დამხმარე შეკითხვები მე -5 შემაჯამებელი სამუშაოსთვის. თემა - საქართველო თავი -8
1. სად მდებარეობს
საქართველო?(გვ.59)
2. სახელმძღვანელოში მოცემული რუკის (იხ გვ.
4-5)დახმარებით დაასახელეთ ჩვენი ქვეყნის რამდენიმე
დიდი ქალაქი. უპასუხე - ამათგან რომელი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში და რომელი
- აღმოსავლეთში. საქართველოს რომელ ნაწილში
მდებარეობს დედაქალაქი?
3. რამდენი კვადრატული კილომეტრია საქართველოს
ფართობი?(გვ. 60)
4. დაასახელეთ საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები.
(იხ გვ. 62-63; ასევე რუკა გვ. 4-5)
5. დაასახელეთ, რომელი საბაჟო გამშვები პუნქტით
შეიძლება მოხვდე საქართველოს სხვადასხვა მეზობელ ქვეყნებში. (გვ. 61)
6. რა განსხვავებაა ბუნებრივ და ანთროპოგენულ
ლანდშაფტებს შორის? (გვ. 64)
7. რატომ ითვლება 26 მაისი საქართველოში ეროვნულ
დღესასწაულად?(გვ. 67)
8. ქართული ისტორიული თხზულების თანახმად, რომელ
მეფეს მიეწერება ქართული ანბანის შექმნა და რომელ საუკუნეში მეფობდა იგი? (გვ. 68)
9. დაასახელეთ ქართული დამწერლობის ჩვენამდე
მოღწეული უძველესი ნიმუშები და აღნიშნე რომელ საუკუნეს მიეკუთვნება ისინი? (გვ 68)
10. დაასახელეთ ქართული დამწერლობის სამი ისტორიული სისტემა. ამათგან რომელს ვიყენებთ
დღეს?(გვ. 69)
11. ვინ ითვლება ქართლის სამეფოს დამაარსებლად
და პირველ მეფედ? ვისი დამარცხების შემდეგ შეძლო მან თავი მეფედ გამოეცხადებინა? ვინ
იყვნენ მისი მოკავშირეები ამ ბრძოლაში? (გვ.70-71)
12. დაახასიათე და შეაფასე ფარნავაზ მეფე როგორც მმართველი. წარმოაჩინე მისი ღვაწლი
ქვეყნისა და ხალხის წინაშე. იმსჯელე ფარნავაზის რეფორმების შესახებ. (გვ.70-73)
13. შეადარე აზოს და ფარნავაზის მმართველობა
ერთმანეთს. აღნიშნე მსგავსება-განსხვავებები. (გვ. 70-73)
14. იმსჯელე საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებლის შესახებ. როდის მეფობდა და რა რეფორმებით
შეძლო ქვეყნის გამოყვანა მძიმე მდგომარეობიდან. რაში გამოიხატა მეფის წარმატება და
რა მნიშვნელოვანი გამარჯვებები უკავშირდება მეფის სახელს. (გვ. 74-79)
15.
რას წარმოადგენდა დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილი სააჯო კარი?(გვ. 75)
16.
რომელი დამპყრობლები დაამარცხა დავით IV-ე აღმაშენებელმა დიდგორის
ბრძოლაში?(იხ. გვ. 74; გვ. 77)
17. რომელ ტაძართან დაარსა დავით აღმაშენებელმა
აკადემია?(გვ. 79)
18. რატომ ჩამოასახლა მეფე დავითმა ჩრდილოეთიდან
ყივჩაღები? რა სარგებელი შეიძლება მიეღო ქვეყანას მათი ჩამოსახლებით? რა საფრთხეები
და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოეტანა ამას ქვეყნისთვის? (გვ. 76)
19. რა ეწოდება ხალხის მიერ არჩეულ უმაღლეს საკანონმდებლო
ორგანოს საქართველოში?(გვ. 82)
20. დაასახელეთ საქართველოში შემავალი ორი ავტონომიური
რესპუბლიკა. ამათგან რომელია საქართველოს კონტროლის ქვეშ და რომელი - არა?(გვ. 82)
21. გარდა ავტონომიური რესპუბლიკების და დედაქალაქისა,
რამდენი მხარეა საქართველოში?(გვ. 82)
22. საქართველოში არსებული მხარეები რამდენ მუნიციპალიტეტს
აერთიანებს?(გვ. 82)
23. რა ეწოდება ხალხის მიერ არჩეულ უმაღლეს საკანონმდებლო
ორგანოს საქართველოში? ვინ ითვლება საქართველოს მთავრობის მეთაურად?(გვ. 82)
შემაჯამებელი წერის შეკითხვები.
თემა: თბილისი
1.
სად მდებარეობს თბილისი? (გვ.28)
2. რომელი მდინარის ნაპირებზეა შექმნილი ქალაქი თბილისი?(გვ.28)
3.
რომელი მდინარეები უერთდება მტკვარს თბილისში?(გვ.28, იხ. ასევე გვ. 27)
4.
დაასახელე თბილისში არსებული ტბები.(გვ.28, იხ. ასევე გვ. 27)
5.
დაასახელე თბილისის ძველი უბანი, რომელიც ქალაქის პირველ დასახლებას წარმოადგენდა(გვ.28)
6.
რომელი მეფის სახელს უკავშირებს ლეგენდა თბილისის დაარსებას?(გვ.30)
7.
რა იყო თბილისამდე ქართლის სამეფოს დედაქალაქი?(გვ.30)
8.
რას ნიშნავს გორგასალი და რატომ ეწოდა ეს სახელი ქართველ მეფეს?(გვ.31)
9.
რომელ ხალხს უკავშირდება თბილისსა და მთელ საქართველოში კარტოფილის შემოტანა, ასევე
ლუდისა და ძეხვის საწარმოების დაარსება?(გვ.35)
10.
რომელი რელიგიების მიმდევრები გვხვდება თბილისში? დაასახელე მათი ტაძრების სახელწოდებები(გვ.36)
11.
რა არის ნარიყალა?(გვ.36)
12.
რომელი რელიგიის მიმდინარეობებია შიიზმი და სუნიზმი?(გვ.36)
13.
რა იყო ამქარი?(გვ.38)
14.
ვინ იყვნენ ქარგლები და შეგირდები? ვის უწოდებდნენ უსტაბაშს?(გვ.38)
15.
შეადარე ერთმანეთს XIX საუკუნის თბილისური ამქარი და დღევანდელი პროფკავშირები. რა საერთო
და განსხვავებებია მათ შორის?(გვ.38-39)
16.
რა იყო მეიდანი?(გვ.40)
17.
რა საქმიანობას ეწეოდნენ ხარაზები? დაბაღები? სარაჯები?(გვ.40)
18.
