პარაგრ.
47-48-49.
როგორ შეძლო ბაგრატ მესამემ გაერთიანებული ქართული სამეფოს შექმნა
1.
რა როლს თამაშობდა ეკლესია საქართველოს გაერთიანების პროცესში?
2.
როდის ჩნდება და საიდან მოდის სახელწოდება
„საქართველო“?
3.
რატომ იყო მნიშვნელოვანი შიდა ქართლის დაუფლება ქართული სამეფო-სამთავროებისთვის?
4.
რომელი პოლიტიკური ერთეულები აქტიურობდნენ შიდა ქართლისთვის ბრძოლაში? ამათგან რომელს
ეკუთვნოდა მემკვიდრეობით და რატომ?
5.
რომელი ძლიერი საგვარეულოები არსებობდა შიდა ქართლში და როგორი იყო მათი პოლიტიკური
სტატუსი?
6.
როდის და ვინ დაარსა კლდეკარის საერისთავო?
7.
რა როლი მიუძღვის კლდეკარის ერისთავს ბაგრატიონთა შორის მტრობის დაწყებაში?
8.
აშოტ კურაპალატის რომელი შვილიშვილები შეეწირნენ ამ მტრობას?
9.
რომელი მეფე ახერხებს შიდა ქართლის შემოერთებას და იქ საკუთარი ერისთავის დასმას X
საუკუნის შუა ხანებში?
10.
რა წარმოადგენდა X საუკუნეში შიდა ქართლის ცენტრს?
11.
რატომ დასაჯა აფხაზეთის მეფემ გიორგი II-ემ თავისი შვილი კონსტანტინე სასტიკად?
12.
რომელი მეფეების მემკვდრედ ითვლებოდა ბაგრატ უფლისწული? (მომავალში ბაგრატ III)
13.როდის,
ვისი დახმარებით და ვისი ინიციატივით დასვეს შიდა ქართლში ერისთავად ბაგრატ უფლისწული?
ვინ იყო იმ დროისთვის აფხაზეთის მეფე?
14.
სად და როდის გახდა პირველად მეფე ბაგრატ III და ვისი დახმარებით?
15.
როდის და ვის შორის მოხდა ბრძოლა მოღრისთან და რა იყო მისი მიზეზი?
16.
რომელი ქართველი მეფე გარდაიცვალა 1001 წელს და ვინ ჩაიგდო ხელში მისი მემკვიდრეობა?
(იხ. გვ. 176)
17.
რომელ ქართველ მეფეებს უბოძა ბიზანტიური ტიტულები ბიზანტიის იმპერატორმა
ბასილი I-მა? რა მიზანი ჰქონდა მას ქართული სამეფოების
მიმართ?
18.
როდის მიიღო ბაგრატ III-ემ „ქართველთა მეფის“ ტიტული?
19.
რა ტერიტორიები შემოიერთა ბაგრატ III-ემ 1010 წელს? როგორი იყო მისი ტიტულები ამ დროისთვის?
20.
ვინ იყო ფადლონ I და რატომ გადაწყვიტა ბაგრატ III-ემ მისი წინააღმდეგ გალაშქრება? რა შედეგით დასრულდა
ეს ლაშქრობა?
21.
რატომ ითვლება ბაგრატ III-ე ერთიანი საქართველოს პირველ მეფედ? რომელი ქართული ტერიტორიები ვერ მოექცა
ერთიან ქართულ სამეფოში მისი მეფობის დროს?
22.
რომელი ტაძრები აშენდე ბაგრატის მეფობის პერიოდში?
23.
ერთ-ერთ ქართულ ტაძარზე ასეთ წარწერას ვხვდებით: „ ოდეს განმტკიცნა (დაიგო) იატაკი
ქორონიკონი იყო 223 „.
ა) რომელ ტაძარზეა ეს წარწერა? (იხ. გვ 191)
ბ)რატომ
ითვლება ამ წარწერაში მოცემული დათარიღება იმ დროისთვის უცნაურად და პირველ შემთხვევად
ქართულ ყოფაში?
გ)
გამოთვალე რომელ წელ აღნიშნავს წარწერაში მოცემული ქორონიკონი, თუ ვიცით რომ იგი მიეკუთვნება
13 მოქცევას. (გაგახსენებთ, რომ 780 წელს დასრულდა 12-ე მოქცევა და დაიწყო 13-ე)
24.
რა სოციალური ფენებისგან შედგებოდა იმდროინდელი ქართული საზოგადოება?
25. რომელ წლებში მეფობდა ბაგრატ III-ე და სად არის დაკრძალული? რატომ ვერ შემორჩა მისი
ფრესკა?
დავალება მსოფლიო ისტორიაში (14 თებერვლისთვის)
როგორ შეიქმნა
ფრანკთა სამეფო (გვ.76-86)
1.
სად ცხოვრობდნენ ფრანკები და რომის რომელ პროვინციაში იწყებენ დასახლებას III-IV საუკუნეებში?
2.
ფრანკების რომელი ორი ჯგუფი ჩამოყალიბდა და რა განსხვავება იყო მათ შორის?
3.
როგორ შეუწყო ხელი კატალაუნის ბრძოლამ ფრანკების დამკვიდრებას გალიაში და საერთოდ რომაულ
პოლიტიკაში?
4.
ვინ იყო ხილდერიკ I და რომელ დინასტიას მიაკუთვნებენ მას?
5.
ვისი მმართველობის დროს გაიზარდა და გაძლიერდა ფრანკთა სამეფო?
6.
გრ. ტურელის მონათხრობის მიხედვით (წყარო 6, გვ. 77) ხლოდვიგის ხელისუფლება რომელი
ტიპისაა - მეფისა თუ ბელადისა? პასუხი დაასაბუთე
7.
რა პოლიტიკურ სარგებელ მიიღებდა ხლოდვიგი გაქრისტიანებით?
8.
გრიგოლ ტურელის მიხედვით (წყარო 7; გვ. 79) რა სასწაულმა შეუწყო ხელი მის გაქრისტიანებას?
გაიხსენეთ ასევე სხვა შემთხვევები, როცა ქრისტიანობასთან დაკავშირებულ საკითხზე მეფის/მმართველის/
გადაწყვეტილებაზე სასწაული რომ ახდენს გავლენას. თქვენი აზრით რატომ იყო საჭირო ასეთი
სასწაულების ხალხში გავრცელება?
9.
„ეთაყვანე რასაც წვავდი, დაწვი - რასაც ეთაყვანებოდი“ . ახსენი ამ სიტყვების არსი.
ვინ უთხრა ეს სიტყვები ფრანკთა მეფეს და როდის? რატომ ითლება საფრანგეთის სიმბოლოდ
დღესაც შროშანი?
10.
გაიხსენე ქრისტიანობის რომელი მიმდინარეობა ვრცელდებოდა ძირითადად გერმანულ ტომებში
და რითი განსხვავდებოდა ხლოდვიგის რწმენა დანარჩენი გერმანელი მეფე-ბელადების ქრისტიანული
რწმენისგან?
11.
სამხრეთ გალიის მიწებისათვის, რომელი გერმანული სამეფო იყო ხლოდვიგის მთავარი მოწინააღმდეგე?
ამ დაპირისპირებაში რატომ უჭერდა მხარს ხლოდვიგს რომის პაპი?
12.
მმართველობის როგორი ფორმა მყარდება ფრანკთა სამეფოში? რაში გამოიხატებოდა მეფის ძლიერი
ხელისუფლება?
13.
ვინ და როდის შექმნა სალიკური სამართალი? რა იყო ვერგელდი?
14.
რა არის ფეოდალიზმი? რა გეოგრაფიულმა და კლიმატურმა პირობებმა შეუწყო ხელი ფრანკთა
სამეფოში ფეოდალიზმის განვითარებას?
15.
ფეოდალიზმისთვის დამახასიათებელი რა ნიშნები ჩნდება ფრანკთა სამეფოში? ფეოდალური ურთიერთობების
პირობებში ვის ხელში ხვდებოდა მიწები?
16.
არსებობდა თუ არა ფრანკთა სამეფოში გენდერული უთანასწორობა? პასუხი დაასაბუთე სალიკური
სამართალზე დაყრდნობით(წყარო 10. გვ. 84)
17.
რატომ ეწოდათ VII საუკუნიდან მეროვინგ მეფეებს „ზარმაცი მეფეები“?
18.
რომელ წერილობით წყაროებს უნდა მივმართოთ ფრანკთა ისტორიით დაინტერესების შემთხვევაში?
19.
მსოფლიო ისტორიის რომელ ქრონოლოგიურ ეპოქას უკავშირდება ფრანკთა სახელმწიფოს არსებობის
პერიოდი?
