VII კლასი


შეკითხვები შემაჯამებელი ტესტებისთვის მოსამზადებლად.
                                  
  
თემა: პრეისტორია

1. რა განსხვავებაა პრეისტორიულ  და ისტორიულ ხანას შორის?

2. რა არის არტეფაქტები?

3. სად ცხოვრობდნენ უძველესი ადამიანები? 

4. ვინ არიან ჰომინინები? ჩამოთვალე შენთვის ცნობილი ჰომინინები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. (გვ. 8)
5. ჰომინინის  რომელი სახეობის შთამომავალია თანამედროვე ადამიანი ?

6. აფრიკის ფარგლებს გარეთ სად არის აღმოჩენილი უძველესი ადამიანების ნაშთები? რამდენი წლის წინ ცხოვრობდნენ ისინი და ჰომინიდების რომელ სახეობას მიეკუთვნებოდნენ?(გვ.9)

7. ჩამოთვალე ქვის ხანის დროინდელი პერიოდები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით(გვ.11)

8. რა იყო პირველყოფილი ადამიანის საქმიანობა ძველი ქვის ხანაში(გვ. 10)

9. ძველი ქვის ხანაში იწყება „დიდი გამყინვარება“ . რა დადებითი და რა უარყოფითი შედეგების მომტანი იქნებოდა გამყინვარება ადამიანისთვის? (გვ. 11-12)

10. რომელ ეპოქაში დასრულდა გამყინვარება(გვ.12)

11. როდის და როგორ წარმოიქმნა გვაროვნული თემი?(13)

12. რას მიაგნო მეცნიერმა მარსელინო დე საუტოლამ ალტამირას გამოქვაბულში? რომელი სახელმწიფოს ტერიტორიაზეა ალტამირა?(გვ. 15)

13. ვინ არიან აბორიგენები? რაში ეხმარება მეცნიერებს თანამედროვე ავსტრალიელი აბორიგენების ცხოვრების შესწავლა?(გვ. 16)

14. რა არის რიტუალი(გვ.16)

15. რას უწოდებენ პეტროგლიფებს?(გვ 17)

16. როგორი იყო უძველესი ადამიანების რელიგიური რწმენა-წარმოდგენები? დაასახელე უძველესი რელიგიების ფორმები (მაგია, ანიმიზმი, ტოტემიზმი) და განმარტე მათი თავისებურება. (გვ. 18-19)

17. ვინ იყვნენ ქურუმები(გვ.16)

18. რა ცვლილებები ხდება ახალი ქვის (ნეოლითი) ხანაში ადამიანთა ცხოვრებაში?  რა სახელითაა ცნობილი ეს დიდი „გარდაქმნის“ პერიოდი?(გვ 20-22)

19. შეადარე პალეოლითისა და ნეოლითის ხანის დროინდელი ადამიანები ერთმანეთს (საცხოვრებელი, საქმიანობა, სამუშაო იარაღები, ჭურჭელი, ტანსაცმელი საკვები)

20. დაასახელეთ შენთვის ცნობილი  ნეოლითური ხანის უძველესი ადრესამიწათმოქმედო დასახლებები. (გვ. 23-25)

21. რატომ ითვლება საქართველო მიწათმოქმედებისა და მევენახეობის უძველეს კერად?(გვ.24)

22. რას უწოდებენ იმ ეპოქას, რომელიც გარდამავალი პერიოდია ქვისა და ბრინჯაოს ხანას შორის?(გვ.28)

23. როგორ მიიღო ადამიანმა ბრინჯაო?(გვ.28)

24. რომელ ეპოქაში წარმოიქმნა მეტალურგია? (გვ.28)

25. ჩამოთვალე ბრინჯაოს ხანის პერიოდები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. (გვ.29)

26. რომელ ეპოქას მიეკუთვნება მტკვარ -არაქსის კულტურა? (გვ.29)

27, რომელ ეპოქაში შეიქმნა თრიალეთის ყორღანები? დაასახელე თრიალეთის ყორღანებში აღმოჩენილი შენთვის ცნობილი ნივთები.(გვ.33-34)

28. რა მოწმობს  შუა ბრინჯაოს ხანაში ქონებრივი და სოციალური უთანასწორობის წარმოქმნას? (გვ. 33-34)











გაიუს იულიუს კეისარი 

გაიუს იულიუს კეისარი დაიბადა ძვ. წ. 100 წელს. 12 ივლისს.
პირველი თანამდებობა, რომელიც მან მიიღო, იყო სამხედრო ტრიბუნობა, ანუ ლეგიონის მეთაურობა. ამ თანამდებობაზე ან კონსულები ნიშნავდნენ, ან სახალხო კრებაზე ირჩევდნენ. კეისარი სწორედ ხალხმა აირჩია სამხედრო ტრიბუნად. ხალხს ხიბლავდა მისი თავაზიანობა, ალერსიანი მოპყრობა და ლამაზი, ჭკვიანი სიტყვა, განსაკუთრებით კი მისი სიუხვე და ხელგაშლილობა - ხალხისთვის გაშლილი მდიდრული სანადიმო სუფრები.