რა იყო ქარვასლები? (გვ.41)
19.
ვინ იყო დავით სარაჯიშვილი?(გვ.41)
20.
როგორი იყო ჩარდახიანი ურემი?(გვ.42)
21.
რომელია საჭაპანო ცხოველები?(გვ.43)
22.
რა არის ბორანი? სად მდებარეობდა საბორნე ადგილები თბილისში? რატომ აღარ იყენებენ ბორანს
დღეს?(გვ.44)
23.
რა იყო კონკა? რამ ჩაანაცვლა კონკა?(გვ.38)
24.
იმსჯელე თბილისის ძველი ( XIX საუკუნის) და ახალი (XX-XXI საუკუნის) ტრანსპორტის ნაირსახეობაზე და შეადარე
ერთმანეთს.(გვ.42-45)
25.
შეადარე ერთმანეთს კინტო და ყარაჩოღელი(გვ.47)
26.
ვინ არიან მეთულუხჩეები? (გვ.44 / გვ. 50)
27.
საიდან მოჰქონდათ სასმელი წყალი ძველ თბილისში მეთულუხჩეებს?(გვ.50)
28.
რატომ შეწყდა მეთულუხჩეთა საქმიანობა თბილისში 1887 წლიდან?(გვ.50)
29.
ვინ იყვნენ მექისეები?(გვ.51)
30.
აღწერე ძველი თბილისური აბანო და მისი როლი თბილისელთა ცხოვრებაში(გვ.51)
31.
აღწერე ყეენობის დღესასწაული, აღნიშნე, რას გადმოსცემდნენ მისი მონაწილეები და რატომ
აკრძალა ეს დღესასწაული რუსეთის ხელისუფლებამ. (გვ.54-55)
მეორე შემაჯამებელი ტესტისთვის მოსამზადებელი შეკითხვები
1. რა ტერიტორიას მოიცავდა ზემო ქართლი? კიდევ რა სახელით მოიხსენიებოდა ზემო ქართლი?(გვ. 52)
2. საქართველოს გარდა, კიდევ რომელი სახელმწიფოს შემადგენლობაშია
მოქცეული მესხეთის ერთი ნაწილი?(გვ. 52)
3. დაასახელეთ სამცხე-ჯავახეთის
ტერიტორიაზე მდებარე მნიშვნელოვანი ტაძრები და ციხე-სიმაგრეები? (გვ. 54-55; 60)
4. რომელ ქალაქში შეგვიძლია ვნახოთ რაბათის ციხე? (გვ. 55)
5. რომელი სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა სამცხე-ჯავახეთი
16-ე საუკუნეში?(გვ. 56)
6. რატომ მიიღო სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ერთმა
ნაწილმა XVI-XVIII საუკუნეებში
ისლამი?(გვ. 56)
7. რატომ მიიღო სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ერთმა
ნაწილმა XVI-XVII საუკუნეებში კათოლიკური ქრისტიანობა? (გვ. 57)
8. რა სახელით მოიხსენიებდნენ საქართველოში ქართველ
კათოლიკეებს? (გვ. 57)
9. რატომ დატოვა ქართველი მუსულმანების დიდმა ნაწილმა
სამცხე-ჯავახეთი 19-ე საუკუნეში?(გვ. 56)
10. როდის და როგორ აღმოჩნდა სომხური მოსახლეობა ჯავახეთში?(გვ.
56)
11. ვინ არიან დუხობორები და მალაკნები? როდის და როგორ
აღმოჩნდნენ ისინი სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე?(გვ. 57)
12. რა რელიგიები გვახვდება დღევანდელ სამცხე ჯავახეთის
ტერიტორიაზე?(გვ. 56-57)
13. რატომ აკეთებდნენ სამცხე-ჯავახეთში ტერასებს?(გვ.
58)
14. როგორ ჩაჰქონდათ 18-ე საუკუნეში სამცხის მოსახლეობას
თბილისში ხე-ტყე, ხილი და სხვა ნაწარმი? (გვ. 59)
15. მეურნეობის რა დარგებია განვითარებული დღევანდელ
სამცხე-ჯავახეთში ? (გვ. 59-60; 63)
16. როდის შემოვიდა და ვინ შემოიტანა საქართველოში მეკარტოფილეობა?
(გვ. 63)
17. რა არის აპოხტი?(გვ. 60)
18. რისთვის
იყენებენ ლოკოკინებს სამცხე-ჯავახეთში?(მოიძიე თავად)
19. რა არის ხარო? (გვ. 61)
20. როგორი საცხოვრებელი სახლები იყო გავრცელებული სამცხე-ჯავახეთში?(გვ.
64)
21. რა არის ერდო?(გვ. 64)
22. რა იყო და როგორ კეთდებოდა დარანი?(გვ. 64; 65;
67)
23. რა იყო სახიზრები?(გვ. 66)
24. გარდა დარანებისა და სახიზრებისა, კიდევ რა საშუალებებს
იყენებდნენ მესხები მტრებისგან თავდასაცავად?(გვ. 66-67)
25. სამცხის რომელ ქალაქს ეწოდებოდა ადრე (XII საუკუნემდე)
ლომსია? (მოიძიეთ თავად)
26. ყველის რა სახეობებია გავრცელებული სამცხეში? (გვ.
70)
27. დაახასიათე გურიის გეოგრაფიული მდებარეობა, ჰავა
და ლანდშაფტი. შეადარე სამცხე- ჯავახეთისას.(გვ. 74; 60)
28. როგორია ჰავა გურიის დაბლობში? (გვ. 74)
29. რა განაპირობებს გურიის დაბლობში ტენიან და სუბტროპიკულ
ჰავას?(გვ. 74)
30. რომელი სუბტროპიკული კულტურა გვხვდება გურიაში?
(გვ. 74)
31. რატომ ეძახიან იზაბელას ჯიშის ვაზს ადესას? რა უპირატესობა
აქვს მას ყურძნის სხვა ჯიშებთან შედარებით? (გვ. 76)
32. როდის შემოვიდა საქართველოში ჩაის კულტურა და როდიდან
გავრცელდა ფართოდ? რატომ შემცირდა ჩაის მეურნეობა გურიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში?(გვ.
76)
33. რატომ ჩამოიყვანეს ჩინეთიდან 19-საუკუნის ბოლოს
საქართელოში ლაო ჯინ ჯაო? (გვ. 76-77)
34. მეურნეობის რა დარგებია განვითარებული გურიაში?
შეადარე გურიის მეურნეობის დარგები სამცხე-ჯავახეთის მეურნეობას. (გვ. 76-77; გვ.