20. როგორ შეიცვალ ფრანკი მეფეების ლეგიტიმაციის საკითხი ქრისტიანობის მიღების შემდეგ?
21. თქვენ სახელმძღვანელოში ფრანკთა პირველ მეფედ
ხილდერიკ I არის დასახელებული. ისტორიკოსთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ფრანკთა
სამეფოს დამაარსებელი და პირველი მეფე ხლოდვიგია. რა არგუმენტები ექნებათ მათ ამ მოსაზრების
დასამტკიცებლად?
დავალება მსოფლიო ისტორიაში (10 თებერვლისთვის)
პარ. 40-41 . როგორ ჩამოყალიბდა ბარბაროსული
სახელმწიფოები
1. რას ნიშნავს რომანიზაცია და რომელი ხალხებს
შეეხოთ ეს პროცესი? შეადარე რომანიზაცია ელინიზაციას.
2. რატომ აღმოჩნდნენ გერმანელი დამპყრობლები
რომაული ცივილიზაციის გავლენის ქვეშ?
3. რა განსხვავებაა ტომობრივ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებას შორის?
4. რუკის (გვ. 67) დახმარებით უპასუხე: სად შექმნეს
(რომელი თანამედროვე სახელმწიფოების ტერიტორიაზე) თავიანთი სახელმწიფოები ა)ვესტგოთებმა?
ბ)ვანდალებმა? ფრანკებმა? ანგლო-საქსებმა? ოსტგოთებმა? ბურგუნდებმა? (შეგიძლია დაიხმარო
ევროპის პოლიტიკური რუკა გვ. 29)
5. დაასახელეთ ის ძირითადი ელემენტები რაც რომაული
ცივილიზაციიდან აითვისეს ახლად შექმნილმა გერმანულმა სახელმწიფოებმა.
6. ვის ქვეშევრდომად აცხადებდენენ თავს ახლად
შექმნილი გერმანული სახელმწიფოების მეფეები?
7. თავდაპირველად რომელი ტომები ცხოვრობდნენ
ბრიტანეთში? როდის დაიპყრეს ბრიტანეთი რომაელებმა?
8. რა გარემოებამ შეუწყო ხელი ბრიტანეთში გერმანული
ტომების მიგრაციას და საბოლოოდ რითი დასრულდა ეს პროცესი?
9. რომელი გერმანული ტომები იპყრობენ ბრიტანეთს V
საუკუნეში?
10. ვის შორის მიმდინარეობდა ხანგრძლივი ომები
ბრიტანეთში V-VIII საუკუნეებში და რა შედეგით დასრულდა
ეს ომი?
11. ინგლისური ლეგენდების მიხედვით ვინ იყო ართური
და ვის ებრძოდა იგი?
12. რომელი საუკუნიდან იწყება ანგლების გაქრისტიანება
და რომელი პაპის ძალისხმევით? ბრიტანეთის რომელ ქალაქში დასახლდნენ პირველად ქრისტიანი
მისიონერები?
13. რომელი ქრისტიანული სახელმწიფოები შექმნეს
ბრიტანეთში გერმანულმა ტომებმა VIII
საუკუნეში? ამათგან რომელი იყო ანგლების, რომელი - საქსების და
რომელი - იუტების?
14. ვინ ითლებიან თანამედროვე ინგლისელთა წინაპრებად?
15. ბრიტანეთის რომელი ნაწილი გადაურჩა ანგლო-საქსების
დაპყრობას? ვინ იყვნენ ველშები და სკოტები და რა სახელებით ვიცნობთ დღეს მათ?
დავალება მსოფლიო ისტორიაში (7 თებერვლისთვის)
პარაგრ. 38-39 რატომ დაეცა დას. რომის იმპერია
1. რა პერიოდს მოიცავს ე.წ. „ხალთა დიდი გადასახლება“ და რა იყო მისი მიზეზები?
2. რითი აიხსნება ამ პროცესში („ხალხთა დიდი
გადასახლება“) მომთაბარე ხალხების აქტიურობა და რატომ იყო მათთვის მიმზიდველი რომი
და მისი პროვინციები?
3. აღმოსავლეთიდან (ცენტრალური აზიიდან) წამოსულმა
რომელმა ტომმა გაამწვავა ევროპაში პოლიტიკური კრიზისი?
4. როდის გამოჩნდნენ ჰუნები პირველად ევროპაში
და რომელ გერმანულ ტომებს დაესხნენ თავს? ჰუნების რომელი წინამძღოლი იცი?
5. როდის და ვის შორის მოხდა ადრიანოპოლის ბრძოლა
და რა შედეგით დასრულდა?
6. რომელი გერმანული ტომები გამოირჩეოდნენ რომზე
თავდასხმებით IV-V საუკუნეებში?
7. რა სოციალურ-კულტურული სხვაობა არსებობდა
იმპერიის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს შორის? რატომ კარგავდა იმპერიის დასავლეთი
ნაწილი გავლენასა და მნიშვნელობას IV-V საუკუნეებში?
8. როგორ მოხდა რომის იმპერიის გაყოფა 395 წელს?
ადრეც თუ მომხდარა ასეთი დაყოფა?
9. ვინ იყვნენ არკადიუსი და ჰონორიუსი?
10. ვინ იყო სტილიქონი და რა გახდა მისი დაღუპვის
მიზეზი?
11. ვის ეკუთვნის გამოთქმა: „რაც უფრო ხშირია
ბალახი, უფრო ადვილად ითიბება“. ახსენით ამ გამოთქმის არსი?
12. პირველად რომელმა გერმანულმა ტომმა შეძლო
რომის აღება და რომელ წელს?
13. წყარო 6-ის (გვ. 59) მიხედვით აღწერე იმპერატორ
ჰონორიუსის რეაქცია რომის დაცემასთან დაკავშირებით.
14. რუკის მიხედვით (გვ. 59) გაარკვიე სად შექმნეს
სახელმწიფო ვესტგოთებმა?
15. როდის და ვის შორის მოხდა ბრძოლა კატალაუნის
ველზე და რა სახელითაა ცნობილი? რატომ ეწოდა ეს სახელი?
16. ვინ შემოარტყა ალყა რომს 452 წელს და როგორ
გადარჩა ქალაქი?
17. ვინ აიღო ქ. რომი 455 წელს ? რას ნიშნავს
ტერმინი „ვანდალიზმი“?
18. რუკის მიხედვით (გვ. 59) გაარკვიე სად ჰქონდათ
შემნილი ვანდალებს სახელმწიფო?
19. ვინ ითვლება რომის უკანასკნელ იმპერატორად?
ვინ დაამხო მისი ხელისუფლება და როდის?
20. რომელი ეპოქა დასრულდა დას. რომის იმპერიის
დაცემით და რომელი ეპოქა დაიწყო?
21. რა როლი ითამაშა რომაულმა ცივილიზაციამ შუა
საუკუნეების ცივილიზაციის შექმნაში?
დავალება 30 იანვრისათვის
პარაგრ.
26. როგორ გაქრისტიანდა საქართველო. შეკითხვები საქართველოს ისტორიაში
1.
როდის და ვის შორის დაიდო ნისიბინის ზავი და რა მნიშვნელობა ჰქონდა მას ქართლისთვის?
2.
ვინ და როდის გამოსცა „მილანის ედიქტი“ და რას ითვალისწინებდა?
3.
რა როლი ითამაშა იმპერატორმა კონსტანტინემ ქრისტიანობის გაძლიერებაში?
4.
რომელი ქართული წყაროები გვაწვდიან ცნობებს ქართლის გაქრისტიანების შესახებ?
5.
ქართული წყაროების მიხედვით ვინ იქადაგა და გაავრცელა ქრისტიანობა ქართლში? ვინ იყო
ამ დროს ქართლის მეფე?
6.
ქართლის ცხოვრები მიხედვით, საიდან იყო მეფე მირიანი და როგორ გახდა იგი ქართლის მეფე?
7.
მეფის გადაწყვეტილება, მიეღო ქრისტიანობა, რელიგიურის გარდა რა პოლიტიკური ფაქტორებით
იყო გამოწვეული?
8.
ვის მიმართა მეფე მირიანმა ქრისტიანული წესების გამართვაში დახმარების თხოვნით?
9.
შეადარე ერთმანეთს ბერძნულ-რომაული და ქართული წყაროები, რომლებიც ქართლის გაქრისტიანებაზე
მოგვითხრობენ და გააკეთე დასკვნა - ეს წყაროები ავსებენ ერთმანეთს თუ ეწინააღმდეგებიან?
პასუხი დაასაბუთე.
10.
რა განსხვავებული ვერსიები არსებობს ქართლის გაქრისტიანების თარიღთან დაკავშირებით?
11.
რატომ იწოდება ქართული ეკლესია სამოციქულო ეკლესიად?