   ერთხელ ესპანეთში ყოფნისას ჰერაკლეს სახელობის ტაძარში შეიარა და იხილა ქანდაკება ალექსანდრე მაკედონელისა. კარგა ხანს უცქირა, მერე ნაღვლიანი ოხვრა აღმოხდა, თითქოს საკუთარი თავი დაიწუნა უმოქმედობისა და უსაქმურობისთვის - რამეთუ ახლა მე 33 წლისა ვარ და ალექსანდრეს კი სწორედ ამ ასაკში მსოფლიოც დაპყრობილი ჰქონდა და სიცოცხლეც დამთავრებული. და იმ წუთებშივე, მსოფლიოს ყველაზე დიდი დამპყრობლის წინაშე, გადაწყვიტა სასწრაფოდ დაბრუნებულიყო რომში და პირველივე ხელსაყრელი შემთხვევისთანავე დაეწყო ბრძოლა “უფრო დიად საქმეთა” აღსრულებისთვის.  მას მიეწერება გამოთქმა : „სჯობს იყო პირველი კაცი ერთ პატარა სოფელში, ვიდრე მეორე - დიდ სახელმწიფოში.“

    კეისარი დაუახლოვდა ორ უძლიერეს ადამიანს იმ დროინდელ მსოფლიოშიგნეუს პომპეუსსა და კრასუსს. ძვ. . 60 . მოხდა ისტორიული შეთანხმება სამ უძლიერეს ადამიანს რის. ამ კავშირსპირველ ტრიუმვირატს მათმა მეგობრებმა უწოდეს კავშირი ჭკუისა (კეისარი), ძალისა (პომპეუსი) და ფულისა (კრასუსი). მტრებმა კისამთავიანი ურჩხული.  მათი მიზანი ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რომის მართვა იყო.  კავშირის გასამყარებლად კეისარმა პომპეუსს საკუთარი ქალიშვილი შერთო ცოლად.
        59 . კონსულად აირჩიეს კეისარი, კონსულობის პერიოდში ხალხმა უფრო მეტად შეიყვარა იგი.  ხალხის მოსაწონად ხშირად მართავდა უფასო სანახაობებს, ურიგებდა ხალხს უფასო პურს, ზეთს და სხვა პროდუქტებს. ცნობილი რომაული გამოთქმა „ხალხს არ უნდა მოაკლო პური და სანახაობა“ - არასდროს ავიწყდებოდა კეისარს და ხალხიც კმაყოფილი იყო მისი კონსულობით.
     კონსულობის ვადის ამოწურვის შემდეგ ტრიუმვირებმა მოახერხეს შემდეგ ვადაზე თავისი ხალხი გაეყვანათ კონსულებად, ხოლო კეისარს გადაეცა გალიის მმართველობა, იმჟამად რომი გალიის მხოლოდ მცირე, სამხრეთ ნაწილს აკონტროლებდა. გალიის დიდი ნაწილი - დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორია  კი თავისუფალი იყო და აქ გალების ტომები ცხოვრობდნენ. კეისარმა მთელი გალიის დაპყრობა გადაწყვიტა.  
      ქრ. შობამდე 58-51 წლებში მან მთელი გალია დაიპყრო,  დაამარცხა ასევე გალიაში შეჭრილი გერმანელი ტომები და მდინარე რაინს იქეთ გადარეკა. რომის და გერმანული ტომებს შორის  საზღვრად მან სწორედ ეს მდინარე -(რაინი) გამოაცხადა.
            გალიის ტერიტორიიდან მან გადალახა ლა მანშის სრუტე და ბრიტანეთში შეიჭრა. კეისარი პირველი ევროპელი მხედართმთავარია, რომელიც ბრიტანეთში ლაშქრობს. ამ ლაშქრობის შედეგად მან ბრიტების თავისუფალი ტომები რომს დაუმორჩილა.
     ქრ. შობამდე 53 წელს ტრიუმვირატს ერთი წევრი გამოაკლდა. ეს იყო კრასუსი. იგი პართიელებთან ბრძოლაში დაიღუპა.
      მალე პომპეუსსა და კეისარს შორის დაიწყო დაპირისპირება ძალაუფლებისთვის. პომპეუსს  აღიზიანებდა კეისრის წარმატებები და პოპულარობა. ისარგებლა მისი გალიაში ყოფნით და რომში მისი ხალხის შევიწროება დაიწყო. პომპეუსით გაძლიერებული სენატი უფრო გათამამდა და კეისრის საწინააღმდეგო დადგენილებები მიიღო. ბოლოს ისიც კი გაბედეს, რომ მას ჯარის დაშლა და რომში გამოცხადება მოსთხოვეს.

