პარაგრ.
47-48 რევოლუცია საფრანგეთში
1.
სახელმწიფოში შექმნილმა რა ვითარებამ აიძულა მეფე ლუი XVI, რომ 1789 წელს მოეწვია გენერალური
შტატები?
2.
რატომ აღინიშნება საფრანგეთში 1789 წლის 14 ივლისი ეროვნულ დღესასწაულად? რა მნიშვნელოვანი
ცვლილებები ხდება ქვეყანაში ამ მოვლენით?
3.
რატომ ითვლებოდა ბასტილიის ციხე აბსოლუტიზმის სიმბოლოდ?
4.
რა მნიშვნელოვანი დადგენილებები მიიღო საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ (ნაციონალურმა
ანსამბლეამ) 1789 წლის აგვისტოში?
5.
რა გარემოებებმა აიძულა ლუი XVI
ეღიარებინა ეროვნული კრების უფლებამოსილება და დათანხმებოდა ხელისუფლების
შეზღუდვას?
6.
1791 წლის სექტემბერში მიიღეს საფრანგეთის პირველი კონსტიტუცია. მმართველობის როგორ
ფორმას ამყარებდა იგი? ვინ იყვნენ აქტიური და პასიური მოქალაქეები?
7.
წყარო 4-ის მიხედვით (გვ. 481) უპასუხე შეკითხვებს:
1. თქვენი აზრით, რატომ ითხოვს წერილის საიდუმლოდ დარჩენას ლუი XVI?
2. წყაროს მიხედვით, რამ აიძულა მეფე დათანხმებოდა კონსტიტუციის შემოღებას?
3. წყაროს მიხედვით, რა გამოსავალს ხედავდა მეფე და მისი ოჯახი შექმნილ ვითარებაში?
4. თქვენი აზრით, იყო თუ არა მეფისა და მისი ოჯახის მხრიდან მოწოდება, სხვა ქვეყნები
ჩარეულიყვნენ საფრანგეთის საშინაო საქმეებში?
8.
რატომ ცდილობდა მეფე ლუი XVI ქვეყნიდან გაქცევას 1791 წლის ივნისში? რატომ ვერ შეძლო?
9.
რომელ სახელმწიფოებთან აღმოჩნდა ომში ჩაბმული საფრანგეთი 1792 წლის გაზაფხულზე? თქვენი
აზრით რა იყო ამ ქვეყნების მიზანი ომში?
10.
რა არის „მარსელიეზა“და რატომ ჰქვია ეს სახელი? როდის და როგორ შეიქმნა იგი?
11.
1792 წლის 10 აგვისტოს მეფე ლუი XVI
დააპატიმრეს და საფრანგეთში მონარქია დაემხო. რა გარემოებამ დააჩქარა
მეფის ხელისუფლების დამხობა?
12.
1792 წლის სექტემბერში ფრანგებმა აირჩიეს ახალი საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც კონვენტი ეწოდა. თქვენი აზრით, მმართველობის რა ფორმას გამოაცხადებდა
კონვენტი პირველივე სხდომაზე 1792 წლის 21 სექტემბერს?
13.
როგორ და რა ბრალდებით დასაჯეს მეფე ლუი XVI 1793 წლის 21 იანვარს? რა უარყოფითი შედეგები
მოუტანა საფრანგეთში მეფის სიკვდილით დასჯამ?
14.
ვინ იყვნენ ჟრონდისტები და მონტანიარები და რა განსხვავება იყო ამ ორ პოლიტიკურ ძალას
შორის? ამათგან რომელმა პოლიტიკურმა ძალამ ჩაიგდო ხელისუფლება გადატრიალების გზით
1793 წლის ივნისში?
15. 1793-1794 წლებში იაკობინელთა(მონტანიართა) ხელისუფლების ტერორისტული რეჟიმი დამყარდა.
ვინ ედგა იაკობინურ ტერორს სათავეში? რა დადებითი და უარყოფითი შედეგები მოჰყვა იაკობინელთ
მმართველობას საფრანგეთისთვის?
16.
იაკობინელთა მმართველობის პერიოდში კონვენტმა დაამტკიცა ახალი (რიგით მეორე) კონსტიტუცია.
(სინამდვილეში ეს კონსტიტუცია არ ამოქმედებულა. მისი ამოქმედება უნდა მომხდარიყო მხოლოდ
ომის დასრულების შემდეგ.) რაში გამოიხატებოდა ამ კონსტიტუციის დემოკრატიულობა?
17.
1794 წლის 27 ივლისს (რევოლუციური კალენდრით 9 თერმიდორს) იაკობინელთა (მონტანიარელთა)
ხელისუფლება დაამხეს. რა ბედი ეწიათ მათ ლიდერებს?
18.
1793-1794 წლებში საფრანგეთში მოქმედებდა რევოლუციური კალენდარი. ახალი კალენდრით წელთაღრიცხვა
იწყებოდა 1792 წლის 21 სექტემბრიდან. თქვენი აზრით რა მოვლენა გახდა დროის ათვლის საწყისი?
კიდევ რა თავისებურებით გამოირჩეოდა ეს კალენდარი.
19.
1795 წელს მიიღეს ახალი, რიგით მესამე კონსტიტუცია, (ისე, რომ მეორე კონსტიტუცია არ
ამოქმედებულა). ახალი კონსტიტუციით რამდენი და რომელი პალატებისგან შედგებოდა ხალხის
მიერ არჩეული საკანონმდებლო კორპუსი? რა ერქვა აღმასრულებელ ხელისუფლებას და რამდენი
წევრისგან შედგებოდა?
20. რაში გამოიხატებოდა საფრანგეთის რევოლუციის წინააღმდეგობრივი ხასიათი? რა დადებითი და უარყოფითი შედეგები ჰქონდა მას?
პარაგრ.
43-44 განმანათლებლები
1.
რომელ საუკუნეებს მოიცავს განმანათლებლობის ეპოქა და ვის უწოდებენ განმანათლებლებს?
2.
რას და ვის უპირისპირდებოდნენ განმანათლებლები და რომელი წოდების (ან სოციალური ფენის)
ინტერესებს გამოხატავდნენ?
3.
ვის ეკუთვნის სიტყვები „ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ“. ?
4.
რომელი ისტორიული ეპოქის გაგრძელებად მიიჩნევენ განმანათლებლობას?
5.
ვინ განავითარა კოპერნიკის „ჰელიოცენტრისტული თეორია“ ? კიდევ რა აღმოჩენები (გამოგონებები)
ეკუთვნის მას და რატომ დაუპირისპირდა ეკლესია?
6.
რატომ აღიქვამდა მეცნიერება და ეკლესია სამყაროს განსხვავებულად?
7.
როგორ უწყობდა ხელს ტექნოლოგიური სიახლეები განმანათლებლური იდეების ხალხში ფართოდ
გავრცელებას?
8.
რა კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესები მიმდინარეობდა 18-ე საუკუნის დასაწყისის საქართელოში?
რითი ჰგავდა და რითი განსხვავდებოდა ევროპაში
მიმდინარე პროცესებისგან?
რომელი სოციალური ფენა მართავდა განათლების პროცესს ევროპაში და რომელი საქართველოში?
9.
გამოკვეთე განმანათლებლობის ძირითადი მახასიათებლები.
პარაგრ. 42 რუსეთი. ივანე IV ; პეტრე I
1.
რომელ იმპერიაში მოექცა რუსული სამთავროები XIII საუკუნეში და როდის მოხდა მათი გათავისუფლება? რომელი
მთავრის სახელს მიეწერება რუსეთის გათავისუფლება დამპყრობლებისგან?
2. რუსეთის რომელმა მთავარმა მიიღო მეფის ტიტული და როდის?
3.
რატომ ეწოდა ივანე IV-ეს
მრისხანე?
4.
ვისი ბრძანებით შეიქმნა რუსეთში ოპრიჩნინა და რა იყო მისი შექმნის მიზანი?
5.
რომელი ტერიტორიები შემოიერთა ივანე IV-ემ მეფობის პერიდში?
(ყაზანისა და ასტრახანის
სამთავროები. ისინი ოქროს ურდოს დაშლის შედეგად იყო წარმოქმნილი. ივანე IV-ეს დროს დაიწყო ასევე ციმბირის
სახანოს დაპყრობა, რომელიც შემდგომ მისმა მეემკვიდრეებმა დაასრულეს. ივანე IV-ე შეეცადა ყირიმის სახანოს დაპყრობასაც, მაგრამ
დამარცხდა. ივანე IV აწარმოებდა ხანგრძივ ომს, რომელიც „ლივონიის ომის“ სახელით არის ცნობილი.