12.
რა განსაზღვრავდა XI საუკუნეში ეკლესიის ავტოკეფალიის
კანონიერებას? პასუხი დაასაბუთე.
13.
რა მეტყველებს იმაზე, რომ IV საუკუნის 20-იან წლებში ქრისტიანული თემები დასავლეთ საქართველოშიც რომ
ცხოვრობდნენ?
14.
რატომ ითვლება გაქრისტიანება ეპოქალურ მოვლენად საქართველოს ისტორიაში?
დავალება 16 დეკემბრისთვის :
მოსწავლის რვეულში დავალება 33; 34; 35. გვ. 43-45. (მსოფლიო ისტორია);
ეს დავალებები შეასრულეთ, სხვა შეკითხვებს აღარ ავტვირთავ.
მითრიდატეს ომები(გვ. 141-142) სულას დიქტატურა (გვ. 127)
( დავალება 12 დეკემბრისთვის )
1. რომელ სახელმწიფოებს შორის ომს ეწოდა „მითრიდატეს ომები“ და რა იყო ამ ომის მიზეზი?
2. რა წარმატებას მიაღწია მითრიდატე VI–ემ ომის დასაწყისში? რა შედეგით დასრულდა მითრიდატეს პირველი
ომი?
3. ვინ იყო ლუციუს კორნელიუს სულა? როგორ გახდა ის რომის დიქტატორი?
სულას აზიაში ყოფნით ისარგებლა მისმა მთავარმა კონკურენტმა
გაიუს მარიუსმა, რომელიც განაწყენებული იყო იმის გამო, რომ სენატმა სულა გაგზავნა მითრიდატეს
წინააღმდეგ და არა ის. ამის გამო მარიუსმა საკუთარი ლეგიონების წყალობით რომში ძალუფლება
ჩაიგდო ხელში და სულას მხარდაჭერების დევნა დაიწყო. უკან დაბრუნებულმა სულამ თავისი ლეგიონებით რომისკენ
გაილაშქრა და პირველად რომის ისტორიაში რომაულმა ჯარმა აიღო ქალაქი რომი და აქ სულას
ერთპიროვნული მმართველობა დაამყარა. სულამ აიძულა სენატი დიქტატორად გამოეცხადებინათ
(ძვ.წ 82წ) განუსაზღვრელი დროით. სულა სასტიკად უსწორდებოდა ყველას ვინც მის მხარეზე
არ იყო. მან პირველ რიგში გაანადგურა მარიუსი და მისი მომხრეები. ქვეყნდებოდა პროსკრიფციები.
ეს იყო შავი სიები, სადაც სიკვდილით დასასჯელი
მოქალაქეების სახელები იყო შეტანილი. სიკვდილით დასჯილის ქონებას სახელმწიფო და დამბეზღებელი
ინაწილებდა. ძვ. წ. 79 წელს სულამ თავისი ნებით მოიხსნა დიქტატორის უფლებები და ერთ
წელიწადში გარდაიცვალა კიდეც.
4. რამდენად შეესაბამებოდა სულას
დიქტატორად გამოცხადება რესპუბლიკური მმართველობის კანონებს? რა ხდებოდა რომში სულას
დიქტატურის დროს?
5.
ქრ.შობამდე I საუკუნეში მნიშვნელოვნად გაიზარდა მხედართმთავრების როლი რომის პოლიტიკურ
ცხოვრებაში. რა იყო ამის მიზეზი? რა საფრთხე შეიძლება შეექმნათ რომის ტრადიციული მმართველობისათვის
გავლენიან მხედართმთავრებს?
6.
რა გახდა რომსა და პონტოს შორის მესამე ომის (ძვ.წ.73-66 წწ.) დაწყების მიზეზი? ვინ
იყო რომის მოკავშირე ამ ომში?
7. რა წარმატებას მიაღწია ლუკულუსმა მითრიდატესთან ომში და რატომ შეცვალა რომმა იგი პომპეუსით?
9. რომელ წლებში იბრძოდა გნეუს პომპეუსი აღმოსავლეთში და რა შედეგს მიაღწია? როგორ შეიცვალა პომპეუსის ლაშქრობის შედეგად მცირე აზიისა და სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური რუკა? შენი აზრით, რას ნიშნავდა ქართლისა და სომხეთისათვის „რომის მეგობრად და მოკავშირედ გამოცხადება“?
10. შეავსე ცხრილი მოსწავლის რვეულში. (გვ.45; დავალება 36.)
რუკები პუნიკური ომის თემაზე
§ 21. რომი
(დავალება 8 დეკემბრისთვის. იხ. ისტორია გვ. 121-125)
1. რას ნიშნავს
იტალია ქართულ ენაზე და ვინ უწოდა ეს სახელი ამ ქვეყანას?
2. როდის დაარსდა
რომი? ვინ ითვლება რომის დამაარსებლად და პირველ მეფედ?
3. რა პერიოდებად
ყოფენ რომის ისტორიას?
4. რითი განსხვავდებოდნენ
პატრიციები და პლებეები მეფობის ხანაში?
5. შეზღუდული
იყო თუ არა მეფის ხელისუფლება რომში? პასუხი დაასაბუთე. აღწერე მეფეთა ხანაში ხელისუფლების
რა ორგანოები არსებობდა და რა ფუნქციები ჰქონდა.
6. რამდენ კატეგორიად
დაჰყო ტულიუსმა რომაელები და რა ნიშნით?
7. ტულიუსის რეფორმის
თანახმად ვინ ჩაითვლებოდა რომის მოქალაქედ?
8. რა იყო ცენტურია?
9. რა იყო ცენტურიული
კომიცია და რითი განსხვავდებოდა კურიული კომიციისგან?
10. რა ცვლილებები
ხდება რომი მმართველობაში ქრ.შ-მდე 509 წელს?
11. რა არჩევითი
თანამდებობები არსებობდა რომის რესპუბლიკაში? ამათგან რომელი იყო უმაღლესი თანამდებობა
და რამდენი წლის ვადით ირჩევდნენ?
12. როგორ შეიცვალა
სენატი რესპუბლიკური მმართველობის დროს? რა იყო მისი ფუნქციები?
13. რომელი თანამდებობის
პირს ირჩევდნენ რომში 5 წლით და რა ფუნქციეი ჰქონდა მას?
14. ითვლება.
რომ ქრ.შობამდე საუკუნეში პლებეები გაუთანაბრდნენ პატრიციებს. რა არგუმენტებს მოიყვანთ
ამის დასამტკიცებლად?
15. რა შემთხვევაში
ირჩევდნენ რომში დიქტატორს და რა ვადით? როგორი იყო მისი ფუნქცია და ვალდებულებები?
17. ვინ ირჩევდა
სახალხ ტრიბუნებს და რა იყო მათი ფუნქციები?
18. შეავსე რომაული
საზოგადების სქემა (მოსწავლის რვეული. გვ. 40. დავალება 31.)
§ 17. სპარტა -
ოლიგარქიული მმართველობა
1. სად წარმოიქმნა
სპარტას ქალაქ–სახელმწიფო?
2. რომელი დამპყრობელი
ტომების შთამომავლები იყვნენ სპარტელები? როდის დაიპყრეს მათ პელოპონესის ნ/კ–ის სამხრეთი
ნაწილი?
3. მოსახლეობის
რა ჯგუფებისგან შედგებოდა სპარტა? რა თავისებურებით გამოირჩეოდა თითოეული მათგანი?
ამათგან რომელი ჯგუფი იყო ყველაზე მცირერიცხოვანი? რომელ ჯგუფი იყო ყველაზე პრივილეგირებული?
რომელი იყო ყველაზე უუფლებო და არათავისუფალი?
4. რატომ უწოდებდნენ
სპარტელებს თანასწორებს? რა იყო მათი საარსებო წყარო?
5. რაში გამოიხატებოდა სპარტელთა პრივილეგია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით?
6. რატომ თვლიან რომ სპარტაში სამხედრო–ოლიგარქიული მმართველობა იყო?
7. რა იყო აპელა და ვისგან შედგებოდა იგი? რა ფუნქცია ჰქონდა?
8. რა იყო გერუსია და რამდენი წევრისგან შედგებოდა?
9. ვინ იყვნენ ეფორები? ვინ ირჩევდა მათ და რა ფუნქციები ჰქონდათ? რამდენ ეფორს ირჩევდნენ
ყოველწლიურად?
10. ვინ იყვნენ
ბასილევსები? როგორი იყო სპარტაში მათი ხელისუფლება?
11. რომელს უფრო
მეტი ხელისუფლება ჰქონდა - ეკლესიას ათენში,
თუ აპელას სპარტაში? პასუხი დაასაბუთე.