58-63)
35. დაასახელეთ გურიის მთის კურორტები; რითი გამოირჩევა
ისინი? (გვ. 78-79)
36. დაასახელეთ
გურიის ზღვის კურორტები; რა გამოარჩევთ მათ ზღვის სხვა
კურორტებისგან?(გვ. 78-79)
37. რომელი
მინერალური წყალი გვხვდება გურიაში? (გვ. 79)
38. როგორი საცხოვრებელი სახლები იყო გავრცელებული გურიაში?
შეადარე სამცხე-ჯავახეთშის საცხოვრებელ სახლება? (გვ. 80; გვ. 64)
39. რა საქმიანობაში მიუძღვის განსაკუთრებული როლი ანზორ
ერქომაიშვილს?(გვ. 82)
40. დაახასიათე გურული ფოლკლორი. რა თავისებურებით გამოირჩევა
გურული ხალხური სიმღერები? როდის მღეროდნენ გურულები ყანურს ანუ ნადურ სიმღერას? როდის
მღეროდნენ გურულები ელესას? აგიდელას და აგუნას?(გვ. 82-83)
41. რომელ ხალხურ სპორტულ თამაშობებს მისდევდნენ გურულები?
(გვ. 84)
42. შეადარე გურიისა და სამცხე-ჯავახეთის ბუნებრივი
და კულტურული
ღირსშესანიშნაობები . რა მსგავსებას და განსხვავებას ხედავთ მათ შორის? (გვ.
54-55; 66; 78-79; 81; 82-83)
43. გურულები გამოირჩევიან ენაკვიმატობითა და იუმორით.
მოიძიეთ რაიმე სახალისო ამბავი, ან ანეგდოტი, რომელიც გურულის ამგვარ ხასიათზე მიანიშნებს.
(მოიძიე თავად)
დარანები სამცხე-ჯავახეთში ვიდეო
დარბაზული სახლები სამცხე ჯავახეთში
შემაჯამებელი წერისთვის
მოასამზადებელი შეკითხვები
(თემა: კახეთი და
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი)
1. საქართველოს რომელ კუთხეში მდებარეობს ცივ-გომბორის
ქედი?(გვ.12)
2. დაასახელეთ კახეთის მდინარეები(გვ.11)
3. როგორი საცხოვრებელი ნაგებობები იყო გავრცელებული
კახეთში?(გვ.15)
4. რომელი მხარის დასახლების ტიპს ჰგავს კახეთის დასახლებები
და რითი შეიძლება აიხსნას ეს მსგავსება?
5. სად მდებარეობს ქიზიყი?(გვ.15)
6. რა პროდუქტების
დამზადება შეიძლება ყურძნისგან?
აღწერეთ მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციები კახეთში, რთველი და
ღვინის დამზადების ტრადიციები. როგორ შეიძლება ამ ტრადიციებმა ხელი შეუწყოს კახეთის
რეგიონში ტურიზმის განვითარებას? (გვ.17)
7. რატომ მიჰქონდათ ქართველ მეომრებს ჩურჩხელა საგზლად?(გვ.17)
8. რა არის ჯაგანი?(გვ.17)
9. რისთვის გამოიყენება (ან გამოიყენებოდა) საწნახელი?(გვ.18)
10. რა უწყობს ხელს ღვინის შენახვას მარანში?(გვ.18)
11.რატომ სტუმრობს კახეთს ყველაზე მეტი სტუმარი შემოდგომით?(გვ.19)
12. დაასახელე კახეთის ქალაქები(გვ.20)
13. რომელ ქალაქშია ბატონის ციხე(გვ.20)
14. რომელი მეფის ძეგლია ღმართული თელავშ და რატომ(გვ.20)
15. რით გამოირჩევა ქალაქი სიღნაღი?(გვ.21)
16. რატომ დაასახლა მეფე ერეკლე II სიღნაღშ
სომხები?(გვ.21)
17. დაასახელეთ კახეთში არსებული ტაძრები და მონასტრები(გვ.21-22)
18. რომელ მონასტერშია წმინდა ნინოს საფლავი?(გვ.22)
19. რომელ საუკუნეში დაარსდა მონასტერი გარეჯში და ვის
სახელს უკავშირდება?(გვ.22)
20. ვისი სახლ-მუზეუმია წინანდალში?(გვ.23)
21. რა შეიძლება ვნახოთ წინანდალის სახლ-მუზეუმში?(გვ.23)
22. რა იყო მოდგამობა?(გვ.24)
23.ვის უწოდებდნენ გუთნისდედას?(გვ.24)
24. რა დროს სრულდებოდა სიმღერა ოროველა?(გვ.24)
25.რა იყო და რისგან აკეთებდნენ მკის ჯვარს?(გვ.24)
26. რატომ ხნავდნენ კახელები მიწას შეამხანაგებულები?
27. რომელი სტიქიის ასაცილებლად გამოიყენება რაკეტა
დელტა?(გვ.25)
28. კახეთის რომელ ნაწილს ერქვა ადრე კამბეჩოვანი?(გვ.26)
29. სად ცხოვრობდნენ ადრე ქისტები? როდის და რატომ ჩამოსახლდნენ
ისინი საქართველოში?(გვ.26)
30. როდის და როგორ აღმოჩნდნენ ქართველები ირანის ერთერთ პროვინცია ფერეიდანში?(გვ.28)
31. რა სახელითაა ცნობილი 1659 წელს მომხდარი აჯანყება?
ვინ იყვნენ ამ აჯანყების ხელმძღვანელები და რა იყო ამ აჯანყების შედეგი? (გვ 29)
33. დაასახელე კახეთში არსებული ნაკრძალები. ასევე დაასახელე
ამ ნაკრძალებში დაცული ღირშესანიშნაობები. (გვ.30-31)
34. დაასახელეთ ხის ჯიში, რომელიც ბაწარას ნაკრძალში
გვხვდება. რამდენი წლისაა ამ ჯიშის ერთ-ერთი ხე, რომელსაც „ხე პატრიარქს“ უწოდებენ?
(გვ 31)
35. რას უწოდებენ მთიელები ხევის პატარძალს?(გვ 36)
36. რომელი მდინარეები უერთდებიან ერთმანეთს დაბა ფასანაურთან?(გვ
36-37)
37. რა თავისებურებით გამოირჩევა აბუდელაურის ტბები?(გვ
37)
38. დაასახელეთ მთიულეთში არსებული საზამთრო კურორტი.(გვ
37)
39. დაასახელეთ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში არსებული
ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები. (გვ 38)
40. რა ნაწილებად ჰყოფენ ხევსურეთს და რა ნიშნით?(გვ
38)
41. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რომელი მხრე გამოირჩევა
კაფიაობითა და სატრფიალო პოეზიითა?(გვ 39)
42. რა სახელით მოიხსენიებდნენ ძველად ფშავ-ხევსურეთს?(გვ
40)
41. რომელ საუკუნში იწყება საქართველოში ქრისტიანობის
ფართოდ გავრცელება?(გვ 40)
42. . რას უწოდებენ მთიელები „ჯვარსა და ხატს“?(გვ
41)
43. რა თავისებურებით გამოირჩევა მთიელთა ქრისტიანული
წეს-ჩვეულებები?(გვ 40-41)
44. რომელი ქართული სახელმწიფოები წარმოიქმნა საქართველოს
ტერიტორიაზე ქრ.შობამდე VI –IV საუკუნეებში?(გვ 42)
45.არსებობდა თუ არა ამ სახელმწიფოებში სოციალური თანასწორობა?