      კეისარმა თავის ლეგიონებს მიმართა, რომ იგი პომპეუსისა და სენატის უსამართლობისგან დაეცვათ. ჯარისკაცებმა თავის მხედართმთავარს აღუთქვეს, რომ მისი ერთგულნი იქნებოდნენ. ამ დროისთვის კეისარი სამხრეთ გალიაში იდგა ერთი ლეგიონით. მისი დანარჩენი ლეგიონები ალპებს იქეთა გალიაში იდგნენ. კეისრის მტრებიც იმედოვნებდნენ, რომ ერთი ლეგიონით სამოქალაქო ომის დაწყებას ვერ გაბედავდა. კეისარმა კი გადაწყვიტა სწორედ ამ ერთი ლეგიონით აეღო რომი და მთელი ძალაუფლება ხელში ჩაეგდო.
        ქრ. შობამდე 49 წელს კეისარი რომისკენ დაიძრა. ის მხოლოდ მდინარე რუბიკონთან შეჩერდა. დიდხანს ფიქრობდა გადაელახა თუ არა ეს მდინარე. რუბიკონი საზღვარი იყო რომსა და მის პროვინციას შორის და არცერთ მხედართმთავარს არ ჰქონდა უფლება ჯარით გადაეკვეთა ეს საზღვარი. ბოლოს კეისარმა ცხენი შეაგდო მდინარეში და წარმოთქვა ფრაზა, რომელმაც ისტორია შეცვალა: „რუბიკონი გადალახულია, წილი ნაყარია“.
        ისე სწრაფად და მოულოდნელად მიადგა რომს კეისარი, რომ პომპეუსმა და მისმა მომხრეებმა ვერაფერი დაუპირისპირეს და რომიდან საბერძნეთში გაიქცნენ. აღსანიშნავია, რომ კეისარი ლმობიერად მოექცა ქალაქში დარჩენილ მოწინააღმდეგეებს. დასჯის ნაცვლად თავის მხარეზე გადმოიბირა ისინი. ასეთი პოლიტიკით მან მთელი იტალია დაიმორჩილა, შემდეგ  საბერძნეთში გადავიდა პომპეუსის დასამარცხებლად. პომპეუსს ამასობაში დიდი ჯარი შეეკრიბა და მზად დახვდა კეისარს. მიუხედავად ამისა, კეისარმა სასტიკად დაამარცხა მეტოქე. ჯარის გარეშე დარჩენილი პომპეუსი ეგვიპტეში  გარბის. ეგვიპტის მბრძანებელი პტოლემაიოსი მას დიდი პატივით მიიღებს, მაგრამ კეისრის გულის მოსაგებად მაინც მოკლავს. როცა კეისარი ეგვიპტეში ჩავა პტოლემაიოსი მას პომპეუსის თავს მიართმევს, მაგრამ კეისრისგან მადლობის ნაცვლად რისხვას მიიღებს. კეისარი „აღაშფოთა“ მისი „მეგობრისა და მოკავშირის“ მკვლელობამ. ეს არ აპატია პტოლემაიოსს და მხარი მის დას კლეოპატრას დაუჭირა ეგვიპტის ტახტის დაკავებაში. თავად პომპეუსი კი დიდი პატივით დააკრძალინა. ამით კეისარმა პომპეუსის მომხრეთა გული მოიგო და მათი მხარდაჭერა მიიღო.
       ეგვიპტის ახალი მბრძანებელი კლეოპატრა კეისრის საყვარელი გახდა და მისგან შვილიც ეყოლა.
( მას ყოველთვის შეეძლო უხერხული მდგომარეობიდან გამოსვლა. მაგალითად, როცა კეისარი პირველად მიადგა ეგვიპტეს, ხომალდიდან პირველი თვითონ გადახტა, მაგრამ ნახტომი უხეირო გამოუვიდა და ცხვირით გაიშხლართა აფრიკის ქვიშაზე. ეს ცუდის ნიშანი იყო. შიშით დაზაფრულ მეომრებს უეცრად ქვემოდან მოესმათ კეისრის შეძახილი: „აფრიკავ! შენ ჩემს ხელთა ხარ!“)

     ქრ. შობამდე 48 წელს კეისარი რომში ჩავიდა, სადაც მას ბრწყინვალე დახვედრა მოუწყვეს. გამარჯვების აღსანიშნავად მან უზარმაზარი სახალხო ნადიმი მოაწყო. 22 ათასი მაგიდა 60 ათას სტუმარს მასპინძლობდა. ეს სტუმრები კი თავად რომაელი ხალხი იყო, რომლის გულის მოგებასაც მუდმივად ცდილობდა კეისარი. მან თითოეულ მოქალაქეს დაურიგა ფული, ზეთი და ხორბალი.
    რომის სახელმწიფოში კეისრის განუსაზღვრელი ძალაუფლება დამყარდა. მას სენატიცა და კონსულებიც უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ. იგი მუდმივ დიქტატორად გამოაცხადეს და უწოდეს იმპერატორი.
      კეისრის პოპულარობას მისი ახალი გამარჯვებებიც აძლიერებდა.  მას მოუწია გალაშქრება ბოსფორისა და პონტოს მეფის ფარნაკეს წინააღმდეგ. რომში კი გამოაგზავნა წერილი, სადაც მხოლოდ სამი სიტყვა ეწერა:
ვენი, ვიდი, ვიცი“ (მიველ, ვნახე , დავამარცხე).