12. რას უწოდებენ
ლაკონიზმს და რა კავშირი აქვს ამ სიტყვას სპარტელებთან?
13. ვინ იყო ლიკურგოსი?
14. შეადარე ათენელი
და სპარტელი ქალის მდგომარეობა ერთმანეთს.(1ქ)
15. წყარო გ-ს მიხედვით
(გვ. 101) რა არ მოსწონს სპარტის მმართველობაში არისტოტელეს?
16. თქვენ რომ ანტიკურ
საბერძნეთში დაბადებულიყავით, რომელი პოლისის მოქალაქედ ყოფნას აირჩევდით - ათენის
თუ სპარტის? პასუხი დაასაბუთე.
17. თქვენი აზრით, სპარტა დანარჩენი სამყაროსგან ღია იყო თუ იზოლირებული? პასუხი დაასაბუთე? 18. მოიძიე ინფორმაცია სპარტული აღზრდის შესახებ. რა თავისებურებით გამოირჩევა და რა იყო სპარტული აღზრდის მთავარი მიზანი?
პარაგრ.
16. ათენელი რეფორმატორები (მსოფლიო ისტ.) დავალება სამშაბათისთვის (15 ნოემბ.)
1. ვინ
იყო კლისთენე და რა იყო მისი რეფორმების მიზანი?
2. გაიხსენე რა იყო ბულე(იხ. წინა გაკვეთილი) და რატომ შეიცვალა ბულეს წევრთა
რაოდენობა კლისთენეს დროს?
3. რა იყო ოსტრაკიზმი? ვინ და რატომ შემოიღო?
4. შენი აზრით, ათენის დემოკრატიისთვის რა საფრთხე შეიძლებოდა შეექმნა გავლენიან და
ავტორიტეტიან ადამიანს, რომლის სახელიც ყველაზე მეტადგამეორდებოდა ოსტრაკონებზე?
რატომ ასახლებდნენ ასეთ ადამიანს ათი წლის ვადით?
5. ვინ იყო ეფიალტე და რატომ ებრძოდა იგი არეოპაგს?
6. ვინ იყო პერიკლე და როდის მოღვაწეობდა?
7. როგორ
შეიცვალა არქონტების არჩევა პერიკლეს დროს? რატომ ითვლება ფარული კენჭისყრა უფრო
დემოკრატიულად?
8. რას უწოდებდნენ ეკლესიას ათენში? ვისგან შედგებოდა და რა ფუნქცია ჰქონდა?
9. რას წარმოადგენდა ნაფიცთა საბჭო?
10. შენი აზრით, რატომ ირჩევდნენ სახელმწიფო მოხელეებს მხოლოდ ერთი წლით?
11. ვინ გამოსცა კანონი „წმინდა მოქალაქეობა“ და ამ კანონის თანახმად ვინ
ითვლებოდა ათენის მოქალაქედ? რა შემთხვევაში დაკარგავდა ათენელი მოქალაქეობას?
12. რა ვალდებულებები და უფლებები ჰქონდა ათენის მოქალაქეს?
13. რა მიზანი ჰქონდა პერიკლეს, როცა სახელმწიფო სამსახურში მყოფი მოხელეებისთვის
ანაზღაურება დააწესა?
14. შენი აზრით, რამდენად შეუწყო ხელი პერიკლეს შემოღებულმა ცვლილებებმა ათენში
დემოკრატიის განვითარებას?
პარაგრ. 15. ათენი
- დემოკრატიის სამშობლო
1.საბერძნეთის რომელ ოლქში შეიქმნა ათენი და ლეგენდის
თანახმად ვინ დაარსა იგი?
2. ათენი შედგებოდა მოქალაქეებისა და უცხოელებისგან.
რას უწოდებდნენ უცხოელებს და უფლებრივად რა განსხვავება იყო მათ შორის?
3. დაახასიათე ათენის მმართველობის სისტემა სოლონის
რეფორმამდე. (ვის უწოდებდნენ ბასილევს და შეზღუდული იყო თუ არა მისი ხელისუფლება (პასუხი
დაასაბუთე) რა იყო არეოპაგი? ვინ იყვნენ არქონტები?)
4. ვინ იყო და ვის ინტერესებს გამოხატავდა დრაკონი?
რატომ გაჩნდა გამოთქმა დრაკონული კანონები?
5. როდის აირჩიეს
არქონტად სოლონი და რა რეფორმები გაატაა?
ა) რამდენ ფენად დაყო ათენის საზოგადოება და რა ნიშნით?
რაში მდგომარეობდა მაღალი პირველი და მეორე ფნის(კლასის) პრივილეგია დანარჩენებისგან?
ბ) როგორ და რა სახით უზრუნველყოფდა დაბალი კლასების
სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობას?
გ) ვისგან შედგებოდა სახალხო კრება? ვისგან შედგებოდა
ბულე. რა ფუნქციები ჰქონდა თითოეულ მათგანს?
დ)სოლონის რეფორმამდე, როგორ ხდებოდა თავისუფალი ათენელის
მონად გადაქცვა და რა შეცვალა ამ მხრივ სოლონმა?
6. ვინ ირჩევდა და რა ფუნქცია ჰქონდა სტრატეგოსთა კოლეგიას?
რამდეი წევრისგან შედგებოდა?
7. შეაფასე სოლონის მოღვაწეობა დადებითად ან უარყოფითად.
თქვენი პასუხი დაასაბუთეთ.
მსოფლ. ისტორია
პარაგრ. 14 ბერძნული კოლონიზაცია
1. რა იყო პოლისები?
დაასახელეთ პოლისისთვის დამახასიათებელი ნიშნები
2. რა აერთიანებდათ
პოლისებში მცხობრებ მოსახლეობას?
3. რა უწოდებდნენ
ბერძნები თავიანთ თავს? რას უწოდებდნენ ბერძნები უცხოელებს?
4. რას ეწოდა
„დიდი ბერძნული კოლონიზაცია“? რა ტერიტორიები (ან რომელი ზღვების სანაპიროები) მოიცვა
ბერძნულმა კოლონიზაციამ?
5. კოლონიზაიის
დაწყებამდე სად ცხოვრობდნენ ბერძნები?
6. რა იყო ბერძნული
კოლონიზაციის მიზეზები?
7. რას უწოდებდნენ
ბერძნები მეტროპოლიას? როგორი ურთიერთოები შეიძლება წარმოქმნილიყო მეტროპოლიასა და მის კოლონიას შორის?
8. რა შემთხვევაში
ახერხებდნენ ბერძნული კოლონიები ადგილობრივი მოსახლეობის საკუთარ პოლიტიკურ დაქვემდებარეაში
მოქცევას და ა შემთხვევაში ვერა?
9. გაეცანი წყარო
ბ-ს (გვ. 84) და უპასუხე: წყაროში დასახელებული კოლონიების დაარსების რა განსხვავებული
მიზეზები არსებობდა? ამათგან რომელი მოახერხებდა საკუთარი პოლიტიკური დაქვემდებარების
ქვეშ მოექცია ადგილობრივი უცხოელი მოსახლეობა?
10. რა საქმიანობას
მისდევდნენ კოლონიებში გადასახლებული ბერძნები?
11. რას ყიდულობდნენ
ბერძენი ვაჭრები ადგილობრივი მოსახლეობისგან და რა პროდუქციას სთავაზობდნენ სანაცვლოდ?
ძირითადად როგორი სახის პროდუქციას ყიდულობდნენ და როგორი სახისას ჰყიდდნენ? რა დასკვნის
გაკეთება შეიძლება ამ პასუხიდან გამომდინარე:
ვის უფრო ჰქონდა განვითარებული ხელოსნობა და მწარმოებლობა?
12.რატომ უწოდებდნენ
ბერძნები შავ ზღვას არასტუმართმოყვარეს და რის შემდეგ გახდა მათთვის სტუმართმოყვარე?
13. რა დადებითი
ან უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონოდა ბერძნულ კოლონიზაციას როგორც ბერძნებისთის
ისე არაბერძნებისთვის?
14. მმართველობის
რა განსხვავებული ფორმები არსებობდა ძველ ბერძნულ
პოლისებში?
გთავაზობთ პოლისებში
არსებულ მმართველობის ფორმებს და მათ განმარტებებს, რომელიც განსხვავდება არისტოტელეს
მოსაზრებისგან და რომელიც რეალურად არსებობდა ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში.
1. მმართველობის რა ფორმები
არსებობდა ბერძნულ პოლისებში?
(ოლიგარქია, ტირანია, მონარქია, დემოკრატია)
2. რა ეწოდება მმართველობის
ფორმას, როდესაც სახელმწიფოს განაგებს ერთი საგვარეულო და ხელისუფლება გადადის მემკვიდრეობით? (მონარქია)
3. რითი განასხვავებდნენ
ძველი ბერძნები მონარქიას და დესპოტიას?