რა სოციალური ფენებისგან შედგებოდა ძველი ქართული სამეფოების მოსახლეობა?(გვ 42)
46. არსებობდა თუა არა მთის მოსახლეობაში სოციალური
უთანასწორობა და სოციალური ფენები?(გვ 42)
47.ვინ იყო ხევისბერი და რა ფუნქციები ჰქონდა?(გვ
42; გვ. 41)
48. რა ვალდებულებები ჰქონდათ მთიელებს სამეფო კარის
მიმართ?(გვ 42)
49. რას წარმოადგენდა და რა საქმიანობას ეწეოდა მთაში
„უხუცესთა საბჭო“?(გვ 43)
50. რას უწოდებენ „ჩვეულებით სამართალს?“(გვ.43)
51. რა იყო სასჯელის უმაღლესი ზომა , რასაც „ჩვეულებითი
სასამართლო“ იღებდა დამნაშავის მიმართ?(გვ.43)
52. რომელ მხარეშია სოფელი დართლო და რა შეგვიძლია ვიხილოთ
იქ?(გვ.43)
53. აღწერე დართლოს სასამართლო.(გვ.43)
54. საქართველოს რომელ მხარეშია შატილი და მუცო და რა
თავისებურებით გამოირჩევა ეს სოფლები?(გვ.43)
55. საქართველოს რომელ მხარეში მდებარეობს სოფელი ბოჭორნა
და რითაა გამორჩეული მთელს ევროპაში?(გვ.45)
56. როგორ გააცოცხლა სოფელი ბოჭორნა ექიმმა ირაკლი ხვედაგურიძემ?(გვ.45)
57. რა მიზეზები იწვევს მთაში სოფლების დაცლას და გაუკაცრიელებას?
რა ღონისძიებებით შეიძლება გადავარჩინოთ მთის სოფლები დაცლისა და გაუკაცრიელებისგან?
58. ვის უწოდებდნენ ფშავში „კაი ყმას“?(გვ.46)
59. რა არის
„ტალავარი“? რას უწოდებენ თუშეთში „ჩითებს“?(გვ.46)
60. რა არის „ათენგენობა“?(გვ.47)
კომპლექსური სამუშაო: მთის სამართალი
წარმოიდგინეთ,
რომ მოგზაურობთ თუშეთში, სოფელ დართლოში, სადაც
გაეცანი ამბებს ჩვეულებითი
სამართალის წესების შესახებ, რის მიხედვითაც დამნაშავეს
ასამართლებენ. შექმენი ბუკლეტი მთის სამართლის
ისტორიული მნიშვნელობის შესახებ, რომელსაც
ინფორმაციის სახით გააცნობ საზოგადოებას.
ნაშრომში პრეზენტაციისას
ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
· საიდან ვიცით მთის სამართლის შესახებ;
· რა და როგორ აერთიანებდათ აღმოსავლეთ საქართველოს მთიელ საზოგადოებას თუშებს, ფშაველებს, ხევსურებს, მოხეევებს, მთიულებს მათ მიერ შექმნილი სამართლის მიხედვით;
· რა საერთო წესებზე, ღირებულებებზე, ტრადიციებზე თანხმდებოდა მთიელი საზოგადოება, მათ მიერვე შექმნილი და დადგენილი მთის სამართლიდან გამომდინარე;
· რატომ უწყობდა ხელს მთის საზოგადოების საერთო კეთილდღეობას მე-19 საუკუნეში ქალის მონაწილეობა/ჩართულობა მთის სასამართლოს საქმიანობაში;
· რა მსგავსი და განსხვავებული უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები გააჩნდათ აღმოსავლეთ(თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი, ხევი, მთიულეთი) და დასავლეთ (სვანეთის) საქართველოს მთიელ მოსახლეობას სამართლის წესებისმიხედვით; რატომ?
როგორ დარჩა ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერებაში მთის სასამართლო? როგორ აფასებენ მას მთაში მცხოვრები ადამიანები;
რესურსები:
სახელმძღვანელო : ჩვენი საქართველო პ.2.1-2.6
თუშეთი – დართლო | ეკოფაქტი (ekofact.com)
ვიდეო აღმ. საქართველოს მთის სასამართლოს შესახებ;
https://www.youtube.com/watch?v=rNb-fNZntSY
ექსტერნის ტესტისთვის მოსამზადებელი შეკითხვები. საგანი „ჩვენი საქართველო“
(იხ. VI კლასის
სახელმძღვანელო „ჩვენი საქართველო“. მეორე ნაწილი. კარი 7; კარი 8)
1. სად მდებარეობს თბილისი? (გვ.28)
2. რომელი მდინარის ნაპირებზეა შექმნილი ქალაქი თბილისი?(გვ.28)
3. რომელი მდინარეები უერთდება მტკვარს თბილისში?(გვ.28,
იხ. ასევე გვ. 27)
4. დაასახელე თბილისში არსებული ტბები.(გვ.28,
იხ. ასევე გვ. 27)
5. დაასახელე თბილისის ძველი უბანი, რომელიც
ქალაქის პირველ დასახლებას წარმოადგენდა(გვ.28)
6. რომელი მეფის სახელს უკავშირებს ლეგენდა თბილისის
დაარსებას?(გვ.30)
7. რა იყო თბილისამდე ქართლის სამეფოს დედაქალაქი?(გვ.30)
8. რას ნიშნავს გორგასალი და რატომ ეწოდა ეს
სახელი ქართველ მეფეს?(გვ.31)
9. რომელი რელიგიების მიმდევრები გვხვდება თბილისში?