სახელწოდება მოდის ლივონიის გერმანული ორდენიდან. ეს ორდენი ფლობდა ბალტიისპირეთის
ტერიტორიას (დღევანდელი ლატვია-ესტონეთი), რომლის ხელში ჩაგდებაც სურდა რუსეთს, ამით
იგი ზღვაზე გასასვლელს მიიღებდა. ომი რუსეთის წარმატებით დაიწყო და რუსეთმა სასურველი
ტერიტორიები შეიერთა, თუმცა შემდგომში რუსეთის წინააღმდეგ ჩაება შვედეთი, ლიტვა და
პოლონეთი. ლიტვა და პოლონეთი გაერთიანდნენ და შექმნეს ერთიანი სახელმწიფო რეჩ-პოსოლიტა.
საბოლოოდ ომში რუსეთი დამარცხდა. ლივონია რეჩ-პოსპოლიტას გადაეცა. რუსეთმა ვერ მიიღო
ბალტიის ზღვაზე გასასვლელი)
6.
რომელი დინასტია იკავებს რუსეთის ტახტს 1613 წლიდან?
7.
რომელ წლებში მეფობდა პეტრე I? რომელი წლიდან მიიღო იმპერატორის ტიტული?
8.
რა იყო „დიდი ელჩობის“ მიზანი?
9. რა საეკლესიო რეფორმა გაატარა პეტრე I-მა და რა იყო ამ რეფორმის მიზანი? რას წარმოადგენდა წმინდა სინოდი?
10.
პეტრეI-ის გატარებული
რომელი რეფორმები ითვალისწინებდა რუსეთის გადაქცევას ევროპული სტილის სახელმწიფოდ?
11.
პეტრე I-ის რომელი
რეფორმები და ღონისძიებები ემსახურებოდა კულტურულ საგანმანათლებლო განვითარებას?
12.
ვის წინააღმდეგ აწარმოებდა ომს რუსეთი 1700-1721 წლებში?რა სახელით არის ცნობილი ეს
ომი? რა იყო რუსეთის მიზანი და რამდენად შეძლო ამ მიზნის მიღწევა?
13.
რომელ წელს მოხდა და რატომ არის მნიშვნელოვანი რუსეთისთვის პოლტავას ბრძოლა?
14.
რომელი ქალაქი აშენდა „ჩრდილოეთის ომის“ დროს და სად?
15. რა ტერიტორიულ ერთეულებად დაჰყო რუსეთი პეტრე I-მა (გუბერნიებად. სულ 8 გუბერნიად).
16.
რომელი სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებდა პეტრე I ომს 1722-23 წლებში? ვინ იყო მისი მოკავშირე ამ
ომში?
რუსეთის მიერ სპარსეთის (ირანის) ტერიტორიების დაპყრობა 1722-24 წლებში |
პარაგრ. 40. აბსოლუტიზმი საფრანგეთში
1.
რას ნიშნავს აბსოლუტიზმი? რითი განსხვავდება
ფეოდალური მონარქიისგან?
2.
მონარქის ხელისუფლების შეზღუდვის რა საშუალებები არსებობდა შუა საუკუნეებში?
3.
გაიხსენე, ვინ და როდის გამოსცა „ნანტის ედიქტი“ და რას ითვალისწინებდა.
4.
როგორი იყო ანრი IV-ეს
საშინაო და საგარეო პოლიტიკა?
5.
ვინ შეიძლება მდგარიყო ანრი IV-ეს მკვლელობის უკან და რატომ?
6.
ვინ ნაცვლად მართავდა მარია მედიჩი საფრანგეთშ 1610-1617 წლებში? როგორ შეაფასებთ მის
მმართველობას?
7.
ვინ დანიშნა ლუი XIII-ემ
საფრანგეთის პირველ მინისტრად 1624 წელს?
8.
რა იყო რიშელიეს საშინაო პოლიტიკის მთავარი მიზანი?
9.
როგორ შეძლო რიშელიემ დიდგვაროვანთა ძალაუფლების შესუსტება?
10.
როგორი იყო რიშელიეს პოლიტიკა ჰუგენოტების მიმართ?
11.
გაიხსენე რიშელიეს საგარეო პოლიტიკის ძირითადი ასპექტები: რა როლი ითამაშა ოცდაათწლიან
ომში? რა შედეგი მოუტანა საფრანგეთს რიშელიეს საგარეო პოლიტიკამ?
12.
რა დამოკიდებულება ჰქონდათ ფრანგული საზოგადოების სხვადასხვა ფენებს მეფისა და კარდინალის
მიმართ?
13.
რომელ წლებში მეფობდა ლუი XIV? ვინ მართავდა სახელმწიფოს მისი მცირეწლოვანობის დროს და რომელი წლიდან
იწყებს თავად საფრანგეთის მართვას?
14.
რას უწოდეს „ფრონდა“ და რატომ არ უყვარდა პარიზი ლუი XIV-ეს?
15.
ვინ იყო ჟან კოლბერი და რომელი ეკონომიკური თეორია უკავშირდება მის სახელს?
16.
რას ითვალისწინებს „მერკანტილიზმი“?
17.
მერკანტილისტურ პოლიტიკაში რა ფუნქცია აქვს კოლონიას მეტროპოლიის ეკონომიკაში?
18.
როგორი იყო ლუი XIV-ეს
პოლიტიკა ჰუგენოტებისადმი? რატომ გამოიწვია ამ პოლიტიკამ მძიმე ეკონომიკური შედეგი?
19.
რომელი კოლონია შეიქმნა ამერიკის კონტინენტზე ლუი XIV-ეს მეფობის დროს?
20. სად გადაიტანა ლუი XIV-ემ სასახლე?
21.
როგორი იყო ლუი XIV-ეს პოლიტიკა ხელოვნების მიმართ?რატომ
უწოდეს მეფეს „მზე“?
22.
ლუი XIV-ეს მეფობის ბოლოს სამეფო ხაზინა დაცარიელდა და ვალები
გაიზარდა. ჩამოთვალე ამის გამომწვევი მიზეზები.
23.
იმსჯელე ლუი XIV-ეს მმართველობის დადებით და უარყოფით
შედეგებზე
პარაგრ.
39 რევოლუცია ინგლისში
1.
რა დინასტიური ცვლილება ხდება ინგლისში 1703 წელს?
2.
ვის უწოდებდნენ პურიტანებს? გაიხსენე, კიდევ რომელი რელიგიის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ
ინგლისში?
3.
რატომ არ მოსწონდათ პურიტანებს ჯეიმს I ?
4.
რა იწვევდა მეფესა და პარლამენტს შორის დაპირისპირებას ჯეიმზ I სა და ჩარლზ II -ეს მეფობის დროს?
5.
რამ აიძულა პარლამენტი მეფისთვის წარედგინათ „პეტიცია უფლებათა შესახებ? რას ახსენებდნენ
მეფეს ამ დოკუმენტით?
6.
როდის და რატომ დაითხოვა ჩარლზ I-მა პარლამენტი?
7.
რატომ გახდა იძულებული ჩარლზ I
1640 წელს კვლავ მოეწვია პარლამენტი? რატომ ეწოდა ამ პარლამენტს
„ხანგრძლივი პარლამენტი“?
8.
რა დატმობებზე წავიდა ჩარლზ I „ხანგრძლივი პარლამენტის“ მიმართ? რითი აიხსნება მეფის მიერ დათმობებზე
წასვლა?
9.
რას ითვალისწინებდა „დიდი რემონსტრაცია“? რატომ იყო მიუღებელი მეფისთვის მისი პირობები?
როდის და რატომ დატოვა მეფემ ლონდონი?
10.
რომელ წლებში და ვის შორის მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი ინგლისში? ვისი გამარჯვებით
დასრულდა ომი?
11.
საზოგდოების რომელი ნაწილი იყო მეფის მხარეს და რომელი იბრძოდა მის წინააღმდეგ?
12.
ვინ იყო ოლივერ კრომველი და რა როლი შეასრულა სამოქალაქო ომში?
13.
როდის, როგორ და რა ბრალდებით დასაჯეს მეფე სიკვდილით? მმართველობის რა ფორმა დამყარდა
ინგლისში მეფის დასჯის შემდეგ?
14.