(დესპოტია ძლიერი ცენტრალიზებული
მონარქიაა, უზენაეს ძალაუფლებას ფლობს მონარქი. იგი ერთპიროვნულად მართავს სახელმწიფოს.
მას ხალხი ღმერთს უტოლებს. ბერძნულ პოლისებში კი მონარქების ხელისუფლება შეზღუდული
იყო)
4 გაიხსენე ძველი აღმოსავლეთის დესპოტიები.
(ეგვიპტე, ასურეთი, ბაბილონი,აქემენიდური ირანი)
5. რას უწოდებდნენ ძველი
ბერძნები მმართველობის იმ ფორმას, როდესაც ერთი პიროვნება ხალხის მასების მხარდაჭერით
ხელში იგდებდა ერთპიროვნულ ძალაუფლებას? (ტირანიას)
6. რას უწოდებდნენ ძველი
ბერძნები მმართველობის იმ ფორმას, როცა უმცირესობა მართავდა სახელმწიფოს და ბატონობდა
უმრავლესობაზე? (ოლიგარქია)
7. მმართველობის როგორი
ფორმაა დემოკრატია?
(ხალხის მმართველობას. როცა სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობას იღებს ხალხი. ხალხის
არჩეული მმართველობითი ორგანოები და თანამდებობის პირები მართავენ სახელმწიფოს.
8. მმართველობის როგორი
ფორმაა არისტოკრატია?
(არისტოკრატია წარჩინებულთა მმართველობას ნიშნავს. იგი ოლიგარქიის ერთერთი ფორმაა.)
გთავაზობთ პირველი შემაჯამებელი წერისთვის მოსამზადებელ შეკითხვებს მსოფლიო ისტორიაში. თემა: პრეისტორია და ძველი აღმოსავლეთი
1.
რა განსხვავებაა პრეისტორიულ და ისტორიულ ხანას შორის? (იხ. ისტორია გვ. 5. ; 7)
2.
ვის უწოდებენ ჰომინინებს? სად ცხოვრობდნენ უძველესი
ჰომინინები?(იხ.
ისტორია გვ. 6.)
3.
ჰომინინების რომელმა სახეობამ შექმნა პირველად ქვისგან
იარაღი?(იხ.
ისტორია გვ. 8.)
4. ჰომინინების რომელი სახეობა გვხდება პირველად აფრიკის ფარგლებს გარეთ? სად არის
აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთი აფრიკის ფარგლებს
გარეთ?(იხ.
ისტორია გვ. 8.)
5. ვის უწოდეს „ჰომო გეორგიკუსი“ და რატომ? რამდენი ხნის წინ ცხოვრობდა?
ჰომინინების რომელ სახეობას მიეკუთვნება იგი? (იხ. ისტორია გვ. 8.;)
6. ჰომინინების რომელი სახეობა ითვლება
თანამედროვე ადამიანის
წინაპრად?
(იხ.ისტორია გვ. 9)
7. დაასახელეთ ქვის ხანის პერიოდები. (იხ.
ისტორია გვ. 6)
8. ქვის ხანის რომელ ეპოქაში ჩამოყალიბდა
თანამედროვესთან მიახლოებული კლიმატი და დასრულდა გამყინვარების უკანასკნელი
სტადია? (ანუ პლეისტოცენი შეიცვალა ჰოლოცენით) (იხ. ისტორია გვ. 11)
9. ქვის ხანის რომელ ეპოქაში ჩაისახა
პირველყოფილი რელიგია და ხელოვნება? დაასახელეთ პირველყოფილი რელიგიის ფორმები და
განმარტე თითოეული მათგანი(იხ.ისტორია გვ. 13)
10. სად გვხვდება საქართელოში უძველესი პეტროგლიფები და ქვის ხანის
რომელ პერიოდს შეიძლება მივაკუთნოთ? (იხ. საქართველოს ისტორია გვ. 10)
11. როდის იწყება ნეოლითი და რა არის ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი?
რატომ უწოდა მეცნიერმა გორდონ ჩაილდმა ამ ეპოქას „ნეოლითური რევოლუცია“?(იხ.
ისტორია გვ. 14-15)
12. ნეოლითური ხანის რომელი უძველესი დასახლებები იცი ახლო აღმოსავლეთის
ტერიტორიაზე? (იხ. ისტორია გვ. 16-17; 18-19)
13. ნეოლითური ხანის რომელი
უძველესი დასახლებები იცი სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე?(იხ. საქართველოს ისტორია
გვ. 14)
14. რა პერიოდში არსებობდა „შულავერ-შომუთეფეს“ კულტურა და რატომ ეწოდა
ეს სახელი? ამ კულტურის რომელი დასახლებებია აღმოჩენილი საქართველოს ტერიტორიაზე?
კონკრეტულად რომელ მხარეში?(იხ. საქართველოს ისტორია გვ. 14)
15. შულავერ-შომუთეფეს კულტურის რომელი არქეოლოგიური არტეფაქტი მიუთითებს
იმაზე, რომ საქართველო უძველესი მეღვინეობის ქვეყანაა?(იხ. საქართველოს ისტორია
გვ. 15)
16. სად და რა პერიოდში არსებობდა „ჰალაფის
კულტურა“?(იხ. ისტორია გვ. 20)
17.შეადარე ჰალაფის კულტურა შულავერ-შომუთეფეს
კულტურას, იმსჯელე ამ კულტურათა ურთიერთობის შესახებ. (იხ. ისტორია გვ. 21)
(მსგავსებაა: წრიული არქიტექტურა, ქალის პატარა ქანდაკებები. მიზეზი: სამხრეთ
კავკასია უშუალოდ ემეზობლებოდა ახლო აღმოსავლეთის ცივილიზაციის კერას და მის
ჩრდილოეთის პერიფერიას წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, ჰალაფის ცივილიზაცია გარკვეულ
გავლენას ახდენდა სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ იმ ეპოქის საზოგადოებაზე .)
18. რომელი ლითონი გამოიყენა ადამიანმა
პირველად?(იხ. ისტორია გვ. 22)
19. რას ნიშნავს ენეოლითი და რატომ ეწოდა ეს
სახელი?(იხ. ისტორია გვ. 22)
20. როგორი იყო ხელისუფლების პრიმიტიული ფორმები ნეოლითისა და ენეოლითის
ეპოქაში?(იხ. ისტორია გვ. 23)
21. რა არის კომპლექსური საზოგადოება? კომპლექსური საზოგადობისთვის
დამახასიათებელი რა ნიშნები იცი? (იხ. ისტორია გვ. 24)
22. როდის დასრულდა პრეისტორიული ეპოქა. რომელ არქეოლოგიური პერიოდზე მოდის ეს მოვლენა?(იხ. ისტორია გვ. 25)
23. ცივილიზაციის რა დამახასიათებელი ნიშნები არსებობს, რაც მას
გამოარჩევს პირველყოფილი საზოგადოებისგან? (ქალაქები, სახელმწიფო, დამწერლობა)(იხ.
ისტორია გვ. 25)
24. როგორ მიიღო ადამიანმა ბრინჯაო? რა ნაწილებად ჰყოფენ ბრინჯაოს
ხანას?
25. სად და როდის შეიქმნა ქალაქი ურუქი? რომელმა ხალხმა შექმნა იგი? (იხ.
ისტორია გვ. 25)
26. ქალაქ-სახელმწიფოს რა ნიშნები ახასიათებს ურუქს? (იხ. ისტორია გვ. 25-26)
(საერო და სასულიერო მმართველები, მეფის ხელისუფლება, ჯარი)
27. ვინ დაიპყრო შუმერული ქალაქები ქრ.შობამდე 24-ე საუკუნეში?
28. ვინ იყო ურ-ნამუ,
როდის ცხოვრობდა და რა ღვაწლი მიუძღვის საკუთარი ხალხის წინაშე?(იხ. ისტორია გვ. 28)
29. როდის და
სად შეიქმნა ბაბილონის სამეფო? (იხ. ისტორია გვ. 33)
30. ვინ იყო ხამურაბი
და რითია ცნობილი?(იხ. ისტორია გვ. 33)
31. პირველად როდის წარმოიქმნა ეგვიპტეში ორი
სამეფო? რა სახელებით ვიცნობთ მათ?(იხ. ისტორია გვ. 34)
32. რა იყო ნომები და ვინ იყვნენ ნომარქები?(იხ. ისტორია გვ. 34)
33. ვინ და როდის გააერთიანა პირველად
ეგვიპტე ერთ სამეფოდ?(იხ.