დაასახელე მათი ტაძრების სახელწოდებები(გვ.36)
10. რა არის ნარიყალა?(გვ.36)
11. რომელი რელიგიის მიმდინარეობებია შიიზმი
და სუნიზმი?(გვ.36)
12. რა იყო ამქარი?(გვ.38)
13. ვინ იყვნენ ქარგლები და შეგირდები? ვის უწოდებდნენ
უსტაბაშს?(გვ.38)
14. რა იყო მეიდანი?(გვ.40)
15. რა იყო ქარვასლები? (გვ.41)
16. რა არის ბორანი? სად მდებარეობდა საბორნე
ადგილები თბილისში? რატომ აღარ იყენებენ ბორანს დღეს?(გვ.44)
17. რა იყო კონკა? რამ ჩაანაცვლა კონკა?(გვ.38)
18. იმსჯელე თბილისის ძველი ( XIX საუკუნის)
და ახალი (XX-XXI საუკუნის) ტრანსპორტის ნაირსახეობაზე და შეადარე
ერთმანეთს.(გვ.42-45)
19. შეადარე ერთმანეთს კინტო და ყარაჩოღელი(გვ.47)
20. ვინ არიან მეთულუხჩეები? (გვ.44 / გვ. 50)
21. საიდან მოჰქონდათ სასმელი წყალი ძველ თბილისში
მეთულუხჩეებს?(გვ.50)
22. რატომ შეწყდა მეთულუხჩეთა საქმიანობა თბილისში
1887 წლიდან?(გვ.50)
23. ვინ იყვნენ მექისეები?(გვ.51)
24. აღწერე ძველი თბილისური აბანო და მისი როლი
თბილისელთა ცხოვრებაში(გვ.51)
25. სად მდებარეობს საქართველო?(გვ.59)
26. სახელმძღვანელოში მოცემული რუკის (იხ გვ.
4-5)დახმარებით დაასახელეთ ჩვენი ქვეყნის რამდენიმე
დიდი ქალაქი. უპასუხე - ამათგან რომელი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში და რომელი
- აღმოსავლეთში. საქართველოს რომელ ნაწილში
მდებარეობს დედაქალაქი?
27. დაასახელეთ საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები.
(იხ გვ. 62-63; ასევე რუკა გვ. 4-5)
28. დაასახელეთ, რომელი საბაჟო გამშვები პუნქტით
შეიძლება მოხვდე საქართველოს სხვადასხვა მეზობელ ქვეყნებში. (გვ. 61)
29. ქართული ისტორიული თხზულების თანახმად, რომელ
მეფეს მიეწერება ქართული ანბანის შექმნა და რომელ საუკუნეში მეფობდა იგი? (გვ. 68)
30. დაასახელეთ ქართული დამწერლობის ჩვენამდე
მოღწეული უძველესი ნიმუშები და აღნიშნე რომელ საუკუნეს მიეკუთვნება ისინი? (გვ 68)
31. დაასახელეთ ქართული დამწერლობის სამი ისტორიული სისტემა. ამათგან რომელს ვიყენებთ
დღეს?(გვ. 69)
32. ვინ ითვლება ქართლის სამეფოს დამაარსებლად
და პირველ მეფედ? ვისი დამარცხების შემდეგ შეძლო მან თავი მეფედ გამოეცხადებინა? ვინ
იყვნენ მისი მოკავშირეები ამ ბრძოლაში? (გვ.70-71)
33. დაახასიათე და შეაფასე ფარნავაზ მეფე როგორც
მმართველი. წარმოაჩინე მისი ღვაწლი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. იმსჯელე ფარნავაზის
რეფორმების შესახებ. (გვ.
34. შეადარე აზოს და ფარნავაზის მმართველობა
ერთმანეთს. აღნიშნე მსგავსება-განსხვავებები. (გვ. 70-73)
35. იმსჯელე საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებლის შესახებ. როდის მეფობდა და რა რეფორმებით
შეძლო ქვეყნის გამოყვანა მძიმე მდგომარეობიდან. რაში გამოიხატა მეფის წარმატება და
რა მნიშვნელოვანი გამარჯვებები უკავშირდება მეფის სახელს. (გვ. 74-79)
36. რა ეწოდება ხალხის მიერ არჩეულ უმაღლეს საკანონმდებლო
ორგანოს საქართველოში? ვინ ითვლება საქართველოს მთავრობის მეთაურად?(გვ. 82)
თბილისის მოკლე ისტორია
თბილისი (1936 წლის 17 აგვისტომდე ტფილისი) მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე.
თბილისის ძველი სახელწოდება იყო ტფილისი. ადრინდელ ქართულ წერილობით ძეგლებში სწორედ ასეთი ფორმითაა ის დამოწმებული. რუსულად გამოითქმოდა
როგორც «Тифлис».
1936 წლიდან საბოლოოდ დამკვიდრდა ქალაქის დღევანდელი სახელწოდება — თბილისი.
ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს ვახტანგ გორგასალს ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი — აბანოთუბანია.
არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ 6 ათასი წლის წინ.
IV საუკუნის II ნახევარში ქართლის მეფის ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. ძველ წყაროებში ეს ციხე
მოხსენიებულია, როგორც“
შურის ციხე“. ამავე პერიოდში ქართლის სამეფოს სპარსეთი დაიმორჩილებს და თბილისი სპარსეთის მოხელის — პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალი
აუჯანყდება სპარსელებს, განდევნის მათ ქვეყნიდან და თბილისს დაეუფლება. ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა თბილისი, ამიტომ იგი მიჩნეულია ქალაქის დამაარსებლად. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მეფე ვახტანგ გორგასალი (რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა) სინამდვილეში ქალაქის აღორძინებასა და აღმშენებლობაშია პასუხისმგებელი, მისი დაფუძნების ნაცვლად.
VI საუკუნის დამდეგს ვახტანგ გორგასლის მემკვიდრემ დაჩი I-მა უჯარმელმა დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება, რომელმაც ქალაქის საზღვრები განავრცო და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა.
აქედან მოყოლებული
თბილისი ხან ქართელების, ხანაც უცხოელი დამპყრობლების ხელში ექცეოდა.
527 წელს თბილისს ალა შემოარტყა ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ და მისმა მოკავშირე
ხაზარებმა. ხაზარები ჩრდილოეთიდან მოვიდნენ, ისინი დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე
ცხოვრობდნენე. მათ მბრძანებელს ხაკანი ეწოდებოდა. იმ დროისთვის ხაზართა იყო ჯიბღუ.
ის საიმოვნებით დათანხმდა ჰერაკლეს შემოთავაზებას ერთობლივად აეღოთ თბილისი. ქალაქი
ბიზანტიელ იმპერატორს დარჩებოდა. ნაძარცვი კი ხაზარებს. იმ დროისთის ქართლში ირანელები
ბატონობდნენ . ამიტომაც ქალაქს ქართველებთან ერთად ისინიც იცავდნენ. ჰერაკლემ ვერ შეძლო
ქალაქის აღება და ქართლიდან ირანში შეიჭრა. ირანის შაჰი დამარცხდა. სპარსელებმა დატოვეს
თბილისი. ამით ისარგებლეს ხაზარებმა და ქალაქი აიღეს, რომელიც ქართლში მობრუნებულ ჰერაკლეს
გადასცეს. მემატიანეთა ცნობით ხაზარებს საშინლად აუოხრებიათ და გაუძარვავთ თბილისი.