რომელ წლებში იარსება რესპუბლიკამ ინგლისში? ვინ მართავდა ინგლისს ერთპიროვნულად
1653-58 წლებში? რა გარემოებამ შეუწყო ხელი მის აღზევებას?
15.
წარმატებული იყო თუ არა მისი მმართველობა ინგლისში? პასუხი დაასაბუთე?
16.
რას ეწოდა სტიუარტების რესტავრაცია?
17.
რა პირობით მიიღო ტახტი ჩარლზ II-ემ და შეასრულა თუ არა ეს პირობა?
18.
17- საუკუნის მეორე ნახევარში რომელი ორი გავლენიანი პოლიტიკური პარტია არსებობდა ინგლისში
და რა განსხვავება იყო მათ შორის?
19.
რა მოვლენა ცნობილი „სახელოვანი რევოლუციის“ სახელით? რა მიზეზმა განაპირობა ეს მოვლენა?
20.
მმართველობის როგორ ფორმას უყრიდა საფუძველს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „ბილი
უფლებების შესახებ“?
პარაგრ. 37-38 ოცდაათწლიანი ომი (პირველი ნაწილი)
1.
17-ე საუკუნის დასაწყისში რომელი ორი პოლიტიკური ბანაკი წარმოიქმნა და რა იყო მათ შორის
დაპირისპირების მიზეზი?
2.
რა ისტორიული მოვლენაა ასახული 356-გვერდზე მოცემულ ნახატში და რა გახდა ამის მიზეზი?
რომელი ისტორიული მოვლენა იწყება ნახატზე ასახული მოვლენით?
3.
რა შედეგით დასრულდა ჩეხეთის აჯანყება?
4.
ვინ იყო რიშელიე და რატომ სურდა ომის გაგრძელება რომის საღვთო იმპერიაში?
5.
შეადარე ერთმანეთს რიშელიესა და ფერდინანდ მეორეს პოლიტიკური ხედვები.
6.
რატომ ჩაება ომში დანიის მეფე და რა იყო მთავარი მოტივაციის საშუალება?
7.
ვინ იყო ალფრედ ვალენშტაინი და რა როლი ითამაშა დანიასთან ომის შედეგში?
8. ვინ იყო გუსტავ ადოლფი? რატომ და ვის წინააღმდეგ ჩაება ომში 1630 წელს? ვინ აფინანსებდა მის სამხედრო ხარჯებს? რა წარმატებას მიაღწია მისმა არმიამ ბრძოლის ომის დასაწყისში?
9. ვის შორის მოხდა 1632 წლის ლიუტცენის ბრძოლა და რა შედეგით დასრულდა?
10. ვის შორის მოხდა 1634 წელს ნორდლიგენის ბრძოლა და რა შედეგით დასრულდა?
11. რატომ გადაწყვიტა რიშელიემ 1635 წელს ომში ღიად ჩაბმა? ვინ იყვნენ მისი მოკავშირეები?
12. როგორ შეცვალა ვითარება საფრანგეთის ომში ჩაბმამ?
13. ვინ შეცვალა რიშელიე 1642 წელს? შეცვალა თუ არა ახალმა პრემიერ მინისტრმა რიშელიეს საგარეო-პოლიტიკური კურსი?
14. რომელ წლებში მიმდინარეობდა ოცდაათწლიანი ომი და საბოლოოდ რა შედეგით დასრულდა? რას ითვალისწინებდა ვესტფალიის ზავი?
15.
რომელმა სახელმწიფოებმა მიიღეს მეტი სარგებელი ოცდაათწლიანი ომით? რა შეცვალა ომმა
ევროპაში რელიგიური და სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით?
პარაგრაფი 56. ჰოლანდიის რევოლუცია
1.
რატომ ეწოდა ამ ქვეყანას ნიდერლანდები?
2.
რომელი სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა ნიდერლანდი XVI საუკუნის შუახანებში?
3.
როგორ უწყობდა ხელს გეოგრაფიული მდებარეობა ნიდერლანდების ეკონომიკურ განვითარებას?
4.
მეურნეობის რა დარგები განვითარდა ნიდერლანდებში?
5.
ნიდერლანდის ქალაქებს შორის კიდევ უფრო მეტად განვითარდა ანტვერპენი. რაში გამოიხატა
ანტვერპენის ეკონომიკური დაწინაურება?
6.
რა მახასიათებლებით გამოირჩევა კაპიტალისტური სისტემა და ვითარდებოდა თუ არა ეს სისტემა
ნიდერლანდებში?
7.
რა გახდა ფილიპე II-ეს
წინააღმდეგ ნიდერლანდის აჯანყების მიზეზი?
8.
ვინ იყო ალბა, ეგმონტი და ვილემ ორანელი?
9.
რა მეთოდებს იყენებდა ესპანეთი აჯანყებულთა წინააღმდეგ? რატომ გაუჭირდა ნიდერლანდის
აჯანყების ჩაქრობა?
10.
რითია მნიშვნელოვანი ნიდერლანდის ისტორიაში 1581 წელი?
11.
მმართველობის რა ფორმა დამყარდა ნიდერლანდში? რა წარმოადგენდა ამ ქვეყნის მმართველობით
ორგანოებს? ვინ იყვნენ შტატჰალტერები?
12.
რომელი სოციალური ფენის ხელში აღმოჩნდა ძალაუფლება ნიდერლანდებში?
13.
ნიდერლანდების გარდა, კიდევ რომელ ევროპულ სახელმწიფოს ებრძოდა ესპანეთი? გაიხსენე
ვის ეკუთვნოდა „დიდი არმადა“ და როგორ დაასრულა თავის არსებობა 1588 წელს.
14.
რას ითვალისწინებდა 1609 წელს ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის დადებული ზავი?
15.
რატომ ეწოდა ნიდერლანდების რევოლუციას ბურჟუაზიული რევოლუცია? რითი განსხვავდებოდა
ნიდერლანდები ევროპის სხვა სახელმწიფოებისგან?
16.
რა ში გამოიხატა კულტურული განვითარება XVI-XVII საუკუნეების ნიდერლანდებში?
34-35
პარაგრ. ჰაბსბურგები და ოსმალეთი 16-ე საუკუნეში
1.
ვინ იყო კალოს V ჰაბსბურგი და რა ტერიტორიებს მოიცავდა მისი სამფლობელო?
2.
ვინ იყო ერნანდო კორტესი და რა ტერიტორიები დაიპყრო?
3.
ვინ იყო ფრანცისკო პისარო და რა ტერიტორიები დაიპყრო?
4.
რომელი სახელმწიფოს ნაწილი გახდა კორტესისა და პისაროს დაპყრობილი ტერიტორიები და ვინ
იყო ამ სახელმწიფოს მეფე?
5.
რა მისცა ესპანეთს ამერიკული მიწების დაპყრობამ?
6.
რა მნიშვნელობა ჰქონდა ევროპისათვის ამერიკის კონტინენტის აღმოჩენას შიმშილის პრობლემის
დაძლევაში?
7.
რა შედეგები მოუტანა ამერიკის ადგილობრივ (აბორიგენულ) მოსახლეობას ევროპელთა გამოჩენამ?
8.
ევროპის რომელ სახელმწიფოს უქმნიდა კარლოსის იმპერია ყველაზე მეტ საფრთხეს და რატომ?
9.
რას უნდა ეთამაშა გადამწყვეტი როლი კარლოსის იმპერიაში შემავალი სხავადასხვა ხალხის
ერთიანობაში? რა საფრთხე დაემუქრა ამ ერთიანობას 16-ე ს-ის 20-იანი წლებიდან?
10.
ვის შორის მოხდა 1525 წელს პავიას ბრძოლა და რომელი ომის ნაწილი იყო ეს ბრძოლა? რა
იყო ამ ომის მიზეზი და რა შედეგით დასრულდა?
11.
რა ტერიტორიები დაიპყრო ოსმალეთის სულთანმა სელიმ I-მა ?
12.
როდის და ვის შორის მოხდა მოჰაჩის ბრძოლა და რა შედეგით დასრულდა?
13.
რომელი ქალაქის აღებას ცდილობდასულეიმან I 1529 წელს და რა შედეგით დასრულდა ეს ბრძოლა?
14.
დააკვირდი 322-ე გვერდზე მოცემულ რუკას, გაიაზრე 11-12 შეკითხვების პასუხები და იპოვე
რუკის ლეგენდაში დაშვებული შეცდომა.
15.
