩაის სმა". 1773 წელი. |
3. როდის გამოცხადდა ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა?
დამოუკიდებლობისთვის ომის პერიოდში ქალაქ ფილადელფიაში
შეიკრიბა „კონტინენტური კონგრესი“, რომელიც 13 ამერიკული კოლონიის წარმომადგენლებისგან
შედგებოდა. გონგრესმა 1776 წლის 4 ივლისს დაამტკიცა
„ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“. დეკლარაციის თანახმად, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე
არსებული 13 ინგლისური კოლონია ქმნიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოს სახელწოდებით: „ამერიკის
შეერთებული შტატები“.(შემოკლებით - აშშ).
1787 წელს კონგრესმა დაამტკიცა კონსტიტუცია, რომელიც აშშ-ში ამკვიდრებდა საპრეზიდენტო
რესპუბლიკას. 1800 წელს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნებში აირჩიეს ჯორჯ ვაშინგტონი.
კონსტიტუციის (ასევევ დამოუკიდებლობის
დეკლარაციის) თანახმად, სახელმწიფოში მცხოვრები ყველა მოქალაქე ცხადდებოდა თავისუფალ
და თანასწორ ადამიანად. თუმცა ეს დებულება, მხოლოდ თეთრკანიან მამაკაცებს ეხებოდა.
რადგან ქალები არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებდნენ. ასევე შავკანიანთა მონობა ძალაში
რჩებოდა, რაც სერიოზული ლაქა იყო ამერიკული დემოკრატიის.
აშშ 1783 წლის პარიზის ზავით დადგენილ საზღვრებში |
5. მოცემული ფოტოს მიხედვით უპასუხეთ, რითი ვაჭრობდა ევროპა ამერიკისა და აფრიკის კონტინენტებთან 17-18 საუკუნეებში?
6. აშშ-ს რომელ ნაწილში უფრო მეტად სჭირდებოდათ მონის შრომა და რატომ? პასუხი დაასაბუთე ჩრდილოეთ და სამხრეთ შტატებში არსებული ბუნებრივი და ეკონომიკური განსხვავებიდან გამომდინარე.
7. 1860 წლისთვის
აშშ-ში ორი ძირითადი პარტია არსებობდა: დემოკრატიული და რესპუბლიკური. ამათგან ერთერთი
მსხვილი პლანტატორებისგან იყო შექმნილი და მონობის მომხრე იყო. მეორე კი - მონობის
წინააღმდეგი. სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტის საშუალებით ივარაუდე, რომელი პარტია
იყო მონობის წინააღმდეგი?
8. 1861 წლისთვის
აშშ-ში უკვე 34 შტატი იყო. ამათგან 11 -მა სახრეთულმა შტატმა სახელმწიფოდან გამოყოფა
მოინდომა და ცალკე სახელმწიფოს - „სამხრეთ შტატების კონფედერაციის“ შექმნა გამოაცხადა.
ახსენი, კონკრეტულად რა მოვლენა შეიძლება ჩავთვალოთ ამის მიზეზად?
9. რომელ წლებში
და ვის შორის მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი აშშ-ში. როგორი იყო ძალთა ბალანსი და რა
უპირატესობა ჰქონდათ მეომარ მხარეეებს ერთმანეთზე?
ორად გაყოფილი შეერთებული შტატები |
აშშ-ის 4 მონათმფლობელური შტატი („სასაზღვრო შტატები“), მათ შორის მერილენდი,
აშშ-ის შემადგენლობაში დარჩა და კონფედერაციას არ შეუერთდა. ქვეყნის ტერიტორია ბუნებრივად ორად - ჩრდილოეთად და სამხრეთად გაიყო. ჩრდილოელები, ანუ აშშ-ის თავისუფალი შტატები, ქვეყნის ერთიანობის მომხრენი იყვნენ, ხოლო სამხრეთს კონფედერატები წარმოადგენდნენ, რომლებსაც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ყოფნა სურდათ. კონფედერაციის დედაქალაქად სამხრეთელებმა ქალაქი რიჩმონდი გამოაცხადეს.