VII საუკუნეში
საქართველო არაბთა ბატონობის ქვეშ მოექცა. 735—737 წლებში — საქართველოში არაბმა სარდალმა მარვან იბნ მუჰამადმა (ჩვენს ქვეყანაში მას
მურვან ყრუ უწოდეს, სისასტიკის გამო) ილაშქრა. თბილისის მმართველად
არაბი მოხელე დასვა. არაბ მმართველებს ამირას უწოდებდნენ. ასე წარმოიქმნა თბილისის
საამირო, რომელმაც მე-12 საუკუნემდე იარსება.
თბილისი ერთიან საქართველოს დავით აღმაშენებელმა დაუბრუნა. დიდგორის ბრძოლის შემდგომ
-
1121 წელს, მეფემ თბილისისკენ გაილაშქრა, აიღო ქალაქი და საქართველოს დედაქალაქად გამოაცხადა.
1226 წელს თბილისი
ხორეზმის შაჰმა ჯალალ ად დინმა დაიკავა. ხვარაზმელებმა ააოხრეს და გაძარცვეს თბილისი, დააქციეს ეკლესიები, გაჟლიტეს მოსახლეობა. ისინი არ ინდობდნენ არც ქალს, არც ბავშვს და არც მოხუცს. ხვარაზმელებმა არც მუსლიმები დაინდეს და ქალაქის ყველა მცხოვრებს სასტიკად გაუსწორდნენ. ხვარაზმელებს დაუნგრეველი და წაუბილწველი არ დარჩენიათ არც ერთი ნაგებობა, არც ერთი სიწმინდე. სიონის ჯვარი ხმლით ჩამოაგდო ჯალალმა, გუმბათი მოანგრია და მასზე ტახტი დადგა. ეს იყო თბილისის ყველაზე მძიმე და სასტიკი აოხრება მთელი მისი ისტორიის მანძილზე. ხვარაზმელების მიერ თბილისის აოხრება შეიძლება ვანდალების მიერ რომის აოხრებას შევადაროთ.
ჯალალ ად დინმა მოიგონა სხვა სიბოროტეც: სიონის ტაძრიდან მოატანინა მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატები, მტკვარზე გადებულ ხიდზე დაადებინა და თბილისელ ტყვეებს ფეხის დადგმით პატიოსანთა ხატთა შეურაცყოფა და სჯულის დატევება უბრძანა. დამპყრობლებმა ურიცხვი ქრისტიანი ხიდის თავში დააყენეს და გამოუცხადეს: ვინც შეასრულებს სულთნის ბრძანებას, გათავისუფლდება და დასაჩუქრდება, ხოლო ვინც ეურჩება, თავის მოკვეთით დაისჯება. ხვარაზმელები ხიდის მოაჯირის გასწვრივ გაშიშვლებული მახვილებით ხელში ჩამწკრივდნენ, ხოლო დატყვევებული ქრისტიანები რიგრიგობით უნდა გადასულიყვნენ ხიდზე და ქრისტეს უარყოფის ნიშნად ხიდზე გადებულ ხატებზე ფეხით უნდა გაევლოთ. ტყვეთა უმრავლესობამ დიდი სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა, რის გამოც იქვე სიკვდილით იყვნენ დასჯილები. ქართულმა ეკლესიამ ჯალალედინის მიერ დახოცილი ასი
ათასი ქრისტიანი მოწამე წმინდანად გამოაცხადა. მათი ხსენების დღეა 13 ნოემბერი.
14-ე საუკუნეში,
გიორგი ბრწყინვალეს მეფობის დროს, საქართველო კვლავ გაერთიანდა და გათავისუფლდა. თბილისი
კვლავ ერთიანი საქართველოს დედაქალაქი გახდა.
14-ე საუკუნის ბოლოსა და 15-ე საუკუნის დასაწყისში
საქართველოში რვაჯერ ილაშქრა თემურ ლენგმა. ამ დროიდან კვლავ აოხრდა და გაპარტახდა
თბილისი. ერთერთი ცნობით დამპყრობლებს გაუძარცვავთ და გაუნადგურებიათ თბილისში არსებული
ბიბლიოთეკაც.
მალე საქართველო დაიშალა. თბილისი ქართლის სამეფოს დედაქალაქად იქცა. მისი კვლავ აღორძინება
18-ე საუკუნის მეორე ნახევარში ერეკლე II-ეს სახელს უკავშირდება.
მან ქართლისა და კახეთის სამეფოები გააერთიანა. ამგვარად თბილისი ამ დროიდან ქართლ-კახეთის
სამეფოს დედაქალაქი იყო. 1795 წელს ერეკლეს წინააღმდეგ ირანის მბრძანებელი აღა მაჰმად
ხანი დაიძრა. კრწანისის ბრძოლაში მან შეძლო ქართველების დამარცხება, თბილისი აიღო და
სასტიკად ააოხრა.
19-ე საუკუნის დასაწყისში საქართველო რუსეთის იმპერიამ დაიპყრო. თბილისში იჯდა რუსეთის
იმპერიის უმაღლესი მოხელე - მეფისნაცვალი. აქედან ის მთელს კავკასიას მართავდა. თბილისელებს
კარგად ახსოვთ ერთ-ერთი რუსი მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი. სხვა რუსი მოხელეებისაგან
განსხვავებით ის გამოირჩეოდა ქართველებისადმი კეთილგანწყობით. მისი ინიციატივით თბილისში
დაარსდა პირველი საჯარო ბიბლიოთეკა, აღსდგა ქართული თეატრი, გაიხსნა ოპერა, მუზეუმი
და სხვა. მადლიერმა ქართველებმა ამ სიკეთის გამო მიხეილ ვორონცოვს 1867 წელს ძეგლი
დაუდგეს.
ეს იყო პირველი ძეგლი თბილისში და რაც ასევე მნიშვნელოვანია მიხეილ ვორონცოვისთვის ძეგლის დადგმა საკუთარი შეგროვილი
ფულით მოითხოვეს თბილისელებმა. რომელთა შეწირული თანხა 26 ათას რუბლზე მეტი იყო. რასაც დაემატა იმპერატორის მიერ გამოყოფილი 5 ათასი რუბლი.
1917 წელს რუსეთში რევოლუცია მოხდა, იმპერატორი ნიკოლოზ მეორე ტახტიდან გადადგა.
რამდენიმე თვეში ბოლშევიკებმა სახელმწიფო გადატრიალება მოახდინეს და ძალაუფლება ძალადობრივი
გზით ჩაიგდეს ხელში. რუსეთში სამოქალაქო ომი დაიწყო. ამან შესაძლებლობა მისცა ქართველ ხალხს დამოუკიდებელი,
ერთიანი ქართული სახელმწიფო აღედგინათ. 1918 წლის 26 მაისს თბილისში, მეფისნაცვლის
სასახლეში გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა. ერთიანი საქართველოს
დედაქალაქად კვლავ თბილისი გამოცხადდა.