რატომ ვერ ახერხებს ევროპა ოსმალთა წინააღმდეგ გაერთიანებას?
16.
ევროპის რომელი სახელმწიფო გახდა ოსმალეთის მთავარი მოკავშირე და რა იყო ამის მიზეზი?
17.
რატომ მფარველობდა ოსმალეთის სულთანი ლუთერანებს და რა პოლიტიკურ სარგებელს ხედავდა
ამაში?
18.
როდის და ვის შორის მოხდა ლეპანტოს ბრძოლა და რა იყო მისი შედეგი?
19.
რატომ აღმოჩნდნენ ქართველები 16-ე საუკუნის II ნახევარში ესპანური პოლიტიკური წრეების ყურადღების
ცენტრში? მოიყვანე ამ ურთიერთობის და ინტერესის მაგალითები.
პარაგრ. 32-33. რატომ
დაიწყო პროტესტანტული რეფორმაცია ევროპაში
1.
გაიხსენე განვლილი მასალიდან ფაქტები, რომელიც პაპების ძლიერებასა და გავლენას მოწმობდა.
2.
რას უწოდეს ავინიონის ტყვეობა?
3.
რატომ ირჩევდნენ XIV საუკუნეში ევროპაში ერთდროულად ორ პაპს?
4.
რას ითხოვდა კრებების მოძრაობა?
5.
რომელმა ისტორიულმა მოვლენებმა განაპირობა პაპის ხელისუფლების შესუსტება და რატომ?
6.
რატომ დაეცა ევროპელი სასულიერო პირების ავტორიტეტი მას შემდეგ, რაც საზოგადოების დიდმა
ნაწილმა საეკლესიო ლიტერატურის ინდივიდუალურად გაცნობა შეძლო?
7.
გაიხსენე, წინა საუკუნეებში რომელი ქრისტიანული მიმდინარეობები გამოეყო ძირითადად ეკლესიას
და როგორ უმკლავდებოდნენ მათ?
8.
ვინ იყო ჯონ უიკლიფი და იან ჰუსი? რატმ უპირისპიდებოდნენ პაპს?
9.
ვინ იყო მარტინ ლუთერი?
10.
რას უწოდეს რეფორმაცია და რომელი მოვლენა ითვლება მის დასაწყისად?
11.
რა იყო ინდულგენციები?
12.
როგორ შეხვდა ლუთერის 95 თეზისს და კრიტიკას რომის პაპი? ვინ იყო ამ დროს რომის პაპი?
13.
ვინ იყო კარლ V ჰაბსბურგი? რა პოზიცია დაიკავა მან ლუთერისა და პაპის დაპირისპირებაში?
14.
რა იყო მთავარი განსახილველი საკითხი 1521 წლის ვორმსის საეკლესიო კრებაზე?
15.
რატომ ვერ დასაჯეს ლუთერი სიკვდილით?
16.
რატომ დაუჭირა მხარი ლუთერს გერმანელმა მთავრებმა და ბურჟუაზიული საზოგადოების დიდმა
ნაწილმა?
17. სად
გავრცელდა ლუთერანობა?
18.
რა ნიშნებით განსხვავდება ლუთერანობა კათოლიციზმისგან?
19.
ვინ იქადაგებდნენ შვეიცარიაში პროტესტანტულ მოძრვებას?
20.
როდის და რატომ მოკლეს ულრიხ ცვინგლი?
21.
რა თავისებურება გამოარჩევდა კალვინიზმს ლუთერანობისგან და რატომ გავრცელდა კალვინიზმი
სწრაფად ევროპის დაწინაურებულ ქალაქებში?
22.
საზოგადოების რომელი ფენებისთვის იყო მისაღები კალვინის რელიგიური მოძღვრება და რატომ?
23.
რა სახელით მოიხსენიებდნენ კალვინისტებს საფრანგეთსა და ინგლისში?
24.
ინგლისის რომელმა მეფემ დაუჭირა მხარი პროტესტანტობას? რა ეწოდა მოგვიანებით ინგლისში
გავრცელებულ პროტესტანტულ ეკლესიას?
25.
რა გახდა საბაბი ინგლისის მეფის პაპთან დაპირისპირებისა? სინამდვილეში რა იყო მეფის
რეალური მიზანი? ანუ რა სარგებელს მიიღებდა მეფე თუ პროტესტანტობას დაუჭერდა მხარს?
26.
1534 წელს მიღებული სუპრემაციის აქტით ვინ ცხადდებოდა ინგლისის ეკლესიის მეთაურად?
27.
რა დადებითი და უარყოფითი შედეგები მოჰყვა ევროპაში რეფორმაციას?
29-30-31. როგორ და რატომ დაიწყო დიდი
გეოგრაფიული აღმოჩენები
1.
რა გზებით უკავშირდებოდა შუა საუკუნეებში (XIII-XIV საუკუნეებში) ევროპა აღმოსავლეთის ქვეყნებს? ანუ
სად გადიოდა (რომელ ქალაქებზე, ქვეყნებზე) მთავარი სავაჭრო გზები?
2.
აღმოსავლეთის რომელ პროდუქტებზე იყო განსაკუთრებული მოთხოვნა შუა საუკუნეების ევროპაში?
3.
რომელი იტალიური ქალაქ-სახელმწიფოს ხელში იყო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ვაჭრობის ბერკეტები?
ვისი შუამავლობით იძენდნენ აღმოსავლურ საქონელს და რატომ იყო ეს არახელსაყრელი ევროპელთათვის?
4.
როგორ შეუწყო ხელი დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს ოსმალეთის გაძლიერებამ და მის მიერ ბიზანტიის
ტერიტორიების დაპყრობამ?
5.
შეუშლიდა თუ არა ხელს მეზღვაურობის განვითარებას ევროპაში არსებული წარმოდგენები შორეულ
ზღვებში მოგზაურობის საფრთხეებზე?
6.
რა ტექნოლოგიური სიახლეები და მეცნიერული ცოდნა შეუწყობდა ხელს გეოგრაფიულ აღმოჩენებს?
7.
რომელი ქვეყნები დაწინაურდნენ დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებში? რა მიზეზები განაპირობებდა
ამას?
8.
ვინ იყო ენრიკე ზღვაოსანი და რა დამსახურება მიუძღვის მეზღვაურობის განვითარებაში?
9.
ვინ იყო ბართომეო დიაში და რა როლი ითამაშა გეოგრაფიულ აღმოჩენებში?
10.
ვინ და როდის მიაღწია პირველად აფრიკის შემოვლით ინდოეთს?
11.
რა წარმატებას მიაღწია პორტუგალიამ ინდოეთისკენ მიმავალი გზების აღმოჩენით?
12.
რა წარმატებებს აღწევს ესპანეთი XV
საუკუნის II ნახევარში?
13. ვინ და როდის აღმოაჩინა პირველად ამერიკის
კონტინენტზე ახალი მიწები? რომელი სახელმწიფოს საკუთრებად გამოცხადდა ეს მიწები?
14.
იცოდა თუ არა კოლუმბმა, რომ მის მიერ აღმოჩენილი მიწები აზია არ იყო? მოიტანე არგუმენტები.
15.
თუ კოლუმბი ხვდებოდა, რომ მის მიერ აღმოჩენილი მიწები აზია არ იყო, რატომ უნდა დაემალა
სიმართლე და რატომ ამტკიცებდა, რომ ის ინდოეთის მახლობლად იმყოფებოდა?
16.
ვის შორის დაიდო და რას ითვალისწინებდა ტორდესილას ხელშეკრულება?
17.
რატომ ეწოდა ახალ კონტინენტს ამერიკა?
18.
ვინ იყო ფერნანდო მაგელანი და რა იყო მისი მოგზაურობის მიზანი?
19.
რომელ წლებში იმოგზაურა მაგელანმა და რომელი სახელმწიფოდან?
20.
რა მარშრუტი გაიარა მაგელანის ექსპედიციამ? სად და როდის დაიღუპა მაგელანი?ვინ იყო
სებასტიან ელ კანო?
21.
რა მნიშვნელობა ჰქონდა მაგელანის ექსპედიციას? როგორ შეცვალა მან წარმოდგენა სამყაროს
შესახებ?
22.
რა შედეგები მოუტანა XVI საუკუნეში დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა პორტუგალიასა და ესპანეთს?
23.
როგორ შეცვალა მსოფლიო დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა?
24.
რომელი ახალი პროდუქტები შევიდა ევროპაში ამერიკის კონტინენტიდან?