    იულიუს კეისარი სამეცნიერო მოღვაწეობასაც ეწეოდა. როცა იგი გერმანულ ტომებს ებრძოდა, მან დაწერა ისტორიული ნაშრომი, სადაც მათი ცხოვრების წესი აღწერა. ეს ნაშრომი შესანიშნავი წყაროა თანამედროვე ისტორიკოსებისთვის ძველი გერმანული ტომების ისტორიის შესასწავლად.
იულიუს კეისარმა შემოიღო ახალი კალენდარი, რომლითაც დღესაც ვსარგებლობთ. თანამედროვე კალენდარში მხოლოდ მცირეოდენი ცვლილებებია შეტანილი. ივლისის თვეს ეს სახელი სწორედ იულიუს კეისრის საპატივცემულოდ ეწოდა.

    მიუხედავად პოპულარობისა და წარმატებისა, კეისარს ფარული მტრები მაინც ჰყავდა. მათ მიაჩნდათ, რომ კეისრის ერთპიროვნული მმართველობა რესპუბლიკურ წყობას საფრთხეს უქმნიდა. თუ კეისარს მოკლავდნენ, ამით რესპუბლიკურ მმართველობას აღადგენდნენ.
ქრ. შობამდე 44 წელს სენატში შესული კეისარი შეთქმულმა სენატორებმა რკალში მოაქციეს. ყველას ხანჯალი ეკავა, რომელსაც დაუნდობლად ურტყამდნენ.  23 ჭრილობა მიაყენეს. მათ შორის იყო ბრუტუსიც, რომელსაც კეისარი განსაკუთრებული სიყვარულით ეკიდებოდა და ზრუნავდა მასზე.  ამის შემხედვარე  იმედგაცრუე-ბულმა კეისარმა წარმოთქვა  უკანასკნელი ფრაზა „შენც ჩემო ბრუტუს“?!
  (არსებობს გადმოცემა, რომ კეისარი გაუფრთხილებიათ, არ წასულიყო იმ დღეს სენატში, რადგან საფრთხე ელოდა. მას კი უთქვამს „ჯობია მოკვდე, ვიდრე იცხოვრო სიკვდილის შიშით“.

       მისი სახელი კეისარი (ცეზარი) იქცა ზოგადად მონარქის აღმნიშვნელ სიტყვად.














გთავაზობთ მესამე შემაჯამებელი წერის შეკითხვებს. 
თავი III. პარაგრ. 20-31. (გვ. 57-89)

1. რომელ ტერიტორიას მოიცავდა ძველი საბერძნეთი? რა იყო პოლისები? რით განსხვავდებოდა ბერძნული პოლისები ძველ აღმოსავლური ტიპის სახელმწიფოებისაგან?

 როგორი გავლენა მოახდინა გეოგრაფიულმა გარემომ ბერძნების ცხოვრების წესსა და საქმიანობაზე? როგორ მოახერხეს ბერძნებმა გემთმშენებლობის გავითარება მაშინ, როდესაც ბერძნულ სივრცეში ხე-ტყე მცირე რაოდენობით მოიპოვებოდა? რას ეწოდება ბერძნული კოლონიზაცია? რომელი ზღვები აითვისეს ბერძნებმა დიდი კოლონიზაციის დროს? რომელი ახალშენები დააარსეს ბერძნებმა კოლხეთის ტერიტორიაზე? ბერძნულ ახალშენებს შეუსაბამე თანამედრვე ქალაქები. რატომ დააარსეს ბერძნებმა ახალშენები დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე? როგორ იქონია გავლენა ახალშენების დაარსებამ კოლხეთის ეკონომიკურ და კულტურულ მდგომარეობაზე? რით ვაჭრობდნენ ბერძნები და კოლხები ერთმანეთთანგამოთქვი მოსაზრება, კოლხეთის სანაპიროზე ბერძნული ახალშენების დაარსება ადგილობრივი მოსახლეობისთვის დადებითი მოვლენა იყო თუ უარყოფითი? პასუხი დაასაბუთე

 

2. იმსჯელე ძველი ბერძნების როლზე  სპორტის განვითარებაში;  იმსჯელე ძველი ბერძნების როლზე  თეატრის განვითარებაში;  დაახასიათე ძველი ბერძნული რელიგია (მითოლოგია);  იმსჯელე ძველი ბერძნების როლზე დემოკრატიის განვითარებაში.

 

3. როდის მიმდინარეონდა ბერძენ-სპარსელთა ომი? რა იყო ამ ომის მიზეზი და საბაბი? რომელი მნიშვნელოვანი ბრძოლები მოხდა ამ ომში და რომელ წლებში? ამ ომის პერიოდში ირანის რომელი მბრძანებლები იცი? ვინ იყო ლეონიდასი, სად და როგორ დაიღუპა იგი? რა იცით სამასი სპარტელის შესახებ? ვინ იყო თემისტოკლე? რომელ ბრძოლაში გაიმარჯვა და როგორ? რა შედეგით დასრულდა ომი? რას ითვალისწინებდა 449 წელს დადებული ზავი? (გვ.74-77)

 

 

4. როგორ მოახერხა ფილიპე II მაკედონელმა ქვეყნის გაძლიერება? რა გადაწყვეტილება მიიღო 337 წელს შეკრებილმა „კორინთოს საბჭომ“?