ისტორია გვ. 34)
34. რას უწოდებდნენ ეგვიპტის მბრძანებელს და რას ნიშნავს ქართულად?(იხ. ისტორია გვ. 34)
35. რომელ
საუკუნეებს უწოდებენ „პირამიდების ეპოქას“ ? (იხ. ისტორია გვ. 36-37)
36. რომელ
ფარაონს აუგეს პირველი პირამიდა და ვინ იყო მისი არქიტექტორი?(იხ. ისტორია გვ. 36-37)
37. რომელი
ფარაონის პირამიდები გამოირჩევა სიდიდით? (იხ. ისტორია გვ. 36-37)
38. რა იყო
პირამიდები?(ანუ რა დანიშნულება ჰქონდათ მათ?) (იხ. ისტორია გვ. 36-37)
39. რომელ
ათასწლეულში იარსება ეგვიპტის ძველმა სამეფომ? რა გახდა ძველი სამეფოს დაცემის
მიზეზი?(იხ.
ისტორია გვ. 36-37)
40. რა იყო ეგვიპტის ძველი სამეფოს დედაქალაქი? სად გადაინაცვლა ცენტრმა შუა
სამეფოს ხანაში?(იხ.
ისტორია გვ. 36-37)
41. რომელმა
ტომებმა დაიპყრეს ეგვიპტე ძვ.წ. XVII-XVI საუკუნეებში? რა უპირატესობა ჰქონდათ
დამპყრობლებს ეგვიპტელებთან შედარებით?(იხ. ისტორია გვ. 36-37)
42. რაში
გამოიხატა ეგვიპტის სამხედრო ძლიერება ძვ.წ. XIV საუკუნეში? რომელი ფარაონის
სახელს უკავშირდება ეგვიპტის სამხედრო წარმატებები?(იხ. ისტორია გვ. 36-37)
43. რომელმა ფარაონმა გაატარა ეგვიპტეში რელიგიური
რეფორმა და როდის. რას ითვალისწინებდა ეს რეფორმა?(იხ. ისტორია გვ. 40-41)
44. რას ნიშნავს ქართულად ეხნატონი? რომელმა ფარაონმა უწოდა თავის თავს ეს სახელი
და რატომ?(იხ.
ისტორია გვ. 40-41)
45. რა სარგებლის
მომტანი შეიძლება ყოფილიყო ამენჰოტეპ IV-ეს რეფორმა ეგვიპტისა და ფარაონისთვის? რა
უარყოფითი მოვლენები შეიძლება გამოეწვია ამ მოვლენას?(იხ. ისტორია გვ. 40-41)
46. რომელი ქალაქი გამოაცხადა სახელმწიფოს ცენტრად ეხნატონმა?(იხ. ისტორია გვ. 40-41)
47. ვინ იყო
ნეფერტიტი?(იხ.
ისტორია გვ. 40-41)
48. რას
ნიშნავს პოლითეიზმი და მონოთეიზმი?(იხ. ისტორია გვ. 40-41)
49. სად და როდის წარმოიქმნა ხეთების სამეფო? (იხ. ისტორია გვ. 42-43)
50. ვინ გააერთიანა ხეთების სამეფო და სად
გადაიტანა დედაქალაქი? ხეთების კიდევ რომელი ქალაქები იცი?(იხ. ისტორია გვ. 42-43)
51. რატომ უწოდეს ხეთების სახელმწიფოს „ათასი
ღვთაების ქვეყანა“? ანუ როგორი იყო მათი რელიგიური პოლიტიკას?(იხ. ისტორია გვ. 42-43)
52. როდის და ვის შორის მოხდა კადეშის ბრძოლა? რა
იყო დაპირისპირების მიზეზი? (იხ. ისტორია გვ. 56-57;
59)
53. ხეთებისა და ეგვიპტის ურთიერთობის ამსახველი რა
არტეფაქტი ინახება სტამბოლის მუზეუმში? რატომ ინახება მისი ასლი ნიუ-იორკში? (იხ. ისტორია გვ. 56-57)
54. რას შეისწავლის ეპიგრაფიკა? (იხ. ისტორია გვ.50)
55. რას უწოდეს „ბრინჯაოს ხანის კოლაფსი“ და რა
პერიოდს მოიცავს იგი? როგორი იყო მისი შედეგები? (იხ. ისტორია გვ. 61; 65)
56. რა მიზეზებს ასახელებენ „ბრინჯაოს ხანის
კოლაფსის“ ასახსნელად? (იხ. ისტორია გვ. 61-65)
57. რა ვიცით ე.წ. „ზღვის ხალხების“ შესახებ? რა
როლი მიუძღვით მათ „ბრინჯაოს ხანის კოლაფსში“?(იხ. ისტორია გვ. 62-64)
58. მცირე აზიაში არსებული რომელი დიდი სახელმწიფო
გაანადგურეს „ზღვის ხალხებმა“ ქრ. შობამდე 1200 წელს?(იხ. ისტორია გვ. 63-64)
59. როდის შეიქმნა ანბანური დამწერლობა და რომელ
ხალხს მიუძღვის ღვაწლი მის შექმნასა და განვითარებაში?(იხ. ისტორია გვ. 65-66)
60. რომელი ირანულენოვანი ტომები ცხოვრობდნენ ქრ.შობამდე
I ათასწლეულის დასაწყისში ირანის ტერიტორიაზე? ამათგან რომელმა ტომმა შექმნა ქრ.
შობამდე VII საუკუნეში სახელმწიფო?(იხ. ისტორია გვ. 67)
61. ქრ. შობამდე VII საუკუნის ბოლოსა და VI
საუკუნის დასაწყისში რომელი საგვარეულო მეფობდა სპარსეთში? ვინ გახდა ამ ქვეყნის
მეფე ქრ.შობამდე 558 წელს? ვის ემორჩილებოდა სპარსეთის სამეფო?(იხ. ისტორია გვ. 67)
62. როდის შეიქმნა აქემენიანთა ირანი
და რომელი დინასტია ედგა სათავეში? ვინ ითვლება აქემენიანთა ირანის სახელმწიფოს
დამაარსებლად? რომელ წლებში მეფობდა იგი?(იხ. ისტორია გვ. 67)
63. რომელი ქალაქი აიღო კიროს II–ემ ქრ.შობამდე 550 წელს?(იხ. ისტორია გვ. 67)
64. რომელი
სახელმწიფო დაიპყრო კიროსმა მცირე აზიაში? (იხ. ისტორია გვ. 67)
65. როდის
დაიპყრო კიროსმა ბაბილონი და რა გარემოებამ შეუწყო ხელი ამ სახელმწიფოს სწრაფად
დაპყრობაში? რატომ არ მიიჩნევდნენ ბაბილონელები
კიროსის მმართველობას დამპრობელთა ბატონობად?(იხ. ისტორია გვ. 67-69)
66. როდის
მოექცა ეგვიპტე აქემენიანების ხელში და ვინ დაიპყრო
იგი?(იხ.
ისტორია გვ. 69-70)
67. შეადარე
კიროს II–სა და კამბიზის პოლიტიკა დაპყრობილი ქვეყნების მიმართ - რა მსგავსება
შეიძლება დავინახოთ?
68. როდის
მეფობდა დარიოს I და რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა იგი მმართელობის პირველ
წლებში?(იხ.
ისტორია გვ. 72)
69. რა იყო
დარიოსის რეფორმების მთავარი მიზანი?(იხ. ისტორია გვ. 72)
70. რა
ტერიტორიულ-ადმინისტრაციული რეფორმა გაატარა დარიოსმა?(იხ. ისტორია გვ. 72)
71. რამდენი
სატრაპია შეიქმნა ირანში? ვინ ინიშნებოდნენ სატრაპებად და რა იყო მათი ფუნქცია? (იხ. ისტორია გვ. 72)
72. რა ფაქტორი
იყო გათვალისწინებული ქვეყნის სატრაპიებად დაყოფისას?(იხ. ისტორია გვ. 72)
73. რომელ
ტერიტორიულ ერთეულებში მოექცნენ კოლხეთის სამხრეთით მცხოვრები ქართული ტომების
ნაწილი?(იხ.
ისტორია გვ. 75)
74. რითი განსხვავდებოდა
ადრინდელი სატრაპის ხელისუფლება დარიოსის რეფორმის შემდგომი სატრაპის
ხელისუფლებისგან?(იხ.
ისტორია გვ. 72)
75. დაასახელეთ
აქემენიანთა ირანის სახელმწიფოს ძირითადი ქალაქები. ამათგან რომელში იყო სამეფო
რეზიდენცია?
76. რა ფუნქცია
ჰქონდა ხაზარაპეტს?
77. რას
წარმოადგენდა „ათი ათასი უკვდავი“?
78. როგორი იყო
დარიოსის ფინანსური რეფორმა?