25.
რა ქრონოლოგიურ პერიოდს მოიცავს დიდი დეოგრაფიულ აღმოჩენების ეპოქა და რატომ მიიჩნევენ
შუა საუკუნეებისა და ახალი დროის ეპოქების მიჯნად?
მოკლე ვიდეო კონსტანტინოპოლის შესახებ
პარაგრ. 25-26 როგორ გაანადგურეს ბიზანტიის იმპერია
ოსმალმა თურქებმა
1.
გაიხსენე, რატომ იყო საბედისწერო ბიზანტიისათვის 1071 და 1204 წლები?
2.
რამდენად რეალისტურად გამოიყენებოდა XV საუკუნეში ბიზანტიური წარმოდგენა „ჩვენ და ბარბაროსები“?
3.
გაიხსენეთ, როგორ გადაურჩა კონსტანტინოპოლი 1402 წელს ოსმალებს.
4.
რა საკითხების განსახილველად შეიკრიბა ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება?
5.
რა პოზიციას დაიკავებდი ფერარა-ფლორენციის კრებაზე ბიზანტიელი პოლიტიკოსი რომ ყოფილიყავით?
6.
თქვენი აზრით, რატომ იყვნენ მიწვეულნი ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებაზე ქართველი
სასულიერო პირები?
7.
ვინ იყო ვლადისლავ III იაგელონი? ვისი რჩევით დაიწყოოსმალეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები
1440-1444 წლებში?
8.
როდის და ვის შორის მოხდა ვარნას ბრძოლა? რატომ იყო ამ ბრძოლის შედეგი საბედისწერო
ბიზანტიისთვის?
9.
როგორ შეაფასებ ვენეციელი და გენუელი მეომრების როლს კონსტანტინოპოლის დაცვისთვის ბრძოლაში?
ვინ იყო მათი მეთაური?
10. ვინ იყო ორბანი? როგორ შეაფასებ მის როლს კონსტანტინოპოლის
დაცვისთვის ბრძოლაში?
11.
ვის გულისხმობს წყარო 11-ში (გვ 242) ავტორი, როცა საუბრობს ფრანკებსა და მათ მეთაურზე?
12.
წყარო 12-ისა და 245-ე გვერდზე მოცემული ტექსტის მიხედვით იმსჯელე - რა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობა
ჰქონდა ევროპისათვის კონსტანტინოპოლის დაცემას?
13.
რატომ ვერ მოხერხდა ახალი კოალიციური (თუნდაც ჯვაროსნული) ლაშქრობის მოწყობა კონსტანტინოპოლის
გამოსახსნელად?
14.
შეაფასე მეჰმედ II
-ეს გატარებული პოლიტიკა დაპყრობილ კონსტანტინოპოლში. რამდენად გონივრული იყო? პასუხი
დაასაბუთე
15.
გაკვეთილში მოცემული ტექსტისა (გვ 246) და
წყაროების (6 და 14) შეაფასე ბიზანტიის პირველი მინისტრის ლუკას ნოტარას პოლიტიკა.
თქვენი აზრით მოღალატე იყო თუ ჭკვიანი პოლიტიკოსი? პასუხი დაასაბუთე.
16.
რომელი ქრონოლოგიური ეპოქის გამყოფად მიაჩნიათ ისტორიკოსებს კონსტანტინოპოლის დაცემა?
ეთანხმებით თუ არა? პასუხი დაასაბუთეთ.
17.
ჩამოთვალე კონსტანტინოპოლის დაცემის მიზეზები.
ბოლო
გაკვეთილების შეჯამება
ოსმალეთის
იმპერიის წარმოქმნა. თემურ ლენგის ლაშქრობები
1. ოსმალეთი წარმოიქმნა XIII საუკუნის ბოლოს და XIV საუკუნის დასაწყისში, მცირე აზიის ტერიტორიაზე.
რუმის სასულთნოს დაშლის შედეგად წარმოქმნილ
თურქმანულ სამფლობელოებს შორის დაწინაურდა ოსმანის
სამფლობელო, რომლის ტერიტორიებიც სულ უფრო მეტად იზრდებოდა ბიზანტიის მიწების მიტაცების
შედეგად. მას უერთდებოდა სხვა თურქმანული სამფლობელოებიც. 1299 წელს ოსმანმა თავი სულთნად გამოაცხადა. ის ითვლება ოსმალეთის სახელმწიფოს დამაარსებლად. სახელწოდება
ოსმალეთიც მისი სახელიდან მოდის. ამ სახელმწიფოს ევროპაში ოტომანთა იმპერიის სახელითაც მოიხსენიებდნენ,
რაც ასევე ოსმანის სახელიდან მოდის. ოსმალეთის სულთნები მისი მემკვიდრეები და შთამომავლები
იყვნენ, ამიტომ ოსმანთა
დინასტიას უწოდებენ. ოსმანთა დინასტიამ
იარსება 1922 წლამდე. 1923 წელს ოსმალეთში სულთნის ხელისუფლება ოფიციალურად გაუქმდა
და ეს სახელმწიფო თურქეთის რესპუბლიკად გამოცხადდა.
2. ოსმალეთის მეორე სულთანი იყო ორჰანი (ოსმანის შვილი), მან გააგრძელა დაპყრობითი ომები და ბიზანტიას მნიშვნელოვანი
ქალაქები წაართვა მცირე აზიაში, ბურსა და ნიკეა. ოსმალეთის
დედაქალაქი ბურსა გახდა. ორჰანის სულთნობის პერიოდში ბიზანტიამ მცირეა აზიაში ყველა
სამფლობელო დაკარგა.
3. ოსმალეთის მესამე სულთანია მურად I, რომლის სახელსაც
დიდი დაპყრობები უკავშირდება. მის დროს ოსმალეთმა უკვე ევროპაში, კერძოდ ბალკანეთში
გადაიტანა ბრძოლები და ბიზანტიის ევროპული ნაწილის დაპყრობას მიჰყო ხელი. მურადმა ბიზანტიას
წაართვა ბალკანეთში ქალაქი ადრიანოპოლი (ოსმალურად
- ედირნე) და ეს ქალაქი ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა. 1370 წელს ბიზანტიის იმპერატორმა თავი ოსმალეთის სულთნის ვასალად
აღიარა და ხარკი იკისრა.
4. მურად I -მა სერბეთსაც შეუტია. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა 1389 წელს კოსოვოს ველზე. ოსმალეთის არმიამ
გაანადგურა სერბებისა და ბოსნიელების გაერთიანებული ჯარი და სერბეთი დაიპყრო. ამ ბრძოლის
დროს დაიღუპა სულთანი მურად I. იგი სერბმა მებრძოლმა მოკლა, რომელიც მის კარავში შეუმჩნევლად
შეიპარა და ხანჯლის დარტყმით სიცოცხელეს გამოასალმა სულთანი.
5. მურად I - ის ადგილი მისმა ვაჟმა ბაიაზიდ I- მა დაიკავა.
მან წარმატებით დაასრულა კოსოვოს ბრძოლა და სერბები დაიმორჩილა. 1395 წელს ბულგარეთს
შეუტია და დაიპყრო. ბულგარეთის დაპყრობამ
დიდი შეშფოთება გამოიწვია ევროპაში. ევროპის მონარქებმა კოალიციური ლაშქრობის მოწყობა
გადაწყვიტეს ოსმალეთის წინააღმდეგ. ანტიოსმალურ კოალიციას სათავეში უნგრეთის მეფე ედგა,
(უნგრეთს ყველაზე მეტად ემუქრებოდა ოსმალური დაპყრობის საფრთხე)
გარდა მისა კოალიციაში შედიოდა საფრანგეთის, ვენეციის , ჩეხეთისა და პოლონეთის ჯარები.
გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ბულგარეთში, ქალაქ ნიკოპოლთან 1396 წელს. ნიკოპოლის ბრძოლაში ბაიაზიდმა გაანადგურა
ევროპული კოალიის არმია.