5. ვინ იყო ალექსანდრე მაკედონელი? საიდან დაიწყო და სად დაასრულა ალექსანდრე მაკედონელმა თავისი ლაშქრობები? როდის დაიწყო და როდის დაასრულა ალექსანდრე მაკედონელმა  ლაქრობები? რომელი დიდი ბრძოლები გამართა ალექსანდრემ სპარსეთის წინააღმდეგ?
რა ცვლილებები განიცადა მსოფლიომ მაკედონელის ლაშქრობების შემდეგ? როგორ ექცეოდა ალექსანდრე მაკედონელი დაპყრობილ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხლხებს? როგორი იმპერიის აშენება სურდა ალექსანდრე მაკედონელს დაპყრობილ ტერიტორიებზე? რომელი ქალაქი გამოაცხადა ალექსანდრე მაკედონელმა თავისი იმპერიის ცენტრად?
 შეაფასე ალექსანდრე მაკედონელის როლი მსოფლიო ისტორიაში. იმსჯელე მისი ბრძოლების შედეგებზე?

 

6. მკედონელის გარდაცვალების შემდეგ ვინ გაინაწილა მისი მიერ დაპყრობილი ტერიტორიები ვინ იყვნენ დიადოქოსები?  რატომ ადარებენ გლობალიზაციას ელინიზმს? რა მიზეზებმა განაპიროება ელინისტური სახელმწიფოების ჩამოყალიბება?
განმარტე, რას ნიშნავს ელინისტური კულტურა და რა გახდა მისი წარმოქმნის მიზეზი?
დაასახელე შენთვის ცნობილი რამდენიმე ელინისტური სახელმწიფო და უპასუხე რა საერთო ნიშნით გამოირჩევიან ისინი? რა მოვლენებმა შეუწყო ხელი მათ წარმოქმნას?

 

7. როდის შეიქმნა ქართლის სამეფო, რა საერთაშორისო მოვლენებმა შეუწყო ხელი ქართლის სამეფოს დაარსებას? რომელი ძველი ქართული წყაროები მოგვითხრობენ ქართლის წარმოქმნის შესახებ? ვინ აზო? რას ნიშნავს წყაროში მოხსენიებული არიან ქართლი? ვინ ითვლება ქართლის პირველ მეფედ? როგორი იყო ფარნავაზის საგარეო პოლიტიკა? როგორი იყო ფარნავაზის რელიგიური პოლიტიკა? რა ტერიტორიულ ერთეულებად დაჰყო ფარნავაზმა სამეფო და ვინ ჩაუყენა სათავეში? რას წარმოადგენდა ქართლის სამეფოში სპასპეტი? ვის მიაწერს ქართლის ცხოვრება ქართული დამწერლობის შემოღებას?

წარმოიდგინე, რომ ქართლის ერთ-ერთი ერისთავი ხარ და მეფე ფარნავაზის დაკრძალვაზე სიტყვით გამოსვლა დაგავალეს. შენი მიზანია წარმოაჩინო გარდაცვლილი მეფის ღვაწლი, ისაუბრო მის გამარჯვებებსა და როლზე სამეფოს შექმნაში, მის რეფორმებსა და ამ რეფორმების მნიშვნელობაზე, განიხილო მისი საგარეო და საშინაო პოლიტიკის თავისებურებები.

 









ოლიმპიური თამაშები

ძველი ბერძნები პელოპონესის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არსებულ რელიგიურ ცენტ- რში ოლიმპიაში დღესასწაულებს მართავდნენ. დღესასწაულები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში ტარდებოდა. ზაფხულის ხუთი დღის განმავლობაში ოლიმპია “ღმერთებისა და ადამიანების მამას” ზევსს ადიდებდა. ძველი ბერძნები დღესასწაულის დროს, ქვეყნიერების მბრძანებლის პატივსაცემად, სხვადასხვა თამაშობებსა და შეჯიბრებებს მართავდნენ. ამ რელიგიურ დღესასწაულებს ოლიმპიური თამაშები ეწო- დებოდა. საზეიმო დღეებისათვის ბერძნები დიდი ხნით ადრე ემზადებოდნენ. ოლიმპიური თამა- შების დროს შინაომები, ყოველგვარი უთანხმოებანი წყდებოდა და მოწინააღმდეგე მხარეები ვალდებულნი იყვნენ ზავი დაედოთ. ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს დღესასწაულის მონაწილეები და სტუმრები წმინდა ადგილებში სზეიმო მსვლელობას აწყობდნენ, ტაძრებში ღმერთებს მსხვერპლს სწირავდნენ. ათლეტები კი ფიცს დებდნენ, რომ ისინი ღმერთებს თაყვანს სცემდნენ, მშობლების მორჩილნი იქნებოდნენ და თამაშობების დროს კეთილსინდისიერად მოიქცეოდნენ. მეორე დღეს ტარდებოდა შეჯიბრება ეტლებით რბოლასა და ხუთჭიდში. მესამე დღეს საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული სტუმრები ზევსის ტაარში მიდიოდნენ და მას უამრავ ძღვენსა და საჩუქარს სწირავდნენ. იმავე დღეს იმართებოდა შეჯიბრება სირბილში მოკლე და გრძელ მანძილზე. მეოთხე დღეს ტარდებოდა ათლეტთა შერკინება მუშტი-კრივში და იარაღასხმული მორბენლების მეჯიბრება. მეხუთე დღეს თამაშებში გამარჯვებულებს აჯილდოებდნენ. მათ ზეთისხილის რტოებისაგან დაწნული გვირგვინებით ამკობდნენ. ბოლოს კი თამაშების დამთავრებისადმი მიძღვნილი საზეიმო სვლა იმართებოდა.