79. რა შეცვალა
საგადასახადო სისტემაში დარიოსმა?
80. რომელი
ქართული სამეფო არსებობდა აქემენიანთა სახელმწიფოს ჩრდილოეთით? ჰეროდოტეს ცნობით,
როგორ ინარჩუნებდა ეს სამეფო აქემენიანი მბრძანებლების კეთილგანწყობას?
81. რაში
მდგომარეობდა ქსერქსეს რელიგიური პოლიტიკა?
82. ვინ და
როდის იქადაგა რელიგია ზოროასტრიზმი?
რატომ ითვლება იგი დუალისტურ რელიგიად?
83. რომელი
ეთნიკური ჯგუფს ეკავა აქემენიანთა იმპერიაში უპირატესი მდგომარეობა და რაში
გამოიხატებოდა მათი უპირატესობა?
84. ჰეროდოტეს
ცნობით რა მნიშვნელობა ენიჭებოდა სპარსელების სხვა ხალხებთან ურთიერთობაში
მანძილს? (სპარსეთთან ტერიტორიულ სიახლოვესა და სიშორეს)
კომპლექსური დავალების პირობა იხილე ქვემოთ მოცემული შეკითხვების ქვემოთ.
გთავაზობთ მერვე პარაგრაფის შეკითხვებსა და დავალებებს
საქართველოს ისტორია პარაგრ. 8 დიაუხი და კულხა
1. ვინ იყო ტიგლათფილესერ I და
როდის მეფობდა?(გვ. 46-47)
2. რა სახელით მოიხსენიება ასურულ წყაროებში ქართულ
ტომთა გაერთიანება?(გვ. 46-47)
3. რა სახელით მოიხსენიებენ ამავე ტომთა გაერთიანებას
ურარტუს მეფეები?(გვ. 46-47)
4. სად მდებარეობდა დაიაენი/დიაოხის ტომთა გაერთიანება?(გვ.
46-47)
5. ტიგლათფილესერ I-ის
წარწერის (წყარო ა, გვ. 46) მიხედვით რომელ დიდ გაერთიანებაში შედის დაიაენი დ რა გახდა
ამ გაერთიანების მიზეზი?(გვ. 46-47)
6. ტიგლათფილესერ
I-ის წარწერის (წყარო ა, გვ. 46) მიხედვით რა მეთოდებს
იყენებს დამპყრობელი დამარცხებული მეფეების მორჩილების უზრუნველსაყოფად?(გვ.
46-47)
7. ტიგლათფილესერ I-ის
წარწერის (წყარო ა, გვ. 46) მიხედვით ვინ იყო სიენი და რატომ წამოიყვანა ასურეთის მეფემ
მხოლოდ ის თავის დედაქალაქში? რატომ გაათავისუფლა შემდგომ? (გვ. 46-47)
8. სად და როდის წარმოიქმნა ურარტუ? იპოვე რუკაზე(გვ
53) და უპასუხე: რომელი თანამედროვე სახელმწიფოების ტერიტორია ეკავა?
9. წყარო ა და ბ-ს (გვ. 46-47) გაცნობის შემდეგ ერთამანეთს
შეადარე ასურეთისა და დიაოხის მეფეების ურთიერთობა. რა განსხვავებაა მეფეებს შორის
ურთიერთობაში?
10 გაეცანი წყარო გ-ს (გვ. 47) და უპასუხე: დაიაენის
მეფის ასიას პოლიტიკურ ნაბიჯებზე (იხ. წყარო ბ, გვ. 47) გარკვეული როლი ითამაშა თუ
არა ურარტუს ფაქტორმა? პასუხი დაასაბუთე.
11. მოცემული ტექსტისა და წყაროების მიხედვით (გვ.
46-47) შეავსე ცხრილი სახელმძღვანელოს რვეულში. დავალება 10. გვ. 13.
12. გაეცანი წყარო ზ-ს (გვ. 50-51; არგიშთი I-ის
წარწერა) და უპასუხე: მეურნეობის რა დარგები იქნებოდა განვითარებული დიაოხში? პასუხი
დაასაბუთე.
13. როდის შეწყვიტა არსებობა დიაოხმა და რა შეიძლება
ყოფილიყო ამის მიზეზი?(გვ. 51)
14. სად მდებარეობდა კულხას ტომთა გაერთიანება და რომელი
მეფე იხსენიებს ასეთი სახელით? რა სახელ იხსენიბს ამავე ტომთა გაერთიანებას ასურეთის
მეფე ტიგლათფილესერ I? (გვ.51)
15. წყარო თ-ს მიხედვით (გვ. 52 ) როგორი ურთიერთობა
არსებობდა ურარტუსა და კოლხას შორის ქრ. შობამდე VIII საუკუნის
შუა ხანებში?
16. რა გახდა კულხას განადგურების მიზეზი?
17. გამოიყენე რუკა (გვ.53) და უპასუხე: რომელი მხრიდან
შეიჭრნენ კავკასიაში სკვითები და კიმერიელებ ი? რმელი სახელმწიფოების წინააღმდეგ იყო
მიმართულ მათი ლაშქრობა?
კომპლექსური
დავალების პირობა
წარმოიდგინე,
რომ არქეოლოგი ხარ და გევალება სტუდენტებს გააცნო არქეოლოგიური მონაცემები საქართველოს
ტერიტორიაზე ქვისა და ბრინჯაოს ხანაში.
გადაწყვიტე, მოამზადო თვალსაჩინოება, რომელიც ინფორმაციის მარტივი და მოსახერხებელი
ფორმით გადაცემაში დაგეხმარება.
• დიდ
ფორმატზე შეადგინე სამხრეთ კავკასიის კონტურული რუკა, რომელზეც ქვის ხანის ძეგლებს,
შულავერ-შომუთეფეს, მტკვარ-არაქსისა და თრიალეთის კულტურების გავრცელების არეალებს
დაიტან.
კონტურულ
რუკას დაურთე საინფორმაციო ბარათები:
ა)
დროის ბარათები - მათი საშუალებით სტუდენტმა კონკრეტული პერიოდის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები
უნდა გამოარჩიოს;
ბ)
წყაროს ბარათები - მათი საშუალებით სტუდენტი კონკრეტული კულტურის რამდენიმე არტეფაქტს
ისე უნდა გაეცნოს, როგორც ისტორიულ წყაროს.
ბარათებზე
ინფორმაცია იმგვარად უნდა იყოს მოწოდებული, რომ თვალნათლივ წარმოჩნდეს:
• რატომ
არის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური გათხრები პრეისტორიული ხანის საქართველოს შესასწავლად
და რა ტიპის წყაროების დახმარებით შეგვიძლია ისტორიის აღდგენა?
• რამდენად
სანდოა არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და რა ადასტურებს ან
უარყოფს მის მართებულობას?
• რა
პერიოდებს მოიცავს პრეისტორია და როგორ იცვლება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები
პირველყოფილი ადამიანის ცხოვრება ქვის ხანიდან ბრინჯაოს ხანაში გადასვლის შემდეგ?
საქართველოს
ტერიტორიაზე სად არის აღმოჩენილი პრეისტორიული ეპოქის არქეოლოგიური ძეგლები და როგორ
ფიქრობ, რატომ ირჩევდნენ პირველყოფილი ადამიანები საცხოვრებლად კონკრეტულ გეოგრაფიულ
ადგილებს?
• რა
საერთო ნიშან-თვისებები ახასიათებს სამხრეთ კავკასიის პრეისტორიულ საზოგადოებებს და
რაზე მეტყველებს ეს მსგავსება?
მოსწავლეების
მხრიდან კომპლექსური დავალების პრეზენტაციის პროცესში მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვები:
• აღწერე,
როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი;
• აღწერე,
რა პროდუქტი შექმენი;
• ახსენი,
რატომ შექმენი თვალსაჩინოება? რის თქმა გინდოდა მისი საშუალებით?
• რა
დაბრკოლებებს წააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში?
• მსგავსი
ფორმის ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?
გთავაზობთ რუკებს და სხვა სლაიდებს, რომლებიც შეიძლება გამოგადგეთ დავალებაზე მუშაობისას.
შულავერ-შომუთეფეს კულტურა |
თრიალეთის ყორღანი |
თრიალეთის ყორღანი (რეკონსტრუქცია) |
III-II ათასწლეულები |
ვერცხლის თასი თრიალეთის ყორღანიდან |
ისტორია
შეკითხვები პრეისტორიული ეპოქა.
(პასუხების გასაცემად გამოიყენეთ ორივე სახელმძღვანელო - მსოფლიო ისტორია(ისტორია) და საქართველოს ისტორია.)
1.