6. გამარჯვებებით გათამამებულმა ბაიაზიდმა 1400 წელს ალყა შემოარტყა
ბიზანტიის დედაქალქს კონსტანტინოპოლს. ბიზანტია განწირული აღმოჩნდა, მაგრამ
გადარჩა. ამის მიზეზი ის იყო, რომ აღმოსავლეთიდან ოსმალეთში შეიჭრა თემურ ლენგი თავისი
დიდი არმიით. (ამ დროისთვის თემურ ლენგს საქართველოში უკვე შვიდი (რვიდან) ლაშქრობა
ჰქონდა მოწყობილი. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა 1402 წელს ქ. ანგორასთან (დღევანდელი
ანკარა, თურქეთის დედაქალაქი). ანგორას ბრძოლაში თემურმა დაამარცხა ოსმალთა ჯარი და
ბაიაზიდი ტყვედ ჩაიგდო. მან ტყვეობაში თავი მოიკლა. თემურ ლენგმა ოსმალეთი ოთხ ნაწილად
დაჰყო და ბაიზიდის შვილებს დაურიგა მორჩილების პირობით.
7. თემურ ლენგის სახელმწიფო წარმოიქმნა შუა აზიაში,
დღევანდელი უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ტერიტორიებზე. ადრე აქ ჩაღათას მონღოლური
საყაენო არსებობდა. 14-ე საუკუნის 70-იანი წლებისთვის ეს სახელმწიფო დაშლილი იყო. სწორედ
აქ ჩაიგდო ძალაუფლება ხელში თემურ ლენგმა. თავიდან ის მარბიელი რაზმის ხელმძღვანელი
იყო, თავს ესხმოდა და ძარცვავდა ქარავნებს. ამით მან დიდძალი სიმდიდრე დააგროვა. ერთერთი
ბრძოლის დროს ის ფეხში მძიმედ დაიჭრა და სამუდამოდ დაკოჭლდა, რის გამოც უწოდეს მას
ლენგი, რაც ქართულად ნიშნავს კოჭლს. (ევროპასა
და რუსეთში მას ტამერლანის
სახელით იცნობენ)
8. თემურ ლენგი გათურქებული მონღოლური ტომის
წარმომადგენელი და მეთაური იყო. დაამარცხა ამ ტერიტორიაზე არსებული მმართველები და
თავის სახელმწიფოს დედაქალაქად სამარყანდი გამოაცხადა. (სამარყანდი დღეს უზბეკეთის ქალაქია,
აქ არის თემუ ლენგის მავზოლეუმი). იმ დროში,
რომელიმე მონღოლური ტერიტორიის მბრძანებლად აღიარება რომ მოეპოვებინა, ჩინგიზ ყაენის
შთამომავალი უნდა ყოფილიყო, თემურმა ჩინგიზ ყაენის შთამომავალი შეირთო ცოლად და ამგვარად
ჩინგიზის შთამომავლების ნათესავად გამოაცხადა თავი.
9. 1385 წლისთვის თემურ ლენგს მთელი შუა აზია ემორჩილებოდა. ამავე წელს მან ირანის
დაპყრობისთვის დაიწყო ბრძოლა. მას სურდა ხელში ჩაეგდო ირანზე გამავალი სავაჭრო-სატრანზიტო
გზები, რაც დიდი შემოსავალს მოუტანდა. თემურ ლენგის გაძლიერებამ შეაშფოთა ჩრდილოეთით
არსებული ოქროს ურდოს
ყაენი თოხთამიში, რომელმაც რამდენჯერმე
ილაშქრა ირანში. თოხთამიშს სურდა კავკასიასა და ირანზე თავისი გავლენა დაემყარებინა.
ეს გახდა ომის მიზეზი თემურ ლენგსა და თოხთამიშს შორის. თემურ ლენგმა გადაწყვიტა დაეპყრო კავკასია, რომელსაც
პლაცდარმად გამოიყენებდა ოქროს ურდოზე თავდასასხმელად.
10.
თემურ ლენგმა საქართველოში სულ რვა ლაშქრობა მოაწყო, 1386-1403 წლებში. პირველი
ორი ლაშქრობის დროს საქართველოს მეფე იყო ბაგრატ V, შემდგომი ლაშქრობები კი გიორგი VII-ეს მეფობის პერიოდში მოხდა.
პირველი ლაშქრობის დროს 1386 წელს თემურ ლენგმა თბილისი აიღო და მეფის დატყვევება შეძლო.
ბაგრატ V იძულებული გახდა თემურის მოთხოვნა შეესრულებინა და ისლამი მიეღო, თუმცა ეს
მან დამპყრობლის ნდობის მოსაპოვებლად გააკეთა. თემურმა ქართველ მეფეს ჯარი მისცა და
საქართველოში გამოგზავნა, რათა მთელი ქვეყანა ისლამის რჯულზე მოექცია. ამით ისარგებლა
ბაგრატმა, დაუკავშირდა თავის შვილებს, რომლებიც ჩაუსაფრდნენ მონღოლებს და ერთაინად
ამოწყვიტეს მისი ჯარი. ასე გათავისუფლდა ქართველი მეფე ტყვეობისგან. მან მოსახლეობა
გახიზნა მთებში და ახალი ბრძოლისთვის მოემზადა, რადგან იცოდა, რომ თემურ ლენგი შურის
საძიებლად კვლავ შემოიჭრებოდა საქართველოში. 1387 წელს თემური მეორედ შემოიჭრა საქართველოში, თუმცა მალევე დატოვა ჩვენი ქვეყანა
იმის გამო, რომ აზერბაჯანში თოხთამიშის ჯარი შეიჭრა და მასთან მოუწია ბრძოლა.
11. 1395 წელს თემურ ლენგი კავკასიიდან ოქროს ურდოში
შეიჭრა. მდ. თერგთან გამართულ ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა თოხთამიშ ყაენი. ამ პერიოდში
ლენგმა ჩრდილოეთ კავკასია დალაშქრა და იქ ისლამი გაავრცელა. ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები
ხალხის ნაწილი წარმართები იყვნენ. აქ საქართველოდან ქრისტიანობა ვრცელდებოდა. თემურ
ლენგის ლაშქრობამ კი ისლამის სასარგებოდ შეცვალა პროცესები. მისი ბრძანებით დაანგრიეს
ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ქრისტიანული ტაძრები და მოსახლეობა იძულებით ისლამზე
მოაქციეს. ამან საქართველოს საბედისწეროდ უარყოფითი შედეგები მოუტანა.
12. 1393 წელს გარდაიცვალა მეფე ბაგრატ V და ტახტზე
ავიდა მისი ვაჟი გიორგი VII. გიორგი VII თავგანწირული
იბრძოდა თემურ ლენგის წინააღმდეგ. მეშვიდე ლაშქრობის დროს 1401 წელს, იძულებული გახდა
დამპყრობელთან სამშვიდობო ხელშეკრულება დაედო.
ზავის პირობით ქართველები აღიარებდნენ თემურ ლენგის მორჩილებას
და ხარკსაც კისრულობდნენ. სანაცვლოდ დამპყრობელი
პირობას იძლეოდა რომ ქრისტიანობის უარყოფას არ მოგვთხოვდა. იმ დროისთვის ლენგი ოსმალეთის წინააღმდეგ საომრად ემზადებოდა
და საქართველოსთან სამშვიდობო ხელშეკრულებაც ამისთვის სჭირდებოდა.
13. ოსმალეთის დამარცხების შემდეგ თემურ ლენგი კვლავ შემოიჭრა საქართველოში. მიზეზად
ქართველების მხრიდან ზავის დარღვევა დაასახელა. სინამდვილეში კი მისი მიზანი იყო საქართველოს სრული დაპყრობა
და ისლამიზაცია. დამპყრობელმა გადაწყვიტა
დასავლეთ საქართველოში გადასულიყო და იქ გახიზნული მეფე ტყვედ ჩაეგდო. ქართველების
მედგარმა წინააღმდეგობამ აიძულა თემურ ლენგი 1401 წლის ზავის პირობებს დათანხმებოდა,
რადგან ზამთარი ახლოვდებოდა და თოვლის მოსვლის შემთხვევაში ქვეყნიდან გასასვლელი გზები
ჩაეკეტებოდა. გარდა ამისა ქართველების პარტიზანულმა ბრძოლებმაც საგრძნობლად დააზარალა
დამპყრობელი.
14. 1405 წელს თემურ ლენგი გარდაიცვალა. მისი იმპერია კი მის გარდაცვალებისთანავე დაიშალა.
ერთ-ერთი პირველი ვინც ხმლით დაუპირისპირდა თემურის მემკვიდრეებს, საქართველოს მეფე
გიორგი VII იყო.
მისი ბრძოლის მიზანი იყო კავკასიის გათავისუფლება
მტრისგან და საქართველოს გავლენის აღდგენა.