საინტერესოა, რომ თბილისი ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში სადაც ერთ ქალაქსა და ერთ შენობაში
-კავკასიის მეფისნაცვლის სასახლეში, ერთმანეთის მიყოლებით გამოცხადდა ამიერკავკასიის სამი სახელმწიფოს — საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის — დამოუკიდებლობა. 1918 წლის 26 მაისს - საქართველოს; 27 მაისს -სომხეთის;
28 მაისს- აზერბაიჯანის.
1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა.
თბილისი ამჯერად უკვე საბჭოთა რუსეთის ჯარებმა დაიკავეს. 1922 წელს საქართველო საბჭოთა
კავშირის შემადგენლობაში მოექცა.
1988 წლიდან საქართველოში ეროვნული მოძრაობა ძლიერდება. რუსთაველზე, დღევანდელი
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ხალხი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდა.
ამის გამო საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ ქართველების დასჯა და დაშინება გადაწყვიტა.
1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე შეკრებილი ხალხი სასტიკად დაარბია ორლესული ნიჩბებითა
და მომწამვლელი გაზით შეიარაღებულმა ჯარმა. დაიხოცა ათეულობით ადამიანი, მათ შორის
იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. ათასობით ადამიანი კი - მოიწამლა. საბჭოთა ხელისუფლების
იმედი არ გამართლდა, ეროვნული მოძრაობა კიდევ უფრო გაძლიერდა, ხალხი ერთ ძალად გაერთიანდა
და დამოუკიდებლობისათვის მშვიდობიანი ბრძოლა განაგრძო.
1991 წლის 9 აპრილს საქართველომ კვლავ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. საბჭოთა კავშირი
კი- დაიშალა.
აბანოთუბანი, აბანოების უბანი საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი
უბანი, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ
ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს.
ისტორიული ცნობებით XIII ს. თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა.
დღემდე შემორჩენილ აბანოთა უმრავლესობა XVII-XVIII საუკუნეებში ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი.
ამ აბანოებს ძველ თბილისში მარტო სამკურნალო დანიშნულება არა ჰქონია; აქ ხშირად მთელი დღით მოდიოდნენ მოქალაქეები, ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ. აქვე ამოწმებდნენ სადედამთილოები საპატარძლოს სილამაზეს.
ლეღვთახევის ჩანჩქერის სიმაღლე 22 მეტრია. ჩანჩქერს და ხეობას სახელი ეწოდა ამ ადგილებში ლეღვის ხის სიმრავლის გამო.
გვხვდება აგრეთვე ლეღვთახევის სხვა სახელწოდებები: წავკისისხევი, სალალაკისხევი (მდინარე წავკისწყლის ანუ სალალალისწყლის სახელის მიხედვით) და დაბახანა (ლეღვთახევში გამომდინარე გოგირდის წყალში ტყავს ამუშავებდნენ მეტყავე-დაბაღები, აქედან - სახელწოდებაც დაბახანა).
ეს პატარა მდინარე 1952 წელს ადიდდა და აბანოებში შევარდა. წყალმა ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ნარიყალა (ნარინ კალა)
უფრო ადრე ციხეს კალა ერქვა.
ისტორიკოსების ერთ-ერთი ვერსიით IV საუკუნეში მეფე ვარაზ-ბაკურს ციხე-სიმაგრე აუშენებია ამ ადგილას რომელსაც შემდგომში სასანუდურ ირანს ჩაუგდია ხელში, რომელიც ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც „შურის ციხე“, V საუკუნის შუა ხანებში ქართლის მეფეებმა დაიბრუნეს ციხე.[2] VII საუკუნეში და მოგვიანებით დავით აღმაშენებლის მიერ (1089-1125) მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას „ნარინ ქალა“ („მცირე ციხესიმაგრე“) დაარქვეს. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.
რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801 წ.) დედაციხემ დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა, რის გამოც იქ განთავსდა რუსის ჯარის ტყვია-წამლის საწყობი. კერძოდ კი, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ყოფილა განთავსებული, რომელიც 1847 წელს მეხის დაცემის შემდეგ აფეთქდა.
მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, ძველი თბილისის მუნიციპალიტეტში, უძველეს ისტორიულ უბან მეტეხში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეტეხის აღმართის ქუჩა # 1–ში.
გადმოცემის მიხედვით, მეტეხის ტაძარშია დაკრძალულია წმ. შუშანიკ წამებულის ნეშტი, რომელიც სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით ცურტავიდან გადმოუსვენებიათ.
ასევე, გადმოცემის მიხედვით, მეტეხის კლდე აბოს წამების ადგილი უნდა ყოფილიყო (VIII ს.), რომელიც თბილისის მფარველი წმინდანია.
ტრადიციის თანახმად, მეტეხი თბილისის უძველეს ძეგლად მიაჩნდათ. ტრადიციული რწმენით, მეფე ვახტანგ გორგასალმა აქ ეკლესია და ციხე-სიმაგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა.
ერთი ვერსიის თანახმად, აქედანვე მომდინარეობს სახელი მეტეხი, რომელიც ძველქართულად „არემარეს სასახლის ირგვლივ“ ნიშნავს. ენათმეცნიერ ზ. ჭუმბურიძის აზრით „მეტეხი ნაწარმოები სიტყვისგან „ტეხა“, ანუ ის, რაც ტყდება. ტოპონიმის წარმოშობას ადგილის გეოლოგიური ნიშან-თვისებით ხსნის. საქმე ის არის, რომ მტკვრის მთელი მარცხენა სანაპიროს მასივი ვულკანურ-ფლაშური წარმოშობის არეული დაშრევებაა. რომელიც ადვილად იშლება, ე.ი. „მეტეხია“. აღსანიშნავია, რომ ამ სახელწოდებით საქართველოში ხუთიოდე ადგილია ცნობილი და ყოველ მათგანში ქვის სამტეხლოებია.სასახლე უკვე XIII საუკუნის შუა წლებში აღადგინეს, ხოლო მეტეხის ეკლესია ჟამთააღმწერლის ცნობით, მეფე დემეტრე II-ს აღუდგენია 1278-1289 წლებში და აქ მონასტერიც დაუარსებია.
XIX
საუკუნის დასაწყისში რუსეთის მთავრობის მიერ ეკლესია სამხედრო ბარაკად გადაკეთდა. 1819 წელს ციტადელი დაშალეს და ახალი ნაგებობით შეცვალეს, რომელიც 1933 წლამდე სატუსაღოს ფუნქციას ასრულებდა.