§ 2. ოლიმპიური თამაშების სახეობები. ოლიმპიაში გამართული შეჯიბრებებიდან ყვე- ლაზე საპატიო მოკლე და გრძელ მანძილზე სირბილში გამარჯვება იყო. მოკლე მანძილზე გამოსულ მორბენალს მოგრძო, ვიწრო ფორმის, ოთხკუთხა სტადიონისათვის ერთხელ უნ- და შემოერბინა; გრძელ მანძილზე გამოსულ მორბელანს კი 24-ჯერ. სტადიონის სიგრძე 192 მ. და 28 სმ. იყო.

ყველაზე სახიფათო იყო ეტლში შებმული ოთხი ცხენით რბოლა. მეეტლეებს 12-ჯერ უნდა შემოერბინათ სპეციალური მოედნის ცხენთსარბიელისათვის ანუ იპოდრომისათვის (იპოდრომი ბერძნული სიტყვაა. ჰიპოს ცხენს ნიშნავს, დრომოს კი რბოლას). შეჯიბრების დროს საოცარი სისწრაფით მქროლავი ეტლები ხშირად ერთმანეთს ეჯახებოდნენ, მოსახვევებში ტრიალდებოდნენ და იმსხვრეოდნენ. შეჯიბრებაში გამარჯვებულად მიიჩნევდნენ არა მეეტლეს, არამედ ცხენის პატრონს.

ყველაზე ძნელი იყო ხუთჭიდში ასპარეზობა. ხუთჭიდში შედიოდა შეჯიბრება ხუთ სახე ობაში; სირბილი მოკლე მანძილზე, ბადროს ტყორცნა, სიგრძეზე ხტომა, შუბის ტყორცნა და ჭიდაობა. სიგრძეზე ხტომისას ათლეტი ნახტომს ადგილიდან აკეთებდა. ძველ ბერძნებს მის შესრულებისას ორივე ხელში ეჭირათ ქვა, რაც მათ სხეულის აქნევაში ეხმარებოდა. მოჭიდავეები ასპარეზობის წინ ტანზე ზეთს ისვამდნენ, რათა მოწინააღმდეგეს მათთვის ხელის მოკიდება გაძნელებოდათ. ოლიმპიური თამაშების მოგება დიდი პატი ვი იყო. გამარჯვებულებს ოლიმპიაში და მათ, მშობლიურ ქალაქებში ქანდაკებებს უდგამდნენ. სახელოვანი ათლეტები განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივით სარგებლობდნენ მათ, როგორც გმირებს, ისე ეპყრობოდნენ.

გადმოცემით პირველი ოლიმპიური თამაშები ქრ. შ-მდე 776 წელს გაიმართა და 1170 წლის  განმავლობაში, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, რეგულარულად ტარდებოდა. ძველი ბერძნებისათვის ოლიმპიური თამაშები იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომ ისინი წელთაღრიცხვას სწორედ ქრ. შ-მდე 776 წლიდან იწყებდნენ.

XIX საუკუნეში სპორტზე უზომოდ შეყვარებულ ფრანგს, პიერ დე კუბერტენს აზრად მოუვიდა აეღორძინებინა ოლიმპიური თამაშები. მის იდეას მხარი დაუჭირეს და 1896 წელს საბერძნეთის ქალაქ ათენში ჩატარდა ოლიმპიური თამაშები, როგორც საერთაშორისო სპორტული შეჯიბრება. იქიდან მოყოლებული, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში იმართება ოლიმპიური თამაშები.  ძველი ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი დიდ პატივს მიაგებს პიერ დე კუბერტენს მის პატივსაცემად ოლიმპიაში ააშენეს მემორიალი, სადაც, კუბერტენის სურვილისამებრ, მისი გულია დაკრძალული.

უძველეს საბერძნეთში ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ბერძნული ქალაქების თავისუფალ და სრულუფლებიან მოქალაქეს ჰქონდა.ქალების შეჯიბრებებში არათუ მონაწილეობა, არამედ დასწრებაც კი სასტიკად იკრძალებოდა.

ძველ საბერძნეთში ომის გამო ოლიმპიური თამაშები არასოდეს გადადებულა. ჩვენს დროში კი სწორედ ომი იყო იმის მიზეზი, რომ 1916, 1940 და 1944 წლებში ოლიმპიური თამაშები არ შედგა.
1924 წლიდან ოლიმპიური თამაშები სპორტის ზამთრის სახეობებშიც ტარდება. ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებში 1952 წლიდან მონაწილეობდნენ. ისინი დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ, 1994 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე კი უკვე დამოუკიდებელი საქართველოს წარგზავნილი ხუთი სპორტსმენი გამოვიდა.