10. გაეცანით სახელმძღვანელოს
149-150 გვერდებზე მოცემულ წყაროებს და დაალაგე ისინი პოზიციების მიხედვით. (ანუ რომელი
წყაროს ავტორი ვისი მხარდამჭერია)
11. ორივე მხარე (აშშ-ს სამხრეთული და ჩრდილოეთის საზოგადოებები) გარკვეული
ნიშან-თვისებებით, ღირებულებებით, ინტერესებითა და საზრუნავით, იდენტობის საშუალებებით
გამოყოფდა, როგორც საკუთარ, ისე მოწინააღდეგის საზოგადოებას. შეავსე ცხრილი, რომელშიც
დაახასიათებ სამხრეთულ საზოგადოებას (საკუთარი და ჩრდილოელების თვალით); ჩრდილოეთის
საზოგადოებას (საკუთარი და სამხრეთელების თვალით).
ცხრილი შეგიძლიათ შეავსოთ სახელმძღვანელოს რვეულში გვ. 55)
12. გაეცანი წყარო კ - ს და უპასუხე, როგორ ხსნიდნენ მონობის მხარდამჭერები მის სამართლიანობას?
13. როგორ ფიქრობ,
თავის დროზე, აშშ-ს კონსტიტუციის შემუშავებისას, რატომ არ აკრძალეს მონობა?
14. ვინ იყვნენ აბრაამ ლინკოლნი და ჯეფერსონ დევისი? ვინ იყვნენ რობერტ ლი და ულის გრანტი?
15. რომელ წელს შეიტანეს აშშ- ს კონსტიტუციაში შეტანილი 13-ე დამატება და რას ითვალისწინებდა?
16. რა შედეგით დასრულდა აშშ -ს სამოქალაქო ომი?
17. როდის, სად
და როგორ მოკლეს აბრაამ ლინკოლნი? ვინ იყო მკვლელი?
დავალება 20 დეკემბრისთვის
გერმანიისა და იტალიის გაერთიანება (48 ქ) პარაგრ. 42-43
1. გაიხსენე(გვ. 98, და გვ 100, რუკა), ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით, რა აერთიანებდა გერმანულ სამეფო -სამთავროებსა და თავისუფალ ქალაქებს? ამათგან რომელი ორი გამოირჩეოდა სიდიდით?(3ქ)
2. ვინ დაინიშნა პრუსიის კანცლერად 1861 წელს და რა იყო მისი მთავარი მიზანი?(2ქ)
3. რუკა N 26-ის მიხედვით, (გვ. 191) რომელ სახელმწიფოებთან აწარმოა ომი
ბისმარკმა და რომელ წლებში?(3ქ)
4. რუკა N 26-ის მიხედვით, რომელ წელს დაიპყრო პრუსიამ დანიის მიწების
ნაწილი და რომელი სახელმწიფო იყო მისი მოკავშირე? (ყურადღება მიაქციეთ რუკის ლეგენდაში
მოცემულ ინფორმაციას). შეგიძლია თუ არა, ამოიცნო რუკაზე დაშვებული ტექნიკური შეცდომა?
შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში გადაამოწმე მე - 3 შეკითხვის პასუხი და გაასწორე თუ
შეცდომაში შეგიყვანა რუკაზე არსებულმა ხარვეზმა.