რა განსხვავებაა პრეისტორიულ და ისტორიულ ხანას შორის? (იხ. ისტორია გვ. 5. ; 7)
2.
ვის უწოდებენ ჰომინინებს? სად ცხოვრობდნენ უძველესი ჰომინინები?(იხ. ისტორია გვ. 6.)
3.
ჰომინინების რომელმა სახეობამ შექმნა პირველად ქვისგან იარაღი?(იხ. ისტორია გვ. 8.)
4.
ჰომინინების რომელმა სახეობამ შექმნა პირველად
ქვისგან იარაღი?(იხ. ისტორია გვ. 8.)
5.
ჰომინინების რომელისახეობა გვხდება პირველად აფრიკის ფარგლებს გარეთ? სად არის აღმოჩენილი
უძველესი ადამიანის ნაშთი აფრიკის ფარგლებს გარეთ?(იხ. ისტორია გვ. 8.; იხ. საქართველოს
ისტორია გვ. 6-7)
6.
ვის უწოდეს „ჰომო გეორგიკუსი“ და რატომ? რამდენი ხნის წინ ცხოვრობდა? ჰომინინების რომელ
სახეობას მიეკუთვნება იგი? (იხ. ისტორია გვ. 8.;) (იხ. საქართველოს ისტორია გვ. 6-7)
7.
რა შეცვალა დმანისის 1991-1999 წლების აღმოჩენებმა მეცნიერთა შეხედულებაში ადამიანის
მიერ აფრიკის დატოვებასთან დაკავშირებით? (იხ. საქართველოს ისტორია გვ. 7)
8.
როგორი იყო მილიონ რვაასი ათასი წლის წინ სამხრეთ კავკასიაში ცხოველთა სამყარო?
რა არგუმენტებით მტკიცდება თქვენი პასუხი?
9.
ჰომინინების რომელი სახეობა ითვლება თანამედროვე ადამიანის წინაპრად? (იხ.ისტორია გვ.
9)
10.
დაასახელეთ ქვის ხანის პერიოდები. (იხ. ისტორია გვ. 6)
11.
ქვის ხანის რომელ ეპოქაში ჩამოყალიბდა თანამედროვესთან მიახლოებული კლიმატი და დასრულდა
გამყინვარების უკანასკნელი სტადია? (ანუ პლეისტოცენი შეიცვალა ჰოლოცენით)
(იხ. ისტორია გვ. 11)
12.
ქვის ხანის რომელ ეპოქაში ჩაისახა პირველყოფილი რელიგია და ხელოვნება? დაასახელეთ პირველყოფილი
რელიგიის ფორმები და განმარტე თითოეული მათგანი(იხ.ისტორია გვ. 13)
13.
სად გვხვდება საქართელოში უძველესი პეტროგლიფები და ქვის ხანის რომელ პერიოდს შეიძლება
მივაკუთნოთ? (იხ. საქართველოს ისტორია გვ. 10)
14.
როდის იწყება ნეოლითი და რა არის ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი? რატომ უწოდა მეცნიერმა
გორდონ ჩაილდმა ამ ეპოქას „ნეოლითური რევოლუცია“?(იხ. ისტორია გვ. 14-15)
15.
ნეოლითური ხანის რომელი უძველესი დასახლებები იცი ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე? (იხ.
ისტორია გვ. 16-17; 18-19)
16.
ნეოლითური ხანის რომელი უძველესი დასახლებები
იცი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე?(იხ. საქართველოს ისტორია გვ. 13)
17.
ნეოლითური ხანის რომელი უძველესი დასახლებები
იცი სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე?(იხ. საქართველოს ისტორია გვ. 14)
18.
რა პერიოდში არსებობდა „შულავერ-შომუთეფეს“ კულტურა და რატომ ეწოდა ეს სახელი? ამ კულტურის
რომელი დასახლებებია აღმოჩენილი საქართველოს ტერიტორიაზე? კონკრეტულად რომელ მხარეში?(იხ.
საქართველოს ისტორია გვ. 14)
19.
შულავერ-შომუთეფეს კულტურის რომელი არქეოლოგიური არტეფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო
უძველესი მეღვინეობის ქვეყანაა?(იხ. საქართველოს ისტორია გვ. 15)
20.
სად და რა პერიოდში არსებობდა „ჰალაფის კულტურა“?(იხ. ისტორია გვ. 20)
21.შეადარე
ჰალაფის კულტურა შულავერ-შომუთეფეს კულტურას, იმსჯელე ამ კულტურათა ურთიერთობის შესახებ. (იხ. ისტორია გვ. 21)
(მსგავსებაა: წრიული არქიტექტურა, ქალის პატარა ქანდაკებები. მიზეზი: სამხრეთ კავკასია
უშუალოდ ემეზობლებოდა ახლო აღმოსავლეთის ცივილიზაციის კერას და მის ჩრდილოეთის პერიფერიას
წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, ჰალაფის ცივილიზაცია გარკვეულ გავლენას ახდენდა
სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ იმ ეპოქის საზოგადოებაზე .)
22.
რომელი ლითონი გამოიყენა ადამიანმა პირველად?(იხ. ისტორია გვ. 22)
23.
რას ნიშნავს ენეოლითი და რატომ ეწოდა ეს სახელი?(იხ. ისტორია გვ. 22)
24.
როგორი იყო ხელისუფლების პრიმიტიული ფორმები ნეოლითისა და ენეოლითის ეპოქაში?
(იხ. ისტორია გვ. 23)
25.
რას ნიშნავს სოციალური სტრატიფიკაცია? (იხ.
ისტორია გვ. 23)
26.
რა არის კომპლექსური საზოგადოება? კომპლექსური საზოგადობისთვის დამახასიათებელი რა
ნიშნები იცი? (იხ. საქართველოს ისტორია გვ. 24)
24.
როგორ მიიღო ადამიანმა ბრინჯაო? როდის დაიწყო ბრინჯაოს ხანა და რა პერიოდებს მოიცავს?
(იხ. საქართველოს ისტორია გვ. 18)
25.
დაასახელე ადრე ბრინჯაოს ხანის დროინდელი არქეოლოგიური ძეგლები სამხრეთ კავკასიაში?
ადრე ბრინჯაოს ხანის რა დამახასიათებელი ნიშნების აქვთ ამ არქეოლოგიურ ძეგლებს?
(იხ. საქართველოს ისტორია გვ. 18-21)
26.
რომელ ეპოქას მიეკუთვნება მტკვარ-არაქსის კულტურა და რატომ ეწოდა ეს სახელი? შეინიშნება
თუ არა მტკვარ-არაქსის საზოგადოებაში აშკარად გამოკვეთილი სოციალური და ქონებრივი დიფერენცია?(იხ.
საქართველოს ისტორია გვ. 21-22)
27.
შუამდინარეთში მცხოვრებ რომელ ხალხთან ჰქონდათ მჭიდრო ურთიერთობა მტკვარ-არაქსის საზოგადოებას
და რა არგუმენტებით შეიძლება ამ ურთიერთობის დასაბუთება?
(იხ. საქართველოს ისტორია გვ. 23)
28.რომელ
ათასწლეულებს მოიცავს შუა ბრინჯაოს ხანა?(იხ. საქართველოს ისტორია გვ. 25)
29.
რა არის ყორღანი? რომელი ეპოქისთვისაა დამახასიათებელი ყორღანები(იხ. საქართველოს ისტორია
გვ. 25)
30.
საქართველოს რა ტერიტორიაზე გვხვდება დიდი რაოდენობით ყორღანები?(იხ. საქართველოს ისტორია
გვ. 26)
31.
იმსჯელე ყორღანული კულტურის საზოგადოების რელიგიურ რწმენა წარმოდგენებზე.(იხ. საქართველოს
ისტორია გვ. 26-29)
31.
რა ფაქტორები მიგვანიშნებს, რომ ყორღანული
კულტურის საზოგადოებაში სოციალური და ქონებრივი დიფერენცია არსებობდა? შეადარე მტკვარ-არაქსის
საზოგადოებას. (იხ. საქართველოს ისტორია გვ.
26-27)
32.
დაასახელე თრიალეთის ყორღანებში აღმოჩენილი შენთვის ცნობილი (სახელმძღვანელოში მოცემული)
ორი არტეფაქტი(თასები) და იმსჯელე მათ ისტორიულ მნიშვნელობაზე.
(იხ. საქართველოს ისტორია გვ. 28-29)
33.
შეიძლება თუ არა თრიალეთის ყორღანული კულტურის საზოგადოება კომპლექსურ საზოგადოებად
მივიჩნიოთ? მოიყვანეთ ამ აზრის დამადასტურებელი და საწინააღმდეგო არგუმენტები. (იხ. საქართველოს ისტორია გვ. 26-31)
No comments:
Post a Comment