წარმოიდგინე, რომ
ხარ მეცნიერ-მკვლევარი და წიგნისთვის „ქართული დიპლომატიის ისტორია“დაგევალა, შეისწავლო საქართველოს სამეფოს დამოკიდებულება
ჯვაროსნული ლაშქრობებისადმი, ასევე,
მოამზადო ნარკვევი, რომელშიც ქრონოლოგიური
თანმიმდევრობით წარმოადგენ XI-XIII სს-ში ქართულ-ჯვაროსნული კონტაქტების ციკლს.
ნშრომში წარმოაჩინე:
როგორ აღმოჩნდნენ თურქული მომთაბარე ტომები სამხრეთ კავკასიაში და რა გავლენა იქონიეს მათ საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ,ეკონომიკურ და კულტურულ ვითარებაზე?
რა მიზეზების გამო მიიპყრო ქართველ მეფეთა ყურადღება ჯვაროსნული ლაშქრობების
დროს მომხდარმა მოვლენებმა და როგორ იყენებდნენ ისინი ჯვაროსნული ომების შედეგებს ქვეყნის
ინტერესებისთვის?
რა ინფორმაციას გვაწვდიან ქართული და უცხოური წყაროები თურქ-სელჩუკთა ლაშქრობებისა
და მათი შედეგების შესახებ?
რას და როგორ მოგვითხრობენ წყაროები
ქართველი მონარქების ჯვაროსნებთან კავშირის შესახებ? რამდენად სანდოა ისინი? რამდენად ავსებენ ერთმანეთს?
წყაროთა ინტერპრეტაციის მიხედვით,
რა დადებითი ან უარყოფითი გავლენა შეიძლებოდა, მოეხდინა საქართველოზე ჯვაროსნებთან
ურთიერთობას?
გაკვ. 6/7. ვინ იყვნენ თურქ-სელჩუკები
და რა საფრთხე შეუქმნეს მათ საქართველოს?
რა ინფორმაციას გვაწვდიან ქართული
და უცხოური წყაროები თურქ-სელჩუკთა ლაშქრობებისა და მათი შედეგების შესახებ?
●იხ. წყაროები: ა და გ, ისტორიული რუკები; გვ. 38. გვ.
40)
რა ინფორმაციას გვაწვდის დავით
აღმაშენებლის ისტორიკოსი „დიდი თურქობის“ შესახებ?
● ი წყაროს მიხედვით იმსჯელე,
რა შედეგები მოუტანა საქართველოს „დიდმა თურქობამ“?
● როგორ ფიქრობ, რა მნიშვნელობა
ექნებოდა ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყებას საქართველოსთვის?
● იხ. წყარო დ, „მატიანე ქართლისა“
ალფ-არსლანის ლაშქრობაზე; (გვ,41)
● წყარო ე, გიორგი ხუცესმონაზვნის
ცნობა ალფ-არსლანის ლაშქრობის შესახებ;(გვ,41)
● წყარო ი, დავით აღმაშენებლის
ისტორიკოსი „დიდი თურქობის“ შესახებ.(გვ.47)
● რამდენად შეეძლო საქართველოს
ევროპელთა ძლიერი მოკავშირის როლის თამაში რეგიონში?
● წყარო ბ, ქართველთა და მუსლიმთა
ჯარის რაოდენობის შესახებ;(გვ,66)
● წყარო გ, გოტიეს ცნობები ბრძოლის
წინ დავით IV-ის სიტყვით გამოსვლის შესახებ.(გვ,67)
● ქვეთავი „ევროპელთა თვალით
დანახული დავითის სამეფო“(გვ,70)
● წყარო თ, ანსელუსის წერილი;(გვ,70)
● ანსელუსის წერილის ნაწყვეტი:
https://www.georoyal.ge/?MTID=101&TID=80&id=3541
● ქართული ეკლესია-მონასტრები
სირია-პალესტინაში:
http://geomanuscript.ge/?page=palestina
● იერუსალიმის ჯვრის მონასტერი:
bit.ly/3ISeuia
● დიდგორის ომის ქრონიკა – წყაროები:
bit.ly/3Z0XkVi
გაიხსენე, რა მიზეზებმა განაპირობა ჯვაროსნული
ლაშქრობის დაწყება?
● რატომ იყო იერუსალიმი ქრისტიანული
სამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი ქალაქი?
● რა აკავშირებდათ ქართველებს
იერუსალიმთან?
● რატომ იყო საქართველოსთვის
მნიშვნელოვანი წმინდა მიწაზე ქართული ეკლესია-მონასტრების არსებობა?
● რატომ შეუწყო ხელი ჯვაროსნების მიერ იერუსალიმის
აღებამ დავით აღმაშენებელს, რომ ხარკის გადახდა შეეწყვიტა თურქ-სელჩუკებისთვის?
● დააკვირდი რუკას (გვ. 54. წყარო
ვ) და გამოთქვი ვარაუდი: რატომ იყო მნიშვნელოვანი ჯვაროსნებისთვის საქართველოს მოკავშირეობა?
● დავით აღმაშენებელსა
და ბალდუინ II-ს შორის არსებული ახლო ურთიერთობის შესახებ მოგვეპოვება შემდეგი ცნობა:
XII საუკუნის ნორმანელი მემატიანის, ორდერიკ ვიტალის მოწმობის თანახმად, ქართველთა
მეფე დავითი და კილიკიის სომხეთის მმართველი, ტოროს I მონაწილეობდნენ რამდენიმე ჯვაროსანი
რაინდის გათავისუფლებაში, რომლებიც მუსლიმებს ჰყავდათ დატყვევებული. რა დასკვნის საფუძველს
გვაძლევს ეს წყარო?
● შენი აზრით, რა ფაქტორების
გამო ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას ქართველები უშუალოდ იერუსალიმის აღებაში?
● დავითის ისტორიკოსი მატიანეში
„ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ წერს: „ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალემი
და ანტიოქია, და შეწევნითა ღმრთისათა მოეშენა ქუეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და
განამრავლნა სპანი. და არღარა მისცა სულთანსა ხარაჯა, და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს
ქართლს.“
რა დასკვნის საფუძველს გაძლევს ამ წყაროთი
გადმოცემული ინფორმაცია? იხ. წყარო ი, იოანე ბატონიშვილი დავითისა და ბალდუინის ურთიერთობის
შესახებ;(გვ,71) იხ. წყარო კ, შოთა მესხია საქართველოში ბალდუინის ვიზიტის შესახებ;(გვ,71)
დავითის მიერ თურქ-სელჩუკთაგან
ქართული ქალაქების გათავისუფლება რანაირად შეიძლება, დავუკავშიროთ პირველი ჯვაროსნული
ლაშქრობის შემდეგ რეგიონში შექმნილ მდგომარეობას?
● ცნობა 2-ის მიხედვით (გვ.
65) იმსჯელე, რატომ იყო ილღაზის დამარცხება მნიშვნელოვანი ჯვაროსნული სამყაროსთვისაც?რა
მნიშვნელობა ჰქონდა ჯვაროსნული სამყაროსთვის დიდგორის ბრძოლაში თურქთა დამარცხებას?
იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“ (იხ. წყარო ი, გვ.
71) გვიანდელი წყაროა. სხვა წყაროებით ბალდუინ II-ის ვიზიტი საქართველოში არ დასტურდება.
როგორ ფიქრობ, რამდენად შეესაბამება ჭეშმარიტებას იოანე ბატონიშვილის ეს ცნობა? პასუხი
დაასაბუთე;
მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს
ქართველებსა და ჯვაროსნებს შორის არანაირი კონტაქტი არ შეიმჩნევა. გაიხსენე, რა საშინაო
და საგარეო ფაქტორები შეუშლიდა ხელს დავითის მემკვიდრეებს?
● გაიხსენე, რა მოვლენები უსწრებდა
წინ მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობას?
● როგორ შეძლო სალაჰ ად-დინმა
იერუსალიმის დაბრუნება? როგორი იყო მისი დამოკიდებულება ქრისტიანებისადმი?
● რატომ გახდა ხლათი თამარსა
და სალაჰ ად-დინს შორის დაპირისპირების საგანი?
● რა შედეგით დასრულდა თამარსა
და ეგვიპტის სულთანს შორის მოლაპარაკება? (იხ. წყარო თ. გვ.91)
● იმსჯელე, რამდენად დიპლომატიურად
მოიქცა თამარი, როცა თავდაუსხმელობის პირობა მისცა აიუბიანთა სულთანს მაშინ, როცა იერუსალიმის
ჯვაროსნული სამეფო დიდი საფრთხის წინაშე იდგა?