ზევსი, ძველი ბერძნული მითოლოგიით, სპორტული შეჯიბრების მფარველია. მისი ერთ-ერთი ატრიბუტია (სიმბოლო, ნიშანი) თასი. ამ ტრადიციის გავლენით, დღეს გამარჯვებულ სპორტსმენებს ხშირად თასით აჯილდოებენ. 











ვიდეო: როგორ გავაკეთოთ ბუკლეტი პოვერ პოინტის პროგრამით





ლიდიაში მოჭრილი უძველესი მონეტები









ეგინაში მოჭრილი უძველესი მონეტა





საკითხი- ბერძენ-სპარსელთა ომები:

კომპლექსური დავალების პირობა:

      წარმოიდგინე, რომ დიდი ხნის წინ ცხოვრობდი კოლხეთში. პროფესია, სოციალური მდგომარეობა, წარმომავლობა თავად აირჩიე. აღწერე შენი თავგადასავალი, როგორ ცხოვრობდი კოლხეთში, როგორ მოხვდი შემდეგ საბერძნეთში და ბერძენ-სპარსელთა ომში მიიღე მონაწილეობა. ეს ავტობიოგრაფია იმავდროულად ისტორიული წყაროც უნდა იყოს და მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციას მოიცავდეს. სიუჟეტს როგორ ააგებ, შენზეა დამოკიდებული.  მთავარია, შენმა ამბავმა ისტორიული წყაროს ფუნქცია შეასრულოს.
     პრობლემის გასააზრებლად  ამომწურავად უნდა გასცეთ პასუხი, თუ რატომ მონაწილეობდა კოლხი მეომარი ბერძენ-სპარსელთა ომში, რამდენად ეხებოდა ან არ ეხებოდა ეს მისი ქვეყნის ისტორიას. ზოგმა შეიძლება დაუშვათ, რომ კოლხი მეომარი ირანელთა მხარეზე იბრძოდა, ზოგმა  - ბერძნების მხარეზე. მნიშვნელოვანია მსჯელობა არა მეომართა პოზიციაზე, არამედ პრობლემაზე  - რატომ მონაწილეობდა ამ ომში.  

შენს ნაშრომში უნდა ჩანდეს ამ ომის მნიშვნელოვანი დეტალები, შენ წერ ომის დროინდელ მატიანეს და აღწერ შენს მონაწილეობას სხვადასხვა ბრძოლებში. (მარათონი, თერმოპილე, სალამინი) ასევე შეეხები ომის დაწყების მიზეზებს, მიზნებს, და შედეგს. წარმოაჩენ შეეხო თუ არა შენს ქვეყანას (კოლხეთს) ეს ომი  და რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ომს შენი ქვეყნისთვის.

ნაშრომში უნდა გამოიკვეთოს ორი დაპირისპირებული მხარის მთავარი განსხვავებები:

იმპერია -პოლისები
სახმელეთო ცივილიზაცია- საზღვაო ცივილიზაცია
მეფის ერთპიროვნული ძალაუფლება -სახალხო კრებები
სხვადასხვა დაპყრობილი ხალხებისგან შემდგარი არმია,  - მხოლოდ ელინებისგან შემდგარი არმია
დაპყრობითი ომის ხასიათი - თავდაცვითი ომის ხასიათი და სხვ.

ნაშრომში წარმოაჩინე შენთვის ცნობილი ისტორიული პირები: დარიოსი ,  ქსერქსე, მილტიადე, ლეონიდასი, სამასი სპარტელი,  თემისტოკლე და სხვ.

ნაშრომში არ უნდა მოხდეს ისტორიული სინამდვილის დამახინჯება ან შეცვლა. უნდა გამოჩნდეს, რომ კარგად იცი ბერძენ-სპარსელთა ომის მნიშვნელოვანი დეტალები , ომში მონაწილე მხარეების (სპარსელები, ბერძნები) განსხვავებული წეს-ჩვეულებები, კულტურული და რელიგიური განსხვავებანი,
შეიარაღებისა და სამხედრო წყობის თავისებურება და ა.შ.


ნაშრომი წარმოადგინეთ თაბახის ფურცელზე ან რვეულის შუა ორ ფურცელზე. ნაშრომი არ უნდა იყოს  ერთი თაბახის ფურცელზე ნაკლები და ორ ფურცელზე მეტი.

ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადაა 27 დეკემბერი

ნაშრომი შეფასდება ქვემოთ მოცემული შეფასების სქემით:







შეკითხვები მეორე შემაჯამებელი ტესტებისთვის მოსამზადებლად.
                                  