ცნობილია, რომ ლავრენტი ბერიას ამ ეკლესიის დანგრევა ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა ქართველ ინტელეგენციის მხრიდან, მხატვარ და კოლექციონერ დიმიტრი შევარდნაძის მეთაურობით. ბერიამ შესთავაზა ეკლესიის რეპლიკის (ასლის) შემცირებული ზომით შექმნა მუზეუმისთვის, რომელსაც მისი წინადადებით თავად დიმიტრი შევარდნაძე უხელმძღვანელებდა, რაზედაც ამ უკანასკნელის მტკიცე უარი მიიღო. შევარდნაძე წინააღმდეგობას გაწევისთვის დააპატიმრეს და მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს. მიუხედავად ამისა, ნაგებობის გადარჩენა მაინც მოხერხდა. უფრო გვიანდელ საბჭოთა პერიოდში ეკლესია თეატრის ფუნქციას ასრულებდა.
მეფე ვახტანგ გორგასლის ცხენოსანი ფიგურა სკულპტორი ელგუჯა ამაშუკელის მიერ ეკლესიის წინ 1967 წელს აღიმართა.
თბილისის სიონი მდებარეობს საქართველოში, თბილისში, ძველი თბილისის მუნიციპალიტეტში, უძველეს ისტორიულ უბან ზემო კალაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სიონის ქუჩა # 4–ში.
ტაძარი მრავალჯერ დაუნგრევია და დაურბევია მტერს. ამიტომ თავდაპირველი სახით შენობა არ შემოგვრჩა. სავარაუდოდ, იგი საფუძვლიანად განაახლეს დავით IV აღმაშენებლის მიერ თბილისის აღების (1122 წლის) შემდეგ.
1226 წელს, როცა ხვარაზმის შაჰმა ჯალალ-ედ-დინმა თბილისი აიღო, მისი ბრძანებით, სიონის გუმბათს თავი მოხადეს და იქ მისი ტახტი დადგეს. ამ ტახტზე მჯდარი ადევნებდა ჯალალ-ედ-დინი თვალს იმ ქართველებს, რომელთაც არ შეურაცხყვეს სიონის ტაძრიდან გამოტანილი და მეტეხის ხიდზე დასვენებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები. იმ დღეს ასი ათასზე მეტი ქართველი ეწამა ქრისტესთვის. ნაგებობა მალევე შეაკეთეს.
ერეკლე II -ის მოედანი
როსტომ მეფემ 1638 წელს სიონისა და ანჩისხატის ეკლესიებს შორის მდებარე მოედანზე, ძველი სამეფო რეზიდენციების ადგილზე სასახლე ააგო. მოედანი ქალაქის ზემო უბნის ცენტრს წარმოადგენდა და მას ზემო მოედანიც ეწოდებოდა. ადმინისტრაციულმა და ფუნქციურმა ცენტრმა კალაში გადმოინაცვლა – მეფის მოედანზე სიონისა და ანჩისხატის შემაერთებელი ქუჩის გასწვრივ. მანამდე თბილისის ცენტრალურ მოედნად ციხის მოედანი ითვლებოდა.
12. რომელი მდინარის ნაპირებზეა შექმნილი ქალაქი თბილისი?(გვ.28)
13. რომელი მდინარეები უერთდება მტკვარს თბილისში?(გვ.28, იხ. ასევე გვ.
27)
14. დაასახელე თბილისში არსებული ტბები.(გვ.28, იხ. ასევე გვ. 27)
15. დაასახელე თბილისის ძველი უბანი, რომელიც ქალაქის პირველ დასახლებას
წარმოადგენდა(გვ.28)
16. რომელი მეფის სახელს უკავშირებს ლეგენდა თბილისის დაარსებას?(გვ.30)
17. რა იყო თბილისამდე ქართლის სამეფოს დედაქალაქი?(გვ.30)
18. რას ნიშნავს გორგასალი და რატომ ეწოდა ეს სახელი ქართველ მეფეს?(გვ.31)
19. რომელ ხალხს უკავშირდება თბილისსა და მთელ საქართველოში კარტოფილის
შემოტანა, ასევე ლუდისა და ძეხვის საწარმოების დაარსება?(გვ.35)
20. რომელი რელიგიების მიმდევრები გვხვდება თბილისში? დაასახელე მათი ტაძრების
სახელწოდებები(გვ.36)
21. რა არის ნარიყალა?(გვ.36)
22. რომელი რელიგიის მიმდინარეობებია შიიზმი და სუნიზმი?(გვ.36)
23. რა იყო ამქარი?(გვ.38)
24. ვინ იყვნენ ქარგლები და შეგირდები? ვის უწოდებდნენ უსტაბაშს?(გვ.38)
25. შეადარე ერთმანეთს XIX საუკუნის თბილისური ამქარი და დღევანდელი პროფკავშირები. რა საერთო და
განსხვავებებია მათ შორის?(გვ.38-39)
26. რა იყო მეიდანი?(გვ.40)
27. რა საქმიანობას ეწეოდნენ ხარაზები? დაბაღები? სარაჯები?(გვ.40)
28. რა იყო ქარვასლები? (გვ.41)
29. ვინ იყო დავით სარაჯიშვილი?(გვ.41)
30. როგორი იყო ჩარდახიანი ურემი?(გვ.42)
31. რომელია საჭაპანო ცხოველები?(გვ.43)
32. რა არის ბორანი? სად მდებარეობდა საბორნე ადგილები თბილისში? რატომ
აღარ იყენებენ ბორანს დღეს?(გვ.44)
33. რა იყო კონკა? რამ ჩაანაცვლა კონკა?(გვ.38)
34. იმსჯელე თბილისის ძველი ( XIX საუკუნის) და ახალი (XX-XXI საუკუნის) ტრანსპორტის ნაირსახეობაზე და შეადარე
ერთმანეთს.(გვ.42-45)
35. შეადარე ერთმანეთს კინტო და ყარაჩოღელი(გვ.47)
36. ვინ არიან მეთულუხჩეები? (გვ.44 / გვ. 50)
37. საიდან მოჰქონდათ სასმელი წყალი ძველ თბილისში მეთულუხჩეებს?(გვ.50)
38. რატომ შეწყდა მეთულუხჩეთა საქმიანობა თბილისში 1887 წლიდან?(გვ.50)
39. ვინ იყვნენ მექისეები?(გვ.51)
40. აღწერე ძველი თბილისური აბანო და მისი როლი თბილისელთა ცხოვრებაში(გვ.51)
41. აღწერე ყეენობის დღესასწაული, აღნიშნე, რას
გადმოსცემდნენ მისი მონაწილეები და რატომ აკრძალა ეს დღესასწაული რუსეთის ხელისუფლებამ.
(3ქ)
No comments:
Post a Comment