● როგორ შეიძლება, აიხსნას თამარის
შეცვლილი პოლიტიკა ჯვაროსანთა მიმართ?
გაიხსენე, რა ვითარებაში წარიმართა
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა და რა შედეგით დასრულდა იგი?
● როგორ ფიქრობ, რატომ დასთანხმდნენ
ჯვაროსნები ქრისტიანული ქალაქების აღებასა და დარბევას მაშინ, როცა მათ მუსლიმთა წინააღმდეგ
ომი ევალებოდათ?
● როგორ ისარგებლა თამარმა შექმნილი
ვითარებით და დააარსა ტრაპიზონის იმპერია?
● იმსჯელე, რა გეოპოლიტიკური
მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის ტრაპიზონის იმპერიის დაარსებას? (იხ. რუკა წყარო
კ. გვ. 92)
● გაიხსენე, რა სახის პრივილეგიები
მიანიჭა ეგვიპტის სულთანმა სალაჰ ად-დინმა ქართველებს წმინდა მიწაზე? როგორ ახასიათებს
თამარ მეფესა და საქართველოს სამეფოს ის ფაქტი, რომ სალაჰ ად-დინმა ქართველ მეფეს თხოვნა
შეუსრულა და ქართველებს იერუსალიმის ეკლესია-მონასტრები დაუბრუნა?
● რამ განაპირობა ის, რომ გიორგი
IV-მ ჯვაროსნებთან მიმართებით საგარეო პოლიტიკა შეცვალა?
● გაიხსენე, რატომ დაუპირისპირდნენ
ერთმანეთს ქართველები და აიუბიანები ხლათში?
გ და დ წყაროების მიხედვით იმსჯელე,
რა შინაარსის მიმოწერა წარიმართა გიორგი IV-სა და რომის პაპს შორის?
● როგორი დამოკიდებულება იკვეთება
დასავლური სამყაროს მხრიდან საქართველოს მიმართ?
● როგორ ახასიათებს დე ბუა ლაშა
გიორგის? რა არგუმენტებით ცდილობს დე ბუა წყაროში იმის დასაბუთებას, რომ საქართველო
ჯვაროსნების ღირსეულ მოკავშირედ უნდა ჩაითვალოს?
● რამდენად სანდოდ შეიძლება,
მივიჩნიოთ ამ წყაროებში მოცემული ინფორმაცია? პასუხი დაასაბუთე;
● კრიტიკულად განიხილეთ დამიეტას
ალყის დროს სულთანთან დაზავების მომხრეებისა და ქალაქის აღების მომხრეების პოზიციები.
თქვენი პოზიცია არგუმენტებით გაამყარეთ.
● წყარო ზ-ს მიხედვით(გვ.
90) იმსჯელე, რა გეგმები ჰქონდა ქართულ მხარეს მეხუთე ჯვაროსნულ ლაშქრობასთან დაკავშირებით?
● რა მიზეზებით ახსნი მეხუთე
ჯვაროსნულ ლაშქრობაში ჯვაროსანთა დამარცხებას?
რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა
ქართული სახელმწიფო და რატომ გახდა შეუძლებელი მეექვსე ჯვაროსნულ ლაშქრობაში ქართველთა
მონაწილეობა?
● შეადარე ერთმანეთს ქართველ
მეფეთა პოლიტიკური დამოკიდებულება ჯვაროსნების მიმართ.
(დავით IV; თამარი,
ლაშა-გიორგი)
● მეცნიერთა შორის არსებობს მოსაზრება,
რომ ჯვაროსნებსა და ქართველებს განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი ჰქონდათ და საქართველოს
სამეფო კარი მოხერხებულ სამხედრო ექსპანსიას ახორციელებდა, რის შედეგადაც ჯვაროსნებს
საქართველოს სახით აღმოსავლეთიდან საიმედო მოკავშირე ჰყავდათ. ზოგის აზრით კი, საქართველო
ჯვაროსნების პოლიტიკური მოკავშირე არასდროს ყოფილა და ამის მხურვალე სურვილი მაინცდამაინც
არ ჰქონიათ ქართველ მეფეებს. იმსჯელე, რომელი მოსაზრებაა უფრო მისაღები შენთვის და
რატომ? შენ როგორ შეაფასებდი ქართველი მეფეებისა და ჯვაროსნების მოკავშირეობას?
შემაჯამებელი წერა. 7 დეკემბერი. ესეს დაწერა. მაქსიმ. ქულა -31.
გთავაზობთ ესეს სათაურს და შეფასების რუბრიკას.
ესე : ჯვაროსნები - დამპყრობლები თუ განმანთავისუფლებლები (31 ქ)
ნაშრომში წარმოაჩინე:
როგორ შეცვალა ახლო აღმოსავლეთი თურქ-სელჩუკთა ლაშქრობებმა და მათი იმპერიის (სასულთნოს)
შექმნამ. (3ქ) პარაგრ. 3-4
როდის ჩაიგდეს ხელში თურქ-სელჩუკებმა ქალაქი
იერუსალიმი. შეადარე თურქ-სელჩუკებისა და არაბების რელიგიური პოლიტიკა იერუსალიმში.(1ქ)
(გვ. 79)
ევროპელი ქრისტიანების წუხილი ქრისტეს საფლავის
დაკარგვის გამო. როგორ უკავშირებდნენ ქრისტიანები ევროპაში მომხდარ ბუნებრივ კატასტროფებს,
ეპიდემიებს, შიმშილსა და სიღატაკეს ქრისტეს საფლავის დაკარგვას.(1ქ) (გვ. 80)
ბიზანტიის იმპერატორის ალექსი I -ის წერილი რომის პაპს.
რას ითხოვდა იმპერატორი პაპისგან და ევროპული ქრისტიანული სახელმწიფოებისგან.(1ქ)
(გვ. 82)
რა პრობლემები არსებობდა იმდროინდელ დასავლეთ
ევროპაში. რა პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიურ-კულტურული
სარგებელი შეიძლება მოეტანა ჯვაროსნულ ლაშქრობებს ევროპელებისთვის. (3) (გვ. 82)
როგორ აისახებოდა პაპის ძალაუფლებაზე ჯვაროსნული
ომები?(1ქ)
თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოში არსებული რა პოლიტიკური ვითარება ქმნიდა XI საუკუნის მიწურულს ჯვაროსნული
ლაშქრობისათვის ხელსაყრელ გარემოს? (1) (გვ. 84)
კლერმონის საეკლესიო კრება. პაპის მოწოდება.
რა რელიგიური და ეკონომიკური მოტივი დაუსახა პაპმა ჯვაროსნულ ომში წამსვლელებს. (3ქ)
(გვ. 86-87)
რომელ წლებში მიმდინარეობდა პირველი ჯვაროსნული
ლაშქრობა და რა შედეგით დასრულდა? რომელი ჯვაროსნული
სახელმწიფოები წარმოიქმნა ? (3ქ) პარაგრ. 11-12. იხ. ასევე რუკა გვ.106.
რა იყო ჯვაროსნებსა და ბიზანტიის იმპერატორს
შორის უთანხმოების მიზეზი(1ქ)
როგორ აისახა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა სელჩუკების
მიერ დაპყრობილ-დახარკულ ქრისტიანულ სახელმწიფოებზე?(საქართველოს მაგალითი) (1ქ)
98-ე გვერდზე მოცემული წყაროების მიხედვით როგორ
მოექცნენ ჯვაროსნები იერუსალიმის აღების შემდეგ ადგილობრივ მუსულმანურ მოსახლეობას?(1ქ)
გვ. 98
რომელი რაინდული-სასულიერო ორდენები წარმოიშვა
პირველი ჯვაროსნული ომის შემდეგ და რამ განაპირობა მათი წარმოქმნა?(3ქ)
რა როლი ითამაშა ლევანტის რეგიონის ქრისტიანთა
ხელში გადასვლამ ევროპის ეკონომიკის წინსვლაში? იტალიის რომელი ქალაქები დაწინაურდა
ვაჭრობაში? 3ქ(გვ. 130/ გვ. 139)
შეაფასე ჯვაროსნული ომები - გამოხატე შენი პოზიცია,
ჯვაროსნები განმანთავისუფლებლები , თუ დამპყრობლები. მოიყვანე არგუმენტები შენი პოზიციის
სასარგებლოდ. (5ქ)
No comments:
Post a Comment