  
თემა: ძველი აღმოსავლეთი


1. რომელმა ხალხმა შექმნა ჩვენამდე მოღწეული უძველესი ცივილიზაცია? (გვ 36)

2, რას ნიშნავს მესოპოტამია?(გვ 36)

3. რომელ ტერიტორიას უწოდებენ შუამდინარეთს? (გვ 36)

4. დაასახელე ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი ძირითად ნიშნები. (გვ 36)

5. რატომ უწოდეს ეგვიპტესა და შუამდინარეთში შექმნილ ცივილიზაციებს სამდინარო სახელმწიფოები?(გვ 36-37)

6. რომელ ათასწლეულში წარმოიქმნა ეგვიტეში ორი სამეფო? რომელმა მდინარემ განაპირობა ეგვიპტური ცივილიზაციის შექმნა? როდის შეიქმნა ერთიანი ეგვიპტის სამეფო და რა ეწოდებოდა მის მბრძანებლებს? რა იყო ერთიანი ეგვიპტის დედაქალაქი?(გვ 38)

7. ეგვიპტის გარდა, კიდევ სად შეიქმნა  IV ათასწლეულში უძველესი ცივილიზაცია და პირველი ქალაქ სახელმწიფოები? რომელმა მდინარეებმა განაპირობა ამ ცივილიზაციის შექმნა?(გვ 37-38)

8. ქრ, შობამდე მეორე ათასწლეულის დასაწყისში რომელი სახელმწიფო გაძლიერდა შუამდინარეთში?
რომელი სახელმწიფოს მეფე იყო ხამურაბი?
(გვ 41)

9. რომელი მეფის ბრძანებით შეიქმნა კანონთა დიდი კრებული? რაზე იყო ეს კანონები ამოკვეთილი? რას ისახავდა მეფე ამ კანონების შექმნით?(გვ 41)

10.  რა გარემოებამ განაპირობა ასურელების საუკეთესო მეომრებად ჩამოყალიბება?(გვ 43)

11. პირველად რომელი ქვეყნის მეფეთა წარწერებში გვხვდება ცნობები ქართველ ტომთა გაერთიანების შესახებ? (გვ 44)

12. ასურეთის რომელი მეფე ახსენებს ქართულ ტომთა გაერთიანებას პირველად?(გვ 44)

13. რა სახელით მოიხსენიებს დიაოხის ტომთა გაერთიანებას ასურული წარწერები?(გვ 44)

14. რა სახელით მოიხსენიებს ასურეთის ჩრდილოეთით არსებულ  ქვეყნებს ტიგლათფილესერ I? ვინ ედგა ამ ქვეყნების გაერთიანებას სათავეში?(გვ 44)

15. ტიგლათფილესერის წარწერის მიხედვით, რა მეთოდით ცდილობს ასურეთის მეფე უზრუნველყოს დამარცხებული მეფეების მორჩილებაში ყოფნა?(გვ 44)

16. ტიგლათფილესერის წარწერის მიხედვით, ძირითადად მეურნეობის რომელი დარგი იყო განვითარებული დალაშქრულ ქვეყნებში და რა ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგიძლია ამ დასკვნის გაკეთება?(გვ 44)

17. რომელ სახელმწიფოებთან ბრძოლაში განადგურდა დიაოხი? (გვ 44-45)

18. ვინ გაანადგურა ძველი კოლხას სამეფო? (გვ 46)

19. რამდენ და რა ტერიტორიულ ერთეულებად იყოფოდა აქემენიანთა ირანი?(გვ 49)

20. რომელ სახელმწიფოში იჭრებოდა ოქროს ფული „დარიკი“? რომელი მეფის სახელს უკავშირდება ამ მონეტის სახელწოდება?(გვ 50)

21.  სად შეიქმნა რელიგია ზოროასტრიზმი? ვინ იქადაგა ეს რელიგია პირველად? კიდევ რა სახელით ვიცნობთ ამ რელიგიას? რომელი ორი ღვთაება უკავშირდება ერთმანეთს ამ რელიგიაში და რა განსხვავებაა მათ შორის?(გვ 49)

22. ირანის მერამდენე სატრაპიებში მოექცნენ ქართული ტომები?(გვ 51)

 

23. რომელი ქართული სახელმწიფო ემეზობლებოდა აქემენიანთა ირანს ჩრდილოეთიდან? როგორ ურთიერთობა ჰქონდა ამ სახელმწიფოს ირანთან?(გვ 51)

 

24. ჰეროდოტეს ცნობით, როგორ ინარჩუნებდა კოლხა დამოუკიდებლობას ირანის მეზობლად? რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ კოლხას სამეფოს ასეთი საქციელი? მოიყვანეთ არგუმენტები თქვენი პოზიციების განსამტკიცებლად.(გვ 51)

 

25. რა უფლებები ენიჭებოდათ დაპყრობილ ხალხებს აქემენიანთა ირანის იმპერიაში?  (გვ 50)

26. რა პრივილეგიით სარგებლობდნენ სპარსელები სხვა და ხალხებთან შედარებით?(გვ 50)

26. რომელი ენა გამოიყენებოდა აქემენიანთა იმპერიაში საერთაშორისო ენად?(გვ 50)

 

27. რა იყო ზიკურათები?  სად აშენებდნენ მათ?(გვ 53)

 

28. რა იყო სფინქსი?(გვ 53)

29. რატომ და ვისთვის აშენებდნენ პირამიდებს? რომელია ყველაზე მაღალი პირამიდა?(გვ 54)

30. რა არის მონუმენტი?(გვ 54)

 





2 comments:

  1. გამარჯობათ მას დაჩი ვარ ჩილინდრიშვილი
    ეს ტექსტი ვნახე.

    ReplyDelete
  2. გამარჯობა მას ეს ტექსტი ვნახე ხვალის ტესტისთვის

    ReplyDelete