(3ქ)
5. სახელმძღვანელოს ტექსტისა (გვ. 189) და რუკა N 26-ის მიხედვით, ვის
შორის მოხდა სედანის ბრძოლა და რა შედეგით დასრულდა?(2ქ)
6. დაასახელე სამი შედეგი (პოლიტიკური, ეკონომიკური და ტერიტორიული) რაც
საფრანგეთს მოუტანა პრუსიასთან ომმა(3ქ)
7. უპასუხე ილუსტრაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებს: (ფერადი ვერსია შეგიძლიათ
იხილოთ სახელმძღვანელოს 190-ე გვერდზე)
ა) რომელი სახელმწიფოს შექმნის პროცესია ასახული მოცემულ ილუსტრაციაზე? (1ქ)
ბ) რომელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და რომელ წელს ხდება
ილუსტრაციაზე ასახული მოვლენა?(1ქ)
გ) დაასახელეთ თქვენთვის ცნობილი ორი ისტორიული პირი,
რომელთაც ვხედავთ მოცემულ ილუსტრაციაზე. ამათგან რომელი უფრო თვალშისაცემად არის გამოსახული
და რითი ახსნით ნახატის ავტორის ამგვარ გადაწყვეტილებას?(3ქ)
დ) რატომ გადაწყვიტა გამარჯვებულმა მხარემ ახალი სახელმწიფოს შექმნის საზეიმო ცერემონიალის
ჩატარება დამარცხებული ქვეყნის ტერიტორიაზე? რამდენად გამართლებულად მიიჩნევთ ასეთ
საქციელს? მოიყვანეთ ერთი არგუმენტი საკუთარი მოსაზრების დასასაბუთებლად.(2ქ)
8. რუკა
N 26-ის (გვ. 191) მიხედვით უპასუხეთ: 18 გერმანული
სამთავროს გარდა, რომელი იყო გერმანიის იმპერიაში გაერთიანებული სამი თავისუფალი ქალაქი
და ოთხი სამეფო?(2ქ)
9. რუკა N 26-ის მიხედვით, (გვ. 191) იპოვე ის ქალაქი, სადაც 1871 წელს
დაიდო ხელშეკრულება პრუსიასა და საფრანგეთს შორის და უპასუხე: გერმანიის რომელი სამთავროს
ნაწილი იყო ეს ქალაქი? (2ქ)
10. რუკა N 27-ის მიხედვით, (გვ. 193) დაასახელე ორი იტალიური სამეფო(2ქ)
11. რუკა N 27-ის მიხედვით, (გვ. 193) დაასახელეთ იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში
არსებული ორი ოლქი, რომელიც ავსტრიის შემადგენლობაში იყო მოქცეული. (2ქ)
12. სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტისა (გვ. 193) და რუკა N 27-ის დახმარებით
უპასუხეთ: ვის შორის მიმდინარეობდა ომი 1859 წელს და რა ტერიტორია მიიღო ომში გამარჯვებულმა
მხარემ?(3ქ)
13. სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტისა (გვ. 193) და რუკა N 27-ის დახმარებით
უპასუხეთ: რომელი ტერიტორიები დაკარგა 1859 წლის ომში გამარჯვებულმა სახელმწიფომ და
ვის სასარგებლოდ? რითი ახსნით ამ მოვლენას?(4ქ)
14. რუკა N 27-ის მიხედვით, (გვ. 193) რომელ წელს შეუერთდა პიემონტ-სარდინიის
სამეფოს პარმას, მოდენას და ფლორენციის სამთავროები, ასევე პაპის ოლქის ნაწილი?(1ქ)
15. რომელ წელს გამოცხადდა ერთიანი იტალიის სამეფოს შექმნა და ვინ გახდა
მისი პირველი მეფე? რა როლი ითამაშა იტალიის გაერთიანების საქმეში ჯუზეპე გარიბალდმა?(3ქ)
16. სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტისა (გვ. 194) და რუკა N 27-ის დახმარებით
უპასუხეთ: რომელი ტერიტორია გადავიდა იტალიის სამეფოს ხელში 1866 წელს, რა საერთაშორისო
ვითარებამ შეუწყო ხელი ამ მოვლენას?(2ქ)
17. სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტისა (გვ. 193) და რუკა N 27-ის დახმარებით
უპასუხეთ: საბოლოოდ როდის და როგორ დასრულდა იტალიის ერთ სამეფოდ გაერთიანების პროცესი?
რა ხელსაყრელმა საერთაშორისო ვითარებამ შეუწყო ხელი ამ პროცესს?(3ქ)
18. რას უწოდეს იტალიელებმა რისორჯიმენტო?(1ქ)
No comments:
Post